აი თითი ანუ კომენტარი დავით კოვზირიძის ეპისტოლეზე

“მე ის ვიცი რომ არაფერი არ ვიცი”

– სოკრატე-

წვერგაუპარსავი რაიან გოსლინგი რომელსაც დავით კოვზირიძისგან “გაუტყდა”

არც კი ვიცი ღირს თუ არა პუბლიცისტ, მწერალ თუ ჟურნალისტ (აქედან კონკრეტულად რომელია არ ვიცი) დავით კოვზირიძის მარგალიტ ტექსტზე გამოხმაურება, რომლის წაკითხვაც ამ ბმულზე შეგიძლიათ, მაგრამ სხვა თუ არაფერი, გავერთობი მაინც.

2013 წლის 2 ივლისს, მოცემული ტექსტი ჩემი ფეისბუქ ფრენდების დიდმა ნაწილმა მოიწონა და “დედა ეს რა მაგარი რამე წავიკითხე-ს” მაგვარი პათოსით საკუთარ კედელზე გამოაშანშალა. აღფროთვანებულ ადამიანთა რიცხვი დღის განმავლობაში წუთობრივად მატულობდა, ტექსტი, “აიფონიანი” საპროფილე სურათის მქონე გოგოებით დაწყებული, მანქანის საჭესთან მიმსხდარი ბიჭებით დამთავრებული ყველამ მოიწონა. იკითხებოდა შემდეგი ტიპის კომენტარები, “რა მართალია,” “დიდებულია,” “აუ ეს დავბეჭდოთ და ქუჩაში დავარიგოთ”.

სანამ უშუალოდ ტექსტს წავიკითხავდი, ვიფიქრე ბორხესმა რეინკარნაცია განიცადა და ტაბულას მესვეტეს სახით მოგვევლინა თქო… თუმცა, მერე წავიკითხე ტექსტი… ხოოოდა, რა გითხრათ, რითი გაგახაროთ?..

ავტორის მიერ წამოჭრილი თემა იმდენად ბანალური, არაფრის მომცემი და ცარიელია, რომ მსგავსი ტექსტის ავტორობას მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე ცუდი რეჟისორი სახელად ედ ვუდიც კი არ მოინდომებდა.

საქმე ისაა რომ კოვზირიძე ისეთ მარტივ თემებზე საუბრობს, რომელსაც წესით და რიგით ბავშვობაში მშობლები უნდა გასწავლიდნენ, ან მშობლები თუ არა პედაგოგები მაინც. როგორ წარმოუდგენია ავტორს, სიტყვაზე, თუ ადამიანმა ადრეულ ასაკში ვერ გაითავისა რომ “ბანაობა კარგია,” უცბად ტაბულას ვებ გვერდზე შემოვა, მის დიდაქტიკურ ტექსტს წაიკითხავს, შეიგნებს, დაიყვირებს “ევრიკა” და სასწრაფო წესით სახლში “დუშ კაბინას” დაამონტაჟებს? მერე წყალს გადაივლებს და ნასიამოვნები განაცხადებს, “კარგია კიკეთი” კი არადა, “კარგია ბანაობა?”

ერთ-ერთ “მცნებად” ავტორს შემდეგი ფრაზა მოჰყავს: “ქუჩაში ფურთხება, თან ასეთი სიხშირით და ენერგიულობით, სირცხვილია. კიდევ უფრო საძაგელი სანახავია, ცხვირის უცხვირსახოცოდ, ჰაერში გატყორცნით მოხოცვა. ასე არავინ იქცევა დედამიწის ზურგზე.” – მინდა ვუთხრა ავტორს”: You don’t say. აქვე შემიძლია წავაშველო და დამატებითი იდეები შევთავაზო, მაგალითად, ასევე ცუდია ბოდიში და  აცუებდე საზოგადოებრივ თაშეყრის ადგილებში, იფხანდე ერთ ადგილს, აბოყინო და ა.შ. მაგრამ მართლა მაინტერესებს, ყოველგვარი ქილიკის გარეშე, ჟურნალის ვებ გვერდზე (მნიშვნელობა არ აქვს რომლის) ეს რა დასაწერია?

ინგლისურ ენაში ერთი შესანიშნავი სიტყვა არსებობს – “Patronizing”. ზუსტი ქართული შესატყვისი არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით რომ ვთქვათ ეს ისეთი ქცევაა როდესაც ერთი კონკრეტული პიროვნება, რომელსაც საკუთარი თავი სხვებზე გამოცდილი და ჭკვიანი ჰგონია, არიგებს სხვებს, თითქოს მათზე ზრუნავდეს. დაახლოებით ასეთ სტილშია დაწერილი კოვზირიძის სტატიაც: “თქვენ ბნელები, მე (ჩვენ) რაფინირებული”. დანამდვილებით არ ვიცი ვინ რამდენად ბნელია და ვინ რამდენად რაფინირებული, მაგრამ ერთი რამის ზუსტად თქმა შემიძლია – ნაკლებად სახიფათოა ადამიანი რომელიც საკუთარ სიბნელეს აღიქვამს, ვიდრე ბნელი ადამიანი, რომელიც საკუთარ სიბნელეს ვერ ხვდება.

თუმცა, ყველაზე მეტად ავტორის ტექსტში არა თუ დიდაქტიკური მოტივები მომეწონა, რომლებიც ტექსტის ძირითად ნაწილს წარმოადგენენ, არამედ ის იდეოლოგიურად გაჯერებული, თითქოს შეუმჩნეველი, ფსევდო ნეო ლიბერალური პოსტულატები, რომლებსაც ავტორი შავზე თეთრად დაწერილი წინადადების სახით გვაპარებს, მაგალითად – “უფასო არაფერი ვარგა” – WHAT? ბატონო ავტორო, კლასიკური გაგებით უფასო მოცემულობების რიცხვში შედის ძალიან ბევრი კარგი რამეები, მაგალითად მზე, ბავშვობაში დედის ალერსი, წყაროს წყალი და ა.შ. კარგით, ამ ყველაფერმა თუ არ დაგარწმუნათ, ბოლოს და ბოლოს ამბობენ ტაბულაც უფასოაო (ან იყო მაინც). ტაბულა რომ კარგია ამის მაინც ხომ გჯერათ?.. თუ?..

უცბად წარმოვიდგინე ავტორის საკუთარ თავთან დაახლოებთ შემდეგი შინაარსის დიალოგი, “ბანაობა კარგია… კიდევ რა არის კარგი?.. კიდევ მზე… მოიცა, მზე როგორ იქნება კარგი თუ უფასოა? უფასო ხომ კარგი არ შეიძლება იყოს, მაგრამ მზე ხომ კარგია? სექსი? სექსი უფასო სჯობია თუ ფასიანი?” Error, error… Do you want to restart your computer now?

თუმცა, ყველაზე ცუდი ის კი არ არის რომ ავტორმა ძალიან სასაცილო (შემთხვევით და არა შეგნებულად) ტექსტი წარმოადგინა, არამედ ის რეაქციები, რომლებიც ამ ტექსტის დაბეჭდვას მოჰყვა. არ მინდა ვინმეს ეწყინოს, მაგრამ მეგობრებო, ნუთუ ნორმალური პუბლიცისტიკა არავის წაგიკითხავთ? კარგით, შეიძლება ქართულენოვანი ღირებული ტექსტი არ შეგხვედრიათ, მაგრამ ინგლისური და კომპიუტერი რომლებმაც იცით, ინტერნეტში მაინც არ გინახავთ სიტყვაზე ინგლისურ ენაზე (რუსულს შეგნებულად არ დავასახელებ, ავტორი იძახის “ფუააო ეგ”) დაწერილ მართლაც რომ აღსაფრთოვანებელ ტექსტი. რა მოგივიდათ?

ქილიკი ერთი აბზაცით მაინც გვერდზე გადავდოთ და სერიოზულად რომ ვთქვათ ავტორს რეალურად რომ აღელვებდეს ის მდგომარეობა, რომელსაც სამწუხაროდ ქართულ საზოგადოებაში მოდით ვაღიაროთ და შევხვდებით, დიდაქტიკის სხვა ფორმას აირჩევდა და არა ასეთს. ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადამიანი რომელიც შეიძლება უმსგავსოდ იქცეოდეს ან აზროვნებდეს შემოვიდეს ტაბულას საიტზე, წაიკითხოს ტექსტი და ერთ დღეში შეიცვალოს. ანუ, ავტორის ტექსტი სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ვერ აღწევს ადრესატამდე და დარწმუნებული ვარ ამის შესახებ ავტორმა ძალიან კარგად იცის.

სამწუხაროდ მგონია რომ ადამიანთა კატეგორია რომელმაც ტექსტი მოიწონა არათუ მართლა ღელავს პრობლემებზე საზოგადოებაში, არამედ წერილის გაზიარებით და მოწონებით ცდილობს ერთმანეთს ნარცისისტული სიამაყით განუცხადოს: “აი რა კარგები ვართ , ჩვენ ხომ ასე მაგრად ვაზროვნებთ, ფუ ის ბნელები, რომლებიც არ ბანაობენ”.

და თუ ეს ასე არ არის, მაშინ ხელი გულზე დაიდეთ და ერთ მარტივ კითხვას უპასუხეთ, “მართლა გგონიათ რომ პუბლიცისტ,  მწერალ თუ ჟურნალისტ დავით კოვზირიძის მიერ დაწერილი პოსტი ზოგიერთს გააგებინებს რომ ქართველები ყველაზე მაგრები არ ვართ (ჩემი, თქვენი და კოვზირიძის ჩათვლით)?

ეპილოგის მაგიერ

დამატებითი კომენტარი დავით კოვზირიძის რამდენიმე პოსტულატზე

“წინადადება – რა სექსუალური ხარ – კომპლიმენტია და არა შეურაცხყოფა” – ბატონო ავტორო, გააჩნია სიტუაციას, მაგალითად საქმიან შეხვედრაზე თქვენს კოლეგას ასე რომ მიმართოთ, ყველაზე მინიმუმ ქაჯობად შეიძლება იყოს აღქმული.

“თუ NATO-ში შევალთ, ვერავინ ვეღარაფერს გაგვიბედავს. ამიტომ NATO ძალიან კარგია.” – კი, შევალთ. ზეგ.

“სტალინი ძალიან ცუდი ადამიანი იყო” – ძალიან გთხოვთ, მიეცით ადამიანებს არჩევანის თავისუფლება, თქვენს სათაყვანებელ დასავლეთში (ასევე ჩემს სათაყვანებელ დასავლეთში) მოქალაქეებს ამის უფლება ნამდილად აქვთ, მრავალფეროვნება კარგია.

“მარიხუანის მომხმარებლები ნარკომანები და კრიმინალები არ არიან” – კვლავ, “You do not say”.

“მსოფლიოში არსად სვამენ ამდენ ღვინოს და ამდენ ხანს, ეს არაა ნორმალური” – თქვენ როგორც ჩანს ევროპული ქალაქებში უიქენდზე კლუბებთან არ გაგივლიათ.

“წვერგაპარსული კაცი გაუპარსავზე უფრო კარგი შესახედავია” – დავიჯერო წვერგაპარსული ფრენკ რიბერი წვერგაუპარსავ რაიან გოსლინგზე უფრო კარგი შესახედავია?

“სექსი ბუნებრივი მოვლენაა. სექსი სასიამოვნოა,” გეთანხმებით ოღონდ უფასო (ამაზე რა გეწერათ?), ფასიანი გულისამრევია.

“მიმტანი, ტაქსის მძღოლი, კონტროლიორი, გამყიდველი, მეწაღე, დალაქი… ამ პროფესიის ადამიანებო, წესიერად მოემსახურეთ კლიენტებს, ნუ გეზარებათ ეს და ნუ ჩხუბობთ უჟმური სახეებით”– პუბლიცისტები, მწერლები და ჟურნალისტები თუ წერას ისწავლიან ალბათ ამათაც დაადგებათ საშველი.

“სწავლა, სწავლა და სწავლა” – გეთანხმებით🙂

“რაც უფრო ხშირად გავუღიმებთ ერთმანეთს, მით უკეთესი” – ზაზა ბურჭულაძეს მაგალითად არ მოსწონს რომ უღიმიან.

“მსახიობი, რომელიც კამერის წინ შიშვლდება, ბოზი არ არის” – ძუძუდან ხელი აიღე იაშა ბიძია კი არადა, ბოზი საკუთარი სურვილით არავინ ხდება, ანუ ცუდი არ არის.

48 thoughts on “აი თითი ანუ კომენტარი დავით კოვზირიძის ეპისტოლეზე

  1. luka

    :))))))))))))))))))))))))))))))) ხელზე გული დავიდე და ესეთი ყლეობა პირველად ვნახე :)) 14 წლის ხარ?:)

    Reply
    1. Lucero

      უკუღმა მოგსვლია. გულზე დაიდე ახლა ხელი და ყველაფერი გამოვა🙂

      Reply
    2. kiazo

      ბატონ დავითს არ დაუძერია ალბათ, რომ, პერმანენტული ნდზრევა, თანაც სხალხოდ, ჯანმრთელობისთვის მავნეა?

      Reply
  2. litterator

    მგონი ზედმეტად სერიოზულად შეხედე შენ კოვზირიძის პოსტს😀

    Reply
  3. მიშა

    იმ სტატიის ადრესატში თავი ამოიცანი თუ რა იყო ავტორ, რა გამწარებული წერ :)))))

    Reply
  4. James_Bond

    ტაბულას სტატია კოელიოს ნაწარმოებებს მაგონებს, აშკარას და უკვე ცნობილს რომ მოგიყვება თან დიდაქტიკური ჩანართვებით.
    იაფფასიანი საპნის ოპერაზე ცრემლმორეულ დიასახლის, რომ აფიქრებინებს მსოფლიოს ძირეულ აზრს მივხვდიო.
    ჰო, სანამ მეტყვით, მეც ჩემი თავი შევიცანი და გავბრაზდი🙂
    ისე სტატიის ავტორი დარწმუნებულია რომ 2X2=4?

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      ახლა ნახე, გამოხტებიან “მცოდნეები” და იმის მტკიცებას დაგიწყებენ რომ რა თქმა უნდა 4-ია🙂 კოელიოსთან შედარება მომეწონა.

      Reply
      1. James_Bond

        😀
        სადაც ავტორი გვიმტკიცებს რომ “ბანაობა კარგი და აუცილებელი გახლავთ”
        და სადაც ამას ჩვენ რაღაც საიდუმლოს ახსნად ვხედავთ, იქ მაგასაც დაამტკიცებენ.
        კოელიოები, კოელიოები ევრი ვეა!😦

  5. George

    ჩემეული ხედვა – https://www.facebook.com/GeorgeLubaretsi/posts/576254319064781
    😀

    მარაზმია, პრობლემა იმაში არაა, რომ ხალხმა ეს ყველაფერი არ იცის. ყველამ შესანიშნავად იცის. პრობლემა ისაა, რომ უმეტესობას ფეხებზე ჰკიდია. და მსგავსი პოსტებით არც არაფერი შეიცვლება. დათოს დაწერილი პოსტების აზრი კიდე უბრალოდ საკუთარი თავის “ძალიან მაგრად” და “ყველაზე ჭკვიანად” წარმოჩინებაა და მეტი არაფერი.

    Reply
  6. Iako Patatishvili

    მოდი,ჯერ ელემენტარული პუნქტუაცია ისწავლე და მერე გაეცი რჩევები პუბლიცისტების/ჟურნალისტების მისამართით.

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      ჟოზე სარამაგოს წაკითხვას გირჩევ, პუნქტუაციას თავიდან აღმოაჩენ🙂

      Reply
      1. mako

        (y) “ბრმათა ქალაქში” საერთოდ არაა პუნქტუაცია :))) (თუ არ ჩავთვლით აქა-იქ წერტილს)

      2. lobzhanidze Post author

        არა მარტო “ბრმათა ქალაქში,” სხვაგანც ეგრე აქვს. თავიდან ელექტრონულად რომ წავიკითხე, ვიფიქრე “დაბრაკული” ვერსია მაქვს თქო, მაგრამ მერე “სპილოს მოგზარობა-შიც” იგივე აღმოვაჩინე.

    2. lobzhanidze Post author

      იაკო, ძალიან გთხოვ შეეშვი შავი კეტის ძებნას ბნელ ოთახში, რომელშიც ის არ არის. მესმის რომ პირადი, სუბიექტური წყენა გაქვს ჩემს მიმართ, მაგრამ… მოკლედ, მე კომენტარს აღარ დავწერ.

      Reply
      1. David

        იაკოსი და შავი კეტის რა გითხათ, მაგრამ არგუმენტი მართლაც ფანტასტიურია🙂

  7. mako

    მიუხედავად იმისა, რომ გაკრიტიკებული ტექსტი არაფრად ვარგოდა (არც შინაარსით და არც დიდაქტიკის მხრივ), მაინც კარგია, რომ დაიწერა მასზე. კარგია იმიტომ, რომ როგორც აქ, ამ სტატიაშიცაა ნათქვამი, ბევრმა წაიკითხა, გაავრცელა და ნარცისისთვისაც კი შესაშური თავმომწონეობით კიდევ ერთხელ დაუმტკიცა თავისნაირებს, თუ როგორი “რაფინირებული”, “პროგრესული” და “არა-ბნელია” (ნათელს ვერ დავარქმევ ამ კატეგორიას). სინამდვილეში ასეთ ადამიანებს ქვეყნისა და ხალხის ბედი კი არ ანაღვლებთ და იმიტომ წერენ, ავრელებენ, ოხრავენ და მოსთქვამენ, არამედ საკუთარის (ხშირ შემთხვევაში არ არსებულ) უპირატესობას უნდათ, ამგვარად ხაზი გაუსვან. სხვანაირად ვერც ინდივიდუალობით დაიკვეხნიან, ვერც “კაი ქალობითა” და “კაი კაცობით” (“კაი ყმის” გაგებით).
    კიდევ უფრო გასაბრაზებელი იყო ის პასაჟები ტექსტში, რომელიც კრიტიკულ წერილშიც აღნიშნულია: თითქოს შეფარული, მაგრამ მახვილი თვალის მქონე ადამიანებისთვის ადვილად შესამჩნევი იდეოლოგიური წითელი ხაზი – თუ ნატო არ გინდა, ცუდი ხარ; უფასო განათლება და ჯანდაცვა არ ვარგა, ჭირსაც წაუღია.
    ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ ერთეულებს კი არა, ათასებს აქვთ ტვინი და აზროვნება დამახინჯებული მახინჯი იდეოლოგიით. სინამდვილეში ტაბულას “ჟურნალისტებზე”, “პუბლიცისტებზე” და “მწერლებზე” უნდა იწერებოდეს სტატიები, რადგან სერიოზულ საზოგადოებრივ კრიზისთან გვაქვს საქმე მათი და მათი თანამოაზრეების სახით.

    Reply
    1. varaz

      ვაა, რატო რატო რაატოოო? მაკო შენ რა საზოგადოებაში ცხოვრობ? არ შეიძლება ადამიანმა დაიწყოს ამ საკითხების აქტუალიზაცია იმიტომ რომ არ მოსწონდეს და უნდოდეს რომ სცადოს საზოგადოებაზე დადებითად იმოქმედოს… არ მესმის ნამდვილად რატომ იფიქრე რომ ორიგინალი სტატიის გავრცელება მარტო საკუთარი პატივმოყვარეობის, ნარცისიზმის და ბლა, ბლა, ბლა იყო გაკეთებული

      Reply
  8. varaz

    შთაბეჭდილება დამრჩა რომ კოვზირაძის სტატია სხვამ წაგიკითხა და დიდად ყურადღებას არ აქცევდი.
    ლობჟანიძე კუდაბზიკა ბლოგერის სტატუსით რო არ დაჯილდოვდე, შენ ტექსტში კონტექსტური რჩევები ამოკრიფე და მომავალში გაითვალისწინე🙂

    Reply
  9. Lafayet

    კარგი და მართალი კრიტიკაა. სნობობა მძიმე სენია და სწორედ ამ სენის კრიტიკა ვნახე ბლოგში, მადლობა ბატონ ლობჟანიძეს! რაც შეეხება დავით კოვზირიძის სტატიას, არ წამიკითხავს, მაგრამ უნებლიედ აკაკის “აპელაციის მცოდნე” გამახსენდა:
    რომლის პროტაგონისტმაც

    თქვენ მზეს ვფიცავ, წყალივით იცის აპელაცია!..
    წვერ-ულვაშს არღარ ჰკადრობს,მოუშვია ბაკები:
    ეს სწავლის ნიშანია, უჰ რა დიდი კაცია!

    ქართულ ტანისამოსსა, აბა რაღად იკადრებს:
    სწავლული კაცი არის, ტანზედ ფრაკი აცვია,
    ვინც რუსული არ იცის, მთის ნადირსა ადარებს,
    ვინ ამტყუნებს? მართალს ბრძანებს: ის სწავლული კაცია

    არ მოსწონს სალამური, არც თარი, არც ჩონგური,
    ლეკური ეზიზღება, მოსწონს ტანცი-მანცია;
    ვერ დავძრახავთ! ოპერისთვის მიუჩვევია ყური!
    უჰ! რა შვილი დამდგარა! რა სწავლული კაცია!

    მაზრაც კი ჩააბარეს, აწ ვინღა შეედრება!
    მოჩივარს რომ შეუტევს, სწორედ რომ მამაცია!
    უფულო კაცის წვევა ჟამივით ეჯავრება!
    სხვა რამე არ იფიქროთ! ის სწავლული კაცია!

    ამბობენ ქრთამი სძულსო,არ იძღვნის არც ქათამსა,
    მხოლოდ მაშინ არ იწყენს, თუ მსუქანი ვაცია.
    მაგრამ ეს ზვარაკია! ამას ვინ ეტყვის ქრთამსა?
    სხვამ რომ ჰქნას ის სხვა არის! ეს სწავლული კაცია!

    თუ რუსული არ იცი, ახლოს ნუ მეკარები,
    მუსაიფი არ უყვარს, ქართულში ზარმაცია,
    უსწავლელებთან თურმე მოსდის ზაფრის ქარები,
    რა ქნას? არ გავამტყუნებ, ის სწავლული კაცია.

    გაბუტვით დადის, სიბრძნე აღარ ეტევა ყელში,
    მთელ ნაციას ის მოსწონს, მას სძულს მთელი ნაცია!
    აი სწავლული შვილი,სანატრი ამ სოფელში,
    ქართველების შეხედვით, ყოვლად კარგი კაცია.

    Reply
    1. David

      მე კიდე ცისფერი მთები გამახსენდა🙂 არ წამიკითხავს, მაგრამ დასკვნას მაინც ვეთანხმები :)))) გადასარევია🙂

      Reply
  10. lika

    ადეკვატური რეაქცია და დამოკიდებულება, ეს ისეთი იშვიათია, რომ გამიკვირდა.

    Reply
  11. george o'rourke

    კოვზირიძისა არ ვიცი, მარა ეს სტატია რომ უშნო ”მარიაჟია” ან ”show off”-ი, როგორც ავტორს ალბათ უფრო მოეწონება, ფაქტია. ბორხესი საიდან გაახსენდა? კიდევ ვისი სახელი გაგიგია პატარავ? სიორენ კერკეგორი? არ წავა? ხალხს რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო კულტურა არ აქვს და მამაპაპური ტრადიციების მიხედვით კვირაში ერთხელ ბანაობს სათქმელი არაა? პრობლემა არაა?

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      პატივცემულო ჯორჯ, კიდევ ბევრის სახელი გამიგია და კიდევ ბევრად უფრო მეტის სამწუხაროდ არ გამიგია, მაგრამ ამას ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

      უშუალოდ თემას რაც შეეხება, გაგივლიათ ვაგზლის მოედანზე, ყოფილხართ სამგორის მეტროსთან, ან ოკრიბას სადგურთან? გინახავთ ხალხი როგორია (თუ შეიძლება მათ დაბეჩავებულ მდგომარეობის შემხვედვარე ადამიანი უწოდო საერთოდ) და რა პირობებში უწევთ ცხოვრება? ადამიანთა დიდი ნაწილი იმას ფიქრობს დღეში ორი ლარი როგორ იშოვოს, პური რითი იყიდოს და ზამთარში გაყინვას როგორ გადაურჩეს და სად დაიძინოს. რა კულტურაზე მელაპარაკებით? არ გრცხვენიათ? რატომ არ საუბრობთ პრობლემის გადაჭრაზე და რა ტრადიციებზე ლაპარაკობთ საერთოდ? მარტივია ხომ საუბარი პრიმიტიულ თემებზე და დიდაქტიკა როდესაც იმას ვერ ხედავთ თუ რა მდგომარეობაში ხალხი აგერ უკვე რამდენი წელია. იმ პირდაპირიმნიშვნელობით გაძღალტყავებულ ადამიანს არც თქვენი ტრადიციები, არც თქვენი სამოქალაქო საზოგადოება და არც თქვენი კიერკეგორი აინტერესებს.

      პ.ს. თუ მომავალში ვინმესთან კამათს აპირებთ, მოგიწოდებთ უფრო კორექტული იყოთ, თქვენვე უკეთ გამოხვალთ (მიუხედავად იმისა რომ ანონიმურად ხართ შემოსული).

      Reply
      1. george o'rourke

        ბატონო ლობჟანიძე, არ გიფიქრიათ იმაზე, რომ ჯერ ადამიანი ადამიანს უნდა დაემსგავსოს და მერე მოდის კეთილდღეობა? თქვენი მონა მორჩილი გიორგი ამზაშვილი

      2. lobzhanidze Post author

        მე მასლოუს პირამიდის მჯეროდა ყოველთვის

      3. george o'rourke

        მასლოუს პირამიდაზე ვილაპარაკოთ: ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნილება ადამიანისთვის არის უსაფრთხოება (თუმცა მასლოუ ცოტა პრიმიტიულად აღწერს იმას რასაც ვედები გვასწავლიან, მარა არა უშავს, ესეც გამოდგება) როცა ჩემს გარშემო ადამიანები არ აღიარებენ საყოფაცხოვრებო ნორმებს, და ეს ნორმები რაც არ უნდა ვიმსჯელოთ დადის იქამდე, რომ გარშემო მყოფები არ უნდა შეაწუხო, ამით ირღვევა ჩემი უსაფრთხოება. უსაფრთხოება გულისხმობს ჩემი ცხოვრების ხარისხის დაცულობას. ეს განზოგადდება ყველასთან მიმართებაში, არა მარტო ჰიგიენურ ნორმებზეა ლაპარაკი, არამედ მთლიან გარემოზე: ხმაურზე, ნაგავზე, სუნზე, აგრესიულობაზე, მუსიკაზე, რომელსაც ძალით მასმენინებენ და ასე შემდეგ. ეს არის საყოფაცხოვრებო კულტურა და ეთიკა, რაც ჩვენს საზოგადოებას არ აქვს. ისინი, ვინც დეზერტირებში და ელიავაზე დილიდან საღამომდე შრომობენ, მეორეს მხრივ ხელყოფენ იქ მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებას, რაც კარმულად გამოიხატება მათივე ცუდ მდგომარეობაში

      4. lobzhanidze Post author

        მიუხედავად იმისა რომ აქ მოყვანილი არგუმენტები თითიდან გამოწოვილი მგონია, დავუშვათ რომ მართალია ეს ყველაფერი და სიტყვაზე ე.წ. ბომჟი რომელიც გათიშული გდია მეტროსთა, თქვენს უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. დავუშვათ რომ ყველაფერი სწორედ ეგ არის. მიზეზი რა არის?

      5. george o'rourke

        პატანჯალიმ თქვა: გაუხსენი გონება ყველაფერს და არ მიაჯაჭვო არაფერს. მე მგონი თქვენ ძალიან მიეჯაჭვეთ თქვენს იდეას და არ მისმენთ. მიზეზი კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ის, რომ ხალხი არის საშოვერზე გასულ რეჟიმში, ანუ ეს არის სტატუსი, რომელიც გამორიცხავს ყველაფერს რაც ადამიანურია. შემდეგ კითხვას დამისვამთ ალბათ რატო არის ასე; ეს უკვე არის ნაკლებობა ან არ არსებობა აღზრდისა, სულიერებისა და ა.შ. ჩვენმა მამებმა შემდეგი თაობა გაზარდეს მგლური კანონის შესაბამისად: ან შენ შეჭამ, ან შეგჭამენ. ისეთი გაჭირვებაა ტაჯიკეთში ჩვენ რომ არ დაგვესიზმრება, მარა ხალხი გულზე ხელის მიდებით და თავის დახრით უთმობს ერთმანეთს გზას. ძალიან გთხოვთ ნუ გადაგაქვთ კამათი პრიმიტიულ სენტმენტზე: ბომჟები და ა.შ. მე ვგულისხმობ მთლიან საზოგადოებას, ყველა სოციალურ ფენას.

    2. Lafayet

      მაპატიეთ, გიორგი, მაგრამ ჰიგიენის ნორმები იცვლება და ძალიან განსხვავდება: სხვაა სან-პაოლოში, სხვა ბუხარესტში, სხვა ჟენევაში და სხვა ჰონ-კოგნში. ეს არ განსაზღვრავს ადამიანის ღირსებას. შეიძლება დღეში სამჯერ ბანაობდე და გარეწარი იყო და კვირაში სამჯერ და პატიოსანი ადამიანი. რამდენი ჩვენი თანამემამულეა წელებზე ფეხს რომ იდგამს და არც დრო და არც ფული აქვს რომ ელემენტარულად სტომატოლოგთან მივიდეს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მიზერული ხელფასი ან პენსია აქვს ან სულაც სამუშაო აქვს საძებნი. კარგად გაპარსულ და სამჯერდღეშიდაბანილ ადამიანს, რომელიც გულგრილად უყურებდა, მაგალითად, უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრებას და წამებას, მოდელირებულ ქრონიკას (რომელმაც მთელი მოსახლეობა ცდის ჩასატარებელ ბაჭიებად გამოიყვანა), იმ თავისგამართლებით, რომ აქაოდა ნატოში შევდივართ და მერე რაო, ჯობს პირდაუბანელი და ცხვირმოუხოცავი ადამიანი, ვინც, არ შეურიგდება, სამართლიანად აღშფოთდება და ხმას ამოიღებს ამ ბოროტების და სიცრუის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ მადლობა “აი თითის” ავტორს სიცხადის, სიზუსტის და სიკეთისათვის!

      Reply
      1. David

        რა შუაშია ღირსება, ადამიანს თუ ღირსება აქვს ეს ანაცვლებს ბანაობის აუცილებლობას? არ თქვათ, რომ საქართველოში წყლის დეფიციტია და არ აქვს საშუალება, რომ დაიბანონ. კულტურა უნდა იყოს იმის, რომ იბანაო და სუნი არ აგდიოდეს, თქვენ ალბათ არ ცხოვრობთ საქართველოში და არ გიხდებათ ყოველღიურად ამ “ფენომენთან” შეჯახება. პირდაუბანელი და ცხვირმოუხოცავი ადამიანი არც თავის თავს სცემს პატივს და მითუმეტეს არც სხვას, რა უსამართლობის შეუგუებლობაზეა საერთოდ საუბარი?!

    3. george o'rourke

      პატანჯალიმ თქვა: გაუხსენი გონება ყველაფერს და არ მიაჯაჭვო არაფერს. მე მგონი თქვენ ძალიან მიეჯაჭვეთ თქვენს იდეას და არ მისმენთ. მიზეზი კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ის, რომ ხალხი არის საშოვერზე გასულ რეჟიმში, ანუ ეს არის სტატუსი, რომელიც გამორიცხავს ყველაფერს რაც ადამიანურია. შემდეგ კითხვას დამისვამთ ალბათ რატო არის ასე; ეს უკვე არის ნაკლებობა ან არ არსებობა აღზრდისა, სულიერებისა და ა.შ. ჩვენმა მამებმა შემდეგი თაობა გაზარდეს მგლური კანონის შესაბამისად: ან შენ შეჭამ, ან შეგჭამენ. ისეთი გაჭირვებაა ტაჯიკეთში ჩვენ რომ არ დაგვესიზმრება, მარა ხალხი გულზე ხელის მიდებით და თავის დახრით უთმობს ერთმანეთს გზას. ძალიან გთხოვთ ნუ გადაგაქვთ კამათი პრიმიტიულ სენტმენტზე: ბომჟები და ა.შ. მე ვგულისხმობ მთლიან საზოგადოებას, ყველა სოციალურ ფენას.

      Reply
  12. George

    აი იასნაირი მარაზმული პოსტი მე ჯერ არ წამიკითხავს. ძალიან ჭკვიანი ჰქონია ტიპს თავი.

    დათო კოვზირიძე: “ბოღმა, აგრესია, ფარისევლობა, უპატივცემულობა და ზიზღი ძალიან ცუდია.”

    კაი კაცო, როგორ მიხვედი ამ დასკვნამდე?

    დათო: “ქუჩაში ფურთხება, თან ასეთი სიხშირით და ენერგიულობით, სირცხვილია. .”

    რას მელაპარაკები, ნაკლები სიხშირით და ენერგიით ფურთხება “მოჟნა”?

    დათო: “ბანაობა კარგი და აუცილებელი გახლავთ.”

    ა-ჰაა… მე მეორეხარისხოვანი მეგონა ხოიცი… და ამბობენ, ჯანმრთელობისთვის მავნებელიაო. შენ ისეთი ჭკვიანი ხარ, ისიც გეცოდინება ზურგი როგორ გავიხეხოთ, სულ მიჭირდა ხოლმე.

    დათო: “წვერგაპარსული კაცი გაუპარსავზე უფრო კარგი შესახედავია.”

    ვა, აბა ამას უთხარი: http://i.imgur.com/vfbcZ8B.jpg

    დათო: “ფერადი ტანსაცმელი არ „ტეხავს”. პირიქით.”

    მეც მაგას არ ვამბობ? http://i.imgur.com/0f9T7gi.jpg

    დათო: “ცეკვა სირცხვილი არ არის.”

    ცეკვას გააჩნია… გიჟო.

    დათო: “მარიხუანის მომხმარებლები ნარკომანები და კრიმინალები არ არიან.”

    კააააი კაცო. თუ ჰეროინსაც მოიხმარენ, მაინც არ არიან? და თუ მარიხუანა სუბოტექსშია გაზავებული?

    დათო: “კინოთეატრში და თეატრში ტელეფონი უნდა გამოვრთოთ, ან ჩავუწიოთ.”

    თორე რა? ჰა ბიჭო?!

    დათო: “რუსეთი ოკუპანტია. ოკუპანტი ცუდია.”

    რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი ცუდია, ამერიკა გადაარჩენს გრუზიას. Yooo Nigga

    დათო: “მსოფლიოში არსად სვამენ ამდენ ღვინოს და ამდენ ხანს, ეს არაა ნორმალური.”

    წამზომით ზომავდი, “ბრატ”? საინტერესო სტატისტიკაა, წყარო მომეცი რა, კა-რაზ კვლევას ვატარებდი რომელი ეროვნების ხალხი რამდენ ხანს სვამს ღვინოს. მოიცა და, ღვინოს მაგივრად არაყი რო იყოს არა? ა ხო, ღვინო ცუდია, არაყი სასარგებლოა.

    დათო: “სტალინი ძალიან ცუდი ადამიანი იყო.”

    ა-ჰაა… გორელებთან გაბედავ მაგის თქმას “ბრატ”? შენ არ ამბობდი, ბოღმა აგრესია და ა.შ. ცუდიაო?

    დათო: “ანაფორიანი ადამიანი, რომელიც იგინება, იწყევლება და ირტყმევინება, მღვდელი არ არის. ის ბანდიტია.”

    სიტყვის განმარტება: “იტ. ბანდიტი – ბანდის მონაწილე; შეიარაღებული მძარცველი”

    დათო: “სექსი ბუნებრივი მოვლენაა. სექსი სასიამოვნოა.”

    ცხოველებთანაც “ბრატ”?

    დათო: “როდესაც ვიღაც კაფეში ან რესტორანში შემოდის, ყველა ნუ უყურებთ, უზრდელობაა.”

    კაი, რიგ-რიგობით შევხედავთ ხოლმე აწი.

    დათო: “მიმტანი, ტაქსის მძღოლი, კონტროლიორი, გამყიდველი, მეწაღე, დალაქი… ამ პროფესიის ადამიანები თქვენ გემსახურებიან, ამიტომ ზევიდან ნუ უყურებთ, არაფრით სჯობიხართ.”

    იქნებ დაბალია?:/

    დათო: “მიმტანი, ტაქსის მძღოლი, კონტროლიორი, გამყიდველი, მეწაღე, დალაქი… ამ პროფესიის ადამიანებო, წესიერად მოემსახურეთ კლიენტებს, ნუ გეზარებათ ეს და ნუ ჩხუბობთ უჟმური სახეებით.”

    იმუშავე 300 ლარზე დღე და ღამე და გამოსირებულ ხალხს ემსახურე რომელიც ჩაიზე 5 თეთრსაც არ დაგიტოვებს, მერე თავზე დაგაჯვავს და მერე ასწავლე, როგორ უნდა მოგემსახურონ.

    დათო: “ქრისტიანების ღმერთს იესო ჰქვია. არა ილია, არა იობი, არა იაკობი, არა შორენა და არა ფრანსისკო.”

    პირადად იცნობდი, ბრატ? ისე კიდე, პატარა შესწორება: ქრისტიანების ღმერთის ძეს ჰქვია იესო და არა ღმერთს.

    დათო: “ქართველი „გეიები” არსებობენ.”

    პირადი გამოცდილებიდან იცი ხო?

    დათო: “სწავლა, სწავლა და სწავლა.”

    სექსი, სექსი და სექსი. ჭამა, ჭამა და ჭამა. მუშაობა, მუშაობა და მუშაობა. ძილი, ძილი და ძილი….. აღარ გავაგრძელებ. ლენინის შთამამომავალთან კამათი ტეხავს:/

    დათო: “ქართველი პოლიტიკოსების უმეტესობა არა ქვეყანაზე, არამედ ფულზე და გავლენაზე ფიქრობს.”

    სხვა ქვეყნებში ანგელოზები არიან😛

    დათო: “ნუ უპიპინებთ პატარა მანქანებს მაშინ, როცა გრანდიოზულ ჯიპებს ამას ვერ უბედავთ. საერთოდ, ნუ აპიპინებთ, უკულტურობაა.”

    შენ ბიძია საგზაო დეპარტამენტში უნდა გაგიშვათ, გადააკეთე საგზაო წესები. ანდაც ბარემ პირდაპირ მანქანების მსოფლიო ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტში გაგაგზავნოთ, დააცალე საერთოდ სიგნალები, ეშმაკისეულია ეგ!

    დათო: “უცხოელებს, რომლებიც აქ ჩამოდიან და ბიზნესს იწყებენ, საქართველოსთვის ცუდი არ უნდათ.”

    თუ ნარკობიზნესია, მაინც?

    დათო: “მას შემდეგ, რაც ადამიანი სრულწლოვანი გახდება, ბავშვი აღარაა.”

    შენ ბავშვის დონეზე რომ აზროვნებ ამხელა კაცი არაუშავს?

    დათო: “სლავი ქალები ქართველ კაცებზე არ გიჟდებიან.”

    Oh, not this shit again… საერთოდ არავინ არავისზე გიჟდება თუ გასაგიჟებელი მიზეზი არ მიეცი. შენზე მაგალითად გინდ სლავი აიღე და გინდ გურჯი, არავინ გაგიჟდება სანამ ბავშვის გონება გაქვს.

    დათო: “რაც უფრო ხშირად გავუღიმებთ ერთმანეთს, მით უკეთესი.”

    ყლე ხარო რო გითხრან, გაუღიმებ? :3

    დათო: “საქართველოს ის ისტორია, რომელიც ჩვენ ვიცით, ზღაპრებითაა სავსე და ძალიან ბევრი ინფორმაცია აკლია.”

    ისტორიკოსიც ყოფილხარ არა?

    დათო: “რელიგიური მოტივებით პატარა ბეკეკისთვის ყელის გამოღადვრა ვანდალიზმია.”

    საჭმელი მოტივებით “მოჟნა” ხო?

    დათო: “არსებობს არა ორი, არამედ ერთი რუსეთი.”

    და ამერიკა? საფრანგეთი? ბრიტანეთი? გერმანია? სულ მრავლდებიან და მრავლდებიან კაცო.

    დათო: “თუ NATO-ში შევალთ, ვერავინ ვეღარაფერს გაგვიბედავს. ამიტომ NATO ძალიან კარგია.”

    სერიიდან: “მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას, თუ დეიდა ნატო მიბრძანებს ამას, დეიდა ნატო ჩემი კუმირიიიი”

    დათო: “მსახიობი, რომელიც კამერის წინ შიშვლდება, ბოზი არ არის.”

    არა, დაჟე თუ ყველა ფილმში შიშვლდება მაინც არ არის. მერე რა, რომ გაშიშვლებით ღებულობს ფულს. და საერთოდ, რა გჭირს დათო, რა სიტყვებს ხმარობ?! შენ არ თქვი, ბოღმა შური და ასე შემდეგ არ შეიძლებაო? სხეულით მოვაჭრე ადამიანები ჰქვია მაგათ.

    დათო: “ქართველი ექსპერტების და ჟურნალისტების სრული უმრავლესობა აბსოლუტურად უინტელექტო და უცოდინარია.”

    შენი პოსტის მერე უფრო მეტად დავრწმუნდი ამაში.

    დათო: “ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, ვინც საქმეს კარგად აკეთებს, დასაფასებელია.”

    შენ არ იყავი, ბოზებს რო ერჩოდი?

    დათო: “კაი ბიჭის დაც ადამიანია.”

    მე ორანგუტანი მეგონა. მადლობა, რომ განმანათლე!

    დათო: “უფასო არაფერი ვარგა.”

    აჰა, კომპზე სადაც წერ, ბრაუზერი, რითაც მანდ დასაწერად შეხვედი, ფასიანია? უფასოა, გადააგდე, არ ვარგა!! ისე კიდე, მილიონობით ადამიანი დღეებს ხარჯავს უფასო რამეების შესაქმნელად ხალხისთვის და მერე შენნაირი უმადურები არ ვარგას გაიძახიან. შეგიძლია აქ ნახო უამრავი უფასო რამ, დაწყებული მუსიკით, დამთავრებული წიგნებითა და პროგრამებით: http://directory.fsf.org/wiki/Main_Page

    ბოლოსთვის კი მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთი რამ ამ კაცმა სიმართლე თქვა, მაგალითად ბანაობა აუცილებელია და ა.შ. მაგრამ ტაბულაზე არ უნდა წერდე ამას. და საერთოდ, არ უნდა წერდე ამას ისე, თითქოს რაღაც ახალი აღმოჩენა გააკეთე და ყველაზე ჭკვიანი გგონია თავი. შენ გგონია არ იცის ეს ყველაფერი ხალხმა? ძალიან კარგაც იცი, რომ იციან, ყველამ იცის. უბრალოდ გინდა რომ ყველაზე ჭკვიანი გამოხვიდე. რათქმაუნდა, ბევრი არ იცავს მსგავს რაღაცებს, მაგრამ პოსტით ამას ვერ შეცვლი და შენც შესანიშნავად იცი ეს. პრიმიტივის სწავლება ასე სერიოზული კუთხით შენსავე პრიმიტიულობაზე მიუთითებს.

    Reply
  13. davit aptciauri

    ვფიქრობ რომ ღირსეული და შესაბამისი (ადეკვატური) პასუხია ტაბულაში გამოქვეყნებული “ნააზრევისა.” გმადლობთ რომ ნემსის ერთი ჩხვლეტით გამოაშკარავეთ, რომ საქმე გვაქვს ამპარტავნებით გაბერილ ბუშტთან, რომლითაც გონებით ყრმათა მოხიბლვას ახერხებენ მხოლოდ. ამასთან – მიუხედავდ იმისა რომ ასეთი ფერადი ბუშტების გაბერვაში ზოგიერთნი მთელს თავიანთ სულსა და ენერგიას შთაბერავენ გთხოვთ მომავალშიც არ დაიშუროთ ენერგია მათი გეგმების ჩასაფუშად…

    Reply
  14. ელენე

    George: მიკვირს ამდენის დაწერა რომ არ დაგეზარათ, მე ბოლომდე არც წამიკითხავს, რაც შეეხება კოვზირიძის დაწერილს სიამოვნებითაც წავიკითხე და იუმორითაც შევხედე:) მიკლედ იმისი მომეწონა და თქვენი არა!:)

    Reply
    1. varaz

      ელენე კარგად მოიქეცი რომ ბოლომდე არ წაიკითხე. აი მე, როგორც მარაზმატიკ ცნობისმოყვარეს, შენგან განსხვავებით, სამწუხაროდ! თითქმის მთლიანად შემომეკითხა როგორც ლობჟანიძის ისე სხვა მისი თანამოაზრეების სტატიები და აღფრთოვანებული დავრჩი თუ როგორი შესაძლებლობა გააჩნია ბუნებას, დააჯილდოვოს ადამიანები ბინოკლის ტიპის აღქმით (რომელიც თან არ აახლოვებს🙂.
      ყველაფერი ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია და თუ მასლოუსთან ეს მოთხოვნილებები პირამიდის სახით არის დალაგებული, რეალობაში ერთმანეთზე არის დამოკიდებული და ერთმანეთს განსაზღვრავს (აქვე მოვიყვანდი ზოგად მაგალითს მარა ამ ბლოგზე ისეთი გამოხმაურებებია ანალოგიას ვერ გააკეთებენ და ისევ დეტალებზე დაიწყებენ “დეშოვი” რეპლიკების სროლას)

      კოვზირაძის სტატიას მეც იუმორისტულად და მსუბუქად მივუდექი და დავაფასე რომ ეს საკითხები კიდევ ერთხელ ამოტივტივდა (მიუხედავად იმისა რომ დიდად განსაკუთრებული და გასაგიჟებელი სტატიას არაფერი არ გააჩნია).

      Reply
  15. khatuna

    ნაკლებად სახიფათოა ადამიანი რომელიც საკუთარ სიბნელეს აღიქვამს, ვიდრე ბნელი ადამიანი, რომელიც საკუთარ სიბნელეს ვერ ხვდება — მომეწონა !

    Reply
  16. ninobu

    ვეთანხმები ავტორს, დიახ, ნამდვილად ზედმეტად დამცინავი და u don’t sayპოსტია, ამავე დროს უწყინარ სისულელეებს შორის, არც თუ ისე უწყინარი ლიბერტარიანული ხედვაა შემოპარებული. ამ თემაზე მცირე პოსტი მეც დავწერე, ოღონდ ცოტა სხვა კუთხით. შეგიძლიათ გაეცნოთ აქ;
    http://ninobu.wordpress.com/2013/07/06/%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%90/

    Reply
  17. ekaterine

    Lobjanidze, satauri tu waikitxe? Ai titi… xoda zustad rom primitovebistvis iyo statia dawerili da sanam anbans ar iswavlit manamde ar ikneba tkveni shashveli. tkven iseti patiosi davinaze ase megona tvit George Luis Borges akritikebdit. cota shinaarsic unda gaigot vistvis da ristvis iyo kovziridzis statia. sexniobashi ar chamitvalot martla momewona datos statia.

    Reply
  18. Pingback: 2013 წლის 10 ყველაზე კითხვადი პოსტი ამავე ბლოგიდან | ლობჟანიძის ბლოგი აქცენტით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s