ქუთაისი – კონტრასტების ქალაქი

“ასეა, თუ ბავშვი ხელში გყავთ აყვანილი ესეიგი ბავშვია, თუ არა, და ფეხზე დგას, ესეიგი ბავშვი აღარაა”
-საბაგიროს თანამშმრომელი, ქალბატონს რომელმაც ბავშვებს ბილეთი არ აუღო

ტაქსის ხელს ვუქნევ, მიჩერებს. ჩაწეულ ფანჯარას ვუახლოვდები და მძღოლს ვეკითხები, “სპორტის სასახლესთან სამ ლარად გაგვიყვანთ?” თბილისის მაშტაბებში მანძილი რომელსაც ტაქსისტს ვთხოვ გასავლელად დაახლოებით გაგარინის მოედნიდან სპორტის სასახლემდე ტოლია. ვიცი რომ ეს ფასი ნორმალურია დედაქალაქის პირობებში, მაგრამ ამჯერად ქუთაისში ვიმყოფები და აქ ტაქსისტები სხვა კასტას წარმოადგენენ.

ჩემს კითხვის გაგონებაზე ტაქსისტი ძალიან მოკლე მაგრამ ბრაზიან მზერას მიქცევს, მყისიერ სიჩქარეს რთავს, სახეს გზისკენ ისწორებს, უპასუხოდ მტოვებს და ჰორიზონტზე ქრება. პოზის შეცვლასაც კი ვერ ვახერხებ, გაოგნებული ვდგავარ და ჩემი მეგობრების ხარხარს ვისმენ.

ვერავინ დამარწმუნებს რომ ქუთაისის ტაქსისტებს უფრო მაღალი შემოსავალი აქვთ ვიდრე თბილისელებს. აქ საქმე ორ მოვლენასთან უნდა გვქონდეს, პირველი, აშკარა ანტიპატია “დედაქალაქიდან ჩამოსულების მიმართ,” ა ლა “ჩამოვიდნენ აქ თბილისიდან და ჰგონიათ რომ შეუძლიათ კაპიკეპად იარონ” და მეორე, “სჯობია სულ ისე ვიარო ვიდრე იმდენი არასაკადრისი გადამიხადონ”.

ასე მაგალითად, მეორე შემთხვევაში სხვა ტაქსისტს ერთ ადგილამდე მისაყვანად იმაზე მეტი შევთავაზეთ ვიდრე საჭირო იყო. თუმცა, ხის ჩრდილის ქვეშ გაჩერებულმა ძალიან მშვიდად და ზარმაცად მოკლედ “არა” მოგვიგო. მართლაც, რატომ უნდა შეიწუხო თავი როდესაც ასეთ სიცხეში სჯობია მთელი დღე უსაქმოდ ხის ჩრდილის ქვეშ იდგე და კოლეგებს ქვეყნის ავბედითობაზე ესაუბრო.

ამრიგად ტაქსი თბილისისაზე გაცილებით ძვირი სიამოვნებაა, თუმცა არის კიდევ ერთი განსხვავება. თუ თბილისში ტაქსის მძღოლები პოტენციური კლიენტის შენიშვნისას სიჩქარეს აგდებენ და ისევე მიიზლაზნებიან როგორც ბაგირა მსხვერპლის დანახვაზე, ქუთაისელი ტაქსისტები ბევრად “დასტოინად,” კლიენტის დანახვაზე სიჩქარეს უმატებენ და მათ მისამართით დაქნეულ ხელს არაფრად აგდებენ.

ქუთაისი კონტრასტების ქალაქია. ამ ჯერზე მეგობრებთან ერთად ჩასულმა აქ სულ რაღაც ორი დღე გავატარე, რომ არა მეორე დღე ქუთაისიდან ყველანი ძალიან ცუდი შტაბეჭდილებებით წამოვიდოდით. საქმე ისაა რომ პირველ დღეს დროის უქონლობის გამო ძირითადად ქალაქის შეფასება მხოლოდ შემოსასვლელით (საღორია) და ავტოსადგურით მოგვიწია. პირველ რაც თვალში გვეცა იყო მტვერი. თბილისიდან ჩამოსულს მტვერი რომ გაგიკვირდება ალბათ დაგვეთანხმებით რომ საკმაოდ სავალალო მდგომარეობაა. საბედნიეროდ მეორე დღემ, როდესაც მოგვეცა ბაგრატის, თეთრი ხიდის და განახლებული ქალაქის ნაწილის ნახვა ჩვენზე სულ სხვა შტაბეჭდილება დატოვა. ამ უბანში გასეირნება ნამდვილად არაა ცუდი იდეა და არც მტვერი შეგაწუხებთ, რაღაცეები კი მართლა კარგადაა გაკეთებული.

მერე რა რომ აქ ტურისტები ჯერჯერობით მხოლოდ კანტი კუნტად ჩანან, ტურისტულ ცენტრში რუკაზე შესულებს მომსახურე პერსონალმა ძალიან მოწადინებულად, ნეიტრალური აქცენტით მოგვიგო, “How can I help you?” ჩვენგან იგივე ენთუზიაზმი რომ ვერ შენიშნა, მშობლიური, მკვეთრად გამოხატული ქუთაისურით მოგვიგო, “აა, ქართველები ხართ?” ჩვენც თავი დავაქნიეთ და საჩუქრად ქალაქის რუკა მივიღეთ. სხვათაშორის როგორც ჩანს აქ ინგლისურად არა მარტო უცხოელები საუბრობენ. ამაში შემდეგ ფაქტმა დამარწმუნა. რესტორან მირზაანში შესულებმა შეკვეთამდე ერთ-ერთ ოფიციანტს გავესაუბრეთ და თეთრ ხიდზე მისასვლელი გზა ვიკითხეთ, იმანაც აგვიხსნა, ოთხივე მადლობა გადავუხადეთ და მენიუ ვთხოვეთ. იმანაც კი ბატონოო, ოღონდ მენიუ ინგლისურად მოგიტანოთო თუ ქართულადო? რადგანაც კითხულობს უნდა იყოს იმის პრეცენდტი რომ შემოსულ სტუმარს მიუხედავად ქართველობისა ინგლისურად წაკითხვა ერჩივნა…
ისე რეკლამაში არ ჩამითვალოთ და მირზაანის სამზარეულო ძალიან გემრიელი აღმოჩნდა და თბილისის ფილიალი ქუთაისისას ბევრად ჩამოუვარდება. თემა რომ გავაგრძელოთ, მაგიდასთან დასხდომისას ჩვენს უკან სტუმრები ახალი წასულები იყვნენ. მათი მაგიდა ტიპიურ ქუთაისურ მოვლენას ასახავდა.

“ფასები ფურცელი,” ქუთაისური სტილი

ბაშვობიდან ვიცოდი რომ თუ ჭეშმარიტი იმერელი ხარ შეიძლება სახლში ელემენტარული სახსარი არ გაგაჩნდეს, მაგრამ სუფრა ყოველთვის სავსე უნდა იყოს და აუცილებლად იმაზე მეტი უნდა იდოს მაგიდაზე ვიდრე შეჭმა შეგეძლოს ნორმალური, ან თუნდაც არანორმალურად დიდი ზომის ადამიანს. ასეთი იყო ის მაგიდაც, ნახევარი სტუმრებმა იქვე დატოვეს, აბა რა წესია იმდენი შეუკვეთო რამდენსაც შეჭამ?
ჩვენ უწესოდ მოვიქეცით და იმდენი შევუკვეთეთ რამდენის შეჭმაც შეგვეძლო. ალბათ რომ წავედით ოფიციანტმა ჩვენი მაგიდის დანახვაზე სინანულით თავი გაიქნია და მთლიანად გაწმენდილი თეფშებისგან კულტურული შოკი მიიღო.
მირზაანი არა და ადგილობრივ “რესტარანებში” კიდევ ერთი თავისებურება აღმოვაჩინეთ, მართალია რთულია განაზოგადო მაგრამ ორ “ზავეძენიაში” შესულებს ორივეში ერთნაირი სიტუაცია დაგხვდა. საქმე ისაა რომ ორივეგან შესასვლელში ჯერ ტუალეტი გვხვდებოდა და მერე უკვე უშუალოდ სასადილო ოთახი. ანუ, წარმოიდგინეთ რომ შედიხართ შენობაში, ზუსტად თქვენს პირდაპირ ხუთ მეტრში არის ტუალეტი, ხოლო მარცხნივ სხვა კარებში უკვე შესასვლელი რესტორანში…

ყოველთვის მეგონა ხოლმე რომ რესტორანის მესვეურებს არ უნდა აწყობდეთ ქუჩიდან შემოსული სტუმრის ტუალეტში შეშვება, მაგრამ ამ ორ შემთხვევამ დამარწმუნა რომ მათი ტუალეტის კარები ყოველთვის ღიაა შემთხვევით გამვლელისთვის. ამ ორიდან ერთ-ერთ შემთხვევაში კი ღია პირდაპირი მნიშვნელობით, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ კარები უბრალოდ არ იკეტებოდა და საქმეზე შესულს თან კარი უნდა დაგეკავა და თან არხსენებულ საქმეზე გეფიქრა.

კიდევ ერთი თავისებურებაა სამარშრუტო ტაქსები, თუ თბილისში ამ სატრანსპორტო საშუალებაში მფლობელი ცდილობს რაც შეიძლება მეტი სკამის ჩატენოს (საბოლოოდ ფეხების დასადები სივრცე იმდენად მცირეა რომ ამაზე შეიძლება პიგმეებმაც კი დაწერონ საჩივარი), ქუთაისში ყველაფერი პირიქითაა. აქ “მარშუტკაში” შესულს მაქსიმუმ 10 დასაჯდომი ადგილი თუ დაგხვდება, ყველა დანარჩენი სკამი აღებულია, რათა მგზავრმა კომფორტულად იგრძნოს თავი ფეხზე დგომისას. რომელია ამ ორთაგან მარკეტინგულად უფრო გამართლებული თქვენი გადასაწყვეტია…

კიდევ ბევრი სხვა რამე იყო, იყო მაკდონალდსი რომელმაც ჯერ საკუთარი არსებობით და შემდეგ უკვე ფერების გადაწყვეტილებით გულახდილად გაგვაკვირვა, იყო დაძაბული გამვლელი რომელმაც მიმართულების კითხვისას პრაქტიკულად ჩაგვეცუცქა, იყო არხეინად მოსიერნე პატრული და ბევრი სხვა რამ… თუმცა ყველაფერს ვერ მოჰყვები, ყველაფერი დანარჩენისთვის არსებობს თბილისიდან ქუთაისში მიმავალი 12 ლარიანი მარშუტკა, რომლის პლეილისტიც ცალკე ისტორიაა…

11 thoughts on “ქუთაისი – კონტრასტების ქალაქი

  1. Polyglot

    “ალბათ რომ წავედით ოფიციანტმა ჩვენი მაგიდის დანახვაზე სინანულით თავი გაიქნია და მთლიანად გაწმენდილი თეფშებისგან კულტურული შოკი მიიღო.”😀😀

    სხვათაშორის, მირზაანის ფილიალები თბილისშიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მე მაგალითად ვაჟა ფშაველაზე რომ არის იმას ვანიჭებ უპირატესობას.

    Nice story😉

    Reply
  2. მანქი

    მე სულ მირზაანში ვჭამ ხოლმე ქუთაისში როცა ჩავდივარ, მართლაც უგემრიელესია ყველაფერი და თან იაფი.
    ერთი ოფიციანტი მანდ ზურა ადეიშვილს ჰგავს ძალიან😀

    Reply
  3. lana

    “აშკარა ანტიპატია “დედაქალაქიდან ჩამოსულების მიმართ,” -მთლად ასე არ არი,უბრალოდ ტაქსისტებში არ გაგიმართლა(ეთიკას ვგულისხმობ)მგზავრობის საფასურის სიძვირეში გეთანხმები.
    “ოღონდ მენიუ ინგლისურად მოგიტანოთო თუ ქართულადო? რადგანაც კითხულობს უნდა იყოს იმის პრეცენდტი რომ შემოსულ სტუმარს მიუხედავად ქართველობისა ინგლისურად წაკითხვა ერჩივნა…” :D:D:Dარ დაიჯერო,ქართველი არ მოითხოვდა.თავის მოწონება-რომ იცოდეთ მენიუ ინგლისურადაც გვაქვს-ო :დ.
    ისე ჩამოსვლის მიზეზი”რესტარანებში”ვიზიტი იყო თუ…….🙂
    სხვა დროს როცა ჩამოხვალ შეეცადე ავტობუსით იმგზავრო,თავისუფალ სკამს აუცილებლად ნახავ.

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      არა, ჩამოსვლის მიზეზი რა? სად? როდის? ტურნირი იყო🙂

      Reply
      1. lobzhanidze Post author

        თუმცა, ჩამოსვლის მიზეზის მიუხედავად კარგი დრო გავატარეთ🙂

  4. misha

    eh giorgevichi cocxali iyos chemo davit xo ici mag shemtxvevashi sxvanairad daganaxebdat qutaisss :)))) kargi blogi iyo magram uketesisc sheidzleboda…:)))))

    Reply
  5. Kate

    მიუხედავად იმისა, რომ იმერეთი და ქუთაისი სასტიკად არ მიყვარს, მაინც მაინტრესებს ეს ქალაქი. არასოდეს ვყოფილვარ.

    შენ იცი ეს ვიდეო???😀

    Reply
  6. wearescientistsblog

    ძალიან მომწონს პოსტი😀 იმედია ისევ ჩამოხვალ ქუთაისში, მშვენიერი ქალაქია😀 Kate-ს სასტიკად არ ვეთანხმები, ალბათ რამე ცუდი მოგონება აკავშირებს ქუთაისთან🙂 მეც რომ მკითხო, თბილისში რამდენჯერაც ჩავედი იმდენჯერ 70% უარყოფითი ემოციით დავბრუნდი, მაგრამ მე მაინც იმ 30%-ს შევციცინებ🙂 შერეკილი ადამიანები ყველგან არიან, ქუთაისშიც, თბილისშიც და ა.შ. თვითონ ადამაინს გააჩნეა, შეუძლია თუ არა არ დაიციკლოს ერთ შემთხვევაზე🙂 იშვიათად რომ ჩადიხარ რომელიმე ქალაქში მაშინ შეგემთხვევა ხოლმე უცნაური ისტორიები😀

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      ქუთაისში ხშირად ჩავდიოდი და ბევრჯერ ჩავალ მომავალშიც🙂

      Reply
  7. justvisitor

    ქუთაისში ყოფნისას აუცილებლად უნდა იმგზავრო ავტობუსით, რომელსაც აქვს “წრიული” მარშრუტი, ერთერთი სახასიათოა ეს ამ ქალაქისთვის, უნდა იარო ქუჩებში, ჩამოჯდე ბაღის კიდეზე და გაესაუბრო რამდენიმე შუა ხნის ასაკის მოქალაქეს, რომელიც შესაძლებელია ქუთაისის კოლორიტიც იყოს, უნდა ახვიდე გელათში, გაიარო თეთრ ხიდზე და ა.შ. მხოლოდ ასე ნახავ იმ რეალურ სურათს და შეიგრძნობ განწყობას, რომელიც ამ ქალაქს აქვს, ასევე გამომრჩა ლაპარაკისას პატარა ფრაზებში ქუთაისელების იშვიათი იუმორი და ძალიან ოპტიმისტური დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ.:)

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s