პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო… ვინ არიან ქართველი მწერლები?

მაშინ როდესაც ინგლისური ენის ლექსიკონები ყოველდღიურად ახალი
სიტყვებით ივსება, ხოლო შეგნებული სამყაროს მწერლები ერთმანეთს ენის ცოდნაში თუ ფანტაზიის უკიდეგანოობაში ეჯიბრებიან, ზაზა ბურჭულაძე ბანალური და მოძველებული ეპატაჟის ხერხებით ცდილობს ქუთაისის მოსახლეობის “აგდებას.”

ყველაზე ცუდი კი ისაა რომ ესენიც “ვარდებიან” და აღშფოთებულები “გარყვნილ” მწერალს განიხილავენ.

ქვეყანაში სადაც 40 წლით დაგვიანებული მასალის დაკოპირებით გადიან ფონს , მსგავსი საღამოების ახალ ამბებში (თუნდაც სოციალურ მედიაში) მოხვედრის არ უნდა გვიკვირდეს, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ საქართველოში დრო “გაჩერდა” და ახალი არ აფერი ხდება.

თუმცა, გაჩერებული თუ დაკარგული დროის თემაზე აქ საუბარს არ ვაპირებ, ამის ნაცვლად სჯობია “თანამედროვე” ქართველი მწერლის რამდენიმე სახე თუ ტიპი განვიხილოთ.

მამა – პაპური ტრადიციების გამგრძელებლები

ესენი ძირითადად უფროსი, “კომუნიზმში” დაბადებული თაობის
წარმომადგენლები არიან, რომლებიც ყველაფერ ქართულს სათუთად ეპყრობიან და გარე (დასავლური) ჩარევისგან იცავენ.

გულწრფელად სწამთ რომ ქართული ლიტერატურა კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად მოკვდა, ერი გაირყვნა და აღარაფერი გვეშველება.

წარსულში სახელოვანი და წარმატებული მწერლებისგან განსხვავებით ამ ჯგუფის უმრავლესობამ აქტუალობა ვერ შეინარჩუნა, იმ მარტივი მიზეზით რომ დროს ფეხი ვერ აუწყო და სიახლეების ძებნის მაგივრად ქართველი კლასიკოსების პირდაპირი კოპირება გადაწყვიტა.

ზომიერი თაობის მწერლები

ესენი 90-იანების დასაწყისში, ქართული დამოუკიდებლობის ფეხდაფეხ აღმოცენდნენ.  ამ პერიოდმა მათ პატრიოტული გრძნობები გაუღვივა, თუმცა ჟამთა ცვლამ ფუნდამენტალიზმობამდე გრძნობები ვერ დაიყვანა და ისინიც “მამა პაპური” თაობისგან რიგ საკითხებში განსხვავდებიან.

თუმცა, ზომიერების გამო  “მამა-პაპური” თაობისგან სიმპატიითაც კი სარგებლობენ, მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი მათგანი ხანდახან ქართულ “სიწმინდეებს” ეხება და გვახსენებს რომ ესა თუ ის ისტორიული პიროვნებაც ადამიანი იყო და ხანდახან ტუალეტშიც კი დადიოდა.

ხშირად ჩნდებიან ტელევიზორში, ხანდახან გვახსენებენ რუსულ ინტერვენციას და ქართული ტერიტორიული მთლიანობის აუცილებლობას.

“მესამე არს კარგი ლექსი სანადიმოდ, სამღერელად,
სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად…”

ამათი მწერლებად მოხსენიება უხერხულიც კია, მწერლობა მათვის უფრო “ჰობის” წარმოადგენს. ის ფაქტი რომ ხანდახან მათი ნამუშევრები ამ პოსტში სხვა კატეგორიის წარმომადნლების ნამუშევრებს არ ჩამოუვარდება რა თქმა უნდა არა მათ ნიჭზე არამედ “ჩამოყალიბებული მწერლების” რეგრესზე მიუთითებს.

მათ შორის გვხდებიან ბიზნესმენები, მენეჯერები, უფროსები და ა.შ. ხშირად წერენ ლექსებს და სუფრაზე ახლო წრეს უზიარებენ, ამიტომაც მათ ყოველთვის საუკეთესო კრიტიკა ხვდება.

როგორც წესი აქვეყნებენ ერთ წიგნს და ამაზე ჩერდებიან, თუმცა გამონაკლისს შემთხვევაში სიცოცხლის მიწურულს ერთ ავტობიოგრაფიასაც გვჩუქნიან ხოლმე, რომ ჩვენ, უბრალო მომკვდავებმა მათგან ვისწავლოთ.

ამორალური მორალისტები

ჭარბობენ ახალგაზრდა თაობაში. იყენებენ მძიმე ირონიას ძველი თაობის მწერლების დასაცინად. ხშირად მათი დაცინვის ობიექტი თანამედროვე “მამა-პაპებს” სცდება და აღიარებულ კლასიკოსებსაც ეხება.

პოპ კულტურის პირმშო.  აგრძელებენ “სწრაფი კვების” ტრადიციებს და “სწრაფ” ლიტერატურას გვთავაზობენ.

წერენ მარტივად გასაგებ ენაზე და “გვაკვირვებენ” არანორმატიული ლექსიკის ცოდნით.  უყვართ დასავლეთი, მაგრამ დასავლეთს ყველაზე ნაკლები 40 წლით ჩამორჩნენ. კითხულობენ ბიტნიკებს, თანამედროვე ფრანგ მწერლებს, იშვიათად კლასიკას.

წარმოადგენენ თანამედროვე ფრანგი “მეტ ნაკლებად ქულ ბოტანიკოსის” ექვივალენტს, პატარა განსხვავებით, იწოდებიან მწერლებად და სარგებლობენ პოპულარობით ეპატაჟის ხარჯზე.


8 thoughts on “პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო… ვინ არიან ქართველი მწერლები?

    1. lobzhanidze Post author

      გამონაკლისი ხომ მხოლოდ წესს ამტკიცებს. რამდენად არსებობს ცალკე კატეგორია (კარგი მწერლების მაგალითი) არ ვიცი… მეეჭვება.

      Reply
  1. geoanamania

    კარგი იყო.
    ”ამორალური მორალისტების” ძირითადი საწვავი მართლმადიდებლობაა.. ალბათ ყველაზე უფრო ”ზომიერებისკენ” ვიხრები.. : ) სხვა რა გზაა : )

    Reply
  2. stary,stary night...

    “ამორალური მორალისტებზე” მე სხვა აზრი მაქვს, ანუ ხშირად წერე მართლაც მდიდარი ლექსიკით, მაგრამ აბსტრაქტული ფრაზებით, ხოდა სიმართლე გითხრა აზრი ვერ გამომაქვს… პოეტების რითმაც გასამართია, ხო ხშირად “ავ–ხორცული” სიტყვებს იყენებენ და ფიქრობენ რომ სწორედ საკუთარი გაუგებრობით, “იდუმალობით” ახდენენ გავლენას:) თვითონაც არ იციან რა სასაცილოები არიან…
    პოსტი ძალიან მომეწონა:)კარგი მიგნებები გაქვს:)

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      მადლობა. ისე კი რაც შეეხება მაგათი წერის მანერას, მე მეგონა მე ვიყავი ერთადერთი რომელსაც მათი ნაწერიდან აზრი ვერ გამოჰქონდა, შემრცხვა და აღარაფერი ვთქვი. კარგია რომ ერთადერთი არ ვარ🙂

      Reply
      1. stary,stary night...

        მაგას არც მე ვაღიარებ ხოლმე, “ტხეავს” თითქოს მარა ეხლა მომინდა რაღაცნაირად:)
        შენ ზაზა ბურჭულაძის, დიდი ქართველის, დამსახურებული მწერლის, მსახიობის თუ რაღაც ამდაგვარის “კაფკა” თუ გაქვს წაკითხული?(მგონი ასე ჰქვია), ის ნამდვილი შედევრია..:დ:დ

    2. lobzhanidze Post author

      საბედნიეროდ მხოლოდ ნაწყვეტ-ნაწყვეტ🙂

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s