ჩაიკოვსკის “გედების ტბა,” ანუ არანოფსკის “შავი გედი”

შენიშვნა: ტექსტი შეიცავს სპოილერებს

სანამ ფილმის უშუალო კრიტიკას დავიწყებდე, უნდა აღინიშნოს რომ “შავი გედი” მიუხედავად პრესაში არსებული მრავალრიცხოვანი დადებითი თუ უარყოფითი კრიტიკისა, კინომოყვარულებმა აუცილებლად უნდა ნახონ. ამ ფილმზე ბევრს საუბრობენ, გასაგებიცაა, ცნობილი და ათასჯერ გადამღერებული “გედების ტბა” დარენ არანოფსკიმ ორიგინალურად წარმოგვიჩვინა.

უშუალოდ ფილმზე საუბარს სურათის დასასრულიდან დავიწყებ. ნატალი პორტმანის პერსონაჟი, საყვარელი და უმანკო ნინა, რომელიც უბადლოდ ასრულებს ორივე გედის (ამაზე მოგვიანებით) როლს სცენაზე კვდება. ცეკვით აღფროთავებული ვინსენტ კასელის პერსონაჟი მოსწავლეს მივარდება და სიხარულისგან “პატარა პრინცესას” ეძახის. ნინას ბოლო სიტყვებია “სრულყოფილი ვარ.” თითქოს ძალიან ბანალური და მარტივი უნდა იყოს ასეთი ფინალის ახსნა, ა ლა “სრულყოფილი არავინაა.” მაგრამ… რამდენიმე წამში ეკრანი თეთრ ფონად გარდაისახება, რომელზეც დიდი ასოებით რეჟისორის სახელის და გვარს ვხედავთ: “დარენ არანოფსკი.” ასეთის დანახვისას მე პირადად ამ რეჟისორის სხვა ფილმები გამახსენდა, განსაკუთრებით “პის” და “შადრევანს” გამოვყოფ, ორივე ფილმში რეჟისიორი თითქოს რაღაც მისტერიებით და ზებუნებრივი თემებით მანიპულირებს, რაღაც “ინტელექტუალური ესთეტიკით.” უდავოა რომ არანოფსკი ნიჭიერი და პროფესიონალი რეჟისორია, მაგრამ ამასთან ერთად ჩნდება კითხვა: “საკუთარ თავს ღმერთს ხომ არ ადარებს? და არა მხოლოდ ადარებს, არამედ უტოლებს” სუბიექტური სრულფყოფილებით საკუთარი თავის შესახებ.

ღმერთი არანოფსკის ამბავი იქეთ იყოს და რეჟისორს წინა ფილმებისგან განსხვავებით თითქოს იუმორის გრძნობაც გამოუჩნდა. ფილმის დასაწყისში ვაინონა რაიდერის პერსონაჟს, რომელიც გამოცდილ ბალერინას წარმოადგენს ასაკის და სტაჟის გამო თომა ლეროი (ვინსენტ კასელი) ათავისუფლებს. ბეთი (ვაინონა რაიდერი) ისტერიკაშია და საკუთარი ოთახიდან აგონიაში გამოდის, რასაც ნინა ხედავს. ორონიას მაშინ ვხედავთ როდესაც რაიდერის ოთახში შესული პორტმანი საყოველთაოდ ცნობილ კლეპტომანიაკის (რეალურ რაიდერს და არა პერსონაჟის) პომადას იპარავს. არანოფსკი თითქოს თამაშობს და ფილმიდან ჰოლივუდის ამბებზე გადააქვს მაყურებლის ყურადღება… არადა, შეიძლება უბრალო დამთხვევაა.

მეორე სასაცილო ეპიზოდი დამთხვევას ნამდვილად არ წარმოადგენს. ერთ-ერთ ეპიზოდში პორტმანის პერსონაჟი გაღვიძებულზე თვითდაკმაყოფილებას ეწევა და ოთახში მძინარე დედას აღმოაჩენს. კარგი იქნება თუ არანოფსკი მომავალშიც გამოიყენებს უფრო ლაღ მომენტებს.

ისე კი, პორტმანის თამაშმა აშკარად დაჩრდილა გამოცდილი რაიდერის სტაჟი. ნინა, ერთი უმანკო, სახლის გოგონაა, მოწესრიგებული და ძალიან წესიერი, მოკლედ თეთრი გედია. ნატალი პორტმანის სხვა როლები რომ არ მქონდეს ნანახი ვიტყოდი ეს გოგო რა სათუთია თქო. ფილმის დილემა იმაში მდგომარეობს, რომ ნინამ თეთრი გედის გარდა ასევე შავი გედის როლი უნდა განასახიეროს, ეშმაკისეული წარმონაქმნი, ამიტომაც მიუხედავად ტექნიკის უბადლო ცოდნისა ნინას ამის გაკეთება უჭირს, ფილმის დასასრულისკენ მაყურებელი პორტმანის, ანუ ნინას სასწაულ მეტამორფოზას ხედავს. შეიძლება დავა იმაზე არის თუ არა ნინას როლი “შავ გედში” პორტმანისთვის ყველაზე წარმატებული, მაგრამ უდავოა რომ “შავი გედის” ყველაზე ძლიერი მხარე სწორედ რომ პორტმანის თამაშია.

აღსანიშნავია ფილმის სიმდიდრე მძლავრი, ეროტიკული ეპიზოდებით.  დასანანია ოსკარს საუკეთესო სექს სცენისთვის რომ არ აძლევენ, ასეთი რომ არსებობდეს მე პირადად ოსკარს ნატალი პორტმანს და მილა კუნისის ლესბოსურ სცენას მივანიჭებდი.

ოპერატორის მუშაობა აღნიშვნის ღირსია, მაგრამ ეს არანოფსკის სხვა ფილმებისთვისაც დამახასიათებლია, ასე რომ ამაზე დიდხანს შეჩერება არ ღირს. სპეც ეფექტებში კი ფილმს ოსკარი აშკარად ეკუთვნის, ნამდვილად დიდ ეკრანზე საყურებელი ფილმია.

ბანალურ კითხვაზე “მოგეწონა თუ არა ფილმი?” ასევე ბანალურად და მოკლედ რომ ვუპასუხო “კი, მომეწონას” ვიტყვი, მაგრამ არანოფსკის ღმერთამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია, იმიტომ რომ სრულყოფილი არავინაა.

3 thoughts on “ჩაიკოვსკის “გედების ტბა,” ანუ არანოფსკის “შავი გედი”

  1. babisa

    მმ პომადა მოპარა ანუ თავის დროზე ნატალიმ რაიდერს სტილი მოპარა?🙂 ეს არ მქონდა შენიშნული

    რაც შეეხება ფილმს, მეც მომეწონა, ბანალურად, თუმცა ვერ აღვფრთოვანდი. ნაწილობრივ შეიძლება იმიტომ, რომ დიდხანს ველოდე სანამ გამოვიდოდა და მეტის სურვილი მქონდა.

    პერსონაჟის სიგიჟის ამბები კარგი ფორმით წარმოჩინდა- ტან რომ შეგიტყუებს და ნელ-ნელა რომ ხვდები რა ხდება..
    და ძალიან მძაფრად ჩამრჩა ის მომენტი- ნინას რომ ეჩვენება ბუმბულის ამოსვლა და ხელები შავად რომ ემოსება ბრრ ახლაც ცუდად ამხსენდება ბოლოს ფრთების მოქნევის ამბები და შავი წვეტიანი ბუმბულების ამოზრდის ამბები

    მაგრამ , გეთანხმები- ნატალი ამ ფილმის ძლიერი მხარეა. ის რომ არა, ფილმი ასეთჳ წარმატებული ვერ იქნებოდა🙂
    დაველოდოთ ოსკარებს

    Reply
  2. bogma

    რა არის ეს ტრაკში პერო პოსტები… :დ

    დავერიოთ მალე ქართულ ბლოგოსფეროს :დ

    Reply
  3. Tina Poulin

    პირადად ჩემთვის, ცოტა ზედმეტია ამ ფილმში ეროტიკული სცენები:)მაგრამ,იმასაც ვფიქრობ,საერთოდ რომ არ ყოფილიყო.ექნებოდა კი ასეთი მასშტაბის წარმატება?მე მგონი-არა და ამიტომაც, არანოფსკიმ ხალხის სისუსტე დაიჭირა და ფილმი 2 ისეთი კადრით ..გაჟღინთა”,რომეილიც არავის ტოვებს ,,გულგრილს”:D:D:Dნუ ფილმში ეს კადრები მართლა რაღაცეებს ცვლის,მაგრამ რომც არ ყოფილიყო მე ამ ფილმს იგივე დოზით დავაფასებდი და მეყვარებოდა,რადგანაც ძლიერი მისტიკაა,საშიშიც და მიმზიდველიც:)არ გავს ჰოლივუდურ,ბანალურ ჰეფი ენდებს და კოცნა-პროშნა დასასრულებს,უბრალოდ,ერთი კითხვა დამიტოვა,რა უნდოდა,რას შევიდა ვაფშე ბალეტზე?!:D:D:Dშემეცოდა…

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s