ჩემი თაობის ანატომია. ოპერაცია რამდენიმე აქტში.

ნაბიჯი III. სისხლი.

2005 წელს ჩეხეთში საზაფხულო ბანაკში ყოფნისას ჩემი ასაკის ადამიანები გავიცანი, ათზე მეტი იყვნენ და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს წარმოადგენდნენ.

ერთად ორი კვირა გავატარეთ და ყოველ საღამოს კოცონს მივუსხდებოდით ხოლმე და რა თქმა უნდა სხვადასხვა თემებს მიმოვიხილავდით. ერთხელაც საუბარი საქართველოს თემას შეეხო. 90-იანების ომის მოვლენებს რა თქმა უნდა ვერ გავექეცით და ამიტომაც განხილვისას საქართველოს ხორვატია (ბანაკის ერთ-ერთი მონაწილე ხორვატიიდან იყო) დაემატა.

ჩვენც ევროპის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ჩვენს ქვეყნებში გაგონილ თუ ნანახ ამბებს ვუყვებოდით. გარკვეული დროის შემდეგ ჩვენმა ერთ-ერთმა ფრანგმა მეგობარმა სახეშეწუხელმა გამოგვიცხადა, “შოკირებული ვარ ამ ყველაფრით და ძალიან დიდი ბოდიში რომ ეს თემა წამოვწიეთ და ასეთი მტკივნეულ თემას შევეხეთ.”

გულახდილად შეშფოთებული და შეშინებული იყო.

ჩვენ ღიმილით ვუპასუხეთ და დავამშვიდეთ. მართლაც, დღევანდელი გადასახედიდან 90-იანი წლების ომი საქართველოში ჩემი ასაკის ადამიანისთვის ალბათ უფრო ადვილი გადასატანი იყო, ის იმდენად ადრე იქცა ბიოგრაფიის ნაწილად ჩვენი თოაბის წარმომადგენლებისთვის რომ მას თითქოს “ნორმალურ” მოვლენადაც კი აღვიქვამდით.

აი, 2008 წლის ომი კი სულ სხვა შემთხვევა იყო, სწორედ მაშინ გაგვახსენდა ბავშობის არც თუ ისე ბედნიერი დღეები და თითქოს სამუდამოდ დავიწყებული უბრალოდ დალექილი აღმოჩნდა ჩვენს მეხსიერებაში.

და მაინც რა გვახსოვს იმ პერიოდიდან?

უშუქობა, “კეროსინკით” გათბობა, სანთლის შუქი, კილომეტრობით მანძილის ფეხით გავლა და ა.შ. ამ ყველაფრის რომანტიზირება ალბათ შესაძლებელია და ზოგჯერ საჭიროც კია, მაგრამ ამავდროულად იმის აღქმა რომ ეს ყველაფერი არანორმალურია აბსოლიტურ აუცილებლობას წარმოადგენს.

ჩვენ ბავშვობა წაგვართვეს, ჩვენს მშობლებთ კი ახალგაზრდობა…

სანთლის შუქი ნორმალურ მოვლენას წარმოადგენდა ჩემთვის, არასდროს გამკირვებია მის ფონზე საათობით საშინაო დავალების კეთება ან წიგნის კითხვა. არც მინიტიარული აკუმულატორზე “ელექტონრონიკიდან” შავ თეთრად მულტფილმების ყურება. ბევრად უფრო მიკვირდა დენს რომ გვაძლევდნენ და ჩვენს “ზალაშიც” ჭაღი კაშკაშებდა, თუმცა უფრო ხშირად კაშკაშის ნაცვლად დაბალი ძაბვის გამო, უფრო ბჟუტურებდაო ითქმის.

თან ეს დენის მოცემის მომენტები სოციალური აქტობობით გამოირჩეოდა და უბანში სინქრონულად გაისმოდა ხოლმე გახარებული “სტვენის” თუ აღფრთოვანების შეძახილები. ეს იყო გულახდილი სიხარული და “საერთო ზეიმი.” მაშინ დღეში ერთხელ დენის მოცემა ზოგჯერ ალბათ უფრო უხაროდა ხალხს და უფრო სოციალურ მოვლენას წარმოადგენდა იმდროინდელი ადამიანისთვის ვიდრე დღეს ერთბაშად 50 ლაიქი ფეისბუქზე.

რთულ პირობებში გაზრდილებს შეიძლება ილუზიაც კი შეგვქმნოდა რომ ის რაც ჩვენთან ხდებოდა (და გარკვეულწილად კიდევ ხდება) ნორმალურობას წარმოადგენს, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები და ცხოვრების წესი ყალბია.

ადამიანი იმდენად ეჩვევა ზოგიერთ რამეს რომ რეალობის ასეთი აღქმა სავსებით ლოგიკურია. არადა, “ისინი” ცხოვრობენ ნორმალურად და ისე როგორც ეს ადამიანებს შეეფერებათ.

ის რომ “მათ” ომი მხოლოდ ფილმებში და ათასობით კილომეტრის მოშორებით აქვთ ნანახი ბევრად უფრო სწორია (აქ არ იგულისხმება ზოგიერთ შემთხვევაში თემის ნიჰილირება) ვიდრე კონფლიქტურ რეგიონში ცხოვრება.

ჩემს თაობას ახსოვს სისხლი, ახსოვს განუკითხაობა ქუჩებში, ახსოვს პურის რიგები, დეფიციტი საქონელზე და ასე შემდეგ. ამის დავიწყება არ შეიძლება და არც არასოდეს დაგვავიწყდება, აი ამის გამეორება კი დანაშაულია.

გაგრძელება იქნება

ჩემი თაობის ანატომია. ოპერაცია რამდენიმე აქტში. ნაწილი I

ჩემი თაობის ანატომია. ოპერაცია რამდენიმე აქტში. ნაწილი II

One thought on “ჩემი თაობის ანატომია. ოპერაცია რამდენიმე აქტში.

  1. chankotadze

    მახსოვს, ერთხელ თვალები დავხუჭე, ხელები სალოცავად შევაერთე და მთელი გულით ვთხოვე ღმერთს შუქი მოსულიყო. ორიოდე წამში შუქი მოვიდა. გაოგნებული და უსაზღვროდ მადლიერი ვიყავი, თან იმდენად შეძრული და შთაგონებული,რომ მაგის მერე სხვა რამეებზეც ვცადე ამ ერთობ ეფექტური კომუნიკაციის დამყარება უფალთან, სანამ შესმენილ–შეუსმენელ თხოვნათა სტატისტკამ და ბუნებამ რაღაც დასკვნებამდე არ მიმიყვანა :დ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s