შალვა მაგარია! შიში შეიქმნს სიყვარულსა!

ორი თვის წინ ვინმეს ჩემთვის რომ ეთქვა, “ქართულ ტელეპროდუქტზე აუცილებლად დაწერ დადებით პოსტს” ა) ძალიან გამიკვირდებოდა და ცხარე კამათში შევიდოდი, ბ) გულიანად გავიცინებდი.

ორი დღის წინ მივხვდი რომ დადებითი რეცენზიის დაწერა უთქმელად შემიძლია. რა თქმა უნდა შალვა რამიშვილის “აკრედიტაციის გარეშეს” ვგულისხმობ.

დროის უქონლობის გამო მეშინოდა რამე არ გააფუჭოს ავტორმა თქო და ხუთშაბათს მე-6 გადაცემის (ეთერში ოთხშაბათს გავიდა) ყურებას ცოტა არ იყოს და გულის ფანცქალით ველოდი.

გადაცემამ მოლოდინს გადააჭარბა. პარლამენტის წევრებთან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ნაკლოვანებების გასაგებად მისულ შალვამ სასწაული და დამრთგუნველი შედეგები დაგვანახა.

კიდევ უფრო დამთრგუნველი იყო ავლაბრის მიდამოებში (სავარაუდოდ ეს ადგილი მიზანმიმართულად იყო შერჩეული) ხალხის მიერ “გამოთქმული” აზრი. ”

ხალხი შეშინებულია, დაბნეული, დაჩაჩანაკებული, გამოთიშული, უფერული და ა.შ.

მათ მდგომარეობას ყველაზე კარგად გადაცემაშივე ერთ-ერთი რესპოდენტის მიერ გამოთქმული წინადადება ასახავს , “აფხაზეთში არ მეშინოდა, აქ მეშინია.”

სხვა რესპოდენტი კი ისე დაიბნა რომ ყოვლად არაადეკვატური პასუხი, “ორი დღეა რაც აქ ვმუშაობ, ჯერ არ ვიცი” გასცა “ნაჯახ ამხედრებულ” ჟურნალისტს.

თუმცა, ყველაზე დამთრუნგველი მაინც “სამარშრუტო ტაქსია” . შეკითხვაზე “რა ნაკლი აქვს მიხეილ სააკაშვილს?” ხალხი სდუმს, თითქოს პირი ამოკერილი ჰქონოდეთ, რაღაცის თქმას ლამობდნენ, მაგრამ ვერა…ჩუმად სხედან. კომატოზურია მდგომარეობა, ეს მდგომარეობა მაყურებელში აღძრავს სურვილს იბღავლოს და სასოწარკვეთილმა იკითხოს, “ხალხნო, რა გჭირთ? რა მოგივიდათ?”

რწყილებზე ექსპერიმენტი ჩაუტარებიათ. დახურულ ქილაში მოაქციეს. ერთი თუ ორი დღის განმავლობაში დატოვეს, რწყილები ჩაკეტილ სივრცეში გამოსავალს რა თქმა უნდა ვერ პოულობდნენ და წრეზე მოძრაობდნენ. გარკვეული დროის შემდგომ ქილას თავსახური ახადეს, მაგრამ გარეთ არცერთი რწყილი გადმომხტარა, კვლავ წრეზე მოძრაობას განაგრძობნდნენ, ნიშანდობლივია რომ გამრავლების შემთხვევაში ამ რწყილების შთამომავლებიც ანალოგიურად განაგრძნობდნენ მოძრაობას.

ექსპერიმენტმა ის დაგვანახა რომ ადამიანები ხშირად რწყილების მსგავსად მოქმედებენ, რეალური საფრთხე შეიძლება არ არსებობდეს, მაგრამ შიში თუ ჩვევა ძალზედ ძლიერია.

პოლიტიკოსები რომლებსაც შალვა პასუხის მოლოდინში “მისდევს” საბჭოთა კავშირს ებრძვიან, სიმბოლიკას კრძალავენ, სტალინის ძეგლს ანგრევენ, წარსულის ფანტომებს ებრძვიან და ალბათ არავის გაგაკვირვებთ თუ ვიტყვი რომ ამავე ტრადიციებს საკუთარი საქციელით სხვა თუ არაფერი, ყველაზე ნაკლები აგრძელებენ მაინც.

ზოგადად, “აკრედიტაციის გარეშეს” მსგავსი გადაცემები თუ დოკუმენტური ნამუშევრები სიახლეს არ წარმოადგენენ, დასავლეთში ასეთების შექმნელებად მაიკლ მური, მარკ ტომასი და ა.შ. გვევლინებიან, მაგრამ ქვეყანაში სადაც ტელე ეთერი რბილად რომ ვთქვათ უხარისხო, სურეალური და არააქტუალურია ასეთი პროდუქტი ერთი ორად ფასობს.

საერთოდ შალვა რამიშვილის ამ გადაცემას რომ უყურებ ერთი სიტყვა თუ გრძნობა გახსენდება ძალიან ხშირად, “შიში, “შიში” და კვლავ “შიში.” შიში აბრმავებს და ანადგურებს.

ეშინიათ ბიზნესმენებს, ეშინიათ ჟურნალისტებს, ეშინიათ პოლიციელებს, ეშინია ხალხს, უბრალო გამვლელებს.

რისი?

გასული გადაცემის ერთ-ერთ რესპოდენტს თუ დავესესხებით ” თქვენ გაარკვიეთ.”

6 thoughts on “შალვა მაგარია! შიში შეიქმნს სიყვარულსა!

  1. აქსიომა

    არ მინახავს ეგ გადაცემა, მაგრამ ალბათ არც ვნახავ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ვერ გავიგე ვის ემსახურება თვითონ რამიშვილი. ხალხს რომლის “გამოც” ტანჯეს–თუ ხელისუფლებას, რომელმაც ტანჯა.საერთოდ არ მომწონს მისი პროვოკაციული ხასიათი და ვერ ვხვდები, რატომ ტანჯავს ეხლა თვითონ მაყურებელს.
    მოკლედ რაა… არ უყუროთ ქართულ გადაცემებს. ქართულ არხებზე ბრაზილიურ სერიალებს უყურეთ– რომლის მწარმოებელიც, შინაარსიც და მიმართულებაც ეჭვს არასდროს ბადებს.

    Reply
  2. ნათია

    ეს გადაცემა რომ ვნახე ვერ დავიჯერე, მართლა არ მეგონა ასეთი შედეგების მომტანი თუ იქნებოდა მსგავსი შკითხვები პრეზიდენტთან დაკავშირებით… ხალხს მართლა ეშინია, დაზომბირებულნი არიან თუ რა ხდება ვერ გავიგე… რაღაცნაირად დამთრგუნა ამ გადაცემამ…

    Reply
  3. faifuris angelozi

    kargi gadacemaa magram tavad shen ra pasuxs gascemdi shalvas shekitxvas?
    p.s.xalxi brboa romelic chumad gamova mitingze da dadgeba..lideri ki ar chans.
    daskvna:an mobezrda gakritikeba(azri ar aqvs) an martla sheshinebulia.

    Reply
    1. ნათია

      მე მკითხეთ თუ პოსტის ავტორს? ,,ხალხი ბრბოა, რომელიც ჩუმად გამოვა მიტინგზე და დაგდება… ლიდერი კი არ ჩანს”-აბსოლუტურად გეთანხმები, მგონია რომ სათანადო ლიდერი, რომელიც ჩუმ ბრბოს ჩაუდგება სათავეში, არ გვყავს…

      იმაშიც გეთანხმები რომ ხალხს შეასძლოა მობეზრდა კრიტიკა, მაგრამ მაინც არაბუნებრივი მგონია რომ ყველას ერთგვაროვანი წარმოდგენა აქვს შეუმცდარ და იდეალურ პრეზიდენტზე… ნუთუ ესეც ამოჭრილი კადრებისგან შეკოწიწებული იყო და ბევრმა უარყოფითადაც ილაპარაკა, არ ვიცი…

      Reply
  4. faifuris angelozi

    avtors,magram sheni azric saintereso iqneba) me piradad shalvas am kitxvaze dzalian gamecineboda da vityodi rom mnishvneloba ar aqvs chem kritikas dzala mainc agmarts xnavs da prezidentis naklze iman ilaparakos vinc politikashia da unakloa,aset liders gayveba es chumi brbo.
    p.s. ratqmaunda es gadacemad imitom gaketda rom dagvanaxon tu ra grmad vart soroshi shemdzvralebi da aravin gvyavs))))

    Reply
  5. ანი

    უმაგრესი გადაცემაა. მაგის ახალ სეზონს ველოდები ყველაზე მეტად:)

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s