Monthly Archives: May 2011

ფროდოს ძიებაში, ანუ 26 მაისის ბოროტებანი

ძალაუფლება აფუჭებს, აბსოლუტური ძალაუფლება აფუჭებს აბსოლუტურად

– ლორდ აქტონი –

ფოტო: Reuters

ჯონ ტოლკიენმა “ბეჭდების მბრძანებელზე” მუშაობა 1937 წელს დაიწყო და 1949 – ში დაასრულა. თითქოს ბავშვებისთვის განკუთვნილი ნაწარმოები ამავდროულად ზუსტად გადმოსცემს პოლიტიკურ ისტორიას.

“ბეჭდების მბრძანებელი” გარკვეულწილად ზღაპარია ინდივიდზე რომელიც მიუხედავად გამორჩეულობისა და კეთილშობილობისა ხშირ შემთხვევაში განსაცდელში ვარდება და გაბოროტების, ძალაუფლების ცდუნებას ებრძვის.

ამიტომაც რა გასაკვირია რომ ფროდოზე ნაკლებად კეთილი ადამიანები ხშირად ძალაუფლების ცდუნებას ვერ უმკლავდებიან და ბეჭედს ხალხის წინააღმდეგ იყენებენ.

“ქართველმა ბეჭდების მბრძანებელმაც” 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს განსაცდელს ვერ გაუძლო და აქციაზე შეკრებილ მომიტინგეების “ორკებისგან” შემდგარი რაზმი მიუსია.

სპეც. რაზმში და ზოგადად პოლიციაში ადამიანები მსახურობენ, ბევრი მათგანი ღირსეული ადამიანია, ზოგი ნაკლებად, მაგრამ მათი ინდივიდუალიზმი ასეთ შემთხვევებში იკარგება და ყოველი მათგანი ხდება ერთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ჭანჭიკი ბოროტების მანქანის წიაღში. მოდით მას პირობითად ორკმობილი დავარქვათ.

ორკმობილმა დანაშაული 26 მაისს, ქართველებისთვის ერთ-ერთ საამაყო დღეს ჩაიდინა, სასტიკად დასაჯა (დასაჯა და არ დაშალა) ხშირ შემთხვევაში უვნებელი მომიტინგეები . მომიტინგეებს კარიდორი არ დაუტოვეს, სდიეს ბოლომდე, კინოთეატრ რუსთაველშიც კი შეიჭრნენ და ზოგიერთი მანამ ცემა სანამ სიკვდილს არ გამოასალმა.

სიკეთე და ბოროტება ფილოსოფიის განჯის საგანია და ამ ორ მცნებაზე გაუთავებლად შეიძლება დავა და კამათი, მაგრამ ამავე დროს არსებობს აბსოლუტური სიკეთე და აბსოლუტური ბოროტება, 26 მაისის შემთხვევაში საქმე აშკარად აბსოლუტურ ბოროტებასთან გვქონდა, ანუ ძალადობასთან  და დამცირებასთან საკუთარი მოქალაქეების მიმართ.

ორკმობილის ქმედებამ ბუნებრივია ბევრში აგრესია და სპეც. რაზმის და ხელისუფლების მიმართ მიერ უნდობლობა გამოიწვია. არა ბუნებრივია ის რომ ზოგიერთმა ორკმობილის ქმედება ლეგიტიმურად მონათლა და “მეტის ღირსები იყვნენ” ათქმევინა.

აქვე აღსანიშნავია რომ ბევრის მხრიდან მსგავსი რეაქცია ჯერ კიდევ აქციის დაშლამდე გამოიკვეთებოდა. ლოგიკურია მავანმა იფიქრო რომ ორკმობილი ემორჩილება ბრძანებას, შესაბამისად ბრძანების გარეშე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება არ ძალუძს, უმეტეს შემთხვევაში მაინც.

აქედან გამომდინარე შეიძლება იმის ვარაუდი რომ ძალის გადამატება არა უშუალოდ სპეც. რაზმელების მხრიდან წამოსული ინიციატივა, არამედ ბრძანების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება იყო. ბრძანებამ კი მბრძანებლებისთვის ლეგიტიმური მას შემდეგ გახდა რაც საზოგადოების გარკვეული ნაწილიდან წამოსული მოწოდება “დაშალეთ, მაგათი…” გახდა.

შესაბამისად ზოგიერთის მოთხოვნა დასაჯონ მხოლოდ სპეც. რაზმელები ცოტათი არარელევანტურია.

სპეც. რაზმელების მომხრეებმა აქვე განვითარებული დასავლეთის ქვეყნებში ანალოგიურ მოვლენებზე აპელირება დაიწყეს, თითქოს ქართველი სპეც. რაზმელების ქმედება არა დანაშაული, არამედ ევროპული პროგრესის მომტანი ყოფილიყო. “აი ნახეთ, ესპანეთშიც იგივე ხდება,” გვეუბნებიან ისინი, მაგრამ აქვე ავიწყდებათ იმავე მოვლენებზე ხალხის რეაქციის და კომენტარების წაკითხვა, რომლებიც ერთსულოვნად გმობენ ჩადენილ დანაშაულს.

რა უნდა მოიქმედოს საზოგადოებამ, მოსახლეობამ რომელიც ხელისუფლების მხრიდან ასეთი ქმედების შემდეგ და უფერული ოპოზიციის მხრიდან პრაქტიკულად ცუგცგვანშია მოქცეული?

დაიწყოს მოქმედება. მოქმედება დაიწყო, დაიწყო 28 მაისს როდესაც რუსთაველის გამზირზე ათასობით უკმაყოფილო მოქალაქე შეიკრიბა და არცერთ პოლიტიკურ ლიდერს არ მისცა მიკროფონთან მისვლის საშუალება. ასეთი საქციელი მისასალმებელი და იმედის მომცემია, იმ იმედის რომ საქართველოში ადრე თუ გვიან შეიძლება ჩამოყალიბდეს სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოება რომელიც პასუხისმგებლობის გრძნობით იქნება დაჯილდოვებული და პასუხს მოსთხოვს ყველას, განსაკუთრებით კი საკუთარ თავს იმის მიუხედავად თუ რომელ სოციალური ფენას განეკუთვნება და მიხვდება რომ მომგებიანი პოზიცია, პრივილიგირებული ადგილი საზოგადოებაში არ არის იმის გარანტი რომ უსამართლობა მას ან მის შვილებს ხვალ ირიბად მაინც არ შეეხება.

ხალხმა უნდა გაითავისოს რომ ეს ქვეყანა მისია, მისი შვილების, მეგობრების, ახლობლების, მიხვდეს რომ პირობითად “ბეჭედი” მის ბედს წყვეტს და არ წამოადგენს უბრალო სათამაშოს ზოგიერთი პოლიტიკოსის ხელში.

ლიტერატურა წმინდათა წმინდაა

 ინტერვიუ სტეფან ჰერტმანსთან, რომელიც თავდაპირველად “ჯორჯია თუდეიში” დაიბეჭდა და საგანგებოდ ბლოგისთვის ითარგმნა.

ავტორი: სალომე კობალავა

ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა

saubari stefan hertmansTan Zalian saintereso aRmoCnda da mec gadavwyvite inglisurenovani sagazeTo masala qarTuladac meTargmna, rom SeZlebisdagvarad meti mkiTxveli gascnoboda.

interviuSi stefani gvesaubreba Tanamedrove literaturaze, demokratiaze, mediasa da mwerlis rolze sazogadoebaSi.

ra ganasxvavebs Tanamedrove literaturas im memkvidreobisgan, rac arsebobda, vTqvaT, meore msoflio omamde. Seicvala Tu ara rame da konkretulad ra Seicvala?

vfiqrob mTavari cvlileba evoluciaa, ramac egzistencializmamde migviyvana. Eegzistencializmi dasavlur literaturaSi gulisxmobs religiis mniSvnelobisa da rolis Sesustebas. SesaZloa am Temam odesme isev SeiZinos aqtualoba, magram meore msoflio omis Semdeg, post-modernistuli literatura agnostikuri gaxda. Ppost-modernizmSi avtorebi ukve socialur, egzistencialur sakiTxebs ufro exebian vidre religiurs. romanebis gmirebi iseTi individebi gaxdnen, romlebic pasuxismgebelni sakuTar saqcielze Tavad arian. kiTxvebi Cndeba danaSaulze, moralze, TanagrZnobaze, egoizmze, siZulvilze, siyvarulze, Tasvisuflebaze-es aris post-modernizmis Temebi da ara religia.

egzistencializmma da fsiqologiam Tanamedrove literaturaze didi zegavlena iqonia aseve avtorebma, rogorebic arian martin heidegeri, Jan pol sartri da dekonstruqcionizmis filosofosebi, magaliTad Jak derida.

Tu yvela zemoT CamoTvlil mizezs da elements avurevT, Cven miviRebT dasavleli qalis N MAan mamakacis prototips, romelic Tavisufalia Tavis arCevanSi da Tavadaa pasuxismgebeli sakuTar Tavze. is cdilobs icxovros rTul realobaSi da moergos mas.

Tanamedrove literaturaSi romani iqca iseT Janrad, sadac yvelaferi SesaZlebelia. Bbevrma avtorma am TavisuflebiT isargebla da eqsperimentebsac ar erideba.

dRevandel msoflioSi Seicvala Tu ara wignis roli? Aaseve rogor Seicvala mwerlis roli sazogadoebaSi?

-diax, wignis roli Seicvala, yvelaze gamokveTilad ki kapitalistur sazogadoebaSi. Bberlinis kedlis dangrevis Semdeg Cven SevxvdiT aRmosavleT evropis mwerlebs, romlebic gveubnebodnen: “Tqven, dasavleT evropel mwerlebs gaqvT Tavisufleba, rom akeToT da TqvaT is rac gsurT, magram erTi problemaa: aravin mogismenT”. es niSnavs, rom SegviZlia yvelaferi vweroT da amisTvis aravin dagviwyebs devnas, arc cenzuraSi moveqceviT. MTumca, am Tavisuflebas erTi problema aqvs, mweralma dakarga is politikuri Zala, rac gaaCnda. is SeizRuda kulturuli asparezis farglebSi da mxolod am teritoriaze TamaSobs.

post modernizmSi mwerali cdilobs gaixsnas da xma miawvdinos farTo sazogadoebas. dRes mTavari kiTxvaa: rogor movipovo socialuri zegavlena Tanamedrove demokratiaze, pupulisturi SexedulebebiT gadavsebul bazarze ise, rom suli eSmaks ar mivyido? Oori arCevani gaqvs: an gaxde komerciuli mwerali, SeTxza satelevizio serialebis donis romanebi da fiqrobde mxolod komerciul mogebaze, an ecado sazogadoebam Seni xma gaigos, mogisminon da amisTvis gamoCnde kamerebis win, wero Jurnalebsa da gazeTebSi. Sen unda ecado, mtkiced idge Sens poziciaze, rogorc inteleqtuali. Cemi mizani ar aris carieli popularoba, aravis vemudarebi cotaodeni yuradReba damiTmos. Mme virCev viyo eseisti, filosofiuri avtori daAavtoriteti movipovo mniSvnelovan socialur da politikur debatebSi monawileobiT.

dRes Cven komumikaciis uamravi saSualeba gvaqvs: socialuri qselebi, blogebi, internet forumebi, debatebi, manifestaciebi, kritikuli statiebi beWdur mediaSi, televizia, radio. Mmedia kargi saSualebaa Tvalyuri adevno mimdinare movlenebs, CaerTo da ar CamorCe am swrafad cvalebad realobas. ar unda dagvaviwydes, rom mwerlis upirvelesi movaleoba xelovnebis samsaxuria. Ewarmosaxva da silamaze, misi fundamenturi kulturuli uflebebia.

TbilisSi Tqven monawileobdiT debatebSi, sadac imsjeleT Tu ramdenad arsebobs “evropuli literatura”. ayenebT Tu ara kiTxvis qveS evropuli literaturis arsebobas da FiqrobT Tu ara, rom is ar arsebobs?

-saqme iსაა, rom dRes gaurkvevelia sad iwyeba an sad mTavrdeba evropuli literatura. SesaZlebelia evropuli literaturis ganyeneba da misi dasavluri literaturisagan gancalkeveba? Cemi azriT, calke aRebuli evropuli literatura ar arsebobs. Aamis dasturia nebismieri saerTaSoriso festivali. sadac ar unda moxvdeT da romel avtorsac ar unda kiTxoT vin aris maTTvis udidesi mwerlebi, yvela pasuxobs rom essaris floberi, mani, prusti, markesi da udidesi axali amerikeli mwerlebi, rogorebic arian riCard pauersi, pol osteri. vfiqrob, rom literaturis amgvar ekumenizms ver uwodeb evropuls, aramed dasavlurs.

dRes, didi arabi, indoeli, iaponeli da Cineli avtorebi ufrodaufro imagreben poziciebs msoflio literaturaSi da met gavlenas axdenen masze. ATu adre yvela es literatura orientirebuli iyo koleqtiur filosofiaze, zogierTi avtori aRmosavlur SemoqmedebaSi mainc Camoyalibda individualist mwerlad. individualisti ar niSnavs negatiurs, aramed avtors, romelic kritikulia da ewinaaRmdegeba yvelanair koleqtiur zewolas. zustad ise, rogorc volteri ambobda: ” arc RmerTi da arc batoni”. M

dasavlurma literaturam scada gamoeZerwa Tanamedrove adamiani, romelsac ar sWirdeba uzenaesi Zalis karnaxi, TuU ra aris kargi da ra cudi aramed, amas Tavadac gaarkvevs, radgan gaaCnia gansjis unari da aqvs Segneba.

dasavluri literatura orientirebulia individuumidan koleqtiurze, maSin, roca avtoritarul reJimebSi es piriqiT iyo.

mwerlis valia iyos imdenad kargi, ramdenadac mas SeuZlia da sityvis Tavisufleba daicvas nebismieri formis Zalauflebisagan. es movaleoba mas socialur pasuxismgeblobas aniWebs: moralurs, politikurs, siyvarulSi Tu megobrobaSi. D

vin arian Tqveni sayvareli avtorebi da vin iqonia Tqvenze yvelaze didi zegavlena?

მიჭირს ერთი ავტორის არჩევა, ალბათ ყველა maTganma ვინც კი ჩემს ბიბლიოთეკაშია garkveuli gavlena iqonies Cemze. თმცაღა, მეთვრამეტე საუკუნის დიდმა გერმანელმა პოეტებმა დიდად იმოქმედეს ჩემს პოეზიაზე. vTvli, rom poezia ჩემი ლიტერატურული შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩემი წერის მანერაზეპოლ ჩელანმა იქონია დიდი გავლენა. ეს იყო რუმინელი პოეტი, რომელიც წერდა გერმანულად. პროზაში კი გამოვარჩევ ფლობერს, კაფკას, ბორხესს, ნაბოკოვს და ასევე პიტერ ჰენდკეს. ამ უკანასკნელს ყოველთვის ყოფნის გამბედაობა წავიდეს მოდური ტრენდების საწინააღმდეგოდ.

გყავთ საყვარელი პერსონაჟი?

შეიძლება ცოტა აბსურდულიცაა, მაგრამ axla გოგოლის ცხვირი მახსენდება (იცინის).

-რამდენად მნიშვნელოვანია ლიტერატურა, რამდენად დიდია მისი როლი ცივილიზაციაში და ზოგადად, რა ეხმარება Tu ara ის კაცობრიობას გახდეს უკეთესი?

ჩემთვის ლიტერატურა წმინდათა წმინდაა. ლათინურ ამერიკაში რამდენიმე ფესტივალზე მომიწია დასწრება. იქ ხალხი ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის. მექსიკაში, კოლუმბიაში და ქალაქებში, სადაც ძალადობა მეფობს-ბოგოტაში, მედელინში, ომები მძვინვარებს ნარკოტიკებისთვის da ხალხი შიშით ცხოვრობს. ეს ხალხი ყველაზე მარტივ და უბრალო ლექსსაც კი თავისუფლების სიმბოლოდაღიქვამენ. ამგვარ ადგილებში ხედავ და გრძნობ, რომ ლიტერატურა ძალიან მნიშვნელოვანია ხალხისთვის, განსაკუTრებით qveynebSi, სადაც არ არის სოციალური სტაბილურობა. ლიტერატურა ნამდვილად ეხმარება ადამიანებს და ასწავლის მათ ჰუმანისტურ ღირებულებებს. ჩემთვის ლიტერატურა რჩება იმ იარაღად, რომელსაც აქვს საზოგადოების ჰუმანიზაციის ძალა.

მიუხედავად literaturis amxela SesaZleblobebisa, მწერლებს აღარ აქვთ ისეთი გავლენა მასებზე, როგორიც მეოცე საუკუნის დასაწყისამდე ქონდათ. კინოინდუსტრიამ მათ ეს ძალა waarTva. გასული საუკუნის 20-იან 30-იან წლებს თუ გავიხსენებთ, ტომას მანს პრეზიდენtoba SesTavazes. Ggasuli საუკუნის მეორე ნახევარში, მარიო ვერგა ლიოსა საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, ხოლო ჩეხეთში ვაცლავ ჰაველი პრეზიდენტი გახდა. dResdReobiT, ჩვენს საზოგადოებაშ წარმოუდგენელია მწერალs ამხელა პოლიტიკური მნიშვნელობა hqondes.

ლიტერატურის ვალი თანაგრძნობა და სილამაზის აღქმაა, ის ეხმარება ადამიანებს იცხოვრონ ღირსებით, იყვნენ ნაკლებად სასტიკები და მეტაd ჰუმანისტები. შესაძლოა ეს გულუბრყვილოდაც ჟღერს, მაგრამ ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია ამ აზრზე დავრჩეთ.

თქვენ ახსენეთ კინემატოგრაფია, რომელმაც აუდიტორია წაართვა ლიტერატურაას და ამით ის დაჩაგრა. კინო გარკვეულწილად კავშირშია მედიასთან. რა აზრის ხართ მედიაზე?

-მედიას უზარმაზარი ძალა aqvs. man დღეს ახალი fenomeni-პოპულიზმი dabada. ის ტელევიზიის პირმშოა და ამავდროს, ძალიან საშიში movlena, რადგან ადამიანების გონებას მართავს, მათ araswor arCevans akeTebinebs. vTqvaT, aswavlis arCevnebSi ხმა მისცენ სიმპათიურ კლოუნს, რომელმაც იცის როგორ გაყიდოს საკუთარი თავი.

მედია კატასტროფის ყველაზე ამაზრზენი მაგალითი სილვიო ბერლუსკონია. იგი ძალადობს 17 წლის გოგონებზე, მაგრამ მაინც ძალაუფლებაშია, რადგან იქცევა, როგორც ფილმის გმირი მაჩო. rატომ არის ის ისევ ძალაუფლებაში? იმიტომ რომ ხალხს ის ოსწონს. ეს კი magaliTia imisa, რომ დემოკრატიa antidemokratiulic ki SeiZleba gaxdes, თუ რაღაც-რაღაცეებს თავის ნებაზე მიუშვებ. ეს დემოკრატიის საშინელი პარადოქსია: თავისუფლება შეიძლება sakuTari Tavis წინააღმდეგ შემობრუნდეს და მედიას ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

ახალი მედიის გამოჩენით, როგორიც არის ფეისბუქი, ტვიტერი და ინტერნეტ ფორუმები, ნებისმიერს შეუძლია ეკონტაქტოს ჟურნალ-გაზეთებს და მეტიც, საკუთარი აზრი გამოხატოს ისე, რომ ამავე ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნდეს. ახალმა მედიამ დაამტკიცა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მას დემოკრატიული მოძრაობისთვის. ამის კარგი მაგალითია არაბული რევოლუციები.

ჩემს ქვეყანაში პოპულისტი პოლიტიკური პარტიები რადიკალურ ანტი-ისლამურ პოლიტიკას ქადაგებენ და კამათობენ რომ ისლამი არასდროს გახდება დემოკრატიული. არადა შეხედეთ, მოულოდნელად დავინახეთ ადამიანები, რომლებიც ფეისბუქს და ტვიტერს იყენებენ არაბულ სამყაროში და გამოდიან დიქტატორების წინააღმდეგ. მიმდინარე მოვლენები ამტკიცებენა, რომ მედიას აქვს ემანსიპაციის ფანტასტიკური ძალა, მაგრამ ის ამავდროულად Sეიძლება ბოროტადაც გამოიყენონ. სწორედ ამიტომ, საზოგადოება და მწერლები უნდა დარჩნენ უოტჩდოგების პოზიციაში.

sakuTari kulturuli cxovrebis gaumjobesebisTvis gaqvT Tu ara rame rekomendacia saqarTvelosTvis? Cvens qveyanaSi meored brZandebiT da albaT bevri ram dainaxeT.

-Tqvens qveyanas didi kultura da Rrma istoria aqvs, Tumca SevamCnie, rom naklebi yuradReba eqceva Tanamedrove kulturis da uaxlesi literaturis imports. Aaq meti aqcenti qarTuli kulturis eqsportzea gakeTebuli, rac Zalian kargia, magram es ufro folkloris gatanis doneze darCeba. Tu italiis, safrangeTis da espaneTis magaliTs aviRebT, iq literaturis emasnipacia swrafad moxda, swored udidesi Tanamedrove avtorebis TargmniT msoflios yvela kuTxidan. dRes amerikas udidesi Tanamedrove avtorebi hyavs da amerikulma literaturam kvlav daibruna Zala. maT hyavT Tomas manisa da prustis rangis mwerlebi. qarTuli sazogadoebisTvis kargi iqneboda, maTi gacnobis saSualeba qarTuladve hqonoda. Aamas qarTul literaturaze myisieri gavlena eqneboda, iseve, rogorc vTqvaT frangi Tanamedrove mwerlis maikl houlbekis Targmnas. Aes Semoitanda axal xedvas, teqnikas, siuJetis, Temebis, personaJebis mignebis gzebs.

Nnebismieri qveynis prioriteti mTargmnelebisa da gamomcemlebis stimulireba unda iyos, raTa maT Semoitanon saerTaSriso Tanamedroveoba mSobliur enaze. Ees aucilebelia, raTa Seicvalos klimati da wre gaixsnas. Mmovlenebis centrSi yofna da msofliosgan arCamorCena SesaZlebelia saerTaSoriso sinamdvilis SemotaniT. vfiqrob, aucilebelia koncentrireba kulturul importze da imaze, Tu ra xdeba msoflioSi

განახლებული ბლოგი

ბლოგის რეგულარული მკითხველი შეამჩნევდა რომ გვერდმა სახე იცვალა. რეორგანიზაცია რამდენიმე დღის წინ დასრულდა, რის ფარგლებშიც შეიცვალა დიზაინი, სახელწოდება, ასევე გამოაკლდა და დაემატა კატეგორიები.

“ბლოგის შესახებ” ასევე სახეცვლილ ტექსტს შეიცავს. თუმცა მთავარი ცვლილება მაინც თვისობრივი ხასიათისაა. ბლოგიდან ამოღებულ იქნა საავტორო უფლელებით დაცული მასალა, ამიერიდან ბლოგზე მხოლოდ ორიგინალური ხასიათის პროდუქტი განთავსდება.

აქვე გთავაზობთ ბლოგის პრომო ვიდეოებს, “ბლოგი აქცენტით.” პირველის ნახვის საშუალება ამ პოსტში გქონდათ.

რებეკა კარსლონი – შვედეთი

მარია ანესტი – საბერძნეთი

მურად გაიბოვი – აზერბაიჯანი

დრიუ ბურკი – ა.შ.შ.

ზღაპარი საავტორო უფლებებზე

იყო და არ აიყო რა, მნიამ, მნიამ აჰ-აჰ-ზე მშვენიერი რა და ვინ იქნებოდა.

მიუხედავად იმისა რომ მნიამ მნიამ, აჰ-აჰი შორეულ სამეფოში სახელად პლაგიალენდია, გამოკეტილი ქალიშვილი, ცოტას ენახა თვალით, მასზე ბევრი ლეგენდა დადიოდა.

მნიამ მნიამ აჰ-აჰ-ს მამა ჰყავდა, სახელად მურთაზ ჯონსონი, ჯონსონი მდიდარი მაგრამ ხელმოჭერილობით განთქმული ვინმე იყო.

პლაგიალენდიის სამეფოში მცხოვრები მოსახლეობა ძალიან ღარიბი იყო, მაგრამ ამავდროულად ხშირად სულიერ საზრდოს არჩევდა. როდესაც მნიამ მნიამ  აჰ-აჰ – ზე გავარდა ხმა ქვეყნის ყველა ღარიბმა მოისურვა მისი ერთი თვალით დანახვა. მაგრამ მურთაზ ჯონსონმა ამის გაგებაზე, ბრძანება გამოსცა, “ვინც კი თუნდაც თვალს შეავლებს ჩემს ქალიშვილს ან 10 დუხრამის ჩამომსვლელი უნდა გახდეს, ან კი სამაგალითოდ დაისაჯოს”. თან პრინცესის სადარაჯოდ დრაკონი დააყენა.

ვისაც ფული ჰქონდა ბოლო დუხრამიანს ინახავდა და მნიამ მნიამ აჰ-აჰ-ის სანახავად  თანხას აგროვებდა.

მაგრამ ფულის შენახვა ყველას როდი შეეძლო, წინააღმდეგობა იზრდებოდა და ძალიან ბევრ ღარიბში სიძულვილი ყალიბდებოდა.  როგორც იქნა შეთქმულთა გარკვეულ ჯგუფმა შორეულ სამეფო – “სამართალენდიაში” შიკრიკის გაგზავნა გადაწყვიტეს და იქაური მეფისთვის თხოვნით მიმართეს.

ასე შეუთვალეს, “თქვენო უდიდებულესობავ, ჩვენო სამეფო პლაგიალენდიაში უსამართლობანი ხდება, ჩვენი მეფე ჩვენს პრინცესას არ გვანახებს და მის ნახვაში ფულს ითხოვს. ყველას მისი ნახვა უნდა, მარა არა შეუძლია რა. თქვენ შვილთაგან, უმშვენიერეს პრინცთაგან ერთ-ერთი მისი სილამაზით მოიხიბლებოდა და ცოლადაც შეირთავდა. ძალიან გთხოვთ გვეწვიოს და ბოროტ დრაკონს შეებრძოლოს, რათა მნიამ მნიამ, აჰ-აჰი იხსნას. მზითევის მხრივ ვალში არ დაგრჩებით.”

ეს რომ მეფეს სამმა ვაჟმა გაიგო მამას მივარდნენ და ყველამ სათითაოდ სთხოვა, “მამა, მე გამიშვი, ვიხსნი მნიამ მნიამ, აჰ-აჰს.” მეფემ გაიფიქრა, “უფროსს ცოლი ჰყავს, მეორე ვაჟსაც, ერთადერთი დაუოჯახებელი უმცროსი ბიჭი დამრჩაო.”

მოკლედ პლაგიალენდიაში უმცროსის გამგზავრება გადაწყდა.

უმცროსს, სახელად დემონოპოლიზაციის საბჭო ერქვა, ბევრ ბრძოლაში გაემარჯვა და ახლაც შემართული მიუახლოვდა დრაკონს. დრაკონმა პრინცი რომ დაინახა ცეცხლი დაუშინა, მაგრამ უშიშარ პრინცმა ხმლის ერთი გაქნევით დრაკონს თავი მოჰკვეთა და კოშკშიც შეიჭრა.

ცხრაკლიტული მოხსნა და მნიამ მნიამ აჰ-აჰის კარებიც შეხსნა, მაგრამ მის და გასაკვირად აქ მშვენიერი და ულამაზესი პრინცესის მაგივრად სამართალენდიიდან წლების წინ მოტაცებული ერთ-ერთი მევახშის ქალიშვილი აღმოაჩინა.

პრინცმა მევახშის შვილი გაანთავისუფლა, მურთაზ ჯონსონი დასაჯა, მაგრამ იმის მაგივრად რომ მნიამ მნიამ აჰ-აჰი ცოლად შეერთო მევახშე მამას დაუბრუნა (არ იყო ლამაზი და…).

მორალი მედიია წარმომადგენლებისთვის, “თუ სხვისს საავტორო უფლებებს არღვევ, საკუთარს ნუ ყიდი.”

ბლოგი აქცენტით, რეორგანიზებული ბლოგის პირველი პრომო

ბლოგი აქცენტით, პრომო № 1

ალფონსო მელერო – ესპანეთი

რატომ არ სჭირდება ბაქოს ალტერვიზია?

ფოტო: გარი ბრაუნი

14 მაისი ჩემთვის იმით აღმოჩნდა აღსანიშნავი რომ მუსიკალური სნობისთვის ყოვლად სამარცხვინო საქციელი ჩავიდინე. დიახ, დიახ, მე ევროვიზიას ვუყურე!

მაგრამ გუშინ, არათუ შემრცხვა არამედ ამ კონკურს რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ჯერ კიდევ უაღრესად პოპულარულია შოტლანდიის ყველაზე დიდი ქალაქის ერთ-ერთი კლუბში ევროპის სხვა ქვეყნებიდან წარმოდგენილ სტუდენდებთან ერთად ვადევნე თვალი.

ევროვიზია ხომ სპორტია და არავითარ შემთხვევაში მუსიკალური კონკურსი. წარმოდგენილი სიმღერების უმრავლესობა აქ დიდი არაფერი ხვითოა, თუმცა არსებობს გამონაკლისები, მაგალითად რამდენიმე წლის წინ ჩემთვის სებასტიენ ტელიერი აღმოვაჩინე, რომელიც კონკურში დიდ ვერაფერს მიაღწია, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ შემსრულებლად იქცა.

ევროვიზიის გუშინ ყურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ევროპული ქვეყნების წამომადგენლებთან ერთად ამა თუ იმ ქვეყნის გულშემატკივრობა იყო. აღელვებული სახეები, შევსებული ჭიქები, შეძახილები – ეს ყველაფერი გუშინ საოცარ ემოციურ მუხტს ქმნიდა.  ყოველ ქვეყანას რომლის წარმომადგენელიც საღამოს ესწრებოდა ხმამაღალი რეპლიკა სდევდა ფონად და რა დასამალია რომ ბოლოს საქართველოს გამოსვლაზე აუდიტორიიდან წამოსული შეძახილები გულს სასიამოვნოდ და რაღაცნაირად მითბობდა.

მართალია ევროვიზიამ გუშინ დაგვანახა უგემოვნო სიმღერების კასკადი (გამონაკლისების გარდა), განსაკუთრებით შვედეთის და რუსეთის შემთხვევაში, მაგრამ ვაღიარებ რომ ამ უგემოვნების ყურება საოცრად საინტერესო იყო.  პირადად მე ამ ყველაფრის ფონზე ფინეთს და საფრანგეთს დადებითად შევაფასებდი. პირველი მშვენიერი ლირიული სიმღერა თანამედროვე გლობალურ პრობლემებზე, მეორე კი კორსიკულად შესრულებული საოპერო სტილში გადაწყვეტილი პოპ შესრულება აღმოჩნდა.

ძალიან საინტერესო ასევე ბარში მსხდომი იმ ხალხის რეაქციების ნახვა იყო რომლის თანამემალეც იმ მომენტში სიმღერას ასრულებდა. ძირითადად, რეაქცია უმეტეს შემთხვევაში იდენტური იყო, დამორცხვილი გამოხედვა რომელიც თითქოს დანარჩენებს ბოდიშს სთხოვდა შემსრულებლის მაგივრად. გამონაკლისად შეიძლება რუსების და ბრიტანელების რეაქცია ჩავთავლოთ. დროშის ფრიალთან ერთად ესენი საკუთარი წარმომადგენლის გამოსვლამდე ერთ შემთხვევაში რუსეთს, მეორეში კი ბრიტანეთს სკანდირებდნენ.

საქართველო 25-ე გამოვიდა და ამრიგად კონკურსის მუსიკალური ნაწილი დაასრულა… და დაიწყო ყველაზე საინტერესო, ის რაც რეგულარულად მაყურებინებს ამ კონკურსს, ანუ ხმის მიცემის პროცედურა, რომელიც მეტწილად პოლიტიკაა.

შვედეთი აძლევს ხმებს სკანდინავიის სხვა ქვეყნებს და ამ პრინციპით მოქმედებენ ევროპული ქვეყნების სხვა წარმომადგენლებიც. ერთადერთ საიდუმლოდ ჩემთვის ალბათ სან მარინოს შემთხვევა იქნება, რომელმაც რატომღაც რამდენიმე ქულა გადმოგვიგდო. გაურკვეველია ასევე ის თუ რატომ არ გაიმეტა ლატვიამ ჩვენთვის ერთი ქულაც კი.

მოკლედ, ყველა დაძაბული უყურებდა ხმის მიცემის პროცედურას და თავ-თავიანთ ქვეყანას გულშემატკივრობდა. ამათგან ყველაზე ბედნიერი ბოლოსკენ მაინც ვინმე მურადი, აზერბაიჯანიდან იყო, რომელმაც სწორი მათემატიკური გამოთვლის შედეგად ბოლოსკენ გამარჯვების აღსანიშნავად ცეკვა გადაწყვიტა.

აზერბაიჯანულ დუეტმა ევროვიზიის ფორმატისთვის განკუთვნილი, იდეალურად გათვლილი რომანტიული პოპ სიმღერა შემოგვთავაზა და ამით ევროპელების გულიც მოიგო. შედეგად მივიღებთ ბაქო 2012 წელს. პირველად ევროვიზია მუსულმანურ ქვეყანაში ჩატარდება, რუსეთის და უკრაინის შემდეგ კი მესამედ ყოფილ საბჭოთა კავშირში. შეიქმნა საინტერესო პრეცედენტი.

საკითხავი ის არის, ისხდება თუ არა ბაქოს რომელიმე კლუბში საერთაშორისო სტუდენტებისგან დაკომპლექტებული საზოგადოება და რაც უფრო საინტერესოა, იქნება თუ არა მათ შორის ერთი სომეხი მაინც და ვინ იცის იქნებ 2012 წელს ბაქოში მოცეკვავე სომეხიც კი ვიხილოთ?