ხუთი (+1) ინგლისური სიტყვა რომელიც ქართულში არ არსებობს

ყოველ ენას აქვს ისეთი სიტყვები რომლებიც ძალიან რთულია გადმოთარგმნო მეორეზე. ყველაფერი კულტურული მემკვიდრეობის და ენის განვითარება არ განვითარებაზეა დამოკიდებული. არც ქართულია ამ მხრივ გამონაკლისი. თუმცა, ეტიმოლოგიური ექსკურსით ძალიან რომ არ მოგაწყინოთ თავი, რამდენიმე ინგლისურ სიტყვაზე გავამხვილებ ყურადღებას და თან გთავაზობთ თარგმნის თქვენეული ვერსიები შემომთავაზოთ, აქვე შევეცდები ჩემი მოკრძალებული წვლილიც შევიტანო.

Flatmate – უცხოეთში ნამყოფი ახალგაზრდების მუდმივი პრობლემა ქართულად საუბრისას. მართლა, როგორ უნდა თარგმნო? “თანამცხოვრები?” – რა თანამცხოვრები – ვერ ჟღერს სიტყვა აშკარად. “მეზობელი”? – ეს ფაქტობრივად არასწორია, მეზობელი ისაა კარის იქეთ რომ ცხოვრობს, Flatmate კიდევ იქვე, ბინაში გყავს. შეიძლება მეგობარიც კი არ იყოს და უბრალოდ ცხოვრობდეს შენს სივრცეში, დატანტალებდეს შხაპში, მიირთმევდეს შენს სამზარეულოში და ა.შ. მიდი და დაუძახე ამის მერე მეზობელი, მეგობარი… პირდაპირი თარგმანი ხომ საერთოდ არაჟღერადი გამოდის, “ბინის მეგობარი.” არა ისევ ამ სიტყვის გამოყენება სჯობია ქართულ დიალოგში, სანამ რამე ახალს ვერ მოვიფიქრებთ.

Nerd/Geek – მიუხედავად იმისა რომ ამ ორ სიტყვას შორის უკვე არსებობს განსხვავება ის მაინც არაარსებითია. ზოგადად გულისხმობს უგზო უკვლოდ განათლებულ ადამიანს, ანუ ჩვენში რუსულად რომ იტყოდნენ ხოლმე “ბოტანიკი”. მაგრამ რუსული არ გამოგვადგება ქართულზე თუ მიდგა საქმე, მითუმეტეს თუ გადმოვაქართულედ სრული უაზრობა, ანუ “ბოტანიკოსი” გამოვა.  შეგვიძლია გამოვიყენოთ “ენციკლოპედიკი,” მაგრამ სიტყვაში ბოლო ხუთ  ასოს ცოტა სხვა ელფერი დაჰკრავს. ვთავაზობ “ნერდებს” და “გიკებს” თავად გამოიგონონ რამე შესატყვისი.

Winger – სლენგზე გულისხმობს მეგობარს რომელიც გეხმარება გოგოების (შეიძლება ასევე ბიჭების, მაგრამ მე არ გამიგია) შებმაში. ანუ მარტო რომ არ გახვიდე სადმე კლუბში თან გახლავს მეგობარი. ამის პირდაპირი თარგმა საერთოდ აბსურდია, “მეფრთე”. მეფრთე არა პილოტი კიდევ… ჰმმ, თუმცა პილოტი არც ისე ცუდად ჟღერს, თითქოს ოდნავ მნიშვნელობას უცვლის, მაგრამ ისე თვითონ სიტყვას არაუშავს. მეორეს მხრივ, ზოგადად რამდენად გამოსადეგია ამ სიტყვის არსებობა ქართულ რეალობაში ცალკე საკითხია… შტურმანი?..

Procrastination – ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ფსიგოლოგიურ ტერმინთან, რომელიც გულისხმობს რამე მნიშვნელოვანის გადადებას და ნაკლებად მნიშვნელოვანი მაგრამ უფრო მეტი სიხარულის მომგვრელი საქმით დაკავებას. ამხელა ახსნის შემდგომ მიდი და მოუფიქრე ასეთ ტერმინს ერთ სიტყვიანი შესატყვისი…

Pub Crawl – პირდაპირი თარგმანი “პაბ ცოცვა” ან “ბარ ცოცვა,” მაგრამ ისეთი ალპინისტური ტრადიციების მქონე ქვეყანაში როგორც საქართველოა ისევ “ნიტოა”. სიტყვა როგორც უმეტესობა ალბათ მიხვდით გულისხმობს ბარიდან ბარში გადასვლას და ალკოჰოლის ჩასხმას იმ მომენტამდე როდესაც უბრალო გადასვლა მართლა ცოცვას არ დაემსგავსება. შეიძლება იმის ვარაუდი რომ სუფრის მოყვარულ ერში ეს სიტყვა ვერ ჩამოყალიბდებოდა აღნიშნული კულტურული განვითარების ფონზე, თუმცა გლობალიზაციის პირობებში ალბათ დროა ჩვენც მოვიფიქროთ რამე…

9 thoughts on “ხუთი (+1) ინგლისური სიტყვა რომელიც ქართულში არ არსებობს

  1. cet

    Procrastinationსთან გვაქ სერიოზულად დარხეული, თორე დანარჩენთან კიდე მოიფიქრებ რამეს ^^

    Reply
  2. watching panda

    მეც ვფიქრობ, “ჭკუის კოლოფი” სავსებით შესატყვისია, იმ მნიშვნელობისთვის, რისთვისაც მაგალითად რუსულში “ботаник” გამოიყენება

    Reply
  3. Kate

    მე ვფიქრობ Pub Crawl ქართულად ბარებში მძრომიალე არის. არა?!

    Reply
  4. Gocha Gelashvili

    ასე იყო ყოველთვის… ახლა ახალგაზრდებს ინგლისურად უწევთ განათლება და შესაბამისად, ის ტერმინოლოგია უადვილდებათ, რომელიც თვითონ ესმით, ხოლო “ქართულადგანათლებულთათვის” გაუგებარია. დააკვირდით რუსული განათლების მქონე ქართველებს (და არა მარტო ქართველებს), როგორ “წკეპლასავით” იქნევენ რუსულ ტერმინებს ქართულად საუბარში. რუსულზე ისე ვთქვით უარი რომ – ვერ გამოვძებნეთ ქართული შესატყვისები და ახლა ვეჭიდაოთ ინგლისურს? მე ვფიქრობ ეს სიტყვები თუ მაინცდამაინც აუცილებელია და ჩვენს ყოფაცხოვრებაში მიმდინარე “ივენთებს” ასე შეესატყვისება – დავტოვოთ, როგორც არის. მხოლოდ გამოვთქვათ ქართული აქცენტით ასე, მაგალითად, რუსულ хорошо-ს ვამბობთ ხარაშოოოო… подшипник – პაჩევნიკი, даже – ეს მგონი ვერ “ვთარგმნეთ” ბოლომდე და ასე დავტოვეთ… და უამრავი რამ – ახლა არ მახსენდება…. სხვათა შორის ხომ დავამკვიდრეთ სპარსულიც, თურქულიც (შარვალი, კარაქი, შაქარი, ბალიში და სხვა). მაგრამ მთავარი ეს არ არის. საქმე ისაა, რომ უამრავი ქართული შესატყვისი გვაქვს და იმასაც ინგლისურად ვამბობთ. მაგ; “დედლაინი”, “საიტი”, “ქავერი”, “სეილი”, “მეილი” და სხვა (აქაც მიღალატა და ვეღარ გავიხსენე ბევრი რამ…) ერთსაც ვიტყვი, რომ ქართულ თარგმანებში ისეთ ქართულ სიტყვებს ვაწყდები, რომ სანამ ორიგინალს არ ჩავხედავ, ვერაფრით ვერ ვგებულობ რას ნიშნავს. მიკლედ, დიდი არეულობაა ამ საქმეში…Vale!!!

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s