საქართველოში აქციებს კვლავ არბევენო

როგორც მოსალოდნელი იყო უცხოური პრესა საქართველოში გასულ კვირას განვითარებული მოვლენების ადეკვატური დარჩა და დიდი ყურადღება კვირის დასაწყისში პოლიციის მიერ ვეტერანთა შიმშილობის აქციის დაშლას დაუთმო.

კავკასიურ საკითხებზე სპეციალიზირებული გამოცემა “Caucasian Knot” 3 იანვარს აქციის დაშლის შესახებ ახალ ამბებს ავრცელებს, გამოცემას ზურაბ აბაშიძის ციტატა მოჰყავს, რომელიც აქციის დაშლაში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.

თემის ანალიზს სამოქალაქო ჟურნალისტიკური ინტერნეტ გამოცემა “Global
Voices” ცდილობს. სტატია დიდ ყურადღებას უთმობს თემის გაშუქების პრობლემას და ფეისბუქის როლზე მიუთითებს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ამოეცნოთ ოთარ გვენეტაძე, რომელმაც აქციის დაშლის დროს აქციაში მონაწილე ეკა მათიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოცემის თანახმად ეს შესაძლებელი ფეისბუქ აქტივობის შედეგად გახდა, რამაც გამოწვია გვენეტაძის გათავისუფლება სამსახურიდან.

აზერბაიჯანული პრესისთვის ყველაზე საინტერესო ბათუმის სანავთობო ტერმინალის მიერ ახალი ლაბორატორიის  წარმოდგენა აღმოჩდა. აზერბაიჯანული სააგენტო day.az დადებითად აღწერს ბათუმის ტერმინალის საქმიანობას და ლაბორატორიის მუშაობას საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოვებულად თვლის.

სომხური პრესისთვის (Pan Armenian) ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი თბილისში არსებული სომხურ ეკლესიაში აღმოჩნდა 7 იანვარს, რომლის დროსაც მან  შობა სომხური ეკლესიის წარმომადგენლებს მოულოცა და განაცხადა რომ სომხეთს და საქართველო ერთმანეთთან მეგობრობა, მხარდაჭერა და გეოპოლიტიკური მდგომარეობა აკავშირებს.

5 thoughts on “საქართველოში აქციებს კვლავ არბევენო

  1. tamaRa

    პოსტზე მინდოდა აზრის გამოთქმა, მაგრამ ჯერ ძალიან გთხოვ, დიზაინი შეცვალო… ღია ფერის ფონზე მუქი ნაწერი დააბრუნეხე, თორემ საშინლად იკითხება. ძალიან ბევრი მკითხველი დამეთანხმება, დამერწმუნე…

    Reply
  2. lobzhanidze Post author

    ბოდიში, გუშინ ღამით შევცვალე დროებით იმის გამო რომ წინა დიზაინში არ ჩანდა მენიუ. შევცვალე, ეს უფრო მიახლოვებულია წინასთან (შავ თეთრი), რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ შევცვლიდი რომ არა მენიუს (პეიჯების) უქონლობა.

    Reply
      1. lobzhanidze Post author

        გეთანხმები, მეც მომეწონა, “ონლაინ ჟურნალის” შთაბეჭდილებას ქმნის თუ რაღაც🙂

  3. tekla

    და განაცხადა რომ საქართველოს და საქართველოს ერთმანეთთან მეგობრობა, მხარდაჭერა და გეოპოლიტიკური მდგომარეობა აკავშირებს. “საქართველოს და საქართველოს ერთმანეთთან მეგობრობა” ???

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s