TBC-ის სამი მუშკეტერის რგოლი ცნობილ რეჟისორებს რომ გადაეღოთ…

ამბობენ რომ სანამ TBC – ის მესვეურები სამი მუშკეტერის საბოლოო ვერსიაზე შეჯერდებოდნენ, საზოგადოდ ცნობილ რეჟისორებს მიაკითხეს და რგოლის გადაღება სთხოვეს. შემკვეთებმა რეჟისორებს სრული თავისუფლება მისცეს, ოღონდ ერთი პირობით – კლიპში აუცილებლად უნდა ყოფილიყო კარადა და საწოლი. “კი მაგრამ, ეს ხომ სირობაა?!” ერთხმად იყვირა ტარანტინომ, ტრიერმა და ოზონმა. “სირობა, თუ არაა სირობა, ასეთია ჩვენი პირობა.” რეჟისორები გაჯიუტდნენ, შემკვეთებმა ეს რომ დაინახეს, პრობლემის სხვანაირად გადაწყვეტა და თითოსთვის 200-200 ლარის ჩაჯიბება გადაწყვიტეს. ამან რეჟისორები რა თქმა უნდა მოთაფლა და რგოლებიც გადაიღეს. აი, რა გამოვიდა.

ანდრეი ტარკოვსკი

კარადა ტყეშია. იქვეა საწოლი. თავიდან კადრში ხეებში ჩაფლული კარადა ჩანს. კადრი დაახლოებით ათი წუთი გრძელდება. ისმის მხოლოდ ფოთლების შხრიალი და ახლო-მახლო მომავალი მდინარის ხმა. კადრი ძალიან ნელა საწოლზე გადადის. საწოლი ნელნელა ლევიტაციას განიცდის. მასზე სანდრო და მისი მეგობარი გოგო წვანან. ისინი ჩუმად არიან და ერთმანეთს თვალებში უყურებენ. კადრი კვლავ კარადაზე გადადის, რომლის კარებიც ძალიან ნელა იღება. ათოსი სერიოზული სახით გამოდის. კარადაში ვხედავთ გაქვავებულ პორთოსს და არამისს. ისინი ცარიელ სივრცეში იყურებიან. ათოსი უსიტყვოდ უახლოვდება სანდროს, უყურებს თვალებში. კადრი, რომელიც ათოსის სახეს ასახავს ათ წუთს გრძელდება. სანდრო უსიტყვოდ ხვდება ყველაფერს.

ლარს ფონ ტრიერი

მოქმედება კარადაში ხდება. თავიდან, სამივე მუშკეტერი ძალიან მეგობრულად და ადამიანურად ექცევა ერთამენთს. თუმცა, ნელ-ნელა დახურულ სივრცეში ადამიანისთვის დამახასიათებელი უარყოფითი თვისებები ვლინდება. თავიდან ყველაფერი შედარებით უწყინარი კინკლაობით იწყება, თუმცა ძალიან მალე მიზანტროპია ყველაზე მძაფრ ფორმებში ვლინდება. საბოლოოდ, ყველაფერი იმით სრულდება რომ მუშკეტერები ერთმანეთს კლავენ. გვამები კარადიდან ცვივა. ბუნებრივია, რომ საწოლში ჩაწოლილი სანდრო და მისი მეგობარი გოგო გადმოვარდნილ გვამებს ხედავენ. სანდრო წარმოიდგენს რომ გადმოვარდნილი კაცები სინამდვილეში მისი მეგობარი გოგოს საყვარლები არიან, ამიტომაც ახსნა-განმარტებას არ აცლის და განსაკუთრებული სისასტიკით კლავს გოგოს. ოთახში გოგონას მამა შემოდის და ამ სცენის დანახვისას სანდროს ეცემა და გასაკუთრებული სისასტიკით უსწორდება. ბოლოს, გოგონას მამა თავს იკლავს.

ფრანსუა ოზონი

იგივე რაც ტრიერი, ოღონდ იმ განსხვავებით რომ გადმოვარდნილი კაცები სანდროს მეგობარ გოგოს აფიქრებინებს რომ ის გეია. სანდროს გოგონა უსწორდება, ხოლო ოთახში არა მამა, არამედ ბიჭის დედა შემოდის, რომლის როლსაც აუცლებლად კატრინ დენევი უნდა ასრულებდეს.

ვუდი ალენი

კარადაში სამი ებრაელი პატარა მაგიდის ირგვლივ ზის. ისინი ცხოვრების ამაოებაზე და დეიდა სარას მიერ მომზადებულ უგემრიელეს ბლინებზე საუბრობენ. ლაპარაკში საათები გადის. უცბად სანდროს ხმა ესმით, “მაპატიე საყვარელო, ბანკში მივდივარ, კომუნალურები უნდა გადავიხადო”. იცხაკი სასწრაფო წესით აღებს კარებს, უახლოვდება სანდროს და ნერვიულად უხსნის რომ მას ბანკში წასვლა არ სჭირდება. თუმცა, სანამ ამას ეტყვის აზრს ვერ აყალიბებს და მიედებ-მოედება ყველა თემას, მათ შორის სარა დეიდას ბლინებს და ცხოვრების ამაოებას. “შეგიძლია ამ სერვისით ისარგებლო და გაუსვლელად გადაიხადო კომუნალურები,” ეუბნება ბოლოს იცხაკი და აიპადს აწვდის. “ჩვენი მოგონილი სერვისია და უბრალოდ ძალიან მინიმალური საკომისიო ჩვენს ანგარიშზე დაჯდება, ჩვენც ხომ უნდა ვირჩინოთ რაღაცით თავი,” ამატებს იცხაკი.

ტარანტინო

რგოლს ფონად  ეს სიმღერა გასდევს. კარადაში ზედი და ტყავებში გამოწყობილი იზვრაშენეცი ძმაკაცი სიგარეტს ეწევიან. სანდრო მეგობარ გოგონას კომუნალურების გადახდის მიზნით ტოვებს და ბინიდან გადის. ზედი კარადიდან გამოდის, თან ღვედით ოთხზე დამდგარ იზვრაშენეც ძმაკაცს მოათრევს. ზედი და მისი ძმაკაცი გოგონას ცუდ რამეს უპირებენ. გოგონა ამას ხვდება და არსაიდან კატანას აძრობს. გოგონა ზედს და მის ძმაკაცს კუწავს.  ოთახი წითლად იღებება. კამერა კრუპნი პლანით რეზკად გადადის გოგონას თვალებზე, რომლის ირგვივ სისხლის წვეთებია მოგროვილი. უცბად, გოგონა აღმოაჩენს რომ ზედს ჩოპერის გასაღები აქვს ჩამოკიდებული, აძრობს და იქვე ეზოში მდგარ ჩოპერს ქოქავს.ბანკისკენ მიემართება. სანდროს მეგობარი გოგოს დანახვა უკვირს და ეკითხება, “ეს ვისი მოტოციკლია?” “ეს მოტოციკლი არაა, ეს ჩოპერია,” პასუხობს გოგონა.

“- კარგი, მაშინ ვისი ჩოპერია?”

“-ზედის”.

“- ზედი ვინაა?”

” – Zed is dead baby, Zed is dead,” პასუხობს გოგონა.

ძმები კოენები

ბრედ პიტი სანდროს ოთახშია. ის  რუსებისთვის საინტერესო მასალების შემცველ დისკს ეძებს. უცბად ფეხის ხმა ესმის და სასწრაფო წესით კარადაში იმალება. ჭუჭრუტანიდან სანდროს აკვირდება და მის გასვლას ელოდება. სანდრო ტანზე იხდის და კოსტიუმის დაკიდების მიზნით კარადისკენ მიემართება. სანდრო დაცვად მუშაობს და ამიტომაც შიდა ჯიბეში მაკაროვი უდევს. სანდრო კარადას აღებს და ხედავს ბრედ პიტს, რომელიც იდიოტივით იცინის. მოულედნოლობისგან სანდრო იბნევა და თვალის დახამხამებაში ბრედ პიტს მაკაროვით კლავს.

ტინტო ბრასი

გადაიღებდა იგივეს რაც საბოლოოდ ორგინალ კლიპში გადაიღეს, ოღონდ “შეიძლება კარადაში დავრჩეთ?” უფრო სექსუალურად და მრავალმნიშვნელოვნად გაიჟღერებდა.

11 thoughts on “TBC-ის სამი მუშკეტერის რგოლი ცნობილ რეჟისორებს რომ გადაეღოთ…

  1. Evellini

    “ზედი და მისი ძმაკაცი გოგონას ცუდ რამეს უპირებენ. გოგონა ამას ხვდება და არსაიდან კატანას აძრობს. გოგონა ზედს და მის ძმაკაცს კუწავს. ოთახი წითლად იღებება. კამერა კრუპნი პლანით რეზკად გადადის გოგონას თვალებზე, რომლის ირგვივ სისხლის წვეთებია მოგროვილი. ”
    ვაიმე ცუდად ვარ :დდდდდდდ
    კარგია :3

    Reply
  2. მე

    კარგი იყო, აღნიშნული რეჟისორებისათვის დამახასიათებელი ბევრი შტრიხი ჩანს :)))

    Reply
  3. Zuka Berdzenishvili

    ემირ კუსტურიცა
    სცენის საუნდტრეკი:

    სცენა:
    საწოლი ყანაში დგას, ოღონდ ცარიელია. იქვე მაღალ ბალახებში ჩაფლული სანდრო და მისი გოგო ნებივრობენ… საწოლის მახლობლად უძვირფასესი და უძველესი კარადა დგას, რომელსაც ადამიანის სიმაღლეზე სამი წყვილი ხვრელი აქვს, პერიოდულად კადრში წინა პლანზე სანდროს თავი ამოდის ბალახიდან, უკან მიიხედვს და კარადას გახედავს ეჭვის თვალით, მერე საქმეს უბრუნდება და ამ დროს კადრის უკანა პლანზე მდგარი კარადა ზევით წამოიწევა და რამდენიმე ნაბიჯით წინ გადმოიწევს, ისე რომ მონებივრე წყვილს უახლოვდება, უცებ ისევ დაფეთებული სანდროს სიფათი, ამჯერად წინ იყურება და მისი კეფის უკან კი კარადა უძრავად დგას და ექვს თვალს უტიფრად და აზაბოჩენად აფახურებს… სანდრო საქმეს აგრძელებს…
    :))))))

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      რაღაც მომენტში მუსიკის ფონზე ინსტრუმენტებით შეიარაღებული გროტესკული გარეგნობის ბევრი ბოშა უნდა გამოჩნდეს კიდევ🙂

      Reply
      1. Zuka Berdzenishvili

        კი, ნამდვილად, ცეკვა-თამაშით უნდა უკრავდნენ და ყოვლად უადგილოდ უნდა ჩაიხრიგინონ😀 (y)

  4. Pingback: 2013 წლის 10 ყველაზე კითხვადი პოსტი ამავე ბლოგიდან | ლობჟანიძის ბლოგი აქცენტით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s