სიბრმავის ნათელი მაგალითი სარამაგოსგან [რეცენზია “სიბრმავეზე”]

saramago

ჟოზე სარამაგოს რომანი, “სიბრმავე”, მკითხველს პირველივე აბზაციდან უცნაურ და დამაინტრიგებელ ნარატივში აგდებს; ნაწარმოების ერთ-ერთი გმირი მანქანის ტარებისას, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ბრმავდება. როდესაც მკითხველი ხვდება რომ  ეს უცნაური სიბრმავე ვირუსულ და ეპიდემიურ ხასიათს ატარებს, ინტრიგა კიდევ უფრო მძაფრდება.

რამდენიმე შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, უსახელო ქალაქის მთავრობა ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად,  ინფიცირებულ ადამიანებს კარანტინში ათავსებს, მაგრამ ძალიან მალე, ამ ჯგუფს სულ უფრო მეტი ადამიანი ემატება და რაც უფრო მეტია ინფიცირებული ადამიანების რიცხვი, მით უფრო გაუსაძლისი და არადამიანური ხდებ მთავრობის დამოკიდებულება თავისი მოქალაქეების მიმართ. გარკვეული პერიოდის შემდეგ სიტუაცია კონტროლს ვეღარ ექვემდებარება და საბოლოოდ ქალაქის პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა ბრმავდება.

ქალაქი სავსეა ექსკრემენტებით, მიტოვებული სახლებით, რომლებსაც აქა-იქ მოსიარულე ბრმა მოქალაქეები შემთხვევითობის პრინციპით იყენებენ დროებით თავშესაფრად და რომლებისთვისაც ყველაზე დიდ საზრუნავს საჭმლის პოვნა წარმოადგენს. დაბრმავებული მოქალაქეები მუდმივად დაუბანლები, ცას იმას შესთხოვონ რომ რაც შეიძლება ხშირად მოწვიმოს და ამ წვიმის წვეთებში ოდნავ მაინც გასუფთავდნენ, ეს ის სამყაროა, რომელსაც სარამაგო დეტალურად აღწერს და რომლითაც ავტორი ადამიანის სულის ყველაზე დაბალ საფეხურს გვაჩვენებს. სწორედ ასეთ ვითარებაში ვლინდება ნაწარმოების სხვადასხვა პერსონაჟების ნამდვილი, შეუნიღბავი, ცხოველთან მიახლოვებული ბუნება.

კითხვისას იქმნება შთაბეჭილება რომ თქვენს წინაშე ზომბებისგან შემდგარი, აპოკალიპტური სამყაროა, თუმცა არა, ესენი ზომბები არ არიან. ეს იგივე ადამიანები არიან რომლებსაც მხედველობის გარდა სხვა ოთხი გრნობა და რაც მთავარია ტვინი შერჩენია, თუმცა წინა აბზაცში მოყვანილ აღწერილობის გათვალისწინებით, რთული მისახვედრი არაა რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ადამიანები ზომბებზე უარესად იქცევიან.

ერთადერთი ვინც არ ბრმავდება ექიმის მეუღლეა, რომელიც ნაწარმოების დასაწყისში კარანტინში წაყვანილი მისი ქმრის დაკარგვის შიშით მოიყუება.  ის თავიდანვე დილემის წინაშე დგება, გაუზიაროს თუ არა საიდუმლო ვინმე სხვას გარდა მის ქმრისა? თუმცა, კარანტინში მოშიმშილე და მძიმე ვითარებში ჩავარდნილი ბრმის დანახვის შემდეგ, ის ხვდება რომ მისი უპირატესობა შეიძლება ნაკლად იქცეს, მხოლოდ იმიტომ რომ ის უმალ გახდება ზოგიერთის მონა.

სარამაგო სრულიად წარმოუდგენელ, ფანტასტიურ რომანს გვთავაზობს, რომელიც საკუთარი ფანტაზიით და ამ ფანტაზიის სკურპულოზურ დეტალების ასახვით, გვაჯადოებს. თუმცა, ამ ფანტასტიკაში ავტორი ფანტაზიას იარაღად იყენებს, იმ იარაღად რომელიც ბრმების სამყაროში მოყვანილი მაგალითებით, თვალებს უხელს იმ მიწიერ, ადამიანურ თვისებებზე, რომლებზეც მკითხველის ჩვეულ სამყაროში, ხშირად  ვერ ან არ ხედავენ.

P.S. კინოადაპტაციის ტრეილერი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s