24 ისტორიული კოცნა ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ფილმიდან

kisssceneგავიხსენოთ ცნობილი კოცნის სცენები კინოს ისტორიაში. დეტალები ქვემოთ

თავგადასავლების მაძიებელი სკარლეტ იაჰანსონის პერსონაჟი ხავიერ ბარდემს კომპანიაზე უარს ვერ ეუბნება

ფილმი: Vicky Christina Barcelona

რეჟისორი: ვუდი ალენი

დაბნეული ანა კარენინა, დაბნეულ ეკრანიზაციაში, დაბნეულ თინეიჯერ ვრონსკის (აარონ ტეილორ ჯონსონი) მკლავებში

ფილმი: Anna Karenina

რეჟისორი: ჯო რაითი

ნატალი პორტმანის და მილა კუნისის მღზნებარე კოცნა ყველაზე აგრესიულ ჰომოფობსაც კი ვერ დატოვებს გულგრილს

ფილმი: Black Swan

რეჟისორი: დარენ არანოფსკი

ჯუდ ლოსთვის და ნორა ჯონსისთვის სიყვარული ჰორიზონტალურია და თანაც ბრუნვადი

ფილმი: My Blueberry Nights

რეჟისორი: კარ ვაი ვონგი

კოვბოური სიყვარული ჰით ლეჯერისგან და ჯეკ გილენჰალისგან

ფილმი: Brokeback Mountain 

რეჟისორი: ანგ ლი

იზაბელ აჯანის პერსონაჟი, მოქანდაკე როდენის მუზა, აწ უკვე რუსეთის მოქალაქე ჟერარ დეპარდიესთან ერთად

ფილმი: Camille Claudel 

რეჟისორი: ბრუნო ნიუტენი

ჰამფრი ბოგარტი და ინგრიდ ბერგმანი ჯერ კიდევ იმ ეპოქაში როდესაც კოცნას შუქის ჩაქრობა მოჰყვებოდა

ფილმი:  Casablanca

რეჟისორი: მაიკლ კერტისი

სელმა ბლეერის და სარა მიშელ ჟელარის ბოროტი განზრახვები, ძალიან ბოროტი

ფილმი: Cruel Intentions

რეჟისორი: როჯერ კამბლი

რაიან გოსლინგი კერი მალიგანს რომანტიულად კოცნის. რამდენიმე წამში ის ჩაქუჩით ლიფტში შემოსულ ცუდ ადამიანს სახეს გაუჭეჭყავს… პირდაპირი მნიშვნელობით გაუჭეჭყავს

ფილმი: Drive

რეჟისორი: ნიკოლას ვინდინგ რეფნი

50-იან წლების ჰოლივუდი მკაცრად განსაზღვრავდა მამაკაცის და ქალის სილამაზეს. ნერდებს აქ ადგილი არ ჰქონდათ. კაცი მასკულანური, ქალი კი უაღრესად ქალური უნდა ყოფილიყო. ასეთები იყვნენ ბარტ ლანკასტერი და დებორა კერი.

ფილმი: From Here to Eternity 

რეჟისორი: ფრედ ცინემანი

“წარმოსახვითი” პატრიკ სუეიზი 90-იანების სექს სიმბოლო დემი მურთან

ფილმი: Ghost

Frankly, my dear you DO give a damn. ვივიენ ლი და კლარკ გეიბლი.

ფილმი: Gone with the Wind

რეჟისორი: ვიქტორ ფლემინგი

თექვსმეტი წლის სოფი მარსო კინოფილმ ბუმის მეორე ნაწილში. პოპულარობამ არ დააყოვნა

ფილმი: La Boum 2

რეჟისორი: კლოდ პინოტო

ბრედ პიტის “მკვდარი ემოცია” და კლერ ფორლანის “მჟავე ლიმონის ჩაკბეჩის გამომეტყველება” (რომელიც ამ შემთხვევაში არ ჩანს)

ფილმი: Meet Joe Black

რეჟისორი: მარტინ ბრესტი

ჟან მარე და მიშელ მორგანი ძალიან ძველ და ჟან მარეს კარიერაში ნაკლებად ცნობილ ფილმში

ფილმი: Aux yeux du souvenir

რეჟისორი: ჟან დელანო

კერი გრანტი, ინგრიდ ბერგმანი და ძველებური აიფოუნი…

ფილმი: Notorious

ნარცისი ალენ დელონი. უკომენტაროდ

ფილმი: Plein soleil

რეჟისორი: რენე კლემენტი

“როკერი” ჯარედ ლეტო, ჯენიფერ კონელი და “დოზანა”

ფილმი: Requiem for a Dream

რეჟისორი: დარენ არანოფსკი

ახალგაზრდა დი კაპრიო, რომელსაც ოსკარის იმედი ჯერ არ ამოსწურვია. პარტნიორი – კლეირ დენისი

ფილმი: Romeo + Juliet

რეჟისორი: ბაზ ლურმანი

სველ კირსტენ დანსტის სულ არ ანაღვლებს ის რომ ჩვეულებრივ ადამიანს სახელად ტობი მაგვაერი ამ დუბლის გამეორობით თავში სისხლი ჩაექცა და საერთოდ არ იღებს სიამოვნებას კოცნისგან

ფილმი: Spider-Man

რეჟისორი: სემ რამი

არ ვიცი, მე მაქვს გართულება დარენ არანოფსკის ფილმებზე, თუ ზოგადად არანოფსკის კარგ კოცნებს იღებს, თუმცა მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე რომ ამ სიაში ამ რეჟისორის სამი ფილმი მოხვდა. რეიჩელ ვეისი და ჰიუ ჯეკმენი არანოფსკის კოსმიურ/ფილოსოფიურ/დრამატულ საგაში

ფილმი: The Fountain

რეჟისორი: დარენ არანოფსკი

კაცმა რომ თქვას თორი საერთოდ ამ სიაში რა ჩასასმელი იყო, თუმცა ნატალი პორტმანის გამო რას არ გააკეთებ…

ფილმი: Thor

რეჟისორი: კენეტ ბრანაჰი

დი კაპრიო და კეიტ უინსლეტი აისბერგამდე

ფილმი: Titanic

რეჟისორი: ჯეიმ კამერონი

ლოველასი და გულთამპყრობელი ვუდი ალენი რომი შნაიდერს სწვდება

ფილმი: What’s new Pussycat

რეჟისორები: კლაივ დონერი და რიჩარდ ტალმაჯი

ვინ უნდა მოიტოვო “დესერტად” თუ არა ოდრი ჰეპბერნი. ჰეპბერნი ტრუმენ კაპოტეს წიგნის ეკრანიზაციაში ჯორჯ პეპარდთან ერთად

ფილმი: Breakfast at Tiffany’s

რეჟისორი: ბლეიქ ედვარდსი

12 thoughts on “24 ისტორიული კოცნა ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ფილმიდან

  1. Kate

    შენიშვნების ჩამოწერა მინდოდა, მაგრამ დაგინდე.😀
    ისე, კარგი სიაა. მომეწონა.
    უმეტესობა ნანახი მაქვს.
    დანარჩენებსაც ვნახავ.

    Reply
      1. Kate

        კარგი😀

        როგორ დაგიმახინჯებია სახელები და გვარები???😡

      2. lobzhanidze Post author

        აბა, რომლები? რაღაცეები გამეპარა, მოგვიანებით შევასწორე, მაგრამ დარჩა კიდევ?.. ჰმმ, ესეიგი კიდევ ერთხელ უნდა გადავხედო ესეიგი🙂

      3. Kate

        ჯუდ ლოუ
        ჰიტ ლეჯერი
        ჯეიკ ჯილენჰაალი
        სელმა ბლერი
        სარა მიშელ გელარი
        კერი მულიგანი
        კლერ დეინსი
        ტობი მაგუაიერი
        რეიჩელ ვაისი

        ჩემით გავალ😀

      4. lobzhanidze Post author

        ზოგიერთში გეთახნმები, ზოგიერთში არა, მაგალითად ჯად ლოუა და არა “ჯუდ,” ან “ჰიტ?” რატომ არის და არა “ჰით?” რბილია “თ”არის მაგის სახელში. ვეისი და ვაისიც საკამათოა. ნუ გელარში გეთანხმები.

    1. LiLaC

      აუ, ალენ დელონზე მეც მაგრად ვიცინე :)))
      ისე, მეც მაქვს ერთი ასეთი ფოტო, სარკეში ვკოცნი საკუთარ თავს (არც თუ ისე შორეული თინეიჯერობიდან, ნარცისს დამსახურებულად მეძახდნენ, როგორც ჩანს😀 )

      Reply
      1. lobzhanidze Post author

        ყოველ ჩვენთაგანში ცხოვრობს ნარცისი, მეტნაკლებად მაინც🙂

  2. dreamar

    კლერ ფორლანის “მჟავე ლიმონის ჩაკბეჩის გამომეტყველება”😀 ამ გამომეტყველების გამო არ მიყვარს ეს მსახიობი😀

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s