არ ესროლოთ შეყვარებულს, ის ზასაობს როგორც შეუძლია

საქართველო ის ქვეყანაა სადაც ერთდროული მოვლენების ადგილი არაა, აქ მომხდარი ერთდროულად ყველას ინტერესი და კვირის სალაპარაკო ხდება. ასე მაგალითად ბოლო თვის განმავლობაში ისეთი დაუკავშირებელი თემები ენაცვლებოდა ერთმანეთს როგორიც 26 მაისის დარბევა, შერონ სტოუნის ჩამოსვლა და რობერტ სტურუას  ირგვლივ ატეხილი აურზაური იყო.

გუშინდელის მერე როგორც ჩანს რამდენიმე დღე მაინც “კოცნის აქცია” გვექნება სალაპარაკოდ. გაანალიზება გუშინვე

ფოტოს ავტორი: სოფო დათიშვილი

დაიწყო, “მოზასავეებზე” ათჯერ მეტი შეკრებილი ჟურნალისტი “გასაყიდი” მასალის ძიებაში ძვირადღირებულ კამერებს აჩხაკუნებდა და პროდიუსერის დარწმუნებას ცდილობდა რომ აქციისგან რამე შეიძლება გამოვიდეს. ვერ მიართვეს. არაფერი გამოვიდა.

მაშინვე დაიწყო ლაპარაკები “ხალხია ბანძიაო,” “ხალხია ბნელიაო,” “სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს” და მსგავსი ლირიკა. მე შეუმდგარ აქციას ზასაობის მოლოდინში მოსულ სულ ცოტა 100 ადამიანს მაინც არ დავაბრალებდი, არამედ ორგანიზატორებთან მექნებოდა პრეტენზია.

ყველა აქცია საჭიროებს ორგანიზებას, ყველაზე გულახდილ, სახალხოც კი, ეს ფაქტია, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია მოსთხოვო ვერორგანიზებულ ჯგუფს სინქრონული მოქმედება. რა მოცემულობა გვქონდა აქციამდე და აქციის მსვლელობისას გუშინ? ფეისბუქზე წამოსული ინიციატივა და ღონისძიების გვერდი. მეტი არაფერი. რა თქმა უნდა ასეთ აქციაზე უფრო მეტი ისეთი წავიდოდა, “მოდი ვუყურებ წყვილი მაინც არ მყავს” ვიდრე ადამიანი რომელიც აქციაში უშუალოდ მიიღებდა მონაწილეობას. შედეგად – ყბადაღებული მაყურებელი რომელმაც სულ სამი წყვილი იხილა და ალბათ პარკის სხვა მონაკვეთში რომ გაესეირნა გაცილებით მეტს შეხვდებოდა.

რა შეეძლო გაეკეთებინათ ორგანიზატორებს? პირველ რიგში აქციამდე შეეძლოთ თუნდაც საკუთარი მეგობრებისგან შეექმნათ ე.წ. “ბირთვი,” ვთქვათ 10 წყვილისგან მაინც, რომელიც სინქრონულად დაიწყებდა კოცნას, ასეთ პირობებში კი უბრალოდ მოსულებსაც შეეძლოთ წამოწყება გაეგრძელებინათ. გუშინ კი სამი წყვილის შიგადაშიგ, არა სინქრონულ ქმედებას ლოგიკურია არაფერი მოჰყვებოდა.

ორგანიზატორებს ასევე შეეძლოთ ჩაერთოთ მუსიკა, გაეშვათ კოცნის ცნობილი კადრები, დაედგათ პერფომანსი, გამოსულიყვნენ სიტყვით ბოლოს და ბოლოს, მოკლედ გაეკეთებინათ რამე ისეთი რაც “გამოაღვიძებდა” სხვებს, აღუძრავდა პროტესტის სურვილის, აიძულებდა ეკოცნა ვინმესთვის და ა.შ. ლიდერს ხომ უნდა შეეძლოს სხვისი აყოლიება, წამოწყების გავრცელება, სხვისი ჩართვა, ბოლოს და ბოლოს მეორე მსოფლიო ომის დროს ხალხი სიკვილზე მიდიოდა ძლიერი პროპაგანდის შედეგად, აქ კიდევ, ერთ უბრალო კოცნაზე იყო საუბარი და ამის ორგანიზებაც კი პრაქტიკულად შეუძლებელია გახდა.

ორგანიზეტორები ორგანიზების ნაცვლად მრავალრიცხოვან ჟურნალისტებთან საუბარში გაერთნენ (ნეტა რაზე ელაპარაკებოდნენ, კოცნაზე ნამდვილად არა), მარტო დარჩენილი, სეირის საყურებლად მოსული ადამიანები კინერთმანეთთან “რიტორიკულ ჭორაობაში”  რა ხდება რატომ არ კოცნის ეს ხალხი ერთმანეთს” გაერთნენ? ხალხის კიდევ მესმის, რა ქნან, აი “ორგანიზატორების” ადგილზე კი მედია საშუალებებს ინტერვიუს ნამდვილად არ მივცემდი.

14 thoughts on “არ ესროლოთ შეყვარებულს, ის ზასაობს როგორც შეუძლია

  1. mnc;)

    ubralod isaa ro qartvel xalxs ertianoba gvaklia..politikuri movlenebidan dawyebuli kocnis aqciit damtavrebuli:|

    Reply
  2. mnc;)

    getanxmebi rom cudi organizebuli iyo magram zogadad qartvelebs ertanoba gvaklia-politikuri movlenebidan dawyebuli kocnis aqciit damtavrebuli da egaa problema😐

    Reply
  3. litterator

    გეთანხმები, ორგანიზება გაცილებით უკეთესად შეიძლებოდა, მაგრამ ამდენი სტიმული რატომ უნდა სჭირდებოდეს სუპერაქტიურ თუ ჰიპერაქტიურ ხალხს უბრალოდ არ მესმის🙂

    Reply
  4. orkz

    ერთადერთი, რაშიც გეთანხმები, ისაა, რომ ორგანიზატორებს მართლა თითოთითოდ უნდა აერჩიათ წყვილები, იმინა ნაღდი წყვილები, რომლებიც იქ თვალების ხამხამით და მერაშუაშივარ სახით არ დაეყუდებოდნენ. უნდა მისულიყვნენ ნაღდი ხალხით და მოეწყოთ ეს აქცია ნაღდი ხალხით.
    და არანაირი იმედი არ უნდა ჰქონოდათ იმ ასეულობით ეთენდისა, რომლებიც ზასაობის უნახავებივით, ზასაობის საცქერლად მივიდნენ აქციაზე, რომლის მთავარი შინაარსიც კაკრას რო არ იყო ზასაობა.

    Reply
  5. შოთა

    მოზასავე ბირთვის ორგანიზება ყველაზე უპრიანი იქნებოდა და გარანტიაც იქნებოდა იმისა, რომ ასე არ მწარედ არ ჩაფლავდებოდა ეს კოცნის აქცია.

    თუმცა მაინც კარგია ასე რომ მოხდა, ბევრ რამე გახდა ნათელი, თუნდაც ის, რომ ქართველებს უბრალო კოცნისაც კი რცხვენიათ ხალხის თანდასწრებით. ზატო პარკში ბუჩქის უკან ენერგიულად ზასაობენ და შიგადაშიგ სხვა რამესაც აკეთებენ.

    Reply
  6. anina

    მოზასავე ბირთვ- ძალიან სასაცილო სიტყვათშეთანხმებაა

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      სად ხედავ მაგ სიტყვათა შეთანხმებას?

      Reply
      1. sandrotm

        დათო, ზოგჯერ ხალხი კომენტებზეც აკომენტებს ))

      2. lobzhanidze Post author

        სანდრო, კომენტზე კომენტარი მის ქვემოთ იწერება და არა უშუალოდ პოსტის ქვემოთ, ეს გამოცდილ ბლოგერს არ შეეშლებოდა, მაგიტომ დავიბენი🙂

  7. sandrotm

    “ერთიანობა გვაკლია” ხშირად მხვდება მაგრამ არ მესმის, რა ჯანდაბაა ეს “ერთიანობა”, რომელიც რატომღაც უნდა გვქონდეს🙂

    მე პირიქით მგონია, რომ ქართული საზოგადოება მეტისმეტად “ერთიანია” — ანუ ჯერჯერობით ვერ მოიშალა ავტორიტარული მიდრეკილება იმისკენ, რომ ყველას ერთნაირი აზრი, გემოვნება და რწმენა ჰქონდეს.

    ერთიანობა აქ არაფერ შუაშია — აქ რამდენიმე ფაქტორია: ერთი — ზევით აღწერილი არაორგანიზებულობა, ორი — მენტალური ბარიერები და საზოგადოებრივი წნეხი, რომელიც ნამდვილად არსებობს, რამდენიც უნდა ვისაუბროთ ორგანიზებაზე, სამი — იმაში გაურკვევლობა, თუ რისი გამკეთებელი ხარ რეალურად და რა ფაქტორები მოქმედებს შენზე, ერთგვარი მსოფლმხედველობრივი დაბნეულობა.

    Reply
  8. Kate

    საქართველოს კარგა ხანი არ ეშველება კიდევ მრავალი წელი. :((

    Reply
  9. Etusik

    შედეგად – ყბადაღებული მაყურებელი რომელმაც სულ სამი წყვილი იხილა და ალბათ პარკის სხვა მონაკვეთში რომ გაესეირნა გაცილებით მეტს შეხვდებოდა.

    looool

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s