ზღაპარი საავტორო უფლებებზე

იყო და არ აიყო რა, მნიამ, მნიამ აჰ-აჰ-ზე მშვენიერი რა და ვინ იქნებოდა.

მიუხედავად იმისა რომ მნიამ მნიამ, აჰ-აჰი შორეულ სამეფოში სახელად პლაგიალენდია, გამოკეტილი ქალიშვილი, ცოტას ენახა თვალით, მასზე ბევრი ლეგენდა დადიოდა.

მნიამ მნიამ აჰ-აჰ-ს მამა ჰყავდა, სახელად მურთაზ ჯონსონი, ჯონსონი მდიდარი მაგრამ ხელმოჭერილობით განთქმული ვინმე იყო.

პლაგიალენდიის სამეფოში მცხოვრები მოსახლეობა ძალიან ღარიბი იყო, მაგრამ ამავდროულად ხშირად სულიერ საზრდოს არჩევდა. როდესაც მნიამ მნიამ  აჰ-აჰ – ზე გავარდა ხმა ქვეყნის ყველა ღარიბმა მოისურვა მისი ერთი თვალით დანახვა. მაგრამ მურთაზ ჯონსონმა ამის გაგებაზე, ბრძანება გამოსცა, “ვინც კი თუნდაც თვალს შეავლებს ჩემს ქალიშვილს ან 10 დუხრამის ჩამომსვლელი უნდა გახდეს, ან კი სამაგალითოდ დაისაჯოს”. თან პრინცესის სადარაჯოდ დრაკონი დააყენა.

ვისაც ფული ჰქონდა ბოლო დუხრამიანს ინახავდა და მნიამ მნიამ აჰ-აჰ-ის სანახავად  თანხას აგროვებდა.

მაგრამ ფულის შენახვა ყველას როდი შეეძლო, წინააღმდეგობა იზრდებოდა და ძალიან ბევრ ღარიბში სიძულვილი ყალიბდებოდა.  როგორც იქნა შეთქმულთა გარკვეულ ჯგუფმა შორეულ სამეფო – “სამართალენდიაში” შიკრიკის გაგზავნა გადაწყვიტეს და იქაური მეფისთვის თხოვნით მიმართეს.

ასე შეუთვალეს, “თქვენო უდიდებულესობავ, ჩვენო სამეფო პლაგიალენდიაში უსამართლობანი ხდება, ჩვენი მეფე ჩვენს პრინცესას არ გვანახებს და მის ნახვაში ფულს ითხოვს. ყველას მისი ნახვა უნდა, მარა არა შეუძლია რა. თქვენ შვილთაგან, უმშვენიერეს პრინცთაგან ერთ-ერთი მისი სილამაზით მოიხიბლებოდა და ცოლადაც შეირთავდა. ძალიან გთხოვთ გვეწვიოს და ბოროტ დრაკონს შეებრძოლოს, რათა მნიამ მნიამ, აჰ-აჰი იხსნას. მზითევის მხრივ ვალში არ დაგრჩებით.”

ეს რომ მეფეს სამმა ვაჟმა გაიგო მამას მივარდნენ და ყველამ სათითაოდ სთხოვა, “მამა, მე გამიშვი, ვიხსნი მნიამ მნიამ, აჰ-აჰს.” მეფემ გაიფიქრა, “უფროსს ცოლი ჰყავს, მეორე ვაჟსაც, ერთადერთი დაუოჯახებელი უმცროსი ბიჭი დამრჩაო.”

მოკლედ პლაგიალენდიაში უმცროსის გამგზავრება გადაწყდა.

უმცროსს, სახელად დემონოპოლიზაციის საბჭო ერქვა, ბევრ ბრძოლაში გაემარჯვა და ახლაც შემართული მიუახლოვდა დრაკონს. დრაკონმა პრინცი რომ დაინახა ცეცხლი დაუშინა, მაგრამ უშიშარ პრინცმა ხმლის ერთი გაქნევით დრაკონს თავი მოჰკვეთა და კოშკშიც შეიჭრა.

ცხრაკლიტული მოხსნა და მნიამ მნიამ აჰ-აჰის კარებიც შეხსნა, მაგრამ მის და გასაკვირად აქ მშვენიერი და ულამაზესი პრინცესის მაგივრად სამართალენდიიდან წლების წინ მოტაცებული ერთ-ერთი მევახშის ქალიშვილი აღმოაჩინა.

პრინცმა მევახშის შვილი გაანთავისუფლა, მურთაზ ჯონსონი დასაჯა, მაგრამ იმის მაგივრად რომ მნიამ მნიამ აჰ-აჰი ცოლად შეერთო მევახშე მამას დაუბრუნა (არ იყო ლამაზი და…).

მორალი მედიია წარმომადგენლებისთვის, “თუ სხვისს საავტორო უფლებებს არღვევ, საკუთარს ნუ ყიდი.”

2 thoughts on “ზღაპარი საავტორო უფლებებზე

  1. salome

    ჩვენთან საავტორო უფლებების დაცვაზე როცა დაიწყო საუბარი, პირველი რაც გავიფიქრე იყო, რამდენად იმოქმედებდა ეს თუნდაც სარეკლამო ინდუსტრიაზე ან “შოუ-ბიზნესზე”. უსირცხვილოდ და უბოდიშოდ რომ აკოპირებენ უცხოურ პროდუქციას, ერთი-ერთზე, მაგრამ უხარისხოდ. თან იმის თავხედობა ყოფნით, საკუთარ შემოქმედებად გაასაღონ. საინტერესოა თუ კანონი ძალაში შევა, მარტო უბრალო მომხმარებელზე გავრცელდება?

    Reply
  2. lobzhanidze Post author

    საქმე ისაა, რომ მე იმ დასვკნამდე მივდივარ რომ კანონი განზრახ არ შემოაქვთ, ანუ ინტერესთა კონფლიქტია მგონი. კანონი რომ შემოიღონ მედია კომპანიებს რომელსაც ბიზნესი სწორედ რომ პლაგიატით ან მასალის უკანონო გამოყენებით აქვთ აწყობილი, იძულებულები იქნებიან უარი თქვან ფულზე. რაც საკმაოდ რთული პროცესია მათთვის.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s