ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 1, კვირა 6]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

ამიერიდან კობა ხაბაზი ლუი დე ფიუნესის პერსონაჟს არამხოლოდ გარეგნობით და საინტერესო ხმის ტემბრით, არამედ ზოგადად კომედიურ ჟანრში მოღვაწეობით ჰგავს. წინა კვირაში გავრცელებულმა ამ მუქარით სავსე მიმართვამ ხელისუფების წარმომადგენლებს და მის მხარდამჭერებს შორის დაახლოებით აი ასეთი რეაქცია გამოიწვია.  თუმცა, თავად კობა ხაბაზი როგორც ჩანს ლუი დე ფიუნესს მაინცდამაინც არ ეტრფიალება და უფრო გურამ პეტრიაშვილის შემოქმედების მოყვარულია.

თვითმფრინავის ეთიოპიელმა გამტაცებელმა პილოტმა  კრიზისში მყოფ ჰოლივუდს კრეატივში აჯობა და ეს ერთდროულად რამდენიმე ჟანრში მოახერხა. თვითმფრინავის გატაცების და ჟენევაში ჩაფრენის შემდგომ, გამტაცებლის მიერ თავშესაფრის მოთხოვნამ დრამა, ტრილერი და კომედია გააერთიანა. პილოტს ეთიოპიაში დაბრუნების შემთხვეში ოც წლიანი პატიმრობა ემუქრება, სწორედ იმიტომ, რომ თვითმფრინავი გაიტაცა და არა წარსულში ჩადენილი რამე დანაშაულის გამო.

კაფე გალერიში “ტუსაობის” მსურველებს ამიერიდან ორმაგი ფეისკონტროლის გავლა მოუწევთ. ეჭვი მაქვს კაფეს ტეროტორიაზე ახალი კარაულის დადგომის შემდგომ პირჯვარის გადაწერა აუცილებლად მოუწევთ, პირდაპირი თუ არა, გადატანითი მნიშვნელობით მაინც.

აბსოლუტურად გამართული ქართულით და მსტისლავ როსტროპოვიჩისეული ჟესტიკულაციით ვინმე იური ღვინჯილია მეგრული ენის სიწმინდის დაცვაზე და მის სახელმწიფო ენის გამოცხადების აუცილებლობაზე გვესაუბრა. დარწმუნებული ვარ ვიდეოს “ქუდში” ვარდისფერ ლათინურ შრიფტში ჩასმული ქართული სიტყვები სამეგრელოს პეიზაჟების ფონზე და  “power point-ის” სლაიდების სტილში გადაწყვეტილი მონტაჟი და ესთეტიკა არათუ მეგრელ, არამედ ყველა სხვა ქართული კუთხის წარმომადგენელ პატრიოტებსაც გაუღვივებს ნაციონალური სიამაყის გრძნობებს.

როგორც ჩანს გმირის ტიტულის მოსაპოვებლად არც ალმოკიდებულ სახლში შევარდნა, არც სიცოცხლის ფასად ვინმეს გადარჩენა და არც რამე მსგავსი საქციელის ჩადენა აღარ დაგჭირდებათ. დღევანდელ სამყაროში ზამთრის ცივ დღეს, თქვენს გვერდით გაყინულ ბავშვს რომელიც სიცივისგან იბუზება, საკმარისია ხელთათმანი ან თუნდაც შარფი მიაწოდოთ. თბილ სახლებში მყოფი ინტერნეტ მომხმარებლები  თქვენით აღფროვანდებიან და გმირად გამოგაცხადებენ. არა, ისე, მართლა რა არაადამიანი უნდა იყო, რომ განვითარებულ სკანდინავიაში გაჩერებაზე იდგე და გასაყინად განწირულ ბავშს რამე თბილი არ მიაწოდო?  მერწმუნეთ შარფის ან ხელთათმანების გაზიარება ყველაზე ნაკლებია რაც კი შეიძლება ასეთ შემთხვევაში გააკეთოთ და არაფერი გასაგიჟებელი ამაში არაა. თუმცა, როგორც ჩანს ინტერნეტ მომხმარებლები იმდენად გადაჩვეულები არიან ადამიანურ ურთიერთობებს, რომ მათი “ვაიმე ეს რა თბილი ვიდეოა” და “ეს რა სასწაული ვნახე-ს” პათოსით გაჟღენთილი შეარების წყალობით ამ რგოლმა ერთ კვირაში 11 მილიონ ნახვაზე მეტი მოიპოვა.

სულ უფრო ჭირს თანამედროვე ხელოვნების და ნაგავის ერთმანეთისგან გარჩევა. პირდაპირი მნიშნელობით. დამლაგებელმა 15 ათასიანი დოლარის ღირებულების ინსტალაცია სანაგვეს გააყოლა, რაც თავისთავად ერთგვარი პერფომანსია. დარწმუნებული ვარ ხსენებული ინსტალაცია მინიმალურ ყურადღებას მიიპყრობდა, რომ არა დამლაგებლის შეცდომა, ასე რომ ვფიქრობ “არტისტმა” მას პიარისთვის მადლობა უნდა გადაუხადოს.

მამა გაბრიელის საფლავის პრეზენტაციაზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით და ფეის კონტროლით გახდა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ბუნების კანონებს თუ მოვიშველიებთ და მივხვდებით, რომ დიდი ხნის წინ დამარხული სხეული ზოგადად იხრწნება, საპირპისპიროში დარწმუნების მიზნით მცხეთაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. პაპარაცულ ჟანრში გადაღებული ფოტოების მიუხედავად, რომლებზეც ბუნებრივია საღი აზრის საღი აზრობა კიდევ ერთხელ მტკიცდებოდა, ბევრმა თავისი ვერ მოიშალა და “არ არისო გახრწყნილიო” წამოიძახა, ვიღაცამ “გახრწნილიაო”, მერე ვიღაცამ თქვა თან არიო და თან არ არიო და საბოლოოდ ყველაფერი შროდინგერის კატის ამბავს დაემსგავსა.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

5 thoughts on “ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 1, კვირა 6]

  1. Pingback: ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 1, კვირა 6] - ქართული ბლოგები

  2. თაკო გვაზავა

    აუ მართლა რა სასაცილოდ იქნევს ხელებს ეს ღვინჯილია :))) არადა ძაან მეცინება მე ამ მეგრულ შოვინიზმზე, რატომ და საიდან აქვთ კიარადა გვაქვს ამხელა ამბიციები არ ვიცი… აი მაგალითად, ერთი ჩემი სენაკელი მეგრელი ნათესავი მთელი მგზნებარებით მიმტკიცებდა, რომ შოთა რუსთაველი მეგრელი იყო და მე რომ სიცილით ვკვდებოდი ღრმად შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს :)) დღემდე ასე სჯერა რა თქმა უნდა. რა ვიცი აბა, რაღაცა გვჭირს ფაქტია.
    გაყინული ბავშვის თემაზე ასეთი ამბავი მე არ მიკვირს იცი, იმდენი ბოროტება და საშინელება ხდება ამ ქვეყნად, არ მინდა ახლა ხაზგამსმა და ჩამოთვლა, მერე მე თვითონ თავიდან ვინერვიულებ, არაა გასაკვირი, სამწუხაროდ.. თანაც ყოველვის ამაღელვებელია, როცა უყურებ როგორ ჩადის ვიღაც სიკეთეს, მითუმეტეს თუ ამ სიკეთის ობიექტი ბავშვია… რავი მეც მიჩუყდება ხოლმე გული.
    და მამა გაბრიელის თემა უკვე იმდენად მტკივნეული და უხერხულია,რომ მაგ თემაზე ვეღარც კი ვხუმრობ, მართლა😦 and the Oscar goes to…

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      ოსკარისთვის საგანგებო შეფასებების გაკეთება მომიწევს, ორშაბათი რომ თენდება მაშინ უწევს… ვნახოთ, ვნახოთ🙂

      Reply
  3. Pingback: ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 2, კვირა 1] | ლობჟანიძის ბლოგი აქცენტით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s