ჩემი თაობის ანატომია. ოპერაცია რამდენიმე აქტში.

ნაბიჯი I. პერესტროიკის ჭიპლარი.

ადამიანი მრავალმილიონიანი კომბინაციების შედეგად იბადება. ამოაგდეთ ამ
მიზეზ-შედეგობრივი კავშირიდან ერთ-ერთი, თუნდაც ყველაზე მცირე დეტალი და კონკრეტული ადამიანი არასდროს მოევლინება ამ ქვეყანას.

ჩემი თაობის მილიონობით წარმომადგენლის (საქართველოში თუ სოც. ბანაკში) დაბადებას უახლოეს ისტორიაში წინ პირველი და მეორე მსოფლიო ომები უძღვოდა, ლენინის და სტალინის დიქტატურა,  5 წლიანი გეგმები, ოქტომბრის რევოლუცია, სტოლიპინის რეფორმა, 37 წელი და მრავალი სხვა.  საეჭვოა რომელიმე ჩვენგანი რომელიც 30 წელს არ არის გადაცილებული დაბადებულიყო რომ არა ამ მოვლენების ერთობლიობა.

თუმცა, დაბადებისთანავე ჭიპლარი “პერესტროკამ” გადაგვიჭრა და ცნობიერებაში იარა დაგვიტოვა, იარა რომელიც ჩვენს სიკვდილამდე შეგვახსენებს თავს.

ჩვენი თაობა განსხვავებულია სხვა თაობებისგან, თქვენ იტყვით რომელი თაობა არაა ერთი იდენტური სხვასთან მიმართებაში, მაგრამ ეს თაობა მართლაც რომ სხვანაირია. უპირველეს ყოვლისა იმიტომ რომ ჩვენ საბჭოთა კავშირში დავიბადეთ, მაგრამ საბჭოთა კავშირი არ გვახსოვს, საბჭოთა კავშირიდან გამოვედით,მაგრამ ცნობიერებით იქ დავრჩით.

ჩვენს მეხსიერებას პირდაპირ არ ახსოვს ბრეჟნევის ზასოსები, კოლმეურნეობის წარმატებები, ცოის საპროტესტო კონცერტები, მაგრამ ეს ყველაფერი ამავდროულად მკვეთრად დაფიქსირებულია ჩვენს გენეტიკურ მეხსიერებაში. ჩვენს მკლავებზე ჯერ კიდევ გამოსახულია რიგითი ნომრები.

ჩემი პირველი მოგონებები 3 წლის ასაკს უკავშირდება, მაგრამ რა თქმა უნდა ეს მოგონებები არა პირდაპირ სსრკ-ს თუ მასთან დაკავშირებულ რომელიმე ფაქტს, არამედ უფრო ადამიანურ მოვლენებთანაა კავშირში, მაგალითად ისეთთან თუ როგორ მაჩუქა ჩემმა დიდმა ბაბუამ რობოტი, როგორ დავტანტალებდი ქუჩაში დედიშობილა და ა.შ. ჩემთვის ეს იყო საბჭოთა კავშირიც და პერესტროიკაც.

გარკვეულ ასაკამდე ადამიანისთვის სულერთია რომელ პოლიტიკურ წყობაში თუ გარემოში ცხოვრობს, ის გარშემორტყმულია მშობლებით. ბავშვები უდარდელი ცხოვრებით ცხოვრობენ, შეიძლება ითქვას უფრო “ნაღდით ცხოვრებით” და მათი მშობლების თუ ნათესავების პრეროგატივაა ითამაშონ უფროსების თამაში. ისინ ხომ ასეთი ბავშვურები არიან.

84-85-86 წლებში დაბადებულებს საბჭოთა კავშირიდან პრაქტიკულად არაფერი ახსოვთ, თითქმის არცერთი საგანი რაც მათ ბავშვობას პირდაპირ გაახსენებდა, ეს საგნები ჩვენს ცხოვრებაში ფუნქცია დაკარგულები შემოვიდნენ, ასაკში როდესაც უკვე გაცნობიერება შეგვეძლო, იმის გაცნობიერება რომ სწორედ ეს საგნები დომინირებდნენ ჩვენს ირგვლივ ჩვენთვის ასე სათუთ ასაკში.

რამდენიმე წელიწადში ჩვენ სნიკერსი და ბანანი ვიგემეთ…

გაგრძელება იქნება.

3 thoughts on “ჩემი თაობის ანატომია. ოპერაცია რამდენიმე აქტში.

  1. lasharela

    ასეთ მაგარ პოსტებზე კომენტარები რა პონტში არაა :))

    ახლა გკითხავდი რომელი გოდა ხარ ძმა…🙂 მერე ვიბაზრებდით…უამრავ რამეს გავიხსენებდით….

    და მერე შემოგთავაზებდი ეგ ყველაფერი დაგვეწერა ორივეს🙂 და ვინ უფრო კარგად დაწერდა🙂

    მომწონს შენი ნაწერები.

    Reply
  2. lobzhanidze Post author

    ლაშარელა, ძალიან დიდი მადლობა დადებითი გამოხმაურებისათვის🙂
    84-იანი ვარ.
    დაწერას რაც შეეხება, ზოგადად მგონია რომ ეს თემა ნაკლებად არის განხილული თანამედროვე ბლოგერებს თუ ავტორებს შორის, გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, არადა ძალიან საინტერესოა და მგონია რომ სულ მალე მოვა დრო როდესაც ეს თემა და მისი ანალიზი უფრო პოპულარული გახდება საქართველოში.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s