ქართველი მოგზაურის სტერეოტიპული რუკა

ბერლინში

დადიან ქართველი ტუსოვშიკები. ე.წ. ტუსოვშიკებს ბერლინი ვარშაუერ შტრასეს სადგურთან მიმდებარე ტერიტორია ჰგონიათ, რადგანაც სწორედ აქ ატარებენ მეტწილ დროს კლუბ ბერგჰაინის და უოტერგეიტის ძიებაში. ჭეშმარიტი ქართველი ტუსოვშიკის ატლასზე ყველა პრადვინუტი თვითფრინავი ბერლინის მიმართულებით მიფრინავს.

კიევში

დადიან ქართველი ბაბულიკები და პოლიტიკოსები (ესენი პრინციპში ერთმანეთისგან თვისობრივად არ განსხვავდებიან). კიევს ადრე მოსკოვი ერქვა, მაგრამ ჟამთა ცვლამ სახელი შეუცვალა, ისევე როგორც მანეთს დაერქვა ევრო. კიევის შემთხვევაში ქართველ პოლიტიკოსებს სოლიდარობის გრძნობა უღვივდებათ და ამიტომაც მზად არიან ყინვაში და თოვლშიც კი გარეთ (?) გვერდში (?) დაუდგნენ უკრაინელ ძმებს (?), ბაბულიკებისგან განსხვავებით რომლებიც გვერდში დადგომას სითბოში და კომფორტში ამჯობინებენ და არა მაინცდამაინც ძმებთან.

ერევანში

ქართველები არ დადიან, რადგანაც აქაურობა ძალიან ჰგავს საქართველოს, ოღონდ თხუთმეტი წლის წინანდელს.

მოსკოვში

დადის ბუბა კიკაბიძე, თამარ გვერწითელი, ქეთა თოფურია, საქართველოს პრეზიდენტის შვილი და ყოფილი გენ. პროკურორი არჩილ კბილაშვილი (ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ბინა აქვს იქ და მიხედვა სჭირდება). პ.ს. თინა კანდელაკის ხსენებაც მინდოდა, მაგრამ ეგ მგონი რუსია.

იერუსალიმში

დადიან ჯიპებით ჩიპების გარეშე. ქართველი მრბოლელების არ არსებობის და პარიზ-დაკარის რბოლაში წარმომადგენლის არ ყოლის გამო, ასეთი ვოიაჟები ერთგვარ სუბლიმაციას წარმოადგენენ.

სტამბოლში

დადიან ქართველი ვაჭრები და ორჰან ფამუქის ფანები, მიუხედავად იმისა რომ ამ ქალაქში არც ორჰან ფამუქი აღარ ცხოვრობს და აღარც ლიფტებიდან მოძრობილი სპილენძი სარგებლობს პოპულარობით.

ბუდაპეშტში

დადიან ქართველი სტუდენტები/მომავალი ენჯეოშნიკები. მიუხედავად იმისა რომ დასავლეთში ცენტრალურ ევროპული უნივერსიტეტის (შინაურულად სეუ) შესახებ ბუნდოვნად სმენიათ, ქართული ენჯეოს სექტორში მოხვედრის აუცილებელ პირობად CV-ში, ნუ ან საუბარში მაინც, ამ უნივერსიტეტის ხსენება არის სავალდებულო.

ნიუ-იორკში

დადიან ემიგრანტები. ვინაიდან და რადგანაც ნიუ-იორკამდე შორია მსურველებს, ათ წლიან ვიზებს ურიგებენ, ამიტომაც წასული ბევრი გვინახავს, მაგრამ დაბრუნებული არავინ. თანამედროვე ტექნოლოგიებმა (მაგ. სკაიპმა და ფეისბუქმა) მოხსნა კითხვები ე.წ. ემიგრანტების არსებობების შესახებ, ისინი ნამდვილად არსებობენ.

ლონდონში

დადიან ქართველკაცობაში ხელოვნებად ცნობილები, ლონდონში ზოგადად უცნობნი. მათ შესახებ როგორც წესი რუსთავი-2 მოგვითხრობს ხოლმე (სიუჟეტები სათაურით “ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანები”).

то ли ნიცაში, то ли კანში

დადის გოგი გვახარია და სვამს ლატეს.

11 thoughts on “ქართველი მოგზაურის სტერეოტიპული რუკა

  1. Di@

    ჰო, კიდევ ერთს დავამატებდი, როგორც სტამბულში ფაბუქის ფანები დადიან, ისე – ნიუ იორკში – “SATC”-ის მოყვარულები.

    Reply
  2. Tinita

    ბარსელონას დავამატებდი :))) ჰანიმუნზე დადიან ძირითადად (მშობლების აღებული ბანკის ვალებით). სმენიათ გაუდის სახელი და საგრადა ფამილიას ფონზე იღებენ საფეისბუქე სურათებს.

    კიდევ საოჯახო დასვენება ეგვიპტის და თურქეთის კურორტებზე. ფოტოებზე ისეთ სახეებს იღებენ, თითქოს ბოლო ოცი წელია, იქ ისვენებენ და უკვე მობეზრებული აქვთ.

    Reply
  3. Zapa

    Berlinshi berghain bazari araa, magram amas garda uamravi klubo arsebobs sadac zalian kargi tusovkebia, tundac suicide circus,maria am bahnhof,riter butzke, da bevri da bevrii…

    Reply
  4. ნი დიდებაშვილი

    ნეტა თქვენ არ გეზარებათ მუდმივი კრიტიკა????? სასაცილოც აღარაა უკვე, გეგონება თვითონ ძაააააააააან მაგარი ტიპები იყოთ რა
    გულისამრევია.
    რამ დაგბოღმათ
    პირადი ცხოვრება აღარ აქვს ამ ხალხს

    Reply
  5. Author

    კარგი პოსტი იყო. მომეწონა🙂
    პ.ს. ზოგს სარკეში ჩახედვა არ სიამოვნებს.

    Reply
  6. შოშანა

    ქართველები კოლუმბიაში ან დისნეილენდში? :)))

    და ის ტიპი, დიკაპრიოს რო ეძახის?🙂

    Reply
  7. კომბლე

    იაღლიში მოგივიდა. ბუბა კიკაბიძე აღარ დადის მოსკოვში, ოქრო

    Reply
  8. polaruli

    შენ ანჯუნას პატიზე გაუგებრობაში მოხვედრილი ქართველთ ცნობადი სახეები არ გინახავს🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s