მზიანი კვირა კუმბრაზე. ლამაზი კუნძული შოტლანდიის დასავლეთ სანაპიროზე.

კუმბრას კუნძული, გალურად “კუმარად მორ” ჟღერს, 8 კვადრატულ კილომეტრის ფართობისაა და გლაზგოდან დასავლელით, დაახლოებით 60 კილომეტრს მოშორებით მდებარეობს.

კუნძულის მოსახლეობა 2001 წლის აღრიცხვის მიხედვით 1434 ადამიანს შეადგენს, თუმცა ზაფხულობით ტურისტების ხარჯზე რამდენიმეჯერ იზრდება.

კუმბრაზე მოხვედრა ლარგსის გავლით შეგიძლიათ, ლარგსი დასახლებული პუნქტია რომელიც გლაზგოს მატარებლის და ავტობუსის მარშრუტით უკავშირდება (მგზავრობა დაახლოებით ერთი საათი). თავის მხრივ ლარგსიდან კუმბრაზე მოხვედრა ბორანის მეშვეობით შეგიძლიათ, ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე მოსახვედრად არაუმეტეს 10 წუთია საჭირო.

კუმბრაზე პოპულარულია ველოსიპედის ქირაობა, აქ ჩამოსული ტურისტები სწორედ რომ ამ საშუალებას იყენებენ კუნძულის დასათვარიელებლად. 2 საათის ქირა 4 ფუნტი დაგიჯდებათ.

კუნძული ასევე არ უჩივის პაბებს და სხვადასხვა ტიპის კაფეებს.

კუმბრაზე პირველი ადამიანები ჯერ კიდევ დიდი გამყინვარების დასრულების შემდეგ დასახლდნენ.

ბორანი ლარგიდან კუმრაზე ყოველ 15 წუთში ერთხელ მოძრაობს

ლარგი (მოსახლეობა 11 ათასი)

კუმბრაზე კვირას, 2011 წლის 3 აპრილს ამ დროს ჩამოსულებს მზიამი ამინდი დაგვხდა. იმის გათვალისწინებით რომ შოტლანდიაში ვიმყოფებით უნდა ჩავთვალოთ რომ გაგვიმართლა.

კუნძულის მოსავლელად (ველოსიპედით) 2 საათზე მეტი არ უნდა დაგჭირდეთ

კუმბრას კათედრალი, ყველაზე მაღალი შენობა კუნძულზე და ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კათედრალი ევროპაში

შოტლანდიური სიამაყე

პალმა შოტლანდიაში პრაქტიკულად გამორიცხულ მოვლენას წარმოადგენს, გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით

“Crocodile rock”

6 thoughts on “მზიანი კვირა კუმბრაზე. ლამაზი კუნძული შოტლანდიის დასავლეთ სანაპიროზე.

    1. lobzhanidze Post author

      ამ კვირასაც ვაპირებ რაღაც ადგილის დათვარიელებას და აუცილებლად დავდებ სურათებს.

      Reply
  1. tatatatuli

    რა სიმყუდროვე ჩანს მზიან კუმბრაზე:) საშინლად მომინდა წასვლა. ასეთი ფოტოებით კუნძულის აღწერა ძალიან ეფექტურია. ველოდები შემდეგ მსგავს პოსტს;)

    Reply
  2. Marie

    მშვენიერი ადგილია… თუმცა ხვალ ვერაფერში დამეხმარება, მე ამ ბლოგზე კოლონიალიზმმა და იმპერიალიზმმა შემომიტყუა. თემა მქონდა დასაწერი. თემის დაწერის მაგივრად კი ორი საათია თქვენ ბლოგს ვათვალიერებ.. ეხლა უკვე მეძინება. ხვალ 1 იანს რომ მივიღებ თქვენი ბრალი იქნება! და მაინც რა მშვენიერია კუმბრა. ალბათ თბილა, აქ კი ისე ცივი ქარი უბერავს ძვალ-რბილში ატანს. მე მშურს თქვენი.

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      მარი, არ ვიცი ეს დაგეხმარებათ თუ არა, მეც იგივე დღეში ვარ, ბიბლიოთეკაში ვაღამებ, როგორც ჩანს ერთ უღელს ქვეშ ვართ, ასე რომ ძალიანაც ნუ გშურთ. თათათათული ამ კვირას არანს უნდა ვეწვიო, ძალიან ლამაზი ადგილი არისო, ასე უთქვამთ, ასე რომ აუცილებლად იხილავთ ფოტოებს მომავალ კვირას🙂

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s