ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 1, კვირა 5]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

აგრესიული მარკეტინგის მოყვარული და რეჟისორად წოდებული ლარს ფონ ტრიერი, მიხვდა რა, რომ საკუთარი ახალი, მაგრამ ძველებურად ეპატაჟური ფილმით ვეღარავის გააკვირვებდა და ბერლინის კინოფესტივალზე აი ასეთ მაიუსურში გამოეწყო. თუ გსურთ დარწმუნდეთ რომ ბერლინალეს შემთხვევაში, ტრიერს მაისურზე გაცილებით მეტს ლაპარაკობდნენ, ვიდრე მის ახალ ფილმზე, გუგლში შეგიძლიათ Berlin+Trier+Nymphoniac ჩაწეროთ და შემდგომ Berlin+Trier+T-shirt კომბინაციას შეადაროთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ სწორი პასუხი ამ ოპერაციის შესრულების გარეშეც იცით. ეს არცაა გასაკვირი, ტრიერის ფილმები იმდენად მოსაწყენი ხდება, რომ რეჟისორს პრესის და საკუთარი ფანების ამგვარად გართობის გარდა, აღარაფერი დარჩენია.
ახდა ევროკავშირის სადისკრედიტაციოდ ჩასაფრებული რუსული მეინსტრიმ მედიის ოცნება – დანიაში ჟირაფი საჯაროდ მოკლეს. დანიური ზოოლოგისტების თანახმად ქვეყანის ზოოპარკებში ჟირაფები სწრაფი მრავლდებიან და ამავდროულად ქვეყნის კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას მოხდეს ჟირაფების “ექსპორტი”. ასეთ პირობებში კი სპეციალისტებმა რა თქმა უნდა ყველაზე “ოპტიმალური” და „ჰუმანური“ გადაწყვეტილება მიიღეს – ჟირაფი, ბავშვების თანდასწრებით მოკლეს და იქვე დაანაწევრეს. ასეთი სურათის შემხვედვარე, ფეოდალურად მოაზროვნე რამზან კადიროვიც კი შეშფოთდა და შემდეგი მოსაკლავი ჟირაფის გადასარჩენად მზადყოფნა გამოთქვა.

დანიაში მომხდარი ამბავის მიუხედავად, ანდერს ბრეივიკმა რომელმაც ორნახევარი წლის წინ მეზობელ ნორვეგიაში რამდენიმე საათში 77 ადამიანი მოკლა, playstation-3-ს (playstation-2 მოუძველდა) ითხოვს. ბრეივიკმა განაცხადა, რომ თუ ამ და რიგ სხვა მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებენ შიმშილობას დაიწყებს, რადგანაც ფიქრობს რომ მას “ცხოველზე ცუდად ეპყრობიან,” რაზეც დანიიდან აწი მოსაკლავმა და კადიროვის იმედზე დარჩენილმა ჟირაფმა ბრეივიკს შემოუთვალა – “მაშ მტყუანისო?”

ამასობაში, მამა გაბრიელის საფლავის პრემიერა 22 თებერვალს გაიმართება.  თუმცა მოსამზადებელი სამუშაოების დროს, საფლავის სიახლოვეს არსებულ დედა პარასკევას VIP ლოჟას დემონტაჟი უკვე გაუკეთდა და მას საზეიმო ცერემონიაზე დასწრება მხოლოდ ჩვეულებრივი მაყურებლის როლში შეეძლება. ჯერჯერობით უცნობია გაყიდის თუ არა Swoop.ge დასასწრებ ბილეთებს იაფად.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა, ლიტერეტურისგან ძალიან შორს მყოფი რაღაც პორნოგრაფიულ-სპორტულ-კომერციული ელფერის პროექტი დაანონსა. “საქართველო ირჩევს საყვარელ წიგნს” – ასე ჰქვია ძალიან არაპოეტურ მარათონს, რომელსაც პოეტი რატი ამაღლობელი გაუძღვება. ასევე საინტერესოა პრომოს სლოგანი, “იბრძოლე რომ შენი წიგნი იყოს პირველზე”. რატომ უნდა ვიბრძოლო იმისათვის, რომ ჩემი საყვარელი წიგნი იყოს პირველზე, ან და ვაი თუ ჩემი საყვარელი წიგნი ალისტერ კროულის რომელიმე ნაშრომია – ეგი გინდათ ქართველებს?

ბოლოს გიტოვებთ აწ უკვე გამეინსტრიმებული ილო ბეროშვილის “თაკოს”.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

6 thoughts on “ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 1, კვირა 5]

  1. Urushadze

    უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ დროის შესაფერისი იუმორი არის საქართველოში (ყოველკვირეული ბლოგით და ეპილოგად დადებული ვიდეოთი)🙂 მივულოცავ ყველა ჯანსაღი იუმორის აღმსარებელს

    Reply
  2. თაკო გვაზავა

    😉 ესე იგი, იმდენად ბევრი შავი იუმორია ამ ნიუსებში, რომ საერთოდ რომ გამოგერიცხა შენი იუმორის გრძნობა, მემგონი მაინც ძაან სასაცილო და სატირალი იქნებოდა.
    ეს ჟირაფი.. ნუ კაი, კი ვერ გავიგე ასე სახალხოდ რა წესი იყო ეს სისხლისღვრა, მაგრამ აი, კადიროვი რა ბაჯაღლო დეგენერატიაააა… ვა–ი–მე😦 თავის ჭკუაში ძაან სერიოზული ფითქინა პიარი გაიკეთა. ნუ, ფაქტია, რომ ძალიან დამაჯერებლად შეშფოთდა ახლა ეს კეთილშობილი ადამიანი..
    ბრეივიკი, არ ვიცი სასამართლომ როგორ და რა აღიარა, მაგრამ ჩემთვის პირადად შეურაცხადია, ასე რომ ფლეისთეიშენი კი არა ჯაკუზიში შეიკთან ან ჯოლისთან ერთად გახვანჩალებას რომ არ ითხოვს ის მიკვირს, ერთი მოკრძალებული ფლეისთეიშენი აბა რა სალაპარაკოა…
    ამ ბიჭის ვიდეოზე კიდევ, მთელი საღამოა ვიგუდები, ამ ილოზე :)))) ძაან კაი ტიპია. სწორი პროტოტიპი ყავს, ფაქტია. თან თაკოო, და რამდენი რამე გამახსენა… :))

    Reply
  3. Evellini

    ყველა, ყველა და ტრიერის ფილმებს რას ერჩი :დ მართალია, ნიმფომანიაკზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ დანარჩენებს მშვენივრად ვუყურე, არც ისე მომაბეზრებელი იყო.
    ყოველკვირეული მიმოხილვები უფრო და უფრო კაარგები ხდება შენს ბლოგზე ^_^

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      მადლობა, აქ გაკეთებული კომენტარები მაძლევენ მოტივაციას და ძალას ყოველ ორშაბათს დავჯდე და არ დავიზარო ამ ბლოკის წერა. ტრიერს რაც შეეხება, როგორც რეჟისორს არაფერს ვერჩი პრინციპში, თუმცა მისი მიდგომა და სამყაროს ხედვა უბრალოდ მიუღებელია ჩემთვის სუბიექტურად.

      Reply
      1. Evellini

        უკიდურესად დეპრესიულ და პესიმისტურ ხედვას გულისხმობ ალბათ :დ ამ მხრივ თან გეთანხმები, თან გეწინააღმდეგები :დ რავიცი, მე იმ კატეგორიის ვარ, ეგეთი დეპრესიები რომ ემართებათ და საკუთარ ქორწილში ‘ცხოვრების ამაოებაზე’ რომ ფიქრობენ. და შენ წარმოიდგინე, როცა ასე ვარ და ტრიერის რომელიმე ფილმს ვუყურებ, უცნაურია, მაგრამ მართლა მშველის ხოლმე.
        სხვა თუ არაფერი, ფილმები ვიზულაურად ძალიან ლამაზია ^_^
        პ.ს. ორშაბათს ველი ^_^

  4. Pingback: ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 1, კვირა 6] | ლობჟანიძის ბლოგი აქცენტით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s