ფეისბუქის პრიზმიდან დანახული საქართველო

11 მარტს 6 თვე შესრულდება მას შემდეგ რაც საქართველოში ფიზიკურად არ ვიმყოფები.

ბუნებრივია რომ გარკვეულ ვითარებას მოწყვეტილ ადამიანს რჩება მოგონება იმ  გარემოზე რომელშიც მას წლების განმავლობაში უწევდა ცხოვრება, მაგრამ ამასთანავე, ახალ საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესში მოგონება ნელ ნელა იცვითება და სულ უფრო ფერმკრთალი ხდება.

ის რაც შენთვის თავიდან უცხო იყო, გარკვეული პერიოდის შემდგომ ჩვეულებად გექცევა. შენი ოთახი, სადარბაზო, უნივერსიტეტში ან სამსახურში მიმავალი გზა, ასფალტი, ტრანსპორტი, ქუჩაში დანახული სახეები და ა.შ. შენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა, წარსული გარემო კი მოგონებებში განაგრძობს სიცოცხლეს.

მეც ასე დამემართა, ახალი სახლის შესაძენად 6 თვე საკმარისი არაა, მაგრამ მეგობრების ან კოლეგების გასაცნობად და შენთვის კომფორტული ზონის შესაქმნელად სავსებით დამაკმაყოფილებელი ვადაა.

თუმცა, თანამედროვე სამყაროში საზღვარგარეთ ცხოვრება მაინც განსხვავდება თუნდაც 20 წლის ანალოგიურ ვითარებასთან. მიზეზი მარტივია, ინტერნეტი. ამ წერილში კი განსაკუთრებით ფეისბუქს, იგივე პირწიგნაკს მინდა შევეხო.

ჩემს სიაში “ფრენდებს” უმრავლესობა საქართველოში მცხოვრები ადამიანებისგან შედგება, ამიტომაც ყოველდღიურად მე მათი “კედლების” დათვარიელებისას სიახლეებს ვგებულობ.

მე ვირტუალურ საქართველოში ვცხოვრობ.

მოგონებების გარდა იმის ფუფუნება გამაჩნია რომ ყოველდღიურად გავიგო ვის რა კაბა, მანქანა, საფეხბურთო გუნდი თუ ფილმი მოსწონს. ამის გარდა შემიძლია ათასობით კილომეტრის მოშორებით გავიგო როგორ გრძნობს თავს ზოგიერთი ჩემი მეგობარი.

ფეისბუქი ინსტრუმენტია, ამ ინსტრუმენტის გამოყენება მრავალმხრივ შეიძლება. ხსენებული საყოფაცხოვრებო თემებით დაწყებული მძიმე პოლიტიკური და ანალიტიკური თემებით დამთავრებული.

საყოფაცხოვრებო იქნება ეს, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ზოგადად “მოდურ” ტენდენციებს მინდა შევეხო.

ფეისბუქის შექმანმდე ბევრად ადრე, ჩემს ბავშვობიდან დაწყებული ზრდასრულ ასაკამდე მოყოლებული საქართველოში არსებულ ტენდენციებს მივაქციე ყურადღება. საქმე ისაა რომ თბილისი ისევე როგორც ქვეყნის სხვა ქალაქები “მასმოდისთვის” იდეალურ გარემოს წარმოადგენდნენ.

თავიდან ბიჭისთვის გრძელი თმებით სიარული “ტეხავდა,” უფრო მეტიც ამის გამო შეიძლება ვინმეს ეცემე კიდეც. რამდენიმე წლის შემდეგ გრძელ თმებში სიარული არათუ უსაფრთხო, არამედ მოდურიც კი გახდა. გრძელი თმების ქუჩაში დანახვა იშვიათობას აღარ წარმოადგენდა, ამ მოდას ე.წ. “ძველი ბიჭებიც” კი აჰყვნენ.

მერე, თუ მანამდე, გაჩნდა ფსევდო “დოლჩე გაბანას” მაისურები.

მერე ყველამ “My Space” აიტაცა, ზოგმა “ოდნოკლასნიკები,” ბოლოს კი ფეისბუქს (ამას უფრო გლობალური ტენდენცია განსაზღვრავს ვიდრე “ქართული მენტალიტეტი”) მიადგნენ.

მერე, მერე და მერე…

მოკლედ გვიყვარს ერთფეროვნება და ამ ერთფეროვნებას ყოველდღიური ცხოვრების სტილად ვაქცევთ.

ერთფეროვნება მხოლოდ ცხოვრების სტილს როდი ეხება, და თემას სრულიად რომ არ გადავუხვიო ფეისბუქს დავუბრუნდები. უფრო სწორედ ჩემს მიერ დანახულ საქართველოს რომელიც ყოველდღიურად ჩემს საყვარელ სოციალურ ქსელში მხვდება.

საქმე ისაა რომ სიაში 2000 ადამიანზე მეტი “ფრენდი” მყავს, აქედან არანაკლებ 1 500 ადამიანი როგორც უკვე ითქვა საქართველოში ცხოვრობს.

მიუხედავად ასეთი დიდი რიცხვისა მათ მიერ “დაშეარებული” ბმულები სხვადასხვა ტექსტზე, აუდიო თუ ვიდეო მასალაზე მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. ხშირია რომ ერთი და იგივე ბმულს ათობით ადამიანი ავრცელებს.

რთულია იმის დაჯერება რომ სამყაროში იმდენად ცოტა მოვლენა ხდება რომ ერთი და იგივე ამბავი (იგულისხმება თბილისური ჭორები, შუღლის და შურის ამბები და ა.შ.) ყველასთვის ერთნაირად საინტერესო იყოს.

ჩეხოვს სიზარმაცისთვის ლამის ოდა მიეძღვნა. სიზარმაცე ცალსახად უარყოფითი მოვლენაა, მითუმეტეს გონებრივი სიზარმაცე.

არაფერია ცუდი იმაში რომ ერთი და იგივე ტექსტი შეიძლება ბევრ ადამიანს მოსწონდეს, ცუდი ისაა რომ სხვა არაფერი მოგვწონს. პრობლემა ისაა რომ სხვას არაფერს ვეძებთ, ანუ ალტერნატივის ძიებასთან გვაქვს პრობლემები.

ამიტომაცაა, რომ იგივე ფბ-ზე ერთიდაიგივე “ავტორიტეტული” ფრენდი მხვდება, რომელსაც კოალიციაში კიდევ რამდენიმე “ავტორიტეტული” მეგობარი ჰყავს, ესენიც ერთმანეთის ისტორიებს, მოგონებებს თუ აზრებს სპირალივით ახვევენ, უბრალო მომკვდავები კიდევ ამ სპირალზე შემჯდარნი სხვა თემებს ვერ ხედავენ.

რთულია ზოგადად საქართველოს შესახებ მხოლოდ ფეისბუქის მაგალითით იმსჯელო, იმდენად რამდენადაც ინტერნეტი მოსახლეობის დიდ ნაწილს არ გააჩნია, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ ქსელთან შეხება მაინც ასე თუ ისე შეძლებულ (მატერიალურად თუ სტატუსის გათვალისწინებით) ადამიანებს აქვს შეიძლება იმაზე საუბარი თუ რამდენად შეზღუდულია ის ინფორმაცია რომელიც საქართველოში ტრიალებს.

/პატივისცემით თქვენი ფბ მეგობარი

4 thoughts on “ფეისბუქის პრიზმიდან დანახული საქართველო

  1. ninagorecki

    ამ ერთფეროვნებაში გეთანხმები
    მაგრამ ფბ-ზე რომ უმრავლესობა მატერიალურად შეძლებული ხალხია,არაა სწორი. ნეტის 15 ლარი ძალიან ბევრ არაშეძლებულ ადამიანს აქვს )

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      ყველაფერი ხომ შედარებითაა, საქართველოში ძალიან ბევრი ძალიან გაჭირვებული ადამიანია, ისეთი რომ მაგიდა და საწოლიც რომ არ აქვთ. თან 15 ლარს კომპიუტერი დაუმატე… ყველას არ აქვს კომპიუტერი სახლში.

      Reply
  2. litterator

    დღის განმავლობაში მაქსიმუმ 5-6 თემა ტრიალებს მასიურად, ამ კუთხით გეთანხმები, თითზე ჩამოსათვლელი მყავს მეგობრები რომლებიც სხვადასხვა სფეროებიდან აშეარებენ სტატიებს, ვიდეობეს თუ ა.შ.

    Reply
  3. salomeaa

    ამ ბოლო დროს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრა არის ქართველი ფბ–ების სტატუსების უმრავლესობაში ასახული
    ,,ვაიმე რა მოხდა”, ,,იაპონიაში რა ხდება” და ა.შ.
    მე პირადად მაღიზიანებს ესეთი სტატუსები:)
    მართალი ხარ, ერთფეროვნებამ წაგვლეკა და მაინც გვგონია, რომ საინტერესოდ ვცხოვრობთ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s