ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 1, კვირა 3]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

გასულ კვირას რომის პაპის მცედლობა აპოსტოლის სასახლის აივნიდან მშვიდობის თეთრი მტრედი აეფრინა და ამით სამყაროსთვის შეეხსენებინა  რომ კეთილის არსება გრძელია, სრული კრახით დასრულდა. სიკეთის სიმბოლომ სულ რამოდენიმე მეტრით გაფრენა მოახერხა, საიდანღაც გამოჩენილი შავი ყვავი რომ ეძგერა. ამგვარად აწ უკვე გაფეტიშებული რომის პაპის პიარ აქცია წარუმატებლად დასრულდა და უფრო მეტად South Park-ის ან Simpsons-ების რომელიმე ეპიზოდის სცენარს დაემსგავსა. ამ ყველაფერს ემატება ის ფაქტი, რომ პაპს გვერდზე მდგომი პატარა ბიჭის დაწყნარება მოუხდა, მაგრამ ამავდროულად გოგონას, რომელიც ასევე აივანზე იდგა მწუხარების არაფერი ეტყობა. უფრო სწორედ, შეიძლება ითქვას რომ თინეიჯერი სიცილისგან იგუდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ გვერდით თანამედროვე პოპ კულტურის იდოლი ანუ ფრანსისკო პირველი რომ არ მდგარიყო, ის აუცილებლად ამოიღებდა აიფონის ბოლო მოდელს და მოვლენას როგორც მინიმუმ  დააინსტაგრამებდა.

თანამედროვე ქართულ ლექსიკონებზე მომუშავე ავტორებს ტიტანული შრომის გაწევა მოუწევთ, ძველი ქართული სიტყვის “გვამის” ახალი მნიშვნელობის განსამარტად, მითუმეტეს მათ შორის ყოფილი ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი ინდივიდები თუ აღმოჩნდებიან. იქედან გამომდინარე, რომ ამ სიტყვის იმდენი ახლებური განმარტება გაკეთდა, რომ  მიზანშეწონილი იქნება ახალი დიალექტის შემუშავება. თავდაპირველად ჯიბის ლექსიკონის გამოშვება შეიძლება, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებული პირები “გვამიდან” ქართულად თარგმნას შეძლებენ. ამ ყველაფრის მიზეზი კი გასულ კვირას გაჰიტებული ვიდეო გახდა, რომელშიც ოდესღაც ენჯეოშნიკი, მაშინ შსს მინისტრი და აწ უკვე საქართველოში დამკვიდრებული როტაციის წესით განსასჯელის სკამზე მყოფი ვანო მერაბიშვილი შეიარაღებულ ადამიანებს დირექტივებს აძლევს.

უამრავი საინტერესო და ამავდროულად ხშირად ურთიერთგამომირცხავი ვერსიების, მათ შორის თავად მერაბიშვილის მიერ სიურრეალისტური “ГРУ-ს სცენარის” ფონზე, ყველაზე “ტროლი” კომენტარი მაინც ყოფილმა პრეზიდეტნმა და ახლა უკვე ნიუ იორკელმა ჰიპსტერმა ლექტორმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. ხალხში მიშად ცნობილმა ორჯერ (!) არჩეულმა პრეზიდენტმა პრაქტიკულად განაცხადა რომ ქართული პოლიტიკა არ აინტერესებდა და ამ თემაზე ჟურნალისტებს კითხვები აღარ უნდა დაესვათ, რამაც დაბნეულობა მის მიმდევრებშიც კი გამოიწვია.

მძაფრსიუჟეტიანი იუთუბ ვიდეოების მიუხედავად საქართველოში 31 იანვარს ყველაფრის გადაფარვა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით თოვლმა დაიწყო. რუსთავი 2-მა aka ყოფილმა გამარჯვებული ხალხის ტელევიზიამ თადარიგი წინასწარ დაიჭირა და პირველ ფიფქებთან პარალელურად პარასკევის 12 და 3 საათიან გამოშვებებში პირველ ნიუსად “საქართველოში თოვს” გამოაცხადა. აფერუმ რუსთავი-2-ს ასეთ ფაქტზე ყურადღება რომ გაამახვილა და შოკი ნელ-ნელა რომ შემოგვაპარა, აბა თებერვლის დასაწყისში ვის გაუგია თოვლი და სიცივე.

ამასობაში, მეზობელ ჩეჩნეთში, ორზოლიანი სპორტულების მოყვარულმა რამზან კადიროვმა ოლიმპიური ჩირაღდანი საკუთარი უკონტროლო ყვირილის პრელუდიის ფონზე აანთო. თავიდან რუსული ოფიციოზის გულების მოსაგებად რუსეთის ფედერაციის დიდებით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით როგორც ჩანს საკუთარი ბუნჩულა ხასიათიდან გამომდინარე, გადაწყვიტა გული არავისთვის დაეწყვიტა და ომახიანი “ალაჰუ აკბარით” გააგრძელა გამოსვლა. თუმცა, ამავდროულად გავრცელდა ვერსია თითქოს კადიროვი სინამდვილეში არა “ალაჰუ აკბარს,” არამედ “Аллу в Бар-ს” ამბობს.

კიდევ ერთხელ გამყარდა სტერეოტიპი რომ რუსეთში ალკოჰოლიზმის და დიდ ლიტერატურას თანაარსებობა შეუძლია. გასულ კვირას სვერდლოვსკში 53 წლის მამაკაცმა 67 წლის მეგობარი მოკლა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ უკანასკნელმა პროზა პოეზიას ამჯობინა. დარწმუნებული ვარ ეს ამბავი გურამ დოჩანაშვილსაც კი დატოვებდა გაკვირვებულს.

გილოცავთ, თანამედროვე ხელოვნებად უკვე რწყევაც კი შეიძლება ჩაითვალოს. ვინმე მილი ბრაუნი ამბობს რომ “ხატვისას” წინასწარი დაგეგმვისგან თავს იკავებს და მუშაობისას სპონტანურობას ამჯობინებს. ვფიქრობ სიტყვა “სპონტანურობა” ამ შემთხვევაში “ნარწყევის უკონტროლო გამოშვების” სინონიმად უნდა მივიჩნიოთ. უცნობია ფლობს თუ არა ბრაუნი ფერწერისთვის საჭირო ტექნიკას, მაგრამ თანამედროვე ხელოვნებაში ეს ხშირად არც არის საჭირო. საკმარისია არტზე საუბრისას იყენებდე ბოჰემურ სიტყვებს, იყო ცოტათი “სტრანი” და ყველაფერი კარგად იქნება. ბრაუნს როგორც ჩანს ამის ნიჭი გააჩნია და ამიტომაც ისღა დაგვრჩენია გზა კი არადა, ნარწყევი დავულოცოთ.

ბოლოს, კომენტარის გარეშე ზარა თუშტრას მიერ გაკეთებულ “განგსთა რეპს” გიტოვებთ, რომელიც საქართველოში გავრცელებული ერთ-ერთი სექტის მიერ რელიგიურ მოტივებზეა შექმნილი.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

6 thoughts on “ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 1, კვირა 3]

  1. თაკო გვაზავა

    შენს ყოველ რელიზში თითო შოკი მაინც ფიგურირებს, აი ამ გოგომ მართალაც რომ დამშოკა😦
    საერთოდ ხალხს იმდენად ძალიან უნდა ორი”ჯ”ინალური იყოს (ნუ იმიტომ რომ თუ ორიჯინალური არ ხარ ვერ იქნები პიზდეცპოპულარული, და თუ პიზდეცპოპულარული არ ხარ, ხალხი შენზე არ გადაირევა და შესაბამისად შენს გასუქებულ ეგოს ვერ დაუნიავებ და თუკი ეგო ცოტათი მაინც არ შეგრილდა, დაგერხევა), რომ ყველანაირ მარაზმზე მიდის. აბსურდის თეატრია, არტიც კი გააბანძეს ამ არაადეკვატურმა ტიპებმა. ღირსი არაა ახლა ეს გომბიო, რომ ადგეს ჩემი მონე და ის თავისი “შემოქმედება” უკან გადააყლაპოს?! და კიდევ მივხვდი, რომ ყველაზე ორიგინალურები დღეს თითქმის გადაშენებული, ბუნებრივი, ნატურალური ადამიანები არიან ( მინდოდა მეთქვა ვართ, მაგრამ მაინც მოვერიდები).
    კიდევ ერთელ და მრავალჯერ შემეშინდა გარუსების😦 არ მინდა სიკვდილი…

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      საერთოდ, რაც მეტი დრო გადის თანამედროვე ხელოვნება სულ უფრო ემგავსება მარკეტინგს ვიდრე “არტს”. ამ გოგოს შემთხვევაშიც იგივე ისტორიაა, იცის როგორ “გაყიდოს” საკუთარი თავი, თორემ ღირებულება ნოლია. ნაომი კლაინს ერთი კარგი წიგნი მაგ თემაზე No Logo ჰქვია, ანუ ზოგადად როგორ იყიდება და როგორ ხდება რაღაც “ხელოვნების ნიმუში” თანამედროვე სამყაროში.

      Reply
      1. თაკო გვაზავა

        რა არის იცი, ეპატაჟი და გამომწვევი ნაბიჯები ზოგადად ძაან გამართებულია მარკეტინგში, მაგაზე არც მე ვდავობ. აგერ სექსი რომ ფანტასტიურად ყიდის ყველაფერს, ეგ ვიცით ყველამ, მაგრამ რწყევა?..😦 მაგას გაუმართლა, რომ ლედი გაგა არსებობს ამ ქვეყნად, თორემ იდეაში მართლა არ ვიცი, რომელ ჭკუათმყოფელ და ნორმალურ ადამიანს მოუნდება მაგ სისაძაგლის ყიდვა?!…
        და ყველაზე ცუდი ისაა, რომ რეალურად გაეყიდება..

      2. lobzhanidze Post author

        ერთი სასაცილო ამბავი გამახსენდა, არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ ასეთად საღდება. ლონდონში ტეიტ მოდერნის გალერეაში, იაპონული ტურისტები ექსპონატებს ათვარიელებდნენ. უცბად გალერიის პერსონალი ხედავს რომ რადიოტორს მიადგნენ და სურათებს უხდიან. ზრდილობიანად მივიდა და უთხრა, რომ რადიატორი ამ შემხთხვევაში უბრალოდ რადიატორია და არა ექსპონატი🙂

  2. თაკო გვაზავა

    :)))) აი, რას არ გაიგებ რა… შენი პოსტის (და თანდართული ფოტო მასალის) მერე რომ გითხრა გამიკვირდაო არა, უბრალოდ გავხალისდი, თუმცა მაინც ძაან არაჩვეულებრივი ამბავია.

    Reply
  3. Pingback: ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 1, კვირა 4] | ლობჟანიძის ბლოგი აქცენტით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s