შთაბეჭდილებები გრძელი ნათელი დღეების ნახვის შემდეგ

გარეთ 2013 წელია. ქალაქში პოლიცია დადის, წესრიგია და ქუჩაში ნაკლებად ისვრიან. შავ-ბნელი ოთხმოაცდიანების შემდეგ წლები გავიდა. მეტიც, გაიზარდა თაობა რომელსაც ის პერიოდი არ ახსოვს. ის პერიოდი ისტორიას ჩაბარდა.

ნებისმიერი ისტორიული პერიოდი თუ მოვლენა, მითუმეტეს თუ ის მძიმეა, ყოველთვის პოულობდა ადგილს სხვადასხვა მწერლების, რეჟისორების და ზოგადად ხელოვანების ნამუშევრებში. ამის მიუხედავად 90-იანი წლების საქართველომ ვერა და ვერ მოიპოვა სათანადო ადგილი ხელოვანების შემოქემდებაში. ყოველშემთხვევაში, ამ თემაზე შექმნილი ნაწარმოებები მწირია და უმეტეს შემთხვევაში, მოვლენების უფრო ზედაპირულ, ზერელე აღწერას წარმოადგენენ.

საბედნიეროდ, ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ნამუშევარი, გრძელი ნათელი დღეები აშკარა გამონაკლისია. მიუხედავად იმისა რომ ფილმს უკვე ხვდა წილად წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე და ის მრავალი ჯილდოს მფლობელია, მე მაინც ის ძალიან ადგილობრივი პროდუქტი მგონია, რომლის მთლიანი მნიშვნელობა მხოლოდ საქართველოში უნდა გაიგონ. ამას კარგი გაგებით ვამბობ. საქმე ისაა რომ ფილმი ძალიან ახლო და ნაცნობია ყველა იმ მაყურებლისთვის რომელსაც ის პერიოდი ახსოვს. თუ ის პერიოდი გახსოვს  (პისტოლეტის ჩუქება, მოტაცება, არაადამიანური პურის რიგები და ა.შ.) შეუძლებელია რომელიმე ეპიზოდს ან მაგალითს “მოგონილი” უწოდო, მაგრამ ამავდროულად თუ სხვა, განვითარებულ ქვეყანაში დაბადების ბედნიერება გვხდა წილად და ეს ყველაფერი არ გამოგივლია, შეიძლება ეჭვი შეგეპაროს რომ ასეთი რაღაცეები მე-20 საუკუნის დასასრულს შეიძლებოდა ხდებოდეს. ეჭვი შეგეპაროს არა იმიტომ რომ ფილმი ამის საშუალებას გაძლევს, პირიქით ფილმი ზედმიწევნით კარგად, სკურპულოზული დეტალების გამოყენებით აღწერს იმდროინდელ რეალობას, არამედ იმიტომ რომ იმდროინდელი რეალობა იმდენად გასაგიჟებელია, რომ უცხო ადამიანს შეიძლება უბრალოდ ფიქცია ეგონოს.

დეტალებს რაც შეეხება, ირაკლი წერეთლის წინასაარჩევნო პლაკატი, საბჭოური ნომრები “БГГ” სერიით,  რიგებში “რკინის გალიებში” მოტანილი პური და ბევრი სხვა მინიშნება მართალია უბრალოდ დეტალს წარმოადგენს, მაგრამ სწორედ ამ დეტალებისგან იქმნება აურა, რომელიც მაყურებელს იმ პერიოდის გარემოში აგდებს.

ფილმში რამდენიმე საუცხოო და აპლოდისმენტის ღირსი სცენაა. ერთ-ერთი ასეთი ოჯახში ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტს ასახავს, რომელიც ქმრის ლოთობის გამო წარმოიშობა.  სადილის დროს ისინი მაგიდას ტოვებენ და სხვა ოთახში განაგრძობენ ჩხუბს. ისმის გინება, ყვირილი. ვითარება რომელიც ნორმალურ პირობებში აღშფოთების მიზეზი უნდა იყოს, ამ შემთხვევაში სხვა ოჯახის წევრებისგან ბოლო მომენტამდე ასეთ რეაქციას არ იწვევს. ისინი მშვიდად განაგრძობენ სადილს, ცოლ-ქმრის ჩხუბი ფონია, არანორმალური ვითარება, რომელიც იმ რეალობაში ნორმალურობად აღიქმება. ამ მოკლე სცენით ფილმის ავტორებმა მაყურებელს რამდენიმე წუთში აუხსნეს 90-იანი საქართველოს სოციალური მიკროკოსმოსი.

მეორე სცენა – ქორწილში მთავარი გმირის მიერ შესრულებული ცეკვაა, რომლის სიტყვებით აღწერა რთულია და უბრალოდ სანახავია. ეს ქორწილი იმ ძალდატანით მოტაცების შედეგია, რომლის მსხვერპლიც ფილმის ერთ-ერთი გმირი, ნათია ხდება. ლამაზი გოგო, რომელიც მხოლოდ იმიტომ რომ “ვიღაცას მოსწონს” და ამ “ვიღაცას” შესწევს “ნაგლობა” მოიტაცოს, უნდა გახდეს ამ “ვიღაცის” ცოლი, დიასახლისი. მას სხვა გამოსავალი არ აქვს. ფილმს რომ ვუყურებდი დაახლოებით შემდეგ აზრმა გამიელვა: “რა ბედნიერები უნდა ყოფილიყვნენ ის გოგოები რომლებიც იმ პერიოდში შედარებით არალამაზები იყვნენ, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჰქონდა ქალს შანსი აეწყო მისი პირადი ცხოვრება. ლამაზი გოგოები უშანსოდ იყვნენ, მათ იტაცებდნენ.”

მიუხედავად იმისა რომ ფილმი საქართველოსთვის მძიმე პერიოდს ეხება და ასახავს, აღსანიშნავია რომ პარალელურად რეჟისორები აღწერენ ორი გოგოს, მათი თანატოლების და უფროსების ცხოვრებას, ცხოვრებას რომელიც პრინციპში არ იმჩნევს არსებულ რეალობას. ასეც იყო, მიუხედავად 90-იანების ურთულესი პირობებისას ადამიანები მაშინაც ცხოვრობდნენ, მაშინაც უყვარდათ, მოსწონდათ, მეგობრობდნენ, ენატრებოდათ, მოკლედ ყველაფრის მიუხედავად რჩებოდნენ ადამიანებად.

ასევე აღნიშვნის ღირსია, მსახიობების თამაში, კამერა, სწორად და შესაბამისად შერჩეული საუნდტრეკი (რომელიც თუ არ ვცდები, სულ სამი სიმღერისგან შედგება, მაგრამ სრულად საკმარისია) და ტემპი რომელიც მაყურებელს 102 წუთის განმავლობაში მოდუნების საშუალებას არ აძლევს.

მიუხედავად იმისა, რომ საბედნიეროდ ბოლო წლებში გამოჩნდა რამდენიმე კარგი ქართული ფილმი (“Keep Smiling”, “მანქანა რომელიც ყველაფერს გააქრობს”, “ქუჩის დღეები” და ა.შ.) უნდა ითქვას რომ გრძელი ნათელ დღეებს ცალკე ადგილი უჭირავს, ეს ის ფილმია რომელიც აუცილებლად უნდა შექმნილიყო. იმედი ვიქონიოთ რომ ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმი ამ თემაზე გადაღებულ ფილმებს შორის პიონერად მოგვევლინება, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს სხვა ნამუშევრებიც.

9 thoughts on “შთაბეჭდილებები გრძელი ნათელი დღეების ნახვის შემდეგ

  1. Author

    მადლობა ერთ-ერთი პირველი ბლოგ-რევიუსათვის🙂
    მეც მინდა ნახვა. არ მაქვს ცუდის მოლოდინი

    Reply
  2. mecmikvarkhar

    შეიძლება ეს დეტალი იმათთვის ვისაც 90იანები არ ახსოვს არაფერი იყოს, პიანინოშთან შეკრებილ გოგოებს ვგულისხმობ, მაგრამ ვისაც ახსოვს მისთვის ძალიან ახლობელი მომენტია, იმდენმა მოგონებამ გაიღვიძა მარტო მაგ კადრით, რომ გადმოცემაც კი მიჭირს

    Reply
  3. nini

    rodesac films vuyure, zalian damzimebuli viyavi, titqos sadgac, warsulshi damabrunes cota xnit, da mqonda gancda, rom ragac, shignit zalian mtkioda. me ver davetanxmebi avtors, rom filmshi natiaze shedarebit ulamazo gogoebi monawileobdnen filmshi, alabat bevri dametanxmeba rom natiaze aranakleb lamazi iyo misi megoabri, eka. mas zalian sazasiato roli qonda. am temebze zalian bevris wera sheizleba.. am filmis garcheva, magram yvela metad movelodi ekas da mamamisis shexvedras, es iqneboda shesanishnavi finali, tumca mainc shesanishnavi filmia, bravi rejisorebs da msaxiobebs!!!!!!!!

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      მე არ მითქვამს რომ სხვა მონაწილე გოგოები ნაკლებად ლამაზები იყვნენ, პირიქით რომ მე მკითხოთ, ეკა ყველანაირად უფრო მომეწონა. საუბარი იყო იმ დროზე, ანუ იმ დროში ვინც ითვლებოდა ძალიამ ლამაზად – უშანსოდ იყო და იტაცებდნენ.

      Reply
  4. salome

    ფილმი ზუსტად იმაზეა რაც ჩვენ გავიარეთ, ვიცხოვრეთ და ახლა ამ ფილმის ყურების დროს მაინც მიკვირდა, როგორ გადავურჩით ამ პერიოდს. მე და ლაშამ გავაგრძელეთ საუბარი, რამ გადაგვარჩინა? ძალამ? ოჯახის რეპუტაციამ? ოჯახის სიმკაცრემ? კარგმა აღზრდამ? რამ? კარგია რომ ეს ყველაფერი გვქონდა და ეს ყველაფერი გაგვახსენდა სწორედ ახლა… გადაფასებისთვის და შეფასებისთვის კარგი პერიოდია🙂 აი ის გოგოების სცენა, რომენტარშიც რომ ახსენეს ზუსტად არის გადმოცემული🙂 და არა მხოლოდ ეს მომენტი

    Reply
  5. Pingback: 2013 წლის 10 ყველაზე კითხვადი პოსტი ამავე ბლოგიდან | ლობჟანიძის ბლოგი აქცენტით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s