რა უნდოდა კონკიას დედინაცვალს ბაქოს რესტორანში?

ერთი რუსის ქალი რომელიც საქციელით და მემგონი ცოტა გარეგნობითაც ძალიან ჰგავს კონკიას დედინაცვალს კონცეტრირებაში ხელს მიშლის და რესტორანში მსხდომი საზოგადოების ყურადღებას იქცევს.

“Что это у вас за чай? Это не чай, а безобразие какое-то,” ხმამაღლა გაიძახის რუსი ქალბატონი იქვე ახლო ახლო მოფუსფუსე აზერბაიჯანელი მიმტანის გასაგონად.

მოქმედება ბაქოში ხდება და მეც საჭმელის მოლოდინში გადაწყვეტილი მაქვს აზრები დავალაგო და ამ ქალაქზე შექმნილი პირველი შთაბჭდილებები ჩამოვაყალიბო.

თუმცა, “კონკიას დედინაცვალი” უკმაყოფილების გამოხატვას აგრძელებს და კვლავ ხმამაღლა გაიძახის, ამჯერად უკვე როგორც ჩანს რიტორიკულად მიმართავს თანხლებ ორ ახალგაზრდა გოგონას (ეს ორი გოგონა კონკიას დედინაცვალის პერსონაჟს კიდევ უფრო ამსგავსებს ამ უკმაყოფილო ქალს)  “Куда это мы попали? Безобразие какое – то.”

მიუხედავად იმისა რომ ამ ტრიოსგან ზურგით ვზივარ იძულებული ვარ უკან მივიხედო, ქალი ჭირვეულობას განაგრძობს და ნელ-ნელა ჩემი “რუსოფილია” ნოლზე დადის. ამ ქალის პათოსით შეწუხებული კი სოლიდარობას ვგრძნობ ოფიციანტებთან და ლამისაა მათ დასაცავად დავდგე და ვუთხრა, “ქალბატონო მე გუშინ აქ ვივახშმე და მშვენივრად მომემსახურეს,” თუმცა ვჩუმდები და იმას ვფიქრობ ჩაუფურთხუბს თუ არა რომელიმე ოფიციანტი სამზარეულოში გასვლისას ამ ქალს მოსატან კერძში ან თუნდაც სასმელში. ამრიგად ვხვდები რომ ჩემი ჩარევა საერთოდ არ არის საჭირო.

საკვირველია რატომ არ ფიქრობს ხოლმე კაფეში ან რესტორანში შესული კლიენტი რომ მიმტანიც ჩვეულებრივი ადამიანია და 6 საათი ფეხზე დგომის შემდგომ დაღლილზე და გაბრაზებულზე პრობლემის გადაწყვეტა  ერთი ჩვეულებრივი ნერწყვის გამოყოფით შეუძლია.

ამასობაში ჩემთვის აირანი მოაქვთ, გემრიელად მივირთმევ და ისქენდერის ქაბაბს ვუკვეთავ. წინა დღის შემოსულმა ჩაიზე მიმტანს 60 კაპიკი დავუტოვე (დაახლოებით 1.20 ლარი). საკმაოდ პატარა თანხაა, მაგრამ ამის მიუხედავად როგორც ჩანს აქ ჩემს “ხელგაშლილობაზე” ხმა გავარდა (თან იმის ფონზე რაც გვერდზე მაგიდაზე ხდება და ჩემი მადლობის თქმა მიმტანის ყოველ მოსვლაზე როგორც ჩანს ჩემს მიმართ კეთილგანწყობას ერთი ორად ამაღლებს) და მიმტანები ისე მივლიან თავი პრინცი მგონია, ან პრინცი თუ არა, ტაილერ დარდენი მაინც.

ამასობაში ქალი ახალ მოტანილ კიევურ კატლეტს (ჰქონდა თუ არა ამ კატლეტს დამატებითი ორგანული დანამატები მხოლოდ მოსამსახურე პერსონალმა თუ იცის) მიირთმევს და მერამდენიმე ჩაკბეჩაზე კვლავ კაპარჭყანობას იწყებს,  “Что это такое? Это киевские катлеты по вашему? Я это вообше не заказывала? მაგიდასთან მისული აზერბაიჯანელი მიმტანი, რომელიც რუსულად წესიერად  ორ სიტყვას ვერ აბავს, ქალს თეფშს ართმევს და რამდენიმე წუთში ახალი მაგრამ აბსოლუტურად იდენტური კერძით მოდის.

ამის დანახვაზე ამჯერად უკვე “კონკიას დედინაცვალის” სავარაუდო შვილები აქტიურდებიან და დედას მიუგებენ რომ “это абсолютно тоже самое блюдо.” თუმცა, როგორც ჩანს ეს ქალბატონი თვითონ იღლება საკუთარი ჭირვეულობით და დარჩენილ დროს ფარდობით სიჩუმეში ატარებს, ჩეკს იხდის და ყოვლად შეწუხებული შვილებთან ერთად გადის რესტორნიდან…

ამასობაში ჩემთვისაც შესანიშნავ ისქენდერი მოაქვთ, ხასიათი მიმაღლდება და მეც ახალი შთაბეჭდილებებისათვის ვემზადები, თუმცა ამაზე მოგვიანებით…

One thought on “რა უნდოდა კონკიას დედინაცვალს ბაქოს რესტორანში?

  1. Kate

    ძალიან კარგი პოსტი იყო. ძალიან მომეწონა.🙂

    “საკვირველია რატომ არ ფიქრობს ხოლმე კაფეში ან რესტორანში შესული კლიენტი რომ მიმტანიც ჩვეულებრივი ადამიანია და 6 საათი ფეხზე დგომის შემდგომ” – ვაიმე ზუსტად.

    “ამასობაში ჩემთვისაც შესანიშნავ ისქენდერი მოაქვთ, ხასიათი მიმაღლდება და მეც ახალი შთაბეჭდილებებისათვის ვემზადები, თუმცა ამაზე მოგვიანებით…” – ველოდები.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s