ჩემი თაობის ანატომია. ოპერაცია რამდენიმე აქტში.

ნაბიჯი IV.  ტვინი.

90-იანების დასასრული და 2000-იანების დასაწყისი დენის შედარებით იშვიათი გამოთიშვით და მაკდონალდსის გახსნით (1998 წელი) აღინიშნა.

მიუხედავად იმისა რომ დასავლეთში სწრაფი კვების და არც თუ ისე მაღალი კლასისთვის დამახიასეთებელი ობიექტად მიჩნეული “ზაბეგალოვკა” იფიციალურად ჩაცმულ ქართველების და მათი მერსედესის რიგებს არ უჩიოდა, საზოგადოაბაში “ჭამის” გარდა სხვა ინტერესებიც გაჩნდა…

“კეროსინკები” ჯერ კიდევ არ გადაშენებულან, არც ქუჩაში “ბესპრეძელი” გადავარდნილა ბოლომდე მოდიდან მაგრამ ამავდროულად ოდნავ დანაყრებული თაობა მასლოუს პირამიდის შესაბამისად ახალი თემებით დაინტერესდა, მართალია ალაგ-ალაგ, მაგრამ მაინც…

მაგალითად ზოგიერთს შორის უფრო გამძაფრდა პროტესტი ა ლა “გრძელ თმებზე რატომ მიხურებენ?” სტილში ან თუნდაც “კედები თუ მაცვია რატომ მაგინებენ?”

დიახ, ჩვენ  დარვინისა კვლევებისა არ იყოს ევოლუცია განვიცადეთ… ერთი განსხვავებით… ეს ყველაფერი 21-ე საუკუნეში ხდებოდა.

პარალელურად შემოვიდა ძალიან პოპულარული თემა რომელიც ფართო საზოგადოებისთვის “ქალიშვილობის ინსტიტუტად” გახდა ცნობილი. რატომღაც ამავე პერიოდში “ქალიშვილობა” აზიასთან, ხოლო “არაქალიშვილობა” ევროპასთან ასოცირდებოდა.

…და დაიწყო გაუთავებელი უმწიფარი საუბრები, ქალიშვილებზე და არა ქალიშვილებზე, რომელი სჯობია, ბრიუს ლი თუ ჯეკი ჩანი?..

ყველაფერი შედარებითი რომაა ფაქტია და ეს ფაქტი გენიალურ ჭეშმარიტებას წარმოადგენს, ეს გენიალური ჭეშმარიტება “ჩვენს პროგრესთან” მიმართებაშიც მუშაობდა და ჯერ კიდევ მუშაობს.

ჩვენთვის ევროპა ძალიან ზედაპირულ ასოციაციებს იწვევდა… კედები – ევროპა, გაუპარსავი წვერი – აზია, გრძელი თმები – ევროპა, ძველ ბიჭობა – აზია, მაკდონალდსში სიარული – ევროპა, რუსულის მხარდაჭერა – აზია, ამერიკულის მხარდაჭერა – ევროპა და ა.შ. და ა.შ.

…დაგვავიწყდა შიგთავსი; პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი თუ საზოგადოებისადმი თავდადება.

ცოტა ხნის წინ ჩემს მეგობრებთან ფეისბუქის რაღაც სურათებს ვათვარიელებდით, ერთ-ერთ ასეთზე აბრა გამოჩნდა, წარწერით “Georgian Fashion week,” ერთ-ერთმა (ესპანელმა) წარწერა წაიკითხა და ჩაიხითხითა… ძალიან აშკარა იყო, მაგრამ ვერაფერი ვუთხარი იმდენად არავთენტური ჩანდა ის “პაკაზი წარწერის ფონზე.”

დღევანდელი გადასახედიდან ქართული “არაავთენტურობა” 90-იანების ბოლოს კიდევ უფრო თვალშისაცემია.

კედებ გამოწყობილი თუ გრძელ თმიანი ბიჭები რომლებიც არაქალიშვილ გოგოებს ეძებენ და “ტოლერანტულად” უყურებენ (უყურებენ, ეძებენ, მაგრამ ზოგიერთს თუ დავუჯერებთ მაინც არ მოჰყავთ საქმე საქმეზე რომ მივა ცოლად) უფრო ჰიბრიდს და დასავლეთზე პაროდიას წარმოადგენდს ვიდრე “მე ქართველი ვარ, მაშასადამე ევროპელის” მოდელს.

სასაცილო შემთხვევა მახსენდება. 2000-იანების დასაწყისში ერთ-ერთ ჩემმა “ნირვანით დამტკბარ ნაცნობმა ყურსასმენები მოიხსნა რომ მისთვის “აბსოლუტური” ჭეშმარიტება წარმოეთქვა; “აი თქვენ, ჩვენ და კიდევ ერთი სასტავი ვართ ევროპელები რა…”

დედამიწაზე ზებუნებრივი არაფერი ხდება, ყველაფერი ახსნადია და რა თქმა უნდა ჩვენი თაობის იმდროინდელი მსგავსი “განვითარება” ბუნებრივ პროცესს წარმოადგენდა, თითქმის 70-იან წელიწადი აბსოლუტურად სხვა სამყაროში ცხოვრებას და იზოლაციას დასავლეთიდან არ შეიძლებოდა თავისი დაღი არ დაესვა.

ხდებოდა ტრანსფორმაცია, 70-იანი წლის წინ ყოფილი სსრკ ბანაკის ქვეყნებში დადგმული ექსპერიმენტმა არ გაამართლა, 90-იანები კი ახალით აღინიშნა.

მართალია ძალიან ნელა და დამახინჯებულად მაგრამ ჩვენ მასლოუს პირამიდას ცოცვას ვცდილობდით და განვგარძობდით…

4 thoughts on “ჩემი თაობის ანატომია. ოპერაცია რამდენიმე აქტში.

  1. ეთუსიკ

    ავთენტურობა სადღა მოიგონე, ძლივს მიხვვდი, მგონი authentic იგულისხმე? მე არ მიყვარს ძაააააააალიან მაღალი ინტელექტის გამოსააშკარავებლად ძაააალიან იაზროდ რომ იყენებენ უცხო სიტყვებს🙂

    Reply
  2. ეთუსიკ

    ,,სასაცილო შემთხვევა მახსენდება. 2000-იანების დასაწყისში ერთ-ერთ ჩემმა “ნირვანით დამტკბარ ნაცნობმა ყურსასმენები მოიხსნა რომ მისთვის “აბსოლუტური” ჭეშმარიტება წარმოეთქვა; “აი თქვენ, ჩვენ და კიდევ ერთი სასტავი ვართ ევროპელები რა…
    – ააააააააააააა, ვხოხავ

    Reply
  3. lobzhanidze Post author

    ეთუსიკ, ცოტა უფრო აკადემიური მეგონე, სიტყვა “ავთენტური” არსად შეგხვედრია? მართალია ყოველდღიური საუბრებში და სერიალებში ნაკლებად მაგრამ მაგალითად მეცნიერულ ნაშრომებში, სტატიებში და ა.შ. გვხდება. ისევე როგორც ინგლისურში, ქართულშიც გამოიყენება. მაინცდამაინც 30 სიტყვიანი ლექსიკონით თუ არ წერ არ ნიშნავს რომ ინტელექტის გამოაშკარავება გინდა ან არ გინდა, ძალიან უწყინარი და მარტივი სიტყვაა. კარგი მითხარი აბა ამ კონტექსტში რა სიტყვით შეცვლას მირჩევდი? შენგან არ ველოდი. ეს ლინკი საჩუქრად.
    http://www.google.co.uk/#sclient=psy&hl=en&q=%E1%83%90%E1%83%95%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98&aq=f&aqi=&aql=&oq=&pbx=1&fp=da08bdc3ce429840

    Reply
    1. ეთუსიკ

      :)) შენ ჩემში შეცდი :)) არც სტატიებში შეხვედრია, და სამეცნიერო ნაშრომებს ვკითხულობ თქო რომ გითხრა, აშკარად მოგატყუებ. ინგლისურში რასაკვირველია სემხვედრია და სიტყვის მნისვნელობაც ვიცი, თუმცა რომც არ მცოდნოდა, არც ეგ იქნებოდა დიდ ცოდვა. ბევრი რამე არ ვიცი, და ეგევ ერთ-ერთი იმათგანი არის თქო ვიტყოდი :))

      ლინკისთვის მადლობა.

      ავთენტურობის ქართულ სესატყვისსს ვერ ვიხსენებ, ამიტომ არადელიკატური კომენტარისთვის ბოდიშს ვიხდი🙂

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s