ერთ პოსტში მოქცეული “ეროვნული” კრიტიკა

ამბობენ, სალვადორ დალის სიზმრის დროს შიგადაშიგ ეღვიძებოდა, უხაროდა, იმიტომ რომ ამ დროს სიზმრების ფურცელზე აღბეჭდვა შეეძლო, ამიტომაც შემდეგ დილას მათი გახსენება არ უჭირდა.

ამბობენ,  საქართველოს მოქალაქე ხშირად დასაძინებლად უკეთესს ქვეყანაში გაღვიძების იმედით მიდის , მოგეხსენებათ გაღვიძებულს საკუთარ თავს კოშმარში აღმოაჩენს ხოლმე და სალვადორ დალისგან განსხვავებით, ხანგრძლივი დროით ძილის შებრუნებას ცდილობს.

გაღვიძებულს დალის ნახატებზე არა ნაკლებად სურეალური რეალობა ხვდება, მაგრამ ცნობილი მხატვრის სიხარულისხგან განსხვავებით თავბედს იწყევლის, “ასეთი რა დავაშავეო ამ ქვეყანაში რომ დავიბადეო”, უფრო ხშირ შემთხვევაში კი სახელმწიფოს და ხელისუფლებას თვლის ყველა პრობლემის მიზეზად.

საერთოდ, ოპოზიციაში ყოფნა, მე თუ მკითხავთ კარგია და თუ საკუთარი ქვეყანა გიყვარს, ხელისუფლების მიმართ ყოველთვის ოპოზიციურად უნდა იყო განწყობილი.

რელიგიაზე და საკუთარ ათეიზმზე საუბრისას ვუდი ალენმა დაახლოებით შემდეგი ფრაზა წარმოთქვა: “შენთვის ათეისტი ვარ, ღმერთისთვის ლოიალური ოპოზიცია.”

ვუდი ალენის ფრაზის არ იყოს, იმისთვის რომ ხელისუფლების უზურპირება არ მოხდეს, ყოველთვის საჭიროა ოპოზიცია, ოღონდ ისეთი არა, “ხახა ამოგდებული” საჭირო და არა საჭირო კრიტიკას რომ იწყებს რომელიც საერთო ინტერესებიდან გამომდინარე კი არა, არამედ, საკუთარი ჯერ კიდევ ტრაკდაუდებელი პერსონის  კარიერის წინწაწევისთვის ცდილობს.

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ლუკაშენკოსთვის “გამარჯვების” მოლოცვის შემდეგ მინდოდა დამეწერა, უფრო სწორედ იმ რეაქციაზე რომელიც ამ ქმედებას ოპოზიციურად განწყობილ წრეებში მოყვა. სამწუხაროდ ვერ ჩავუჯექი, მაგრამ ეს თემა ამ პოსტში მინდა მიმოვიხილო.

ვინც მიცნობს ეცოდნება რომ ნაციონალური მოძრაობის და ზოგადად საქართველოს პრეზიდენტის დიდ მხარდაჭერად ვერ ჩავითვლები, მაგრამ ამ შემთხვევაში მის გადაწყვეტილებას სწორად მივიჩნევ. არა ჩემი პოზიციის, არამედ ზოგადად საქართველოს მოქალაქეების აზრის გათვალისწინებით, კერძოდ “აფხაზეთის საკითხს” ვგულისხმობ.

საქართველოში აფხაზეთის თემა კვლავ მტკივნეულად აღიქმება, ზოგს ზღვაზე ჩასვლის ნოსტალგია ამოძრავებს, ზოგს სახლი დარჩა, ზოგს ამ ომში ახლობელი დაეღუპა, ზოგს უბრალოდ რუკაზე უფრო დიდი და არადაქუცმაცმებული საქართველოს ნახვა სურს.

მოკლედ, მიზეზები ბევრია, მაგრამ აფხაზეთი უმეტეს მოსახლეობას კვლავ უნდა და თუ ვინმე განაცხადებს “დავივწყოთ აფხაზეთი” ის მყისვე ერის მოღალატედ ჩაითვლება.

გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ლუკაშენკოს გამარჯვება ამ აზრის გათვალისწინებით მიულოცა, ამიტომაც იმ ადამიანების კრიტიკა რომლებსაც აფხაზეთის ხილვა საქართველოს ფარგლებს გარეთ არ სურს, მე პირადად ალოგიკურად მეჩვენება.

მოდით, მაშინ ავირჩიოთ პრიორიტეტები, რა გვინდა, რა უფრო, რა ნაკლებად? გვინდა ტერიტორიული მთლიანობა, თუნდაც არადემოკრატიული სახელმფწიოების მეთაურებისთვის მოლოცვის გზით, თუ გვირჩევნია დემოკრატიულ იდეალებს ვეზიაროთ, ოღონდ გარკვეულ ფასად.

ყველაფერი ერთად შეუძლებელია, ამიტომაც რაღაცის მისაღებად რაღაც უნდა დავთმოთ. ამიტომაც, მოდით ვიაზროვნოთ და გარეთ უამინდობას მაინცდამაინც სააკაშვილს ნუ დავაბრალებთ.

საერთოდ, თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს უფრო კრიტიკულად თუ მიუდგება და რეალურ პრობლემებს მიაქცევს ყურადღებას უფრო პროდუქტიული უნდა იყოს.  რომ ვყეფთ ხოლმე იმაზეც უნდა დავფიქრდეთ ხოლმე, უძაღლო ქვეყანაში, კატებად ხომ არ ვიქეცით? ზოგიერთი ჩვენგანი იმენად კომფორტულა გრძნობს თავს რომ ერთხელ კარგ ყეფას შეჩვეულმა კარგი “ხმა” ვერ შეინარჩუნა და ნელ ნელა კატად იქცა.

სურეალურია ჩვენი ქვეყანა, იმენად სურეალური რომ დალის არც კი დაესიზმრებოდა, სურეალური და ალოგოკური.

ამ სურეალიზმში ცოტა მედიასაც შევეხები.

ყოვლად ცნობილ და საყოვალთაოდ გინების ობიექტად ქცეულ არხების თუ მედია საშუალებების კრიტიკას არ დავიწყებ, აზრი არ აქვს, ისედაც ვიცით ყველაფერი, მაგრამ ქართული მედიის კატასტროფა მაშინ ხდება ნათელი როდესაც პირობითად “ცივი საუზმე” ან “დემოკრატი” ჟურნალისტიკის ფლაგმანად საღდება და საშუალო სტატისკური მკითხველი გაზეთს ცხვირის წინ გიფრიალებს და გეუბნება, “წაიკითხე, შენ კიდევ ამბობ ქართული მედია არ არსებობსო, ნახე რა კარგად წერენ.”

კარგად რომ წერენ მაგაში ეჭვი არ მეპარება, არც მაგათ განათლებაში, მაგრამ საშუალო სტატისკური მკითხველის ყურადღებით გამთბარი ფეჩზე წამოსკუპებულ ემელიას რომ ემსგავსება და “კარიერული ზრდით” თუ პირობითად  “ჟიჟეკისთვის მიტანილი ლამბაქით” რომ იწონებს თავს ეგ მაღიზიანებს.

მაღიზიანებს იმიტომ რომ ამ დროს ასეთი ჟურნალისტი თუ ზოგადად მოქალაქე ფუნქციას კარგავს და სიკეთის მოტანის ნაცვლად ფუჭი გლამურის კიდევ ერთ მაგალითად იქცევა.

სწრაფვა კარიერისკენ ცუდი ნამდვილად არაა, პირიქით საჭირო და დადებითია, კარიერული კომფორტით კმაყოფილებაა დამღუპველი, თორემ წარმატება და საზოგადოებისთვის მსახურობას რა სჯობია.

მამარდაშვილი თავის რუსს კოლეგებს ხშირად ეუბნებოდა ხოლმე, “არ გეგონოთ, რომ ჩვენთან იგივე შესაძლებელია, ჩვენ არასდროს დავუხრით თავს უსამართლობას.” პარადოქსალურია მაგრამ რუსები ღირსების შენარჩეუნებას დღესდღეობით ჩვენზე კარგად ახერხებენ.

რუსებს შევჩუკი ჰყავთ, კიდევ ბევრი სხვა ვინმე ჰყავთ, ჩვენ არა. რუსების პირობითად აღებული შევჩუკი ყოველთვის ოპოზიციაში იყო, მაგრამ ამავროულად ადეკვატური და არა საკუთარი კარიერული მიზნების მიღწევით დაბრმავებული ამინდის მუსიკოსი.

მისთვის ვისთვისაც კანტი მხოლოდ წიგნზე გამოსახული რამენიმე ასოსგან შემდგარი სიტყვა არაა, ეცოდინება რომ ეს ფილოსოფოსი “საერთო კარგის” აუცილებლობაზე საუბრობდა, იმაზე რომ ყოველი ადამიანის დანიშნულებაა მოიტანოს სარგებელი და ზოგადად, საერთო მიზნებს ემსახუროს. სამწუხაროდ, ეს უმეტესობას ავიწყდება, განსაკუთრებით ისეთ ბედკრულ სახელმწიფოებში სადაც კატებს აყეფებენ, ანუ ჩვენთან.

შეიძლება ვიღაც გაბრაზეს კიდევაც, არადა, არავის გაბრაზება არ მსურს, არავინ მძულს, პირიქით რამდენად პათეთიკურადაც არ უნდა ჟღერდეს მიყვარს საქართველო და ერთხელაც გაღვიძებულს ნორმალურ სახელმწიფოში მსურს საკუთარი თავის აღმოჩენა.

3 thoughts on “ერთ პოსტში მოქცეული “ეროვნული” კრიტიკა

  1. Lasha Urushadze

    მამარდაშვილი თავის რუსს კოლეგებს ხშირად ეუბნებოდა ხოლმე, “არ გეგონოთ, რომ ჩვენთან იგივე შესაძლებელია, ჩვენ არასდროს დავუხრით თავს უსამართლობას.”

    დასანანია ცოტა მაინც უნდა დაგვეჯერებინა ამ ადამიანისთვის, იმას კი ქონდა იმედი რომ რამეს გაგვაგებინებდა….

    რუსებს შევჩუკი ჰყავთ, კიდევ ბევრი სხვა ვინმე ჰყავთ, ჩვენ არა….

    კაი იქნებიდა ჩე გევარას აწ უკვე ბრენდად ქცეული პოსტერების მაგივრად, ვინმე ჩვენი თანამედროვე ქართველის (თუნდაც მართალი კაცის) პოსტერის გაკვრის სურვილი და საშუალება რომ მქონდეს.

    Reply
  2. lobzhanidze Post author

    მართალია, არ გვყავს ეგეთი სამწუხაროდ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს უნდა ასეთა ყოფნა, რა თქმა უნდა დამსახურების გარეშე.🙂

    Reply
  3. Borgez

    ეჰ, სურეალურ კი არა სირეალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ სამწუხაროდ.🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s