უკადრებელი 20 თეთრი, ორგიები ავტობუსებში და ზებრაზე გაბრაზებული ქართველი მძღოლები

ასე გვჩვევია ქართველებს, ცუდი თუ მოგვივიდა რამე და ცუდის მეტი რა მოგსვლია ბოლო 20 წლის განმავლობაში, ობიექტურად თუ სუბიექტურად ყოველთვის ხელისუფალს ვაბრალებთ ხოლმე.

მართალია ამ 20 წლის განმაბლობაში მაინცდამაინც ღმერთს ვერცერთი ჩვენი ლიდერი ვერ უქნია, ზვიადიდან დაწყებული მიშათი დამთავრებული, მაგრამ ის რომ ზოგ შემთხვევაში ჩვენი ბრალდება აბსურდამდე დადის, “რა ამინდია, რას გვიშვრება ეს შევადნაძე,” ეს ფაქტია.

ასეა, ვერ ჩამოვყალიბდით სამოქალაქო საზოგადოებად სადაც ყოველი წევრი იშვიათი გამონაკლისების გარდა, საკუთარ თავზე თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებდა და კარგ მოქალაქედ წარმოაჩენდა თავს.

ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ მაინც გინდა გიამბოთ ჩემს რამოდენიმე ბოლოდროინდელ დაკვირვებების შესახებ.

20 თეთრი როგორ გაკადრო?

რამდენიმე კვირის წინ ბოულინგ კლუბში ვაგზლის მოედანზე რომ მდებარეობს, ლუდის დალევა გადავწყვიტე ბარში, არ მახსოვს რომელიც იმპორტირებულ ლუდს მივადექი (ქართული არ ჰქონდათ) და ფასი ვიკითხე. “ხუთი და ოთხმოცი,” მომიგო “ბარგოგონამ”. კი ვიფიქრე “ღმერთმანი, ხუთი და ოთხმოცი რა ამბავია თქო, როდესაც ქვეყანაში საშუალო ხელფასი ოფიციალური თუ არაოფიციალური ინფორმაციით 400 ლარია,” მაგრამ გულისწყრომა ხმამაღლა აღარ გამოვხატე და პატიოსნად ხელი ჯიბისკენ წავიღე, ექვსი ლარი მივაწოდე და ჩემს კუთვნილ ლუდს და ხურდას დაველოდე. ლუდი ისეთი მკაცრი გამომეტყველებით მომაწოდა, რომ მივხვდი ამისგან ხურდის დაბრუნებას ამაოდ ველოდები თქო.

ოცი თეთრის დედაც ვატირე, არც გამოვართმევდი, მაგრამ ის რომ ქართულ ბარებში სადაც სასმელს კატასტროფული ფასი ადევს ხოლმე, მომსახურე პერსონალი ხურდის დაბრუნების ჟესტის ჩადენა როგორც ჩანს პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ უტყდებათ. თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ასეთი მცირედი თანხის არ დაბრუნება, არა სარგებლის მიღების მიზნით არამედ “კარგი რა ოც თეთრს ხომ არ გაკადრებ” ვერსიითაა განპირობებული.

დავეწიოთ და გადავუსწროთ ზებრას

მიუხედავად იმისა რომ გადასასვლელებზე, აი ისეთ გადასასვლელებზე ე.წ. ზებრა რომ ამშვენებს და წესით და რიგით მანქანები სისწრაფეს რომ უნდა უკლებდნენ და ფეხით მოსიარულე  რომ უნდა ატარებდნენ, კინაღამ ერთიორჯერ მანქანამ გამიტანა, მაინც მედგრად ვდგავარ და ზებრას ფუნქციას არ ვუკარგავ.

საინტერესო ისაა რომ ისეთ ადგილებში სადაც ზებრა ახლოსაც კი არ არის ნახსენები, მანქანის მძღოლმა გადამსვლელი რომ დაინახოს სისწრაფეს შეანელებს და პატიოსნად გაატარებს. მაგრამ ზებრა… ზებრა სულ სხვაა. ასეთ დროს როგორც ჩანს ქართველ მძღოლს ზებრაზე დატანილი კონტურები ფინიშის ხაზს აგონებს რომელიც პირველმა უნდა გადაკვეთოს, საჭეს მთელი ძალით ეჭიდება და ზებრაზე პატიოსანი მოქალაქის გატანას ლამობს, ქვეცნობიერად მაინც.

ორგიები თბილისის ავტობუსებში

ვისაც ერთხელ მაინც გიმგზავრიათ თბილის ქალაქის ცნობილ ყვითელ ავტობუსში ალბათ განცდილი გექნებათ ვინმე უცხოსთან ჩახუტება, სასწაული სურნელი და გასასვლელისკენ სვლისას ჯიკაობა.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო რუსთაველიდან ვაკეში მივდიოდი ბაგდანოვკით, ჩვეულად გაჯეჯგილი იყო და სადღაც გასასვლელს და სკამებს შორის ერთი ფეხით მდგარი მეორე ფეხისთვის ამაოდ ვეძებდი დასადგმელ ადგილს. ალბათ მიხვდით რომ ჩემნაირად მგზავრების უმეტესობა ანალოგიურ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი.

ერთ-ერთ გაჩერებაზე ახლო მახლო ადგილი განთავისუფლდა. იმ ადგილზე თავიდანვე ხელი კი არადა ფეხი ჩავიქნიე, ჩემს წინ რამდენიმე ადამიანი იდგა.

ვიფიქრე რომელიმე დაჯდება თქო და ჩემს მეორე ფეხსაც დასადგმელი ადგილი გაუჩნდება თქო… თუმცა იმ ადგილთან მჯდომ სუბიექტი სულ სხვა იდეამ შეაწუხა – გადაწყვიტა რომ ერთ ადგილზე ვერ ეტეოდა და ერთის ნაცვლად ორ ადგილზე გაიშხლართა.

ავტობუსში სამგზავრო 50 თეთრის გადახდა კიდევ ცალკე თემაა. თან რატომღაც მგონია რომ გადასახადს უფრო ისეთი მოქალაქეები არ იხდიან რომლებსაც საშუალეაბა აქვთ და არა ისინი ვინც 100 ლარიან პენსიაზე ცხოვრობენ.

ერთხელ მგზავრობისას ჩემს ახლო მახლო 3 ახალგაზრდა ბიჭი იჯდა და ცოცხალი თავით ბილეთს არ იღებდა. კონტროლიორის საყვედურზე ამათმა ცინიკურად მოიშორეს, “ხო, ხო, გადავხიდით, გვაცადე რა…” შემდეგ გაჩერებაზე მეორე კონტროლიორი ამოვიდა, იგივე მოთხოვნაზე ბიჭები გაუბრაზდნენ, ასეთ რამეს როგორ გვაკადრებო და აქეთ მოსდეს შარი რომ ჩასვლისას უნდა იღებდნენ ბილეთს. კონტროლიორი კონფლიქტს მოერიდა და მალევე ჩავიდა.

“ხოდა ასე,” გაიფიქრეს როგორც ჩანს კმაყოფილმა ბიჭებმა და გზაც მთავრობის გინებაში გააგრძელეს…

6 thoughts on “უკადრებელი 20 თეთრი, ორგიები ავტობუსებში და ზებრაზე გაბრაზებული ქართველი მძღოლები

  1. Nino Edilashvili

    მშვენიერი და ფრიად ლეგიტიმური დაკვირვებებია დავით!;) ხურდის თემა მართლა სასაცილოა თბილისში, გამახსენდა ჩემი თავი. აქ 2 პენსსაც ჩვეულებრივად გიბრუნებენ და თუ არ გამოართვი აქეთ რჩება შეურაცჰყოფილი გამყიდველი, 2 პენსის დატოვებას როგორ მკადრებო. ალბათ ისევ გამყიდველის და მიმტანის კომპლექსის გამოვლინებაა ეს ყველაფერი, საქართველოში მყიდველი და გამყიდველი თანასწორები არ არიან. შესაბამისად გამყიდველს აქვს მოლოდინი, რომ მყიდველს მასზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური სტატუსი აქვს და ძალაუნებურად, ხურდის არდაბრუნებით კიდევ ერთხელ უსვამს ამას ხაზს, ანუ თავის დაქვემდებარებულ პოზიციას მყიდველთან მიმართებაში. თუმცა, საინტერესო ფენომენია ვგონებ:)

    Reply
  2. mancho

    დათოო ძალიან მაგარია..მეღიმებოდა კითხვისას იმიტომ რომ ასეთ რაღაცებს ყოველდღიურად ვხედავ.. თუმცა სასაცილო ამაში არაფერია თუ არა სატირელი..ქართველებს წესრიგის დაცვა არგვიყვარს და ესაა მთავარი პრობლემა,ავტობუსის მაგალითზე ბევრს გონია რომ თუ ბილეთს არაიღებს,რაღაცით მაგარი ტიპია(შეძლო და გააცურა კონტროლიორი ყველას კი არ შეუძლია ეს)).ყველა თავის თავზე ფიქრობს და იმაზე ვისგან რა მიიღოს მეტი.სრული ქაოსია

    Reply
  3. siyvarulovna

    დიდუბიდან ვაკეში არ გიმგზავრია შენ:/
    ერთი კი არა არც-ერთი ფეხი არ მიდევს ხოლმე და სადღაც ჰაერში ვარ გამოკიდებული😐 საშინელებაა უბრალოდ. და როცა გგონია რომ შეუძლებელია კიდევ ვინმე ამოვიდეს იმიტომ რომ კარები ძლივს იკეტება და იღება ყველა გაჩერებაზე ემატება და ემატება ხალხი.

    რაც შეეხება ბილეთის აღებას. მსგავს ავტობუსებში უბრალოდ ვერ ვახერხებ ბილეთის აღებას. ფიზიკურად. ჩანთაში ხელს ვერ ვყოფ ხოლმე რომ ბარათი ამოვიღო, ვერც ვინძრევი :დ უკანაც მსგავსი ავტობუსით მიწევს მგზავრობა, ამიტომაც ძილითადად უფასოდ ვმგზავრობ, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზებისდაგამო

    Reply
  4. Tretiakovebi

    ხურდის დაბრუნება არა მხოლოდ კაფე–ბარებში, არამედ მაღაზიებშიც ერიდებათ უკვე, ეშინიათ შეურაცყოფილი არ დარჩე😐

    Reply
  5. Tamuna Abelishvili

    მომეწონა პოსტი🙂
    “ორგიები თბილისის ავტობუსებში” – ეჭვი არ მეპარბა ძალიან ბევრისთვის, სამწუხაროდ, ნაცნობი სიტუაციაა , განსაკუთრებით მაინც ალბათ “დელისი–მაღლივი–ვაჟას”–ს მარშრუტის მზაგვრებისთვის :დ:დ

    Reply
  6. Author

    “ზებრა სულ სხვაა. ასეთ დროს როგორც ჩანს ქართველ მძღოლს ზებრაზე დატანილი კონტურები ფინიშის ხაზს აგონებს რომელიც პირველმა უნდა გადაკვეთოს, საჭეს მთელი ძალით ეჭიდება და ზებრაზე პატიოსანი მოქალაქის გატანას ლამობს, ქვეცნობიერად მაინც”😀

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s