ჩემი სენტიმენტალური სამყარო

ინტერნეტ სივრცეში ნახევარ დღეს მაინც ვატარებ, ამ დროის მეტწილს კი პირწიგნაკზე.

საქართველოდან რამდენიმე ათასი კილომეტრის მოშორებით ვიმყოფები, ამის მიუხედავად პირწიგნაკის დამსახურებით ყოველ დღე ვირტუალურ სამშობლოში ვატარებ, იმ საქართველოში, სადაც პოლიტიკური დებატები არცერთი წამით არ ჩერდება, იქ სადაც ერთნი უსამართლობას ყოველ დღე აპროტესტებენ, ხოლო მეორენი ასეთის არსებობას არ აღიარებენ, იქ სადაც მეგობრები ერთმანეთს ემტერებიან და არაფერს თმობენ, იქ სადაც დაგროვილი უარყოფითი ამბების კრიტიკას ვერ აუდიხარ და მილან კუნდერას წიგნებივით ვეღარ არჩევ ერთმანეთისგან.

დღესაც ასეთი დღე იყო, რაც მეტწილად საქართველოს პრეზიდენტის დამსახურება აღმოჩნდა. გაბრაზებული სააკაშვილი თამარ ამაშუკელს და გოგი გვახარიას პირადად გადაწვდა. მოგეხსენებათ პირადად პირველად პრეზიდენტი ბურჭულაძეს შეეხო, ასეთი ტენდენცია სახიფათოდ მივიჩნიე და ვიფიქრე პოსტსაც დავწერ თქო…

მერე მივხვდი, რა აზრი აქვს თქო, ჩემს მაგივრად ამას ათობით სხვა ბლოგერი გააკეთებს და სწორადაც მოიქცევიამ თავის მხრივ, მე კი ამ შემთხვევის ანალიზისგან თავს შევიკავებ და სულ სხვა რამეს შემოგთავაზებთ.

მე მოგიყვებით ხუთ გამოგონილ ამბავს, ხუთ კეთილ და სილაღით სავსე ამბავს, ამბავს რომლის მონაწილეებსაც სიცოცხლე უხარიათ, ამბავს რომელიც გვახსენებს რომ ადამიანები ვართ და გვახსენებს რომ სიყვარული ყველას უნდა.

ცხოვრება მშვენიერია 

1946 წელს ამერიკელ რეჟისორმა ფრენკ კაპრამ დონა რიდის და ჯეიმს სტიუარტის მონაწილებით კინოფილმი “ცხოვრება მშვენიერია” გადაიღო, ფილმი რომელსაც დღემდე დასავლეთის კინოთეატრებში ყოველ შობას აჩვენებენ.

ხდება ხოლმე ცხოვრებაში ისე რომ პრობლემა პრობლემას ედება ზედ, ყოველდღიურობა დამღლელი და აუტანელი ხდება, ყველას გვაქვს ხოლმე მომენტები როდესაც ვიღლებით ყველაფრისგან, საკუთარ არსებობას უაზროდ მივიჩნევთ, ზოგიერთი ცდუნების მომენტში სიცოცხლიდან გაპარვაზე კი ფიქრობს. იმდენად დაკავებულები ვართ და გადატვირთულები ტვინში მიმდინარე პროცესებით რომ უბრალოდ გათიშვა გვურს.

“ცხოვრება მშვენიერიაც” დაახლოებით ასეთ ისტორიას მოგვითხრობს, მაგრამ როგორც ყოველი საშობაო ზღაპარი კარგად და ბედნიერად სრულდება. პირველად სწორედ რომ შობას ვუყურე და  ფილმის დასკვნით ნაწილში აღმოვაჩინე რომ ოდნავ, მაგრამ მაინც ვტირივარ, ვტირივარ ბედნიერებისგან.

ათენის სკოლა

მე-16 საუკუნის გენიალური ნახატზე, “ათენის სკოლა” რომლის ავტორიც რაფაელია პლატონს, არისტოტელეს, დიოეგენეს, ევკლიდს, სოკრატს და რიგ სხვა ტიტან ფილოსოფოსებს ვხვდებით. ეს ნახატი ცოდნის და სიბრძნის სიმბოლოა. ადრე ვთვლიდი რომ ცოდნა და ზოგადად ინტელექტი ადამიანისთვის უბედურების მომტანია რიგ შემთხვევაში, სევდის და სასოწარკვეთილების, მოგვიანებით მივხვდი რომ ვცდებოდი და ესეოდენ ბანალური “ცოდნა სინათლეა, უცოდინრობა სიბნელე” მარტივ ჭეშმარიტებად აღქვიქვი.

ჩვენ ხომ მაშინ გვეშინია როდესაც არ ვიცით, ჩვენში ხომ დამცავი მექანიზმია რომელიც ყოველ სიახლეს სიფრთხილით ხვდება.

ცოდნა უთუოდ კეთილი საწყისია…

მამა და შვილი

ნათქვამია სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი. იან საუდეკის ფოტო კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ამ სამყაროში მამის და შვილის ურთიერთობას ადამიანის ისტორიის დასაწყისიდან დაედო საფუძველი, რომელიც კაცობრიობის გადაშენებამდე იარსებებს.

მიო, ჩემი მიო

ასტრიდ ლინდგრენმა პეპი გრძელი წინდას და კარლსონის გარდა ასევე “მიო, ჩემი მიო” დაწერა, ზღაპარი პატარა ბიჭზე რომელიც ზღაპრულ და კეთილ სამეფოში აღმოჩნდება. ერთადერთი ბოროტება რომელიც ამ ზღაპარში გვხდება არის რაინდი კატო, რომელიც ასევე ბოროტ სამეფოში ცხოვრობს, მიო მას რა თქმა უნდა ამარცხებს და ცხოვრებას სურვილების ქვეყანაში აგრძელებს.

სამყაროს დასასრულამდე

სანამ ბოლო, მეხუთე მუსიკალურ ამბავს შემოგთავაზებდეთ მინდათ დაფიქრდეთ ღირს კი ყოველ დღე ღელვა, ნერვების შლა, ერთმანეთზე გაბოროტება და ა.შ.

მოკლედ, რამდენადაც ბანალურად არ უნდა ჟღერდეს ეს ყველაფერი, გიყვარდეთ ხალხნო ერთმანეთი, თესეთ სიკეთე და ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება.

ესაც ამბავი მეხუთე…

4 thoughts on “ჩემი სენტიმენტალური სამყარო

  1. Mr. Nomad

    კარგი პოსტია, თითქოს არც არაფერიო მაგრამ ძალიან იმოქმედა.🙂

    ეს ფილმი კიდე მართლა მაგარია. ისტორია ერთი შეხედვით მარტივია, თუმცა საუკეთესოდაა გადმოცემული, ცხოვრებისეული პერსონაჟები ჰყავს.

    ოლივი❤

    Reply
  2. Katiee.Ge

    “ცხოვრება მშვენიერია” ♡ ♡ ♡

    ფილმი, რომელიც ყოველთვის საჭირო დროს მახსენდება და ცხოვრების სტიმულს მაძლევს. არც მანამდე ვყოფილვარ დეპრესიული და პესიმისტი, მაგრამ მაგ ფილმმა მართლა მყარად ჩამომიყალიბა სიცოცხლეზე წარმოდგენა.

    ფსიქოში გაუშვა გვახარიამ და მახსოვს, დენი წავიდა და სულ ბოლო ნაწილს ვერ ვუყურე, ცენტრში მცხოვრებმა კლასელმა მომიყვა მეორე დღეს. წლების მერე, როცა უკვე ინტერნეტის ბედნიერება მეღირსა და ტორენტების არსიც გავიგე, ვნახე ბოლო ნაწილიანაც ♡

    მადლობა, რომ გამახსენე🙂

    Reply
  3. katek84u

    რა საოცრად პოზიტიური პოსტია. ოპტიმისტური.
    თუმცა არა რეალისტური😀

    სიმღერამ ძალიან კარგ განწყობაზე დამაყენა.🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s