თსუ მაშინ და დღეს, ანუ ყოფილი სტუდენტის ბოზური ტექსტი

თამამად თუ არა, მოკრძალებით მაინც შეიძლება ითქვას რომ საქართველოში
სამოქალაქო საზოგადოება ყალიბდება. გასულ კვირას უნივერსიტეტში მომხდარ მოვლენებზე რეაგირება თსუ-ს სტუდენტების და არა მარტო სტუდენტების მხრიდან ამის ერთ-ერთი დადასტურებაა.

რა თქმა უნდა ჯერჯერობით შორს ვართ საზოგადოებისგან სადაც ყოველ ადამიანს საკუთარი მოვალეობა/პასუხისმგებლობა აქვს გათავისებული და ყოველდიურად საზოგადო ინტერესებისათვის იბრძვის. თუმცა,თუნდაც თსუ-ს მაგალითზე შეიძლება იმის თქმა რომ 5-7 წლის წინ სიტუაცია გაცილებით მძიმე იყო ვიდრე დღეს. ასეთი შედარების გაკეთების საშუალებას საკუთარი გამოცდილება მაძლევს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობის ფაკულტეტზე 2002 წელს ჩავაბარე, რამაც 2007 წლამდე “ცოდნის ტაძრით ტკობიბის” საშუალება მომცა . აღნიშნულმა დიპლომმა ცხოვრებაში საერთაშორისო სამართალში თუ იურისპრუდენციაში გზა გამიკაფა თქო რომ გითხრათ მოგატყუებთ, თუმცა რაღაცა გზა მაინც დამისახა და თვითგამორკვევაც მოვახდინე, მაგალითად მივხვდი რომ იურისპრუდენცია ჩემი საქმე არაა. მაგრამ  ეს სხვა თემაა და მოდით უშუალოდ ცოდნის ტაძრის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე მოვახდინოთ რეაგირება.

მაშ ასე, რა ხდებოდა იმ დროისათვის ყველაზე პრესტიჟულ, ანუ საერთაშორისო სამართლის სპეციალობის სტუდენტურ სამყაროში?

მაშინ როდესაც საზოგადოებას თუ პოლიტიკურ ესტაბლიშმენტს ჯერ კიდევ კარგად ახსოვდა ზურაბ ჟვანიას ფრაზა, “მე ქართველი ვარ, მაშასადამე ევროპელი” და  მთელ ძალისხმევას ევროატლანტიკურ სივრცეებში ინტეგრაციისკენ არ იშურებდა, პოტენციურად მომავალი დიპლომატები და ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლები, იმ დროისათვის კი უბრალოდ სტუდენტები მეორე-მესამე კურსზე დიპლომატიის ისტორიის დაუფლების მაგიერ ერთმანეთს ე.წ. “ტრუბკებს” ესროდნენ.

თუმცა, კარგი ნიშნების მიღებას მაინც ახერხებდნენ. ქართველები ხომ ძალიან ნიჭიერები ვართ, ასე მაგალითად მთელი დღე შეგვიძლია ბირჟაძე გავატაროთ მაგრამ წითელ დიპლომს მაინც მივიღებთ. ასეთი ნიჭის გათვალისწინებით ევროკავშირმა კი არა, ჩვენ უნდა მივიღოთ ევროკავშირი ჩვენს სტრუქტურებში.

პაციფისტური სიმბოლოს თუ ალტერნატიული ბენდების მაისურების მასონობად, ხოლო გრძელი თმების და ჯაჭვის ტარება პიდარასტობად აღიქმებოდა. იმის მაგალითებიც არ გვაკლდა როდესაც თვითმართველობის წევრები უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას მობილირების “ახევებში.”

არც მაშინ და არც დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტის უმრავლესობამ არ იცოდა და არც ახლა იცის რა არის თვითმართველობა ზოგადად, რა ფუნქცია აკისრია და რა მოვალეობები აქვს. ეჭვი მაქვს ამაში არც თავად თვითმართველობის წევრები არიან წესიერად გარკვეულები და საკუთარ პოზიციას მხოლოდ პარაზიტული კუთხიდან განიხილავენ. ასეთ ვითარებაში კი ამომრჩეველი სტუდენტების დარწმუნება მისცენ ხმა პარაზიტებს ან სულაც მოახდინონ არჩევნების ფალსიფიცირება პრობლემას ნამდვილად არ წამოადგენს.

ოთხშაბათს შალვა რამიშვილის გადაცემაში დაცვის სამსახურის უფროსი ირწმუნება რომ კონფლიქტს უპირპირდება და მთელი ძალისხმევით ცდილობს სტუდენტების შერიგებას. საინტერესოა რა პოზიციას დაიკავებდა იგივე პიროვნება ყველაფერი პირიქით რომ მოხდარიყო, ანუ ჩვეულებრივ სტუდენტებს რომ ეცემათ  თვითმართველობის პრივილიგირებული წევრები? ისიც ავიწყდება დაცვის უფროსს რომ ადამიანის ფიზიკური შეურაცხყოფა კანონით ისჯება.

ზოგადად ამ თემაზე დაწერილ ერთ-ერთ წერილში  ავტორი იმას ამბობს რომ დამნაშავეების დასჯა უნივერსიტეტის პრეროგატივა არაა და ამის გაკეთება მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ. მინდა შევახსენო წერილის ავტორს რომ არსებობს უამრავი შემთხვევა როდესაც დამნაშავეს რომელმაც თუნდაც ეთიკური ნორმები დაარღვია და ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენა იმავე დაწესებულებიდან მოჰყოლია რეაქცია და ხშირ შემთხვევაში რეაქცია მისი სამსახურიდან/პოზიციიდან დათხოვნაში გამოიხატებოდა. ამიტომაც აქ იბადება კითხვა, იმსახურებს თუ არა დამნაშავე ამ შემთხვევაში დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებას? ესეც ხომ არაა პოლიციის პრეროგატივა?

ერთია იმსახურებდეს და მეორე ის რომ არც არავინ აპირებს დამნაშავეების განთავისუფლებას ან თუნდაც უფრო მსუბუქად დასჯას.

ამჟამად საქართველოდან შორს, ბრიტანეთში ვიმყოფები და გლაზგოს ერთ-ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობ. შედარების გაკეთება ანალოგიურ მოვლენებთან რთულია, უფრო სწორედ შეუძლებელია, იმიტომ რომ აქ თვითმართველობა თუ რომელიმე სხვა ოფიციალური ორგანო უნივერსიტეტის ფარგლებში სულ სხვა პრინციპებით მოქმედებს. მაშინ როდესაც ბრიტანეთში სახელმწიფო ბიუჯეტი შემცირდა და უნივერსიტეტებში ფასების გაზრდა დააპირეს ამას რეაქცია მოჰყვა, უნივერსიტეტების მხრიდან მკვეთრი დაპირისპირება წამოვიდა.

უნივერსიტეტის კედლებზე გამოკიდულ პოსტერებმა რომლებიც საპროტესტო აქციაზე პატიჟებდნენ სტუდენტებს ჩემში გაკვირვება გამოიწვია. მერე დავფიქრდი, “რატომ მიკვირს?” პასუხი მარტივია, იმიტომ რომ იმას ვარ შეჩვეული რომ იგივე თსუ ერთი კონფორმისტული ორგანოა რომელიც იმას აკეთებს რასაც სახელმწიფო ეტყვის და არაფერს აპროტესტებს.

კიდევ უფრო მეტად იმ შემთხვევამ გამაკვირვა როდესაც რამდენიმე ჩემმა ლექტორმა ლექცია იმიტომ გადაიტანა (გადაიტანა და არ გააცდინა) რომ საპროტესტო აქციაზე აპირებდა წასვლას და სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკის გაპროტესტებას.

არადა, გასაკვირი არაფერია, უნივერსიტეტი, სტუდენტობა ხომ საზოგადოების ის ნაწილია რომელიც მუდამ “მშიერი,” უკმაყოფილო და მეამბოხე უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ საზოგადოებას განვითარების პერსპექტივა არ აქვს.

ქართველ სტუნდობასს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი იმისათვის რომ ნამდვილ და არა ფსევდო სტუდენტობას დაემსგავსოს, თუმცა ის ფაქტი რომ თუნდაც მე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი ასეთი ტიპის ტექსტს ვწერ (უნდა ვაღიარო რომ 5 წლის წინ ასე სავარაუდოდ ვერ მოვიქცეოდი) და უკმაყოფილებას გამოვხატავ, მომავლის იმედს იძლევა.

ამიტომაც, Gaudeamus !

One thought on “თსუ მაშინ და დღეს, ანუ ყოფილი სტუდენტის ბოზური ტექსტი

  1. civiseli

    ზოგადად ამ თემაზე დაწერილ ერთ-ერთ წერილში ავტორი იმას ამბობს რომ დამნაშავეების დასჯა უნივერსიტეტის პრეროგატივა არაა და ამის გაკეთება მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ. მინდა შევახსენო წერილის ავტორს რომ არსებობს უამრავი შემთხვევა როდესაც დამნაშავეს რომელმაც თუნდაც ეთიკური ნორმები დაარღვია და ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენა იმავე დაწესებულებიდან მოჰყოლია რეაქცია და ხშირ შემთხვევაში რეაქცია მისი სამსახურიდან/პოზიციიდან დათხოვნაში გამოიხატებოდა.
    _
    ეს იმ შემთხვევაში თუ ბრალეულობა დამტკიცდა, თვითმართველობა გეუბნება ჯერ არ ვიცით მართლა გცემეს თუ არა და თუ გცემეს ჩვენი წევრები არაფერ შუაში არააო, რა უნდა გააკეთო ამ დროს? კიდევ ერთი პოპულისტური განცხადება

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s