სად არის საქართველო? თარგმანში დაკარგულები.

ძალიან მიკვირს ხოლმე როდესაც საზღვარგარეთ, აქამდე უცნობი ადამიანის გაცნობისას საქართველოს ადგილმდებარეობის შესახებ ადეკვატური რეაქცია მესმის. როგორც წესი უცხოელების უმრავლესობამ არათუ არ იცის სად არის საქართველო, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში პირველად ესმის ასეთი ქვეყნის არსებობის შესახებ.

ამიტომაც, არ მიკვირს როდესაც მეკითხებიან, “ჯორჯია? ვერ იზ ით?” ასეთი დიალოგები დამღლელია და მოსაბეზრებელი, თუმცა ზოგიერთი რეაქცია იმდენად საინტერესოა რომ მეც ზოგიერთი ასეთი პიროვნების კომენტარზე რიგიანად ვხალისობ.

მოკლედ, გთავაზობთ ჩემი აზრით და გამოცდილებით 5 საუკეთესო რეაქციას.

5. “ჯორჯია? – რაშია?”

ძალიან გავრცელებული რეაქციაა, უფრო ტაქსისტებში და უფროსი თაობის წარმომადგენლებში გხვდება, რომლებსაც საბჭოთა კავშირი რუსეთი ჰგონია და ყველაფერი მასთან დაკავშირებით რუსული. ასე მაგალითად ერთმა გლაზგოში მცხოვრებ არაბმა იმის  მტკიცება დამიწყო რომ ქართველებს არაყი გვიყვარს და ზოგადად კულტურად რუსებთან იდენტური ვართ. როდესაც ვუთხარი რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოვადგენთ, მან ყოყმანის გარეშე მომიგო, “კი მაგრამ, მანამდე ხომ რუსეთის ნაწილი იყავით?” ძალიან რთული აღმოჩნდა იმის ახსნა ამ ადამიანისთვის რომ საბჭოთა კავშირამდე და რუსული იმპერიის დაარსებამდე საქართველო არსებობდა.

ლონდონში ყოფნისას კი ერთი სლოვაკი გოგო გავიცანი, რომელმაც “ჯორჯიას” გაგებაზე, ღიმილით მომიგო “ჯორჯია, რაშია, იეს?” რამდენწამიანი პაუზის შემდეგ ღიმილში ვაჯობე და “იეს, ჯორჯია რაშია, ჯასთ ლაიკ სლოვაკია ჩექ რეფაბლიკ.” ასე დავაშოშმინე სლოვაკი გოგონა.

4. “ჯორჯია – იუ ეს ეი?”

ჩემთან საუბარში ვინმემ რომ დაასკვნას რომ სწორედ რომ ამერიკულ ჯორჯიიდან ვარ ა) ან ყრუ უნდა იყოს რომ ჩემი აქცენტი ვერ შეამჩნიოს ან ბ) მსოფლიოში ყველაზე დიდი ცინიკოსი. მაგრამ ასეთი შემთხვევებიც ხდება, როგორც ჩანს აქცენტს ამჩნევენ, მაგრამ ჯორჯიაში გაქცეული არალეგალი ემიგრანტი ვგონივარ.

3. სანამ გაიგებენ ჯორჯიის შესახებ…

ზოგიერთ შემთხვევაში ჩემი წარმომავლობის შესახებ კითხვისას, კითხვის ავტორს ვთავაზობ თავად მიხვდეს საიდან შეიძლება ვიყო. რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში ყოველთვის დარწმუნებული ვარ რომ სწორ ვერსიამდე მისვლა პრაქტიკულად გამორიცხულია. შედეგებიც ძალიან საინტერესოა ხოლმე, თუმცა თუ ისეთ ვარაუდებს როგორიც “საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი ან პოლონეთია” ლოგიკური ახსნა შეიძლება მოეძებნოს, ხშირად ძალიან ალოგიკური ვარიანტები მესმის. აქედან კი ყველაზე საინტერესო, შემდეგი ვარიანტი იყო – არგენტინა. ესპანეთი რომ ეთქვა გავიგებდი, იტალიასაც, მაგრამ არგენტინა??? რატომ უნდა მოგივიდეს ევროპაში მყოფ ევროპელ ადამიანს არგენტინის ვარაუდი ცოტა უცნაურია. ასეთ პასუხზე მაშინ გამეღიმა, არადა ალბათ უნდა მეპასუხა, “არგენტინიდან არა, ურუგვაიდან.”

2.  გეოგრაფიაში დაკარგული

ერთ ფრანგ გოგომ რომლის ძლიერ მხარეს გეოგრაფია ნამდვილად არ წარმოადგენდა, პრაქტიკულად იმის მტკიცება დამიწყო რომ საქართველო სადღაც შვედედთან ახლოს უნდა იყოს. “შვედედთანაა, არა?” ეს რომ მითხრა მეც სრული სერიოზულობით ვუპასუხე, “ხო შვედეთის სამხრეთით და მოროკოს დასავლეთით.” გეოგრაფია თუ არა, ირონია შეუმჩნევია და ამანაც მთელი საღამო სხვა ხალხთან იმის გარკვევაში გაატარა თუ სად არის ჯორჯების მისტიური ქვეყანა. ბოლოს რუქის დახატვაც გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ადგილი სადღაც ჩრილოეთ კავკასიაში მიუჩინა და შავი ზღვა რუმინეთის დასავლეთით მოათავსა, ვაპატიე და გაწეული სამუშაო შევუქე.

1. ბასკები მართლა ქართველების ნათესავები არიან

ეს ვერსია აბსოლუტური ჩემპიონია. “ფართიზე” ახალგაზრდა, ჭკუა მხიარული ბიჭი გამომეცნაურა და მალევე ჩემი წარმომავლობის შესახებ მკითხა. მეც “ჯორჯია” მივუგე, დაბნეული ჩანდა, მაგრამ თავიდან არ შეიმჩნია, ამ დროს ჩვენი საერთო მეგობარი ჩაერია, “დათო ალფონსოს მეგობარია, ხომ იცნობ? ესპანელი ბიჭი რომაა.” რომ დაგვტოვა ამ ჭკუამხიარულმა ბიჭმაც მცირეოდენი ეჭვით, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ თამამად მკითხა, “ესეიგი, ჯორჯია ესპანეთშია არა?” ისღა დამრჩენია ზრდილობიანად და სერიოზულად მეპასუხა, “არა, ჯორჯია ესპანეთში არაა.”

10 thoughts on “სად არის საქართველო? თარგმანში დაკარგულები.

  1. Katiee.Ge

    რამდენი მსგავსი საუბარი გამომიცდია😀
    მაგრამ, დადგა დრო, როცა ვნატრობდი, რომ ახალგაცნობილ თანამოსაუბრეს არაფერი ჰქონოდა ჯორჯიაზე გაგონილი: ეს იყო 2008 წლის აგვისტოს შემდგომ თვეებში.

    თუ არ ეცოდინებოდა ჯორჯიას შესახებ, თავიდან ვიცდენდი მტკივნეულ საუბარს: შეცოდებას, თანაგრძნობას, ვიშვიშს, გაკიცხვას – რას სჩადით, გაგიჟდით, ვის ეომებით, ჩვენ (ევროპელები, ამერიკელები) თქვენთვის თავს ვერ გავწირავთ, შეწყვიტოს თქვენმა პრეზიდენტმა პატარა ქვეყნის ამბიციებით ხმაური და ა.შ. და რამდენადაც კრიტიკული ვარ აქ, იმდენად მტკივნეულად ვრეაგირებდი უცხოელების კრიტიკაზე.
    მაგრამ, სამწუხაროდ, იმ აგვისტოს შემდეგ ყველამ იცოდა ჯორჯიას შესახებ😦

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      მართალი ხარ, საშინელება იყო, მე კიდევ ის მაგიჟებდა რომ ზოგიერთი ქართველი სიამაყით ამბობდა რომ კარგიაო, ახლა ხომ გვიცნობენო. ასეთი ცნობადობა არასდროს მდომებია.

      Reply
  2. Lela

    ჰაჰაჰა – ბევრი მსგავსი ამბავი ირგვლივ, მაგრამ ყველაზე კარგი იყო როცა ერთ ამერიკელ გოგოს მაგრად გაეხარდა მე რო ჯეორჯიადან ვარ იმიტო რო აღმოჩნდა გეოგრაფიის გაკვეთილებიდან ახსოვდა – “yessss i remember that country i learned its name with Armenia, they sound like GiorgioArmani”🙂

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      უყვართ, უყვართ, მაგრამ ნუ ხომ ხვდები კონტექსტს…🙂

      Reply
  3. Praporshchik Skila

    “იეს, ჯორჯია რაშია, ჯასთ ლაიკ სლოვაკია ჩექ რეფაბლიკ” — ეს ძალიან კარგი იყო :))

    Reply
  4. anna

    ჰაჰა, ჩემი ყველაზე ღადაობა ისტორია იყო, ვიღაცამ სადღაც კლუბში ჩემი გაცნობა გადაწყვიტა, და ისე აერია გზა–კვალი დაიბნა და ნუ დამცინიო გაბრაზებულმა დამტოვა ბოლოს:):) თავიდანიტალიელი ვეგონე (იმიტომ რომ ფერებში შეიძლება მიმამსგავსო და იტალიელ ტიპთან ერთად ვიყავი)…ხომ და მეთქი არა, არა ჯორჯიათქო,…აო ამერიკავო?? არა მეთქი ჯორჯია, აქვეა შავი ზღვა რაღაცა…რუსეთის სამხრეთით…ააა..ე.ი. მართალი ვიყავი და იტალიელი ხარო…არა არათქო..აბა არც ამერიკელიო? არამეთქი…ხოდა ეხა ნუ მეღადავებიო, გაბრაზდა და წავიდა :):) აი ასე:)

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      თვითონ საიდან იყო და მოქმედება სად ხდებოდა?🙂

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s