ვინ არის თამთა ცხვიტავა?

გუშინ დაძინებისას ვიფიქრე, “რამე ლამაზი უნდა დავწერო. რამე აუცილებლად ლამაზი ბლოგისთვის.”

გაღვიძებულს არაფერი მომაფიქრდა, ვიფიქრე, “ახია ჩემზე, არაფერი მაფიქრდება, შემოქმედებითი კრიზისი დამეწყო” და წერის მაგივრად ხორციელს მივაწექი, კარტოფილთან ერთად ერთი კარგი ქათმის ნაჭერი შევსასნლე.

მერე ფეისბუქს მივუჯექი… და გამახსენდა რომ რაღაც ლამაზი გუშინ დაძინებამდე მიგრძვნია.

გუშინ, ფბ მეგობრისგან ერთი ქართველი, მშვენიერი მუსიკალური ხმის და სმენის პატრონი, მომღერალი თამთა ცხვიტავა აღმოვაჩინე.  გაცნობა ედით პიაფის “ქავერის” მოსმენით დავიწყე.

ნასიამოვნებს ერთი სიმღერა რა თქმა უნდა არ მეყო და სხვა ნამუშევრების შემოწმებას შევუდექი. გულახდილად გამიხარდა, გახარებულმა ვიფიქრე ჩემს უცხოელ მეგობრებს უნდა მოვასმენინო თქო, თითქოს მინდა ვუთხრა “ნახეთ, ქართველებსაც გვაქვს რაღაც კარგი, თან ახალი.”

შემდეგ რადიო თავისუფლებაზე ია ანთაძესთან ჩაწერილ ინტერვიუს მოვუსმინე.

ინტერვიუ თამთა ცხვიტავასთან. რადიო თავისუფლება.

თამთა ცხვიტავა ერთობ საინტერესო რესპოდენტი აღმოჩნდა, უფრო სწორედ უცნაური.  ერთ-ერთი მსმენელი იმას ჩივის, რომ თამთა ცხვიტავა რესტორნებს დონეებით არჩევს და მას ყურში ეს ცუდად ხვდება.

თუ ინტერვიუს მოუსმენთ გაიგებთ რომ თამთა მართლაც ერთ-ერთ მონაკვეთში იმაზე საუბრობს რომ ის სულ სხვა “დონის” რესტორნებში მღერის. მართალია, საქართველოში ზოგიერთი ინტელექტუალისგან პოლიტკორექტულობას თუ “ფარისევლობას” შეჩვეულებს შეიძლება მართლაც რომ ცუდად მოგვხდეს ყურში.  თუმცა, მე პირადად უფრო გამეღიმა მის ასეთ ფრაზაზე, რადგანაც ძალიან გულახდილია და შეიძლება ითქვას ბავშვურად პირდაპირიც კი.

მე არ მაინტერესებს თამთა ცხვიტავას პოლიტკორექტულობა, არც ის ვიცი ვინაა თამთა ცხვიტავა, მე უბრალოდ მისი სიმღერა მომწონს, რომელიც უდავოდ მშვენიერია.

2 thoughts on “ვინ არის თამთა ცხვიტავა?

  1. litterator

    თეონა კოტრიკაძემ რომ თქვა მე ახლაც რესტორნებში ვმღერი, მაგრამ გააჩნია რესტორანსო – ალბათ დაახლოებით ამის თქმა უნდოდა თამთასაც. ამ სიმღერით თაღლაურაში ვერ გამოხვალ ცხადია😀😀😀

    საზღვარგარეთ როგორც ვიცი მომღერლები საკუთარი რეპერტუარით, იქნება ეს ვოკალით თუ მოსიკოსები ორკესტრით და ასევე საკუთარი რეპერტუარით ასრულებენ. და ასეთ რესტორნებში შესვლაც მეტად ძვირი სიამოვნებაა და ერთგვარი პრესტიჟი და არც ასე ვთქვათ ყოველდღე არ დადიან.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s