Monthly Archives: აგვისტო 2013

ცნობილი ადამიანები Facebook – ის მომხმარებლები რომ ყოფილიყვნენ

konfucius

 

faithless book

 

magritte

 

bidzina

 

brezhnev

lenon

dalai

 

 

წინა ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აქ

 

Advertisements

შვიდი ყოვლად უსარგებლო ფაქტი „დიდ გეტსბის“ შესახებ

რთულია წარმოიდგინო თანამედროვე ლიტერატურა „დიდი გეტსბის“ გარეშე. 80 წელიწადზე დიდი ხნის დაწერილი ნაწარმოებმა გავლენა მოახდინა მწერლებზე, რეჟისორებზე და ზოგადად ხელოვან ადამიანიებზე. მაგალითად, იაპონელ მწერალმა ჰარუკი მურაკამიმ რამდენიმე წლის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ წერა სკოტ ფიცჯერალდის ამ ნაწარმოებმა დააწყებინა.  თუმცა, იყო დრო როდესაც თავად ნაწარმოების ავტორმა ნაწარმოებისთვის რომელსაც დიდი კრიტიკა ხვდა წილად, მინიმალური გასამრჯელო მიიღო და „დიდი გეტსბის“ საყოველთაო აღიარებას სიცოცხელში ვერ ეღირსა…

7. დიდი გეტსბის სულ ხუთი სრულმეტრაჟიანი და ერთი მოკლემეტრაჟიანი კინო ადაპტაცია არსებობს. პირველი რომანის გამოსვლიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში, 1926 წელს გამოვიდა. ვებ გვერდ http://www.imdb.com – ის მიხედვით ყველაზე რეიტინგული ბოლო, წიგნის ყველაზე თამამი და რეჟისორის მიერ ინტერპრეტირებული, 2013 წლის ეკრანიზაციაა.

6. კინოფილმ ადამიანი მთვარეზე (Man on the moon), ჯიმ ქერის პერსონაჟი ენდი კაუფმანი მაყურებლის მდარე იუმორის სიყვარულით გაღიზიანებული, ერთ-ერთ წარმოდგენაზე სკოტ ფიცჯერალდის რომან დიდი გეტსბის წაკითხვას გადაწყვეტს და  ბოლომდ  ჩაიკითხავს კიდევაც. სცენა დაახლოებით სამ წუთს გრძელდება და ფილმის ერთ-ერთ საკვანძო სატირულ ეპიზოდს წარმოადგენს. “დღეს მე დაგდებთ პატივს წაგიკითხოთ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაწარმოები – სკოტ ფიცჯერალდის, დიდი გეტსბი,“ ამბობს სცენის დასაწყისში ენდი კაუფმანი.

5. ლეონარდი დი კაპრიო (ჯეი გეტსბი) და ტობი მაგვაირი (ნიკ ქერევეი) რეალურ ცხოვრებაში, ნაწარმოების მსგავსად, მეგობრები არიან. თუმცა, ნაწარმოებისგან განსხვავებით მათი მეგობრობა ბავშვობიდან იღებს სათავეს. ისინი პირველად ერთად ეკრანებზე 2001 წლის ფილმ Don’s Plum -ში გამოჩდნენ.

4. ბოლო, 2013 წლის ეკრანიზაციაში დეიზი ბუქანანის როლის შესრულებაზე რებეკა ჰოლი, კირა ნაითლი, ნატალი პორტმანი, ევა გრინი, ენ ჰეტეუეი, ჯესიკა ალბა და სკარლეტ იოჰანსონი მოიაზრობოდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში როლი 28 წლის ბრიტანელ მსახიობ ქეირი მალიგანს ერგო.

3. 1926 წელს გამოსული პირველი ეკრანიზაცია სკოტ ფიცჯერალდის მეუღლემ, ზელდა ფიცჯერალდმა ძალიან უარყოფითად შეაფასა, „ფილმი იმდენად უვარგისი, ცუდი და საშინელი იყო რომ კინოთეატრი დავტოვეთ,“ ასე დაახასიათა ზელდამ ფილმი წერილში რომლის ადრესატიც სკოტ ფიცჯერალდი იყო.

2. წიგნ „დიდი გეტსბის“ აღიარება მხოლოდ 40იან წლებში მოხდა, რომანს გამოსვლის შემდგომ დიდი კრიტიკა მოჰყვა.

„რატომ უნდა ვუწოდოთ ფიცჯერალდს ავტორი, ან რატომ უნდა მივიჩნიოთ ვინმემ ის ასეთად? აქამდე ეს არგუმენტირებულად არავის აუხსნია ჩემთვის და იქნებ გამაგებინოთ,“ წერს ერთი ამერიკული გამოცემის ავტორი.

„დიდი გეტსბის წაკითხვის შემდეგ ყველასათვის პრაქტიკულად ნათელი გახდა რომ მისტერ ფიცჯერალდი დღევანდელობის ერთ-ერთ დიდ მწერალს არ წამოადგენს,“ წერს სხვა კრიტიკოსი.

1. გონზო ჟურნალისტიკის პოპულიზატორმა ჰანტერ ტომპსონმა „დიდი გეტსბი“ თავიდან ბოლომდე გადაბეჭდა, რათა „ეგრძნო თუ როგორია წერო ფიცჯერალდივით.“