წერილი ფილიპ როტს

დინამიტის” წამოწყება რომელიც მოგვიანებით “გიყვარდეთ ჩემნაირებმა” გააგრძელა  და ესტაფეტა გადმომილოცა, მაიძულებს დავუწერო ღია წერილს ფილიპ როტს, თანამედროვე ამერიკელ მწერალს (დაიბადა 1933 წელს), მრავალრიცხოვანი რომანების ავტორს.

ძვირფასო ბატონო როტ,

ყოველთვის მაეჭვებდა ხოლმე ინგლისურენოვან ქვეყნებში წერილების ასეთი ფორმით წამოწყება. ფამილარული მეჩვენება. რატომ უნდა მიმართო ადამიანს რომელსაც არ იცნობ სიტყვა “ძვირფასო-თი,” ამიტომაც ასეთის დაწერისას ყოველთვის ვორჭოფობ ხოლმე და შინაგანად ოდნავ მაინც მრცხვენია. კიდევ კარგი თქვენ ამერიკიდან და არა ბრიტანეთიდან ხართ, თორემ ამ უკანასკნელის კონსერვატიზმი კიდევ  უფრო დამაბნევდა.

ისე ფამილარობას რაც შეეხება, ბოდიში ტაფტოლოგიისთვის, მაგრამ ქართველები საოცრად ფამილარული ხალხი ვართ, ასე მაგალითად თქვენობით თითქმის არასდროს ვლაპარაკობთ და ჩემს ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო შეიძლება თქვენთანაც პირდაპირ შენობითზე გადასულიყო, ყოველგვარი კითხვის გარეშე. არასწორად მიმაჩნია, მითუმეტეს ჩემს პროფესიაში, ანუ ჟურნალისტიკაში. ხშირად არის ხოლმე უყურებ დებატებს ტელე სივრცეში და აქ ჟურნალისტი – რესპოდენტი ერთმანეთს ლამისაა “შეჩემობით” ელაპარაკება. “შეჩემა” ქართული “იდიომატური” გამონათქვამია და ინგლისურად რთულად ითარგმნება. თუ დაინტერესდით, შემდეგ წერილში შევეცდები აგიხსნათ.

ხოდა, ეს “შეჩემათი” ლაპარაკი არაპროფესიონალურად მიმაჩნია. მაგრამ ასეთია საქართველო და ამას რთულად თუ შეცვლის რამე.

გვეყო საქართველოზე, ბატონო როტ, თუ მუშაობთ ახალ წიგნზე? თუ კი წერის პროცესი როგორია? კვლავ ისეთი, ადრე რომ გჩვეოდათ, ასკეტური და მკაცრი? ძალიან ვაფასებ რომ საკუთარი თავის მიმართ ასეთი მომთხოვნი ბრძანდებით, თქვენ უკანასკნელი მოჰიკანივით ხართ, რომელიც თანამედროვეობაში კლასიკის შექმნას ახერხებს, 400 გვერდიანი მაგრამ ძალიან საინტერესო ნაწარმოებების შექმნას. რთულია თანამედროვე სამყაროში სადაც ყველაფერი სისწრაფით ფასდება და საყვარელი ადამიანის მოსაფერებლადაც კი დრო არ გვრჩება, დაწერო ისეთი წიგნი რომელსაც მკითხველს 400 გვერდს ერთ ამოსუნთქვაზე წააკითხებს.

მახსოვს თქვენმა “ჩემი ქმარი კომუნისტია” რა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, 3 თუ 4 დღე ვკითხულობდი, ბოლოს ღამით ჩავუჯექი და რომ დავასრულე ისეთი შთაბეჭდილებებით აღვივსე რომ ნახევარი ღამე ვერ დავიძინე, არ მინდოდა წიგნი დასრულებულიყო, კიდევ 400 გვერდი რომ ყოფილიყო კიდევ წავიკითხავდი, იმავე ღამეს.

არ შეიძლება თქვენს მიმართ პატივისცემით არ აღივსე როდესაც თქვენს ინტერვიუს კითხულობ, ერთხელ დაახლოებით ასეთი რამე თქვით რომ წერისას “წერთ წინადადებას, ატრიალებთ მას, მერე კვლავ ატრიალებთ და მერე კვლავ,” ამის არ შენიშვნა თქვენს სკურპულოზურ, პრაქტიკულად უბადლო სიტყვათა წყობაში შეუძლებელია.

ისე უნდა გამოგიტყდეთ, ლიტერატურული ცოდვა ჩავიდინე, მიუხედავად ინგლისურის ცოდნისა თქვენი ნაწარმოებები რუსულად, თარგმანში წავიკითხე. ალბათ ორივემ, მთარგმნელს უნდა ვუმადლობდეთ, უფრო მე, ცუდი რომ შემხვედროდა თქვენი წიგნებით არც არასდროს დავინტერესდებოდი და ბევრსაც დავკარგავდი.

რამდენი რამის დაწერა და რამდენ რამეზე საუბარი შეიძლება ამ წერილში, მაგალითად თქვენი ამერიკის აღქმაზე, თქვენი ბავშვობის და დღევანდელი ამერიკის შედარება, თქვენს “გამოგონილ რეალიზმზე” და ა.შ. თუმცა, რთულია წერილში ყველაფერი ჩაატიო, ამიტომაც ამის მაგიერ იმაზე ვიფიქრებ რომ იქნებ ოდესმე თქვენთან შეხვედრა მეღირსოს, თუნდაც ჟურნალისტის რანგში… გპირდებით თქვენობით და “ძვირფასოთი” მოგმართავთ.

8 thoughts on “წერილი ფილიპ როტს

  1. tamara

    რა კარგი წერილია🙂 ძალიან მიყვარს ისეთები, “თანამედროვეობაში კლასიკის შექმნას რომ ახერხებენ”…

    ეს ყველაფერი ძალიანზე ძალიან კარგი, მაგრამ წამოწყებას ნუ მართმევთ🙂🙂

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      ძალიან დიდი ბოდიში, არ ვიცოდი🙂 ჩავასწორე ორიოდე წუთის წინ.

      Reply
  2. vasasi

    აუ….
    მეც ვოცნებობ, რომ ფამუქს შევხვდე ჟურნალისტის რანგში (ლიოსა, ალბათ, მანამდე გაფშეკს ფეხებს სანამ მე რამეს მივაღწევ).

    არაფერი მაქვს მე წაკითხული ფილიპ როტის..

    ქართული თარგმანის არსებოობის ეჭვიც არ უნდა მქონდეს, აშკარად, ხომ?

    Reply
  3. Pingback: ყველაზე ,,ჩემიან” მწერალს… | რუსას საფიქრეთი

  4. რუსა

    რა კარგად გიწერია!
    მეც არ ვიცნობ როტს ,მაგრამ დამაინტერესა ამ წერილმა.

    Reply
  5. Pingback: ბლოგოსფეროს საუკეთესო პოსტები :) « tamara's dynamite

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s