სწავლა, სწავლა და კვლავ სწავლა. საბჭოთა ისტორიის გააზრების აუცილებლობა.

დრო მქონდა და ამიტომაც “Waterstones – ში, “წიგნების მაღაზიაში შევლა გადავწყვიტე, წიგნების სიძვირის გამო მხოლოდ დათვარიელებით და შიგადაშიგ სხვადასხვა მონაკვეთების კითხვით შემოვიფარგლე.

ჩემი ყურადღება ერთმა წიგნმა, “Understanding Fascim” მიიპყრო. სანამ წიგნს გადავშლიდი და რომელიმე პასაჟის კითხვას დავიწყებდი სიტყვა “ფაშიზმზე” დავფიქრდი, ასოციაციებზე რომლებსაც ის იწვევს ჩემში. ცხადია ჩემი რეაქცია მკაფიოდი ნეგატიური, პრაქტიკულად გულისრევამდე უარყოფითი აღმოჩნდა. ისიც ცხადია რომ ფაშიზმის დროს არ მიცხოვრია და პირადად არ შემხებია, გულისრევის მიზეზი უბრალოდ ფაშიზმის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია იყო, ინფორმაცია რომელიც ჩემი მეხსიერების ხნისაა და ბავშვობიდან მოდის.

მივხვდი, რომ სიტყვა “ფაშიზმის” ნეგატიური დამოკიდებულებისგან ვერასდროს გავთავისუფლდები და სიცოცხლის ბოლომდე შეუძლებელია რამე არგუმენტმა მის თუნდაც ოდნავ პოზიტივობაში დამარწმუნოს.

…მაგრამ მოგვიანებით, სხვა, შედარებით ნაკლებად ნეგატიურ ტერმინებზე დავფიქრდი, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების შესაძლებლობებზე. ასეთი მაგალითების აღმოჩენა ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთებში, ან დედამიწის ნებისმიერ კუთხეშია შესაძლებელი. მე საქართველოსთვის ყველაზე აქტუალური საბჭოთა კავშირის მაგალითი გამახსენდა.

საბჭოთა კავშირი პრაქტიკულად 20 წელია რაც აღარ არსებობს, ამის მიუხედავად ის მუდმივი დებატების საგანია საქართველოში, პოსტ საბჭოურ სივრცეში ან თუნდაც დასავლეთ სამყაროში. საბჭოთა კავშირის ისტორიას სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ულტრა კაპიტალისტურ სახელმწიფოებშიც კი სწავლობენ, საბჭოთა კავშირი მეცნიერების დისპუტის საგანია, ბევრგან, მაგრამ არა საქართველოში, ყოველ შემთხვევაში მეცნიერულ დონეზე.

საქართველოში სიტყვათა შეთანხმება “საბჭოთა კავშირი” – კომუნიზმთან ასოცირდება, ზოგიერთი მოქალაქის შემთხვევაში კი ეს ორი ტერმინი გულისრევას იწვევს. საქართველოში სახეზეა ორიდან ერთ-ერთი ა) გაუნათლებლობა და საკითხის არასიღრმისეულად ცოდნა ბ) მიზანმიმართული პროპაგანდა და ტერმინების ან პიროვნებების დისკრედიტაცია.

საინტერესოა, რომ ხშირ შემთხვევაში სიტყვა კომუნიზმის დისკრედიტაციას საქართველოში უფრო ის პირები ცდილობენ რომლებიც წარსულში პარტიულ აქტივობაში იყვნენ შემჩნეული, “რიგითი” მოქალაქეები ზოგიერთ შემთხვევაში არათუ ზოგადად კომუნიზმის, არამედ საბჭოთა კავშირის მიმართაც კი პოზიტიურად არიან განწყობილები.

საბჭოთა კავშირის ისტორიის კვლევა ისეთ ქვეყანაში რომელიც ამ ისტორიის უშუალო მონაწილე იყო აუცილებლობას წარმოადგენს, ამის მიუხედავად 20 წლის განმავლობაში საქართველოში პრაქტიკულად არ შექმნილა დამოუკიდებელი ორგანო ან ცენტრი რომელიც ასეთის შესწავლით დაკავდებოდა, თუ შექმნილა კი აპრიორი დაფიქსირებული პოზიციით (მაგალითად საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი).

საქმე ის კი არაა რომ საბჭოთა კავშირი კარგი იყო, ამას არავინ ამტკიცებს და ალბათ ამ რეჟიმის ყველაზე დიდ დამცველებსაც კი ეპარებათ ეჭვი ამ მოსაზრებაში, არამედ ისაა რომ აუცილებელია წარსულის გააზრება. იმის გააზრება რა იყო უარყოფითი საბჭოთა კავშირში, რა იყო დადებითი (მაგალითად ჯანდაცვის და განათლების სისტემა) და სასარგებლო დასკვნების გამოტანა, ისტორიის დავიწყება ხომ შეცდომების გამეორებას გულისხმობს?

საჭიროა იმის გააზრება რა იყო საბჭოთა კავშირი და რა კავშირი ჰქონდა მას მარქსიზმ-ლენინიზმთან, ან უბრალოდ მარქსისზმთან და ჰქონდა თუ არა ასეთი საერთოდ?

მანამ სანამ არ მოხდება წარსულის გააზრება ზოგიერთი პოლიტიკოსის ხშირ შემთხვევაში აბსურდამდე მოწოდება საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვაზე, ქუჩების გადარქმევაზე და ა.შ. არა სიცილის, არამედ სერიოზული შიშის აღმძვრელი იქნება, კვლავ “გასაბჭოების” შიშის…

One thought on “სწავლა, სწავლა და კვლავ სწავლა. საბჭოთა ისტორიის გააზრების აუცილებლობა.

  1. ნათია

    საქართველოში დამოკიდებულება აქტუალური საკითხებისადმი ყოველთვის ორგვარია. ვიღაცას ეს შეიძლება მოეწონოს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ პრობლემის ორმხრივად გააზრება ხდება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ხდება საკითხის გააზრება ორ უკიდურესობას შორის მოქცევით და არა ჯანსაღი კრიტიკით. მაგალითად, გარკვეულ საკითხზე მსჯელობისას, ან ქება-დიდების კორიენტელში ეხვევიან საუბრის ობიექტები, ან მიწასთან სწორდებიან, საკითხის არსს ვერ წვდება ვერცერთი მხარე მსგავსი მიდგომით. პრობლემის ძირეული კვლევა ვერ ხორციელდება ჯანსაღი კრიტიკის გარეშე, რომელიც ყველა პოზოციის გააზრებას მოითხოვს.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s