აპოკალიფსის დასაწყისი, ოდა სიხარულს ტრიერის მიხედვით

რეცენზიის დაწყება გინებით რომ შეიძლებოდეს,  ტრიერის გინებით დავიწყებდი, კარგი ქართული, დროს რომ გაუძლო ისეთი გინებით.

მაგრამ არ შეიძლება, ამიტომაც პირდაპირ საქმეზე გადავალ. აქვე ბოდიშს მოვიხდი მათთან ვისაც ფილმი არ უნახავს და ამ წერილის კითხვისას იმ დეტალებს აღმოაჩენს რომელიც ფილმის ყურებისას ხელს შეუშლის.

ამიტომაც, გირჩევთ, თუ ტრიერის მორიგ მიზანტროპიულ და პრაქტიკულად მმკ-ს პათოსით გაჯერებული ფილმის ნახვას მაინც აპირებთ, მაშინ შეწყვიტეთ კითხვა, ვინაიდან “მელანქოლიაზე” მასში ნაჩვენები დეტალების გარეშე მსჯელობა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ფილმს ორი მთავარი პერსონაჟი, ჯუსტინი და კლერი ჰყავს, ანუ კირსტენ დანსტი და შარლოტ გინსბურგი. თუმცა, აშკარაა ტრიერის სიმპატია პირველის მიმართ.

დასასრულის დასაწყისი ქორწილით იწყება, თავიდან ჯუსტინი თითქოს ბედნიერიც კია, ქმარს კოცნის, ეხვევა და მოკლედ ეალერსება ყველანაირად. მაგრამ ქორწილის მსვლელობისას ხასიათი ეცვლება და ნელ-ნელა აუტანელი ხდება. აშკარა ხდება რომ ჯუსტინი ქორწილის წინააღმდეგია.

მეორეს მხრივ გვყავს კლერი, გათხოვილი ქალბატონი რომელსაც ვაჟი ეზრდება, ის პატივს სცემს ტრადიციებს, ყველაფერს პროტოკოლის მიხედვით აკეთებს და მიაჩნია რომ ქორწილი ქორწილს უნდა ჰგავდეს.

ტრიერმა ორი რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟით ორი მხარე დაგვანახა – პირველი, კირსტენ დანსტის სახით რომელიც ეწინააღმდეგება ქორწინებას, როგორც გამრავლების, ადამიანის მოდგმის გაგრძელების სიმბოლოს და მეორეს მხრივ შარლოტ გინსბურგის პერსონაჟი, რომელიც ადამიანობის წარმომადგენელია, და რომლისთვისაც მთავარი სიცოცხლის გაგრძელებაა.

ეს ორი სიმბოლო მელანქოლიის (პლანეტის, რომელიც საბოლოოდ ანადგურებს და შთანთქავს დედამიწას) მოახლოებასთან ერთად ხდება ნათელი. ჯუსტინი რომელიც ქორწილის დროს სუსტდება და სულ უფრო და უფრო ცუდად გრძნობს თავს, და ბოლოს პრაქტიკულად უმწეო ხდება, პლანეტის მოახლოვებასთან ძლიერდება. მაშინ როდესაც კლერს შიში იპყრობს და ისიც პანიკაში ვარდება, კლერს სიკვდილი არ სურს, მაშინ როდესაც ჯუსტინი მშვიდადაა და საკუთარ დას (კლერს) ეუბნება, “სიცოცხლე ბოროტებაა.”

ჯუსტინი, ტრიერის მიხედვით კარგი ტიპია, მაშინ როდესაც კლერი, რომელიც ხარბად შთანთქავს ჟანგბადს რომელიც მელანქოლიის მოახლოევებასთან ერთად ნაკლები რჩება – ცუდი, მხოლოდ იმიტომ რომ სიცოცხლე უყვარს.

ჯუსტინის ფრაზასთან ერთად თითქოს შიშვლდება ტრიერის სახე, რომელზეც პათოლოგიური ღიმილი გამოისახება და გვეუბნება, “მძულხართ, ყველანი.”

ტრიერის სიძულვილი იქეთ იყოს და ერთ-ერთ ინტერვიუში ქუენთინ ტარანტინო კრიტიკოსს უპირისპირდება, რომელიც მის ფილმებს ძალადობას და ზედმეტ ნატურალისტობას აბრალებს. ტარანტინო თავის მხრივ ეუბნება რომ თუ კრიტიკოსს კინოზე უნდა საუბარი, მაშინ უნდა ესაუბროს კინოზე და არა რეალურ სიცოცხლეზე. ტარანტინო მართალია, ის აკეთებს კინოს.

ტრიერიც ქმნის კინოს, მაგრამ განსხვავება ამ ორს შორის ისაა, რომ ტრიერისთვის კინო არა უბრალოდ კინო, არამედ პირადი კომპლექსების ეკრანზე გადმოტანა და შეიძლება ითქვას რეალობაზე გავლენის ქონაა.

მელანქოლიის ყურებისას თითქოს ხდება ნათელი თუ რატომ საუბრობდა ტრიერი სიმპატიით ჰიტლერზე, თითქოს ატყობ რომ დიახ, ტრიერს მართლა სურს აპოკალიფსი, კაცთა მოდგმის გადაშენება, და თან ვერ იჯერებ, ეკრანზე ხომ კინომატოგრაფიულად კარგ, გამართულ ფილმს უყურებ. როგორ შეიძლება ხელოვანს ასე სძულდეს ადამიანები?

ტრიერი კვლავ იქეთ იყოს და ბორხესის ერთ-ერთ მოთხრობაში, რომლის სახელსაც ვერ ვიხსენებ, აღწერილია მომავალი სადაც ადამიანები საკუთარი ნებით მიემართებიან გაზის კამერისკენ, წარსულიდან მოგზაური ეკითხება ერთ-ერთს, “სად მიდიხართ? რას შვრებით?” რაზეც ის პასუხობს, “გაზის კამერებში, ეს გამოგონება პირველად ერთმა ფილანტროფმა, სახელად ადოლფ ჰიტლერმა გამოიყენა მასობრივად.”

მსგავსია ტრიერის მიდგომა, მისთვის თითქოს ეს ფილანტროპიაა, შვება. აი, მაგიტომაცაა მისთვის აპოკალიფსი მხოლოდ დასაწყისი, ჰიტლერი კიდევ არც თუ ისე ცუდი ტიპი.

ასე რომ, ლარს, კინემატოგრაფიაში ხუთიანი, ადამიანობაში ნოლი!

6 thoughts on “აპოკალიფსის დასაწყისი, ოდა სიხარულს ტრიერის მიხედვით

  1. エカ (aka Katiee)

    wow
    მგონი ამის შემდეგ ღირს ნახვა :))

    პ.ს. მე ანტიქრისტესაც ვერ ვუყურე, 10-15 წთ გავქაჩე მხოლოდ😦

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      ანტიქრისტე ვერც მე ვნახე, ზუსტად ეგრე მომივიდა, 20 წუთის შემდეგ გამოვრთე.

      Reply
      1. エカ (aka Katiee)

        ხო, ვერ მივხვდი რატომ უნდა გამეძლო, რომ ბოლოს იმ რაღაც მარაზმული სექსის სცენისთვის მეყურებინა? არ დამაინტერესა და რა ვქნა, მარტო იმიტომ, რომ მეთქვა, გენიალური ფილმია და მეც ვნახეთქო, არასდროს არაფერი მინახავს (შეიძლება სამწუხაროდ) და ერთით მეტი, ერთით ნაკლები – სულერთია😀

  2. che

    ვერ დაგეთანხმდები დათო, ჩემი აზრით ამ ფილმს კინემატოგრაფშიც არ ეკუთვნის ხუთიანი. ძალით ვუყურე ბოლომდე, რომ შემდეგ რაც კი გინებაა ჩაზუთხული ჩემ ცნობიერში – ყველა ამომეტივტივებინა. უაზროდ გაპრანჭული კინოესთეტიკა, აქეთ-იქით ბოდიალი მთელიო ფილმის განმავლობაში, დაუჯერებელი კონფლიქტები. ნუ ერთადერთი რაც ფილმს კარგი ჰქონდა იყო კინემატოგრაფია, ძალიან ლამაზი კადრები და კარგი ოპერატორული ნამუშევარი. დალშე არის ნაგავი, გაპრანჭული, გამოწკეპილი ნაგავი. თავის ტრაკში პერო ფინალიანად, რომელიც, სხვათა შორის, საშინელი სპეცეფექტით იყო გაკეთებული.

    Reply
  3. Nina Gorecki

    მმ არადა ძალიან კარგი რეკომენდაციები აქვს ამ ფილმს ძალიან მაგარი ადამიანებისგან. მე კიდევ ვეღარ დავაყენე საშველი ყურებას😐

    Reply
  4. geoskeptic

    მე ასე არ ჩავღრმავებივარ… არ მომეწონა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოვიწყინე:/
    შეიძლება ხელოვანი კაცთმოძულე იყოს მაგრამ საინტერესო სპექტაკლი დადგას და გაგართოს საათნახევრის განმავლობაში.
    ტრიერის ფილმებიდან breaking the waves მომეწონა.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s