ვიწყებ ახალ წიგნზე მუშაობას

რამდენიმე წლის წინ სიგარეტის განებების შესახებ გადაწყვეტილება ერთ ჩემ ნაცნობს ვაუწყე, რომელმაც გაიკვირვა და განაცხადა რომ ამის გახმაურება არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგანაც სიგარეტს თავს ვერ დავანებებდი და საზოგადოებაშიც დაპირების შეუსრლულებლობის შედეგად უფრო ცუდად გამოვჩნდებოდი.

არ ვიცი რატომ გადაწყვიტა იმ ჩემ ნაცნობმა რომ მოწევას თავს ვერ დავანებებდი (დავანაბე, ერთ წელიწადში კვლავ განვანახლე მაგრამ მაინც…), მაგრამ დაახლოებით ვხვდები რისი თქმაც სურდა; არ შეიძლება გააკეთო დაპირება თუ ამის შემსრულებელი არ ხარ.

თუმცა, ამავდროულად დაპირება შეიძლება სტიმულატორი აღმოჩნდეს, რომელიც გაიძულობს გააკეთო საქმე რომელიც სხვებს, საჯაროდ შეპირდი. თუ პასუხისგებლობის გრძნობით ხარ დაჯილოდვებული უკან დასახევ გზას არ იტოვებ და დაპირებას ან ასრულებ ან სახალხოდ თავს იტეხ.

აქ დაპირება მინდა გავაკეთო, უფრო სწორად განცხადება.

ვიწყებ ახალ წიგნზე მუშაობას. ერთ წლიანი (რომელიც აღინიშნებოდა მრავალი წამოწყება-ფიასკოებით) შესვენების შემდეგ გვპირდებით რომ გარკვეული დროის შემდგომ საშუალება მექნება შემოგთავაზოთ ფანტასტიკურ/ფენტეზი ხასიათის ახლად გამოგონილი სამყარო, გაჯერებული ადამიანებით, მითიური და გამოგონილი არსებებით, სხვადასხვა ტიპის რასებით, დასახლებებით, რაციონალური და ირაციონალური მოვლენებით, მაგიით და მეცნიერებით, რწმენით და ურწმუნოებით.  ეს რაც შეეხება ფორმას, ხოლო შინაარსობრივად ეს მაინც იქნება ადამიანის “მოგზაურობა საკუთარ თავში,” ადამიანის რომელიც ცდილობს გაიგოს რა არის ბოროტება და სიკეთე, შეიცნოს საკუთარი თავი ისევე როგორც ირგვლიმყოფნი.

გარკვეული სამუშაოს შესრულების შემდგომ ამავე ბლოგზე შესაფასებლად შემოგთააზებთ  ნაწარმოების პირველ რამდენიმე გვერდს. ფენტეზიში დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ მომაწოდოთ ლიტერატურული, კინომატოგრაფიული თუ სხვა სახის მასალა, რომელსაც დიდი სიამოვნებით გავეცნობი და წერისას გამოვიყენებ. მოკლედ ველოდები გამოხმაურებებს, სურვილებს, კრიტიკულ შენიშვნებს და ა.შ.

…პოტენციურ გამომცემლებისგან კი აქტიურობას

3 thoughts on “ვიწყებ ახალ წიგნზე მუშაობას

  1. vasasi

    მეც ხომ არ დამეწყო პირობის საჯაროდ დადება? იდეა მაქვს, დასაწყისიც კარგი მაქვს და ვერ დავჯექი, რომ მივყვე..😦

    წარმატებებს გისურვებ, ვიყიდი მერე შენს წიგნს და ავტოგრაფს დაგატოვებინებ.🙂

    Reply
  2. lobzhanidze Post author

    დიდი მადლობა წინასწარ🙂 პირობა სტიმულატორია, უკვე დავიწყე🙂 იდეა თუ გაქვს ისე, დანარჩენი უკვე გაძლებაზე და მუშაობაზეა.

    Reply
    1. vasasi

      ჰო, აი ეგ გაძლებაა რაც არის..
      იდეა ხომ გაქვს, ყველაფერი იცი და ეს წვრილმანების წერის პროცესია გასაძლები.🙂

      დავწერ მაინც, მიუხედავად იმისა, რომ არავინ დაბეჭდავს.. :დ

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s