აგვისტოს ომის სამი წლისთავზე, ანუ ახალი ქართული სამხედრო პოლიტიკის აუცილებლობა

“მე გამომაქვს განაჩენი იმ ადამიანების მიმართ რომლებიც სიხარულით მარშირებენ ‎სამხედრო მუსიკაზე. მათი ტვინი შეცდომის ნაყოფია, ასეთი ქმედებისთვის ზურგის ტვინიც კი საკმარისი იქნებოდა.  ცივილიზაციის ეს სამარცხვინო მოდგმა უნდა წაიშალოს ერთბაშად.  ნაბრძანები გმირობა, უგულო სისასტიკე, ქვეყნის უაზრო და სავალალო სიყვარული, როგორ მძულს ეს ყველაფერი, როგორი საზიზღარი და უმეცარია ომი; პირადად მირჩევნია დამანაწევრონ ვიდრე ამ ყველაფრის მონაწილე გავხდე.”

– ალბერტ ანშტაინი –

1989 წლის ფილმ “ერიკ ვიკინგი” არის ერთი ასეთი საგულისხმო მონაკვეთი, ვიკინგების რაზმი რომელიც გასასვლელს ვალჰალაზე ეძებს მოგზაურობისას მოხვდება კუნძულ “ჰაი ბრაზილზე.”  მათ ერთი ახალგაზრდა გოგო შეეგებება და ეკითხება თუ რა უჭირავთ ხელში, ერიკი, ანუ ვიკინგი პასუხობს რომ ეს ხმალია, გოგონას შეეშინდება და ხმლების დაუყონებლივ დაგდებას სთხოვს. როდესაც ასეთი თხოვნას გაიგებენ ვიკინგები ახსნას მოითხოვენ.  პასუხად კი იმას მიიღებენ რომ ლეგენდის თანახმად თუ კი კუნძულზე ერთი წვეთი სისხლი მაინც დაიღვარა ჰაი ბრაზილი ჩაიძირება.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ 20 წლიანი დამოუკიდებლობის პირობებში საქართველომ რამდენიმე ფართომაშტაბიანი ომი გადაიტანა, ყოველი ასეთი კი ქვეყანას არა თუ პრობლემის გადაწყვეტაში არ ეხამრებოდა, არამედ სულ უფრო და უფრო უკან სწევდა.

მიუხედავად არაერთი მარცხისა და მნიშვნელოვანი დანაკარგისა 2008 წლის ომამადე საქართველოს პოლიტიკა მილიტარისტული პროპაგანდისკენ იყო მიმართული, ბიუჯეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კი სამხედრო შეიარაღება – ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იყო მიმართული.

აწ გარდაცვლილი ამერიკელი ისტორიკოსი ჰოვარდ ზინი გავრცელებულ აზრს თითქოს ადამიანი ბუნებით აგრესიულია და საჭიროებს ასეთის გამომჟღავნებას, აბსურდულად მიიჩნევდა. ის ამტკიცებდა რომ პირიქით ადამიანის დაყოლიება ომზე და ბრძოლაზე უდიდეს პროპაგანდას და ტვინის გამორეცხვას მოითხოვს, ასეთი მიზნის მისაღწევად კი უდიდესი რესურსია გამოსაყენებელი.

საქართველო რომელიც ისტორიულად ევროპის და აზიის გასაყარზე იმყოფება მშვიდობისათვის არახელსაყრელ ტერიტორიაზეა განთავსებული, ქვეყნის ისტორია სავსეა ომის მაგალითებით, სადაც გადარჩენისთვის პრაქტიკულად ყოველდღიური ბრძოლა იყო საჭირო.

თუმცა, დრონი მეფობენო და არა მეფენიო. მოდით ავიღოთ სხვა ქვეყნების მაგალითი. თუნდაც იყოს სკანდინავიის ქვეყნები, ისტორიულად ამას ტოლს საეჭვოა ვინმე დაუდოს, ვიკინგების ცხოვრების არსი ომში მდგომარეობდა. მაგრამ მოდით კვლავ დავუბრუნდეთ ჟამთა ცვლას, რა ტიპის სახელმწიფოებს წარმოადგენენ შვედეთი, ნორვეგია ან დანია? 21-ე საუკუნის პირობებში ეს ქვეყნები მშვიდობიან და ტოლერანტული ნაციების ეტალონად გვევლინებიან.

21-ე საუკუნეში სადაც დიპლომატია და საერთაშორისო სამართალი თანხმდება იმაზე რომ ომით კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია და ნებისმიერი საომარი მოქმედება ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ დასაგმობია საქართველომ უნდა გაითავისოს რომ ეს კურსი მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

და სწორად იმიტომ რომ საქართველო იმყოფება აზია-ევროპის, რთულ გასაყარზე ქვეყნის პოლიტიკა პაციფიზმე, მშვიდობაზე და არა მილიტარიზმზე უნდა იყოს მიმართული. საქართველომ პრიორიტეტად ნეიტრალიტეტი უნდა გახადოს, ომი კი შეუძლებელ პერსპექტივად უნდა აქციოს, მეტიც სამხრეთ კავკასიის პირობებში მას პოტენციურად შემრიგებლის როლიც კი შეიძლება  იკისროს.

ომში იდეოლოგები, პროპაგანდისტები არ იღუპებიან, ომისგან არც ისინი ზარალდებიან ვინც ბრძანებს იძლევიან, ომში ჩვეულებრივი, მილიტარისტული პროპაგანდის მსხვერპლები იხოცებიან ვისი დედებიც ომში მათვის ყველაზე ძვირფასს განძს კარგავენ. თუ კი ომში წასულს გაუმართლებს და ის სახლში ცოცხალი ბრუნდება არც მაშინაა ხშირ შემთხვევაში დალხენილი, ომში ერთხელ მოხვედრილს მეტწილად მთელ ცხოვრების განმავლობაში ახსოვს ბრძოლაში ნანახი საშინელებები.

ომი არაბუნებრივი მოვლენაა, ანტი ადამიანური, ის ეწინააღმდეგება ნებისმიერ რელიგიას, ჰუმანიზმს და საერთოდ “სიკარგის” იდეას. ადამიანის ბუნებაში არ დევს მისი მსგავსის კვლა.

ამიტომაც სიტყვის კარგი გაგებით შექმნილ რეალიებში აუცილებელია მშვიდობის პროპაგანდირება,  პროპანდირება კი პირველ რიგში სტუდენტობას, სამოქალაქო და საგანმანათლებლო სექტორს ეკისრება.

წინააღმდეგ, კიდევ ერთი კონფლიქტის შემთხვევაში კი წერილის დასაწყისში ნახსენები ჰაი ბრაზილის მსგავსად ომის სახელით სისხლის კიდევ ერთი დაღვრილი წვეთიც  ქვეყნისთვის საბოლოოდ დამღუპველი აღმოჩნდება.

2 thoughts on “აგვისტოს ომის სამი წლისთავზე, ანუ ახალი ქართული სამხედრო პოლიტიკის აუცილებლობა

  1. Lasha

    დავით, ზოგადად ანტიმილიტარისტულ განწყობაში გიერთდები, უბრალოდ საქართველოს და სკანდინავიის შედარება გინდა ისტორიულ და გინდა დღევანდელ გეოპოლიტიკურ სივრცეში ალოგიკურად მიმაჩნია (თუმცა კარგი იქნებოდა რათქმაუნდა სოციალურ, ლიბერალურ და დემოკრატიულ სფეროში მათკენ ავიღოთ სწორება, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან შორს ვართ ჯერ…)

    Reply
  2. Katiee.Ge

    მგონი ტყუილად ღაღადებ, ქაუნთერ-სთრაიკის და ‘კაზაკების’ თაობის ნაწილი სრულიად ინერტულია (პაციფისტი არ ეთქმის, უბრალოდ ყველაფერი ჰკიდია), მეორე ნაწილი კი ისეთი აღტკინებულია, ომი საკუთარი თვალით იხილოს და გაანადგუროს, გეგონება ახლო აღმოსავლეთში იყოს გაზრდილი და არა ასფალტზე, მზესუმზირის კვნეტაში🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s