ჰარუკი მურაკამის LittlePeople და აუხდენელი ნობელი [რეცენზია 1Q84-ზე]

1Q84

“პრუსტზე რას ფიქრობ? ‘ დაკარგული დროის ძიებაში,’  შემოდის შემოთავაზებით ტამარუ. – თუ ჯერ არ წაგიკითხავს, მშვენიერი შანსი გაქვს  ეს წიგნი თავიდან ბოლომდე წაიკითხო.

-თქვენ წაკითხული გაქვთ?

-არა. ციხეში არ ვმჯდარვარ, არც სადმე დიდხანს ვიმალებოდი. ამბობენ, მისი კითხვა რთულია, თუ რა თქმა უნდა რომელიმე ხსენებულ სიტუაციაში არ აღმონჩდი.”

ეს ამონარიდია ხარუკი მურაკამის ტრილოგიიდან 1Q84 (ბოდიშს ვიხდი არაპროფესიონალური თარგმანისთვის).  ავტორი მარსელ პრუსტზე მისი ნაწარმების სიდიდის გამო  ქილიკობს. მართალია, მურაკამის გმირის არ იყოს, ციხეში არც მე ვმჯდარვარ და “დაკარგული დროის ძიებაში” არც მე წამიკითხავს, მაგრამ სიდიდით თუ ვიმსჯელებთ, მურაკამის სამტომეული, რომელიც 1000 გვერდზე მეტს მოიცავს, თაროზე პრუსტის გვერდზე შეგვიძლია შემოვდოთ.

რთული მისახვედრი არაა რომ 1Q84 ალუზიაა ჯორჯ ორველის 1984-ზე, თუმცა შეიძლება ითქვას რომ მსგავსება ამაზე იწურება.

ლათინური სიმბოლო Q – კი იმ კითხვის ნიშანს აღნიშნავს რომელსაც ნაწარმოების მთავარი გმირი აომამე საკუთარ თავს დაუსვამს მას შემდეგ რაც აღმოაჩენს რომ სამყარო რომელსაც ის იცნობდა, შეიცვალა და მასში ორი მთვარეა, პოლიციელებს კი ავტომატური იარაღი აქვთ (მისთვის ჩვეულ სამყაროში პოლიცილები სხვანაირად არიან აღჭურვილები).

ნაწარმოები მართლაც საინტერესოდ იწყება, გაგრძელებესაც თითქოს არაუშავს და აი ბოლო ტომში ავტორი თითქოს რაღაცას უთქმელს ტოვებს. იწყებს თემას, ცდილობს გაშალოს და აი ბოლოს ვერა და ვერა… მაგალითისათვის ერთი მარტოსული დეტექტივის ისტორია გამოდგება, რომელსაც მესამე წიგნის თითქმის მესამედი ეთმობა, თავიდან მისი ისტორიაც თითქოს საინტერესოდ ვითარდება, თუმცა ბოლოს რაღაც უკმარისობის განცდას უტოვებს მკითხველს.

მურაკამის ეს ნაწარმოები, მსგავსად მისი სხვა რომანებისა, მარტივად საკითხავია, შეიცავს დეტექტიურ, ფანტასტიკურ და სასპენსურ ელემენტებს, მაგრამ სამწუხაროდ კვლავ ვერ ცდება “ნორმალური თანამედროვე მწერლის” ნიშნულს და კლასიკოსებთან შედარებით, რაზეც რატომღაც მგონია მურაკამის ცნობიერი თუ ქვეცნობიერი პრეტენზია გააჩნია ( თავისი ნაწარმოებებში, მურაკამი საეჭვოდ ბევრს საუბრობს დოსტოევსკიზე), მისი შემოქმედება ჯერჯერობით სუსტი აჩრდილივითაა.

ნაწარმოებში ხარუკი მურაკამი  თავის საფირმო ილეთს იყენებს ანუ ლაპარაკობს ლიტერატურასა და მუსიკაზე. წიგნს ლაითმოტივად ლიტერატურის შემთხვევაში, ჩეხოვი, ხოლო მუსიკალურ ფონად, ჩეხი კომპოზიტორი ლეოს იანაჩეკი მიჰყვება.

მურაკამი ჩეხოვის “თოფის წესზე” საუბრობს, რომელმაც აუცილებლად უნდა გაისროლოს იმ შემთხვევაში თუ ის ნაწარმოებში შემოიყვანე, თუმცა სულ მალე მურაკამის ერთ-ერთი პერსონაჟი სვამს კითხვას, “აუცილებელია, კი ეს წესი ყოველთვის დაცული იყოს?” ამ კითხვით მურაკამის ნაწარმოებში ინტრიგა შემოაქვს, რომელიც პრინციპში ნაწარმოების ბოლომდე ნარჩუნდება.

რაც შეეხება იანაჩეკს, მისი კომპოზიცია “სიმფონიეტა” მურაკამის ნაწარმოების დასაწყისშივე შემოჰყავს და ბოლომდე არ ეშვება. მურაკამის პერსონაჟი აღნიშნავს რომ ნაწარმოები არც თუ ისე პოპულარულია და მის შესახებ ბევრმა ადამიანმა არ  იცის. Youtube-ზე კომპოზიციის ნახვების რაოდენობას თუ შევამოწმებთ და ამას იმას დავამატებთ რომ კომენტარების აბსოლუტური უმრავლესობა იმაზე საუბრობს რომ ბმულზე სწორედ რომ 1Q84-ის დამსახურებით მოხვდნენ,  ეს აზრი სიმართლისგან შორს არ უნდა იყოს.

ნაწარმოებში ერთ-ერთი მთავარი ანტაგონისტის ადგილი რელიგიურ სექტას უკავია, რომელსაც ვინმე LittlePeople (ეს სახელწოდება როგორც ჩანს ორიგინალშიც ასე ჟღერს რადგანაც არც რუსული და არც ინგლისური თარგმანი მას სხვანაირად არ მოიხსენიებს) მართავენ, თუმცა ვინ არიან ეს LittlePeople პრინციპში გაურკვეველი რჩება, ისევე გაურკვეველი როგორც ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის მიერ დაწერილ ნაწარმოებში… თუმცა, აქ სჯობია გავჩერდე და სიუჟეტი ბოლომდე არ გავცე.

მთლიანობაში წიგნი კარგი გასართობია, რომელიც პრუსტისგან (აქ ბოდიში “не читал, но осуждаю-ს პრინციპისთვის”) განსხვავებით მკითხველს არ ჩააძინებს, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული სიბრძნის ძიებას ნაწარმოებში მაინცდამაინც ნუ შეეცდებით. 1Q84 მურაკამის მორიგი ნაწარმოებია და სამწუხაროდ არა საუკეთესო, ამიტომაც ავტორს წელს “ნობელის  პრემიის არ მიღება” მაინცდამაინც არ უნდა სწყენოდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s