ნასკი გამხადე ქალო, ბრიტანულად. საუბარი გენდერზე?

სპორტული ჟურნალისტიკა ნაკლებად მაინტერესებს და რა გასაკვირია რომ დღეს სტუმრად მოწვეული ბიბისის გამოცდილი სპორტული ჟურნალისტის ლექციაზე საერთოდ არ მიაქტიურია და ერთი კითხვაც კი არ დამისვამს. ამის მიუხედავად ლექცია საინტერესო აღმოჩნდა.

გარდა იმისა რომ ლექცია პეკინის ოლიმპიადის გაშუქებას დაეთმო, საუბარი ასევე მომავალ ლონდონის ოლიმპიადას, ბრიტანეთში ჟურნალისტურ სკანდალს (რომელზეც დღეს ჩემი პარიკმახერიც კი საუბრობდა) და სპორტში ქალთა როლს შეეხო.

საუბარს სკანდალიდან დავიწყებ. ენდი გრეი, ყოფილი ფეხბურთელი რომელიც ბოლო დრომდე ტელეკომპანია “Sky – ს” სპორტული კომენტატორი გახლდათ, ორიოდე დღის წინ სამსახურიდან გაანთავისუფლეს.

გათავისუფლების მიზეზი გრეის მიერ სექსისტური კომენტარები იქცა. პირველი შემთხვევაში, ამ წლის იანვარში მას ბოდიშის მოხდა მოუწია იმის გამო რომ ფეხბურთის მატჩის კომენტარისას მან შეურაცხყოფა რეფერის, ქალბატონ, სიან მასის მიაყენა. ენდი გრეის მიკროფონი გამორთული ეგონა და საკუთარ კოლეგასთან ერთად განაცხადა რომ ქალებმა ოფსაიდის წესის არსებობის შესახებ არაფერი იციან.

მეორე ინციდენტი გრეის “სკაი კარიერისთვის” ფატალური აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში მან ეთერის გარეთ, საეთერო რეპეტეციის დროს შარლოტ ჯექსონს (რომელიც მიკროფონს იმაგრებდა) მიაძახა (თან ქამარი შეიხსნა): “შეგიძლია აქ მიამაგრო?”

ასეთი სახის კომენტარები სექსისტურად სავარაუდოდ ისეთ პატრიარქალურ ქვეყანაშიც კი აღიქმებოდა როგორიც საქართველოა, მოყვებოდა თუ არა ამას ცნობილი ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება, სხვა საკითხია. ბრიტანეთში კი, ასეთებს არ პატიობენ.

კარგია რომ არ პატიობენ. მაგრამ, მეორეს მხრივ ჩემთვის ლექციის შემდეგი თემა აღმოჩნდა ყურადსაგდები.

საუბარი ქალთა და მამაკაცთა სპორტს შეეხო, რომლის დროსაც ერთ-ერთმა სტუდენტმა იმაზე ისაუბრა რომ აუცილებელია მომავალში ორივე სქესის წარმომადგენლებმა შერეულ გუნდებში, ან ინდივიდიალურ ტურნირებში ერთმანეთს შეეჯიბრონ.

ამ აზრს ბევრი დაეთანხმა და ზოგმა ისიც კი თქვა რომ ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება ლონდონის ოლიმპიადისასაც შეიძლება.

ერთია, როდესაც თავზეხელაღებული მამაკაცი სექსისტურ და დისრკიმინაციულ განცხადებებს აკეთებს და მეორე როდესაც გენდერული ბალანსი აბსურდამდე დადის.

ქალების და კაცების ერთად ასპარეზობას არაფერი საერთო არ აქვს გენდერულ თანასწორებასთან, რადგანაც უბრალო ფაქტები გვიჩვენებენ იმას რომ ქალები და კაცები სხვადასხვა დისციპლინებში აბსოლიტურად განსხვავებულ შედეგებს აჩვენებენ, ამაში არაფერი ზებუნებრივი არაა, რადგანაც კაცის და ქალის ორგანიზმი ერთმანეთისგან განსხვავდება.

მე-20 და 21-ე საუკუნემ უნისექსი რეალური გახადა, სქესობრივი დისკრიმინაცია დაუშვებელია, მაგრამ უნისექსის განვითარებასთან ერთად ხომ არ ვკარგავთ ესეოდენ ძველმოდურ, მაგრამ ამავე დროს თბილ რომანტიკას?

5 thoughts on “ნასკი გამხადე ქალო, ბრიტანულად. საუბარი გენდერზე?

  1. მანქი

    ხშირად ესმით გენდერული თანასწორობა იმდენად ცუდად რომ გასკდები სიცილით.:/
    ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება და არ მომწონს :დ

    Reply
  2. cdisპიreli

    საშინლად მაღიზიანებს მსგავსი სულელური ფემინიზმი. მალე, შეიძლება კომპლიმენტი არ გქონდეს დამთავრებული და უკვე სახეში გილაწუნებდეს ვიღაც სულელი ფემინისტი.😀

    Reply
  3. ეთუსიკ

    ,,ქალების და კაცების ერთად ასპარეზობას არაფერი საერთო არ აქვს გენდერულ თანასწორებასთან”
    მომწონს დათო. მე ამაყი ფემინისტი ვარ, მიუხედავად ამ სიტყვის არაპოპულარობისა ისეთ პატრიარქალურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. მაგრამ ჩემი თანასწორი უფლებები და ძალები ფიზიკურობასთან არაფერ შუაშია ნამდვილად.

    თუმცა, ასევე საკუთარი გამცოდილებიდან ვიტყვი, რომ არანაკლები გამზლეობა მაქვს ფიზიკური დატვირთვის დროსაც. ყვეაფერი მაინც ინდივიდამდე დადის ჩემთვის.

    სამსახურიდან გათავისუფლებას რაც შეეხება, რას ამბობ, ხუმრობ ხო? მთელი საქართველო გაიცინებდა, რა მაგრად ეხუმრაო🙂

    Reply
  4. エカ (aka Katiee)

    ეს ისეთივე მარაზმია, როგორც აშშ-ს ახალი ინიციატივა “parent 1, parent 2”-ს ჩაწერაზე დაბადების მოწმობაში, დედის და მამის ნაცვლად, ჰომოსექსუალებისათვის სოლიდარობის ნიშნად😀

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s