ქართველი “ინწელექწუალები.” სერიიდან “გამგები გაიგებს”.

თუ ჩვენი შეგეშინდათ ან გაღიზიანდით ბოღმიანები და შურიანები დაგვიძახეთ. მოგეშვებათ.

ჩვენ,  იმიტომ რომ პირველი არ ვარ და არც უკანასკნელი ვინც ასეთ წერილს თუ პოსტს რომ გიძღვნით.

ჩვენ, იმიტომ რომ მოგვბეზრდა.

თქვენ “ინტელექტს” და საზოგადოების ინტერესებისთვის მებრძოლ ფარს ამოფარებულები უბრალო კონფორმისტები ხართ.

კონფორმიზმში არაფერი ცუდი არაა თუ ამ შემთხვევაში გულახდილები ხართ. მაგრამ  როდესაც თქვენ საკუთარ თავს საზოგადოების თუ ერისთვის მებრძოლ პიროვნებას ეძახით, რომელსაც საზღვარგარეთ წასვლა და იქ წარმატების მიღწევა არ სურს იმიტომ რომ სამშობლოს სჭირდება ნება გვიბოძეთ და თქვენ უბრალო “ფარისევლები” გიწოდოთ.

საზღვარგარეთ თქვენნაირები საშუალო სტატისტიკური მოქალაქეები არიან რომლებიც კარგი კინოს ყურებით და კარგი წიგნების კითხვით ტკბებიან. თქვენ კი საქართველოში პრივილიგირებულები ბრძანდებით, აქ “მეფობთ” და იმის მაგივრად რომ საზოგადოებისთვის რამე სასარგებლო გააკეთოთ შექმნილ პრივილეგიას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებთ.

პირადი ინტერესების ზოგიერთ მაგალითს არ დავასახელებ, მეშინია რამეფობი დამიძახონ, არადა ასეთი ნამდვილად არ ვარ. და “რამეფობია” ნამდვილად პრობლემას წარმოადგენს საქართველოში.

უბრალოდ როდესაც ქვეყანაში სიღარიბის ზღვარზე ასიათასობით ადამიანი ცხოვრობს და ათასობით ადამიანი პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილობს “რამეფოობის” პირველ პლანზე გადმოწევა და ქვეყნის მთავარ პრობლემად შერაცხვა ცოტა უადგილოდ მეჩვენება.

გულისამრევია თქვენი კასტური მენტალიტეტი. გულისამრევია თქვენს მიერ ირგვლივ ლოიალური თითო – ოროლა მსოფლიო მაშტაბის ინტელექტუალის სახელის მცოდნე ახალგაზრდა “ინწელექწუალების” შემოკრება და მათი გამოზრდა.

“კარგი ბიჭი ხარ, კარგი გოგო ხარ”, ეტყვით და თქვენი “გონებრივი სტომაქი” კმაყოფილებით და თვითსიყვარულით აღივსება.

ერთმა ნაცნობმა ერთხელ დაახლოებით შემდეგი შინაარსის რამე მითხრა, “საქმე ისაა რომ ძალიან უვიცი თაობა მოდის და ყველაზე ცუდი ისაა რომ პრივილიგირებულ მდგომარეობაში ხვდებიან და საკუთარი თავით ძალიან კმაყოფილები არიან.”

პიარის კურსს რომ გავდიოდი (ისე ამის მისახვედრად მაინცდამაინც პიარის კურსის გავლა არაა საჭირო), ერთ-ერთ ლექციაზე ის აგვიხსნეს თუ როგორ ხდება “ავტორიტეტებით მანიპულირება.” მაგალითად მავანს შეუძლია თქვას, “ჯორჯ ვაშინგტონმა თქვა…” და შემდეგ უკვე ეს სამწერტილი ნებისმიერი შინაარსით შეავსოს, თუნდაც იყოს ასეთ ტიპის წინადადება “ჯორჯ ვაშინგტონმა თქვა რომ ბერლინის კედლის დაშლა ჩრდილოეთ კორეაში კომუნიზმის დასამყარებლად აუცილებლობას წარმოადგენდა .”

ხსენებული წინადადებით რა თქმა უნდა თემის უტრირებას ვახდენ მაგრამ ჩვენს საყვარელ “ინწელექწუალ” ახალგაზრდებს დებატებისას თუ დააკვირდებით ხშირად თამაშის ანალოგიურ წესებს აღმოაჩენთ. ზოგჯერ ისეთ ავტორიტეტებს მოიშველიებენ არგუმენტაციისას რომ უვიცობის გამო და წაუკითხავობის გამო საკუთარი თავის გრცხვენიათ.

ასეთი ტიპის ფრაზები მიმართულია ხალხზე, მკითხველზე რომელიც მთქმელის სახით ავტორიტეტს ხედავს და დაბეჭდილ სიტყვის სისწორეში ეჭვი არ შეაქვს.

მაგრამ, საკმარისია ოდნავ მცოდნემ ფრაზის ავტორს წყარო და არგუმენტის ფაქტებით გამაგრება სთხოვოს რომ ის უგზო უკვლოდ ქრება (თუ განსაკუთრებით ნამუსიანი გამოდგა შეიძლება დროებით პირწიგნაკიც კი წაშალოს).

ზოგიერთი თქვენგანი მორალისტებს გვეძახის და გვეუბნება რომ მორალი არ არსებობს, მაგრამ თქვენ ყოველდღიური კლანური და კასტური ქმედებებით ახალ მორალს ქმნით. ქმნით იმდენად რამდენადაც პირველი მორალური კოდი საზოგადოებაში კლანური სისტემის (გაბატონებული კლასის)გამოჩენისთანავე შეიქმნა.

ჩვენ თქვენი ან თქვენნაირების მორალი არ მოგვწონს, არ მოგვწონს იმდენად რამდენადაც გვეუბნებით “რა დროს მარქსიაო,”არა იმიტომ რომ მარქსი მოგვწონს ან არ მოგვწონს, არამედ იმიტომ რომ მარქსამდე იყო შექსპირი, მური, მილტონი,ბეკონი, ვოლტერი, ალიგიერი, ჰომეროსი… ნუთუ “რა დროს …(აქ ჩასვით ნებისმიერი ჩამოთვლილთაგან)” ფრაზა მართლა ღირებულად მიგაჩნიათ? ეს იმ შემთხვევას მაგონებს ერთ-ერთ სკოლელმა რომ გაიგო ჩემზე ბიტლზს უსმენსო, “რა დროს ბიტლზიაო?”

… დაგვიძახეთ შურიანები და ბოღმიანები. მოგეშვებათ.

11 thoughts on “ქართველი “ინწელექწუალები.” სერიიდან “გამგები გაიგებს”.

  1. მოლი ბლუმი

    მართალია ის ნაცნობი. უვიცი, იქნებ, ოდნავ ხისტად ნათქვამია, მაგრამ არც უმაგისობაა და ყველაზე ცუდი ის არის, რომ “ვიწრო სპეციალიაციით” შენიღბული გაუნათლებლობა მოდური ხდება.

    Reply
  2. Lord Vader

    ასე თქვა მასწავლებელმაო – ამბობდნენ პითაგორას მოწაფეები.🙂 ალბათ მანამდე კიდევ ვინმე სხვა მოიგონებდა იგივეს.
    100% ფორმულაა. მუშაობს მშვენივრად.

    რა ქვეყანაცაა ის ინტელექტუალები გვყავს.
    რა ინტელექტუალები გვყავს – ის ქვეყანაა.
    და რა ქვეყანაა ის ბლოგები გვაქვს.

    Reply
  3. Katiee.Ge

    ოჰ, ეს “ასე თქვა”… ფსევდოავტორიტეტები კარგი რამეა, აზროვნება აღარ გჭირდება, მოიშველიებ და მორჩა.

    ერთი ჭკვიანი კაცია (ახლა რომ მენეჯერებს არჩევს, ის), რომელსაც მარტო იმიტომ ვერ ვიტან, რომ ყველა მისი მოწაფე მის ნათქვამს იმეორებს. ისეთ ხიბლში არიან ჩავარდნილები, ხანდახან მგონია რომ საკუთარი აზროვნების უნარი გათიშეს და ამ ჭკვიანი კაცის ნათქვამის ქოფი-ფეისთი ისე კარგად დაამუღამეს, საკუთარი ჭკვიანობის დასასაბუთებლად, ზე-კომფორტულად გრძნობენ თავს.

    Reply
    1. Lord Vader

      კავკასიური ცარცის წრე ხომ გინახავს – აზდაკი რომ ეკითხება ვექილებს, ჰონორარი რამდენი გაქვთო და რომ ეტყვიან, ამბობს – ოჰო, ახლა უფრო ყურადღებით მოგისმენთო.
      აი, ეგ ფენომენია ზუსტად.🙂

      Reply
  4. ეთუსიკ

    ,,პიარის კურსს რომ გავდიოდი (ისე ამის მისახვედრად მაინცდამაინც პიარის კურსის გავლა არაა საჭირო), ერთ-ერთ ლექციაზე ის აგვიხსნეს თუ როგორ ხდება “ავტორიტეტებით მანიპულირება.” მაგალითად მავანს შეუძლია თქვას, “ჯორჯ ვაშინგტონმა თქვა…” და შემდეგ უკვე ეს სამწერტილი ნებისმიერი შინაარსით შეავსოს, თუნდაც იყოს ასეთ ტიპის წინადადება “ჯორჯ ვაშინგტონმა თქვა რომ ბერლინის კედლის დაშლა ჩრდილოეთ კორეაში კომუნიზმის დასამყარებლად აუცილებლობას წარმოადგენდა .”
    – მგონი ზემოთ რარაცეებზე არ გეთანხმებოდი, მაგრამ აქ რომ მოვაღწიე, გადამავიწყდა. სასტიკად მაღიზიანებს რატომღაც გაპოპულარებული ბლოგერების ძალიან სულელურ პოსტებზე ხოტბის შესხმა, და ახალს ეგრევე რომ გადაუვლიან, თუნდაც მართლა საინტეერსო თემა წამოჭრას… მაგრამ ნუ, საკუთარი აზრი როდესაც არ გააგჩნია, ეგები ალბათ ამ იმიჯს…

    Reply
  5. ეთუსიკ

    ჰო, არ მომწოსნ დასაწყისი. ძალიან ბანალურია :)) აი გამოგენდერებულებზე ძალიან სამარცხვინო სტატია ვნახე, და იმასაც ეგრე ეწერა, წინასწარ რო ცემს პასუხს, ვისაც მისი პოსტი არ მოეწონება😉 /

    ვერც ის გავიგე, რატომ ,,ჩვენ და თქვენ”? რაიმე ბანაკებია რაც მე არ შემინიშნავს? ვისაუბროთ პირველ პირში😉

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      არ შეგინიშნავს იმიტომ რომ თვალს არ ადევნებ, “ჩვენ” იმიტომ არ მიწერია რომ რომელიმეს მივაკუთვნებ თავს, მაგრამ სამწუხაროდ “კასტური,” “ელიტური” ჯგუფებია შექმნილი და ამის შემჩნევა არც თუ ისე რთულია. პირში თუ სტილში საუბარი კი იქედან გამომდინარეობს თუ რა ტიპის წერილს წერ.

      Reply
  6. Pingback: ქართველი “ინწელექწუალები”. სერიიდან “გამგები გაიგებს” : European.Ge

  7. დედა ზოსიმა

    ასე თქვა ლევან ბერძენიშვილმაო (1997–დანვიდრე რესპების ნაცებიდან გამოყოფამდე), ასე თქვა ნოდარ ლადარიამო (2006–დან კლებითი ტემპით 2010–მდე). ეს ადამიანები,ანუ ავტორიტეტები, თვითონვე ხვდებიან თავიანთი ფანების მძევლები, ფანები ვერ ძღებიან და მუდმივად მარგალიტებს ითხოვენ, ამ ბულიმისტური ჯოჯოხეთის დასაკმაყოფილებლად. სწორედ ამიტომ ჩნდება ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის ციტატები…

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s