მიმდინარე მოვლენების ყოველკვირეული მწარე მიმოხილვა [სეზონი 1, კვირა 2]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

marg

გიორგი მარგველაშვილის რეალურობაში ეჭვის შემტანებს მის ვირტუალურ არსებობაში მაინც შეუძლიათ დარწმუნდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა ტვიტერზე ანგარიში შექმნა, მაგრამ ეს მომხმარებელი იმდენად აროგანტულია რომ არცერთს არ უკეთებს “ფოლოუინგს.” სიმართლე გითხრათ ტვიტერზე ძალიან ბევრი “სელებრითი” მინახავს, მაგრამ მათ შორის ჯერჯერობით არცერთი (!) არ შემხვედრია რომელსაც ერთი ადამიანი მაინც არ ჩაეთვალა “ფოლოუინგის ღირსად.” ბოლოს და ბოლოს თვით რომის პაპიც კი მისდევს რვა ადამიანს. ისე, არც “ფოლოუერი” ჰყავს მარგველაშვილს განსაკუთრებით ბევრი, ერთი კვირის განმავლობაში სულ 273 მოუგროვდა, შედარებისთვის – ამ ბლოგის ავტორს 289 ჰყავს (პრეზიდენტზე უფრო პოპულარული ვარ, Yes!), ასე რომ შეიძლება ითქვას რომ საქართველოს პრეზიდენტის ტვიტერს რეკლამას ვუწევ.

ლეონარდო დი კაპრიოს როგორც ჩანს ერთი პეშვი ქართველობაც კი არ გააჩნია. სხვა ვერაფრით ავხსნით იმას რომ ლონდონში გამართულ მისი ახალი ფილმის პრემიერიაზე ქართველი ფანის შეძახილზე “უოლ სტრიტის მგელმა” ყურიც კი არ შეიბერტყა.  აი ეგ არის თქვენი ევროპა და ამერიკა, ქართულიც კი არ იციან. ინკოგნიტო ქართველ ფანს რაც შეეხება, მე პირადად მგონია რომ ამ ადამიანმა უნიკალური შანსი გაუშვა ხელიდან და ვერ გააგრძელა თანამედროვე ქართული იუთუბ ფოლკლორი, ხომ შეიძლება რომ “ნივიჟუსგან” განაწყენებულს ასე გაეგრძელებინა საკუთარი შეძახილი?

როგორც იქნა გავიგეთ თუ რითი სჯობია თბილისის ანძა ეიფელს. მისი ციმციმის გარეშე თბილისის ცაზე მუდმივად მფრინავი “არმადა” ნავიგაციის უნარს კარგავს, ამიტომაც ანძის გათიშვასთან ერთად სინქრონულად აციმციმდა ქართული ფეისბუქი “რას გვიშვრება ეს მთავრობას” პათოსით”. ამასობაში უმეტესობა ვერ მიხვდა პრეტენზიის ადრესატი ქვეყნის მთავრობა უნდა ყოფილიყო თუ სევდიანი მდედრი რეგენტი. მერე ვიღაცამ თქვა ციმციმი ნავიგაციასთან არაფერ კავშირში არ არისო, მერე სხვა ვიღაცამ განაცხადა, რომ სახეზეა კრიმინალის ნიშნები, საბოლოოდ ამბავი ისე ჩაიხლართა, რომ ყველაფერი რაღაც პოსტმოდერნისტულ სპექტაკლს დაემსგავსა.

სოჭის ოლიმპიური სოფლის დამპროექტემბელმა ჩათვალა რომ მარტო კაცი უნიტაზზეც ცოდოა და ამიტომაც ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების მიხედვით სოჭაში ერთგვარ “ფეკალურ ორგიას” უნდა ველოდოთ.  ისე, მშვენიერი საშუალებაა სპორტმსენების ერთმანეთთან სოციალიზაციისთვის და ერთმანეთის უკეთესად გაცნობისთვის. აი სიტყვაზე წარმოიდგინეთ ისლანდიელი და ჩინელი სპორტსმენები, სხედან, საქმით არიან დაკავებულები და თან ზოგადსაკაცობრიო თემებზე საუბრობენ. ისლანდიელი: “თქვენ ჩინეთში საერთოდ არ შეგხ… უჰ, აჰ, უჰ… ხო, არ შეგხებიათ ფინანსური კრიზისი”. ასე ლაპარაკობენ, ურთიერთობენ, ბოლოს ჩინელი გადის და მეორე სპორტსმენს ეუბნება რომ ძალიან გაუხარდა მისი ნახვა, მაგრამ ხელის ჩამორთმევას უკადრისობს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა ქართველ ინტერნეტ მომხმარებლებს ერთმანეთისთვის “კარგი ტიპობის” დამტკიცების მორიგი საშუალება მისცა. უკრაინული დროშის ავატარის მქონე “იუზერები” “პროფაილ-პროფაილ” დაიარებიან და გმობენ ყველას ვისაც ასეთი არ უყენია. ამის ფონზე ჰიპსტერები სომალის დროშას იყენებენ, “ყოველთვის სოლიდარულები უნდა იყოთ” პათოსით (ოღონდ ამათ მოტივებს მხოლოდ სხვა ჰიპსტერები თუ ხვდებიან). რადიკალური მემარცხენეები იძახიან ჩვენ არ ვიცითო რა ხდებაო და უკრაინული დროშის ავატარის მქონე იუზერების სიებს ადგენენ. მოკლედ, უკრაინაში დარწმუნებული ვარ აზრზე არ არიან, თუ რა ციებ-ცხელება მიდის ამასობაში საქართველოში, თორემ აუცილებლად მოგვიწოდებდნენ მშვიდობისკენ.

საქართველოსგან განსხვავებით, დასავლეთში უკრაინის ამბები ჯასტინ ბიბერის დაკავებამ გადაფარა. ბიბერი მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. ეს იცით რას ნიშნავს? იმას რომ ყველა ვისაც ბიბერი “აი ასეთი პატარა” გვახსოვს, დავბერდით. გადაუმოწმებელი ინფორმაციის მიხედვით დადის ხმები, რომ  დაწყებულია იმ პოლიციელის დემონიზაციის პროცესი , რომელმაც თინეიჯერის დაკავება განახორცილა. ისე, სპეციალური დაცვის გამოყოფა არ აწყენდა მაგ ადამიანს.

ქართველ “ფილმმეიკერებს” დაავიწყდათ რომ ვირუსებზე, ზომბემზე, უცხო პლანეტელებზე და ზოგადად აპოკალიპტურ ფილმებზე მონოპოლიას ამერიკელები ფლობენ. აპოკალიპტური მოვლენები საქართველოში უბრალოდ წარმოუდგენელია იმდენად რამდენადაც ქვეყანა პოსტაპოკალიპტურ სტადიაზე იმყოფება. ამის მიუხედავად GDS-მა შეიძლება ითქვას Resident Evil-ის რემეიქი დაანონსა, რომელშიც მილა ივოვიჩის როლს (სწორედ რომ მილა იოვოვიჩის და არა პერსონაჟ ელისის) ნანკა კალატოზიშვილი შეასრულებს.

ბოლოს კომენტარის გარეშე გიტოვებთ გასულ კვირას ინტერნეტ სივრცეში პოპულარულ ვიდეოს, რომელიც ახალი ქართული “ფილმიდან” ამონარიდს წარმოადგენს.

წინა კვირის მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

2 thoughts on “მიმდინარე მოვლენების ყოველკვირეული მწარე მიმოხილვა [სეზონი 1, კვირა 2]

  1. თაკო გვაზავა

    ფეკალური ორგია :)) კარგია მერე, რა ჯობია ძმობას და მეგობრობას (ნუ პრინციპში დობასაც არაუშავს რა, თან ჩვენ ისედაც სულ დუეტში დავდივართ ტუალეტში).
    უკრაინის თემა მართლა მომბეზრდა მეც და დაგეთანხმები 100%, უკვე ყელში ამოვიდნენ, ერთხელ სოლიდარობა კაი ბატონო, მეც ვუსოლილიდარე, მაგრამ აღარ მორჩენ რა..
    ჯიდიესის ფილმზე არაფერი გამიგია და ვერც შენი ვიდეო ჩავრთე, იმიტომ რომ ხადურმა გაგვითიშა ყველანაირი სოციაური ქსელი და ვიდეო:/ ეგეც შეგიძლია მიამატო ახალ ამბებს, როგორც ჩანს თანამშრომელთა სოც-აქტიურობა არაჯანსაღად მოქმედებს სათუთ და დაუცველ ლარის კურსზე, შესაბამისად, შეშფოთებისგან გული უჩქროლდება და წნევა უწევს. ნუ, ოღონდ მაგას ეშველოს დ სულ გავაუქმებ ჩემს ფბ პროფაილს..

    p.s. Who the fuck is Justin bieber? – Ozi Osbourne❤

    Reply
  2. Pingback: ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 1, კვირა 3] | ლობჟანიძის ბლოგი აქცენტით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s