ფოტო ესსე ქართულ ნეგატივზე

რამოდენიმე თვის წინ დასავლეთში მგზავრობის მიზნით თბილისში არსებულ ოკრიბას ავტო სადგურს მივაკითხე. ჩემი  ჩანთით ხელში გამოჩენა და მძღოლების შემოსევა ერთი იყო. მე მათვის პოტენციური კლიენტი ვიყავი, რომლის ხელიდან გაშვება და შესაბამისად ერთი ორი კაპიკის დაკარგვა, არავის სურდა.

როგორც იქნა, “სწორ” სამარშრუტო ტაქსში აღმოვჩდი და მის გასვლას ველოდებოდი, როდესაც კარები ახალგაზრდა ბიჭმა შემოაღო და ორცხობილები შემომაჩეჩა, “ოცდაათი თეთრი, ოცდაათი თეთრი,” მითხრა და ორცხობილები კიდევ უფრო ახლოს მომიწია. რამდენიმე კბილი შემორჩენოდა, სახე კი ლამისაა 70 წლის მოხუცივით დანაოჭებული ჰქონდა. დაახლოებით 25-27 წლის იქნებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად უკვე ბებერს ჰგავდა. მივხვდი, რომ მის მთავარ საზრუნავს დღითი-დღე საჭმლისთვის იმ მინიმალური თანხის შოვნა წარმოადგენდა, რომელიც შემდეგ დილამდე გაატანინებდა თავს, იმ დილამდე, რომელიც კვლავ საკვების ფულზე ფიქრით დაიწყებოდა.

სამწუხაროდ, დიდი ალბათობით შემიძლია ვივარაუდო, რომ მსგავს პირობებში საქართველოს ძალიან დიდი ნაწილი ცხოვრობს. ის ახალგაზრდა ბიჭი კი, ერთ-ერთია იმ მრავალ ადამიანს შორის, რომელსაც არა თუ მხოლოდ ოკრიბას ავტო სადგურზე, არამედ თბილისში არსებულ ძალიან ბევრ სხვა ტერიტორიაზეც შევხვდებით.  

დღეს ერთ-ერთი ასეთი ადგილის მონახულება და ფოტო სურათების გადაღება გადავწყვიტე.

Kolkheti

House

Icons

Game

Bin

Sleeping

One thought on “ფოტო ესსე ქართულ ნეგატივზე

  1. LiLaC

    ეხლა დავფიქრდი იმაზე, რომ თითქმის ყოველდღე ვხედავ ამ სცენას, რომელიც შენს ერთერთ ფოტოზეა: მხარზე ჩანთაგადაკიდებული კაცი/ქალი ნაგვის ყუთში იქექება და ეს უკვე ისე ჩვეულებრივ ამბად იქცა ჩემთვის, აღარც კი მიკვირს😦

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s