თოროს უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება (რეცენზია წიგნზე)

Walden_Thoreau

ჰენრი დევიდ თორო ჩვენი თანამედროვე რომ ყოფილიყო, მას ნონკონფორმისტს უწოდებდნენ. წამომიდგენია ის ტოკიოს, დუბაის, პარიზის, სტამბოლის ან მსოფლიოს ნებისმიერი სხვა თანამედროვე მსხვილი ქალაქის სავაჭრო ქუჩაზე რომ მომხვდარიყო, რა მძიმედ დამწუხრდებოდა. დამწუხრდებოდა იმის გამო რომ რასაც ის ებრძოდა, 21-ე საუკუნეში არა თუ შემცირდა, არამედ  კონსიუმერიზმი რომელსაც შეუძლებელია თორო შეჰგუებოდა, თანამედროვე სამყაროში კიდევ უფრო გაძლიერდა.

თუმცა, მეორეს მხრივ რომ არა თორო და მისი ნაწარმოებების გავლენა თანამედროვე დასავლეთის კულტურაზე, სიტუაცია შეიძლება გაცილებით სავალალო ყოფილიყო. მისნაირებს მე-19 საუკუნეში ტრანსცენდეალისტებს უწოდებდნენ, ანუ იმ დროინდელი სახელმწიფო სისტემის და საზოგადოების მოწყობის მოწინააღმდეგებს. ცნობილია რომ თორო უარს აცხადებდა გადასახადების გადახდაზე (იმ დროს დღევანდელისგან განსხვავებით გადასახადებს კარდაკარ აგროვებდნენ), თუმცა ციხისგან თავისმა მეგობარმა რალფ ემერსონმა დაიხსნა, რომელიც მეამბოხე მეგობრის გადასახადებს ფარავდა.

“უოლდენი, ანუ ტყეში ცხოვრება” თოროს ერთ-ერთ მთავარ ნაწარმოებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ის ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელიც მასაჩუსეტსის შტატში არსებულ უოლდენის ტბის პირას თოროს განმარტოვებულ ცხოვრებას ასახავს, სადაც ის პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ლიტერატურაზე, მოდაზე, მარტოობაზე, საზოგადოებაზე და სხვა თემებზე ფიქრს მთელ თავის დროს უთმობს და ამ გამოცდილებას გვიზიარებს.

“მოდა-ის მოძრაობს და ადგენს წესებს მთელი სიმკაცრით. მთავარი მაიმუნი სადღაც პარიზში იხურავს მოგზაურის კეპს და ყველა ამერიკელი მაიმუნი იგივეს იმეორებს,” ასეთია თოროს აზრი მოდაზე.

“რაც შეეხება პირამიდებს, არაფერი გასაოცარი მათში არაა, გარდა იმისა რომ ამდენ ადამიანს დააძალეს მთელი ცხოვრება ვიღაც რეგვენის საფლავი ეშენებინათ, რომლის გვამის ნილოსში გადაგდება და ძაღლებისთვის მირთმევა, უფრო ბრძნული და ვაჟკაცური გადაწყვეტილება იქნებოდა,” წერს თორო.

“უოლდენში” თოროს მიაჩნია რომ იმდროინდელი საზოგადოება ყალბი და სრულიად უსარგებლო წარმოდგენებით ცხოვრობდა (დღევანდელ დღესთან რომ გავავლოთ პარალელი მისი აზრი კიდევ უფრო გამყარდებოდა) და რეალობაში ადამიანს ბედნიერი ცხოვრებისთვის ბევრად ნაკლები მატერიალური სიკეთე და ბევრად უფრო მეტი სულიერი საკვები სჭირდება. წიგნში თოროს პრაქტიკული მაგალითებიც მოჰყავს, ეს მაგალითები ძირითადად მის პირად გამოცდილებას ეფუძნება. ის დეტალებში აღწერს, თუ რამდენს ხარჯავს საკუთარ კვებაში (ამის გარდა პრინციპში მას სხვა არავითარი ხარჯი არ აქვს) და რამდენია მისი შემოსავალი მის მიერვე მოყვანილი პროდუქტების სახით.

საკუთარი მეურნეობის აღწერა თანამედროვე მკითხველს მაინცდამაინც საინტერესოდ შეიძლება არ მოეჩვენოს, რასაც ვერ იტყვი ნაწარმოების ძირითად ნაწილზე, რომელიც თოროს აზრების დინებას წარმოადგენს. მე-19 საუკუნეში ავტორის შეხედულებები შეიძლება ითქვას, რომ დროს უსწრებდნენ და დღევანდელ რეალობაშიც ყურადსაღებ თემებს წარმოადგენენ. საუკუნენახევრის  წინ დაწერილ “უოლდენში” ასახული იდეები ნამდვილად აღძრავენ  მკითხველში ინტერესს.

5 thoughts on “თოროს უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება (რეცენზია წიგნზე)

    1. lobzhanidze Post author

      როგორც გავიგე სანტა ესპერანსაში ჰქონდათ, თუ დარჩათ კიდევ…

      Reply
  1. მაგა რაიუელა

    სწორედ გუშინ ვიყიდე ლიგამუსში ამ წიგნის უკანასკნელი ეგზემპლარი და ძალიან გამიხარდა ამ რეცენზიის დანახვა.
    თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საერთოდ არაფერი არ ვიცოდი ამ წიგნზე და მხოლოდ სათაურით მოხიბლულმა გადავწყვიტე მეყიდა😦
    სულ სხვა შინაარსის წარმომედგინა და აშკარად, სულ სხვაგან მოვხვდი😦

    Reply
    1. nancygaladriel

      არ მოგეწონა?მოსაწყენი დეტალები კი იყო ბლომად,მაგრამ მთლიანობაში გემრიელი ლუკმები უფრო მეტი იყო❤

      Reply
      1. lobzhanidze Post author

        არა, როგორ შეიძლებოდა არ მომწონებოდა, უკვდავი ნაწარმოებია. უბრალოდ თანამედროვე მკითხველი მაგიტომ ვთქვი, რომ შეიძლება ყველას არ მოეწონოს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s