ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 2, კვირა 2]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

გასულ კვირას ქართული საზოგადოება, ვინმე თინა მახარაძის სახით მომავალი ახალი ლალი მოროშკინას დაბადების მომსწრე გახდა. მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობა ორალური სექსით სავარაუდოდ ჯერ კიდევ ჰომო საპიენსის გამოჩენამდე კავდებოდა, 24 წლის გოგონამ “სექსუალური რევოლუციის” მოხდენა ჩვენი წელთაღრიცხვის მესამე მილენიუმში გადაწყვიტა. არ ვიცი რამდენად მოახდენს მისი განაცხადი გავლენას ახალგაზრდებზე, მაგრამ ბაბუა-ბებიების თაობაში შეიძლება სერიოზული ძვრები გამოიწვიოს. ასევე საინტერესო იყო მისი აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში რეალურად “რამის შექმნა” მას და მის იმ მეგობრებს შეუძლიათ, რომლებიც საზოგადოების “სულ რაღაც ორ პროცენტს” შეადგენენ.  მინდა გითხრათ, რომ ყველაზე პესიმისტური გამოთვლებითაც კი, საქართველოს მოსახლეობის 2 პროცენტი 60,000 ადამიანს გულისხმობს. აკი ნათქვამია, “Не имей сто рублей, а имей сто друзей”.  არ ვიცი რამდენად იცნობს თინა მახარაძე ვუდი ალენის შემოქმედებას, მაგრამ როგორც ჩანს არაერთხელ აქვს ნანახი “გაანალიზე ეს”, რადგანაც ძალიან ზედმიწევნით გაიმეორა ამ ფილმის ციტატა ქართველების ორალურ სექსზე დამოკიდებულების კომენტირებისას.

სტივენ სიგალმა, იგივე “კიკინიან კაცმა” იმდენჯერ ითამაშა არარეალისტურ ფილმებში, რომლებშიც მისი გმირი ათჯერ და ორმოცდააჯერ აღმატებულ მტერს ამარცხებს, რომ საერთოდ დაკარგა რეალობის აღქმა. ის ვერ ხვდება განსხვავებას კინოს და რეალურ ცხოვრებას შორის. სხვა ვერაფრით ავხსნით, “კიკინიანი კაცის” აბსოლუტურად სერიოზულ განაცხადს იმის შესახებ, რომ საქართველო 2008 წელს მასზე მოსახლეობით დაახლოებით 50-ჯერ და ტერიტორიით დაახლოებით 250-ჯერ დიდ სახელმწიფოს დაესხა თავს. სიგალის ასეთი განაცხადი იმ ქართველ  მემატიანეებსაც კი გააკვირვებდა, რომლებიც  “ერთი ქართველი ათ ავღანელს სჯობდა-ს” მსგავს სისულელეებს გაიძახოდნენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენდა ბედად სტივენ სიგალი არც ყოვლისშემძლე ჩაკ ნორისი და არც ორ სატვირთო მანქანას შორის გადებული ვან დამია. ის უბრალოდ კიკინიანი კაცია, რომლის ნათქვამსაც სერიოზულად არავინ აღიქვამს.

ჩრდილოეთ კორეის “მონარქმა” კიმ ჯონგ რომელიღაცამ, ძალიან “დაძაბულ” და ,”დემოკრატიულ” საარჩევნო გარემოში ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა. დარწმუნებული ვარ, რომ სტივენ სიგალისგან განსხვავებით, კიმ ჯონგ რომელიღაცა ხვდება განსხვავებას რეალურ ცხოვრებასა და ფიქციას შორის, თუმცა ქვეყნის მისი მმართველობის სტილი ჯორჯ ორუელსაც კი ჩააგდებდა შოკში. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, რომელიც მოცემულ არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო, 100 პროცენტის მოპოვება მოახერხა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის პირდაპირი მნიშნვლებით, სისხლისმსმელ დიქტატორს ხმა მის მიერ ცოტა ხნის წინ მოკლული ბიძის ახლობლებსაც კი უნდა მიეცათ, თან ჩრდილოეთ კორეის თავისებურებებს თუ გავითვალისწინებით, ეს აუცილებლად ბედნიერი სახით უნდა გაკეთებინათ.

ევროკავშირში გაწევრიანების დიდი ხნის მსურველი თურქეთის პრემიერ მინისტრი ცოტა ხნის წინ Facebook-ის და Twitter-ის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა, მხოლოდ იმიტომ რომ “ვიღაცეები ანონიმურად მის მთავრობაზე მაკომპრომატირებელ მატერიალს პოსტავენ. ეს კი კიდევ ერთი არგუმენტია Facebook – ზე dislike-ის შემოტანის მომხრეების სასარგებლოდ. ასეთის არსებობის შემთხვევაში, ერდოღანი აუცილებლად დააჭერდა “დისლაქს,” მერე ცოტა ხანი გაიბუტებოდა, შეიძლება დროებით Facebook – ის საკუთარი ანგარიში დაეხურა კიდევაც, მაგრამ ბოლოს მაინც დაბრუნდებოდა და თურქეთის 34 მილიონი იუზერების უმრავლესობა გააგრძელებდა კატების და “charlie bit my finger-ის” მსგავსი ვიდოების დაშეარებას. აბა ვის რაში აინტერესებს კორუპციული კომპრომატები, საერთოდ არ ესმის ამ ერდოღანს სოციალური მედიის თავისებურებები. თუმცა, ყველაფერი კარგია რაც კარგად მთავრდება და ამ შემთხვევაში “dislike-ის” მაგივრად, მსხნელად კონსტიტუციური შეზღუდვების და უფუნქციობის გამო ყველასგან დავიწყებული თურქეთის პრეზიდენტი მოგვევლინა, რომელმაც განაცხადა რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა ასეთ აკრძალვას და აუცილებლად გამოიყენებდა ვეტოს უფლებას. ხომ ხედავთ, ხანდახან პრეზიდენტსაც კი სურს თავი მნიშვნელნად იგრძნოს.

კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ქართული ფეხრბუთი ყველაფერია ფეხბურთის გარდა. ამჯერად ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრებმა “იყოჩაღეს”. როგორც ჩანს ქუთათურებმა “აზვერინის” გვარიანი დოზა მიიღეს, სხვა ვერაფრით ავხსნით მათ სტადიონზე ა ლა Resident Evil – ის ზომბებივით შემოვარდნას. თუმცა, ყველაზე მაგარი “ატჟიმანიების” მოყვარული აი ეს ტიპია – “რა არის სტადიონი, თუ მის ცვრიან ბალახზე შიშველი ღიპი არ გავუხახუნე?” არ ვიცი საბოლოოდ რა სანქციებს დაუწესებენ ტორპედოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ სიქველის მომსწრენი აუცილებლად გავხდებით.

ბოლოს გიტოვებთ ქეთი დოლიძის “კოდურ სიტყვებს”.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

14 thoughts on “ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 2, კვირა 2]

  1. Etuna Nogaideli

    აი არ გეთანხმები. სწორედ მაგდაგვარი მიდგომით გადამიარა შარშან სრულიად საქართველომ თავისუფალ ბაზარზე პოსტერის გამო. ვინ როდის ახდენს რევოლუციას, ეს კარგად გამოჩნდა – სწორედ სექსზე ლაპარაკის გამო გამოითათხა ეს გოგო.

    მე არ ვამბობ, რომ ის ბრძენთაბრძენია და ძირს დამცა თავისი მსჯელობით. რასკავირველია არა. კი, გეთანხმები რომ ნამეტანი მოუვიდა, 2 პროცენტში თითონ რომაა და დანარჩენები ყველანი ერთ ქვაბში მოხარშა. პოლიტკორექტულად ლაპარაკს მეტი ინტელექტი და საჯარო გამოსვლების მეტი გამოცდილება სჭირდება, მაგრამ ერთად აღებული ყველა “ფეისზე” და “სელებრითიზე” ბევრად უკეთესად მსჯელობდა.

    პირადად ჩემი სოლიდარობა დაიმსახურა ნამდვილად. მეც მიგრძვნია იგივე საზოგადოებისგან, როდესაც ქალი ამბობ იმას, რის თქმაზეც კაცს ტაშს დაუკრავდნენ.

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      მე კი მგონია რომ ამ შემთხვევაში კაცს/ქალს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ მარტივად რომ ვთქვათ გოიმური ინტერვიუ იყო, გენდერი არაფერ შუაში არაა. მაგ პოზიტიური დისკრიმინაციის მიდგომით საერთოდ ვერ გააკრიტიკებ ადამიანს, მხოლოდ იმიტომ რომ ქალია. მაგ თემის გარდა ძალიან ბევრი სისულელე იყო ნათქვამი, აქა იქ გაგონილი “კარგი პონტებით”. მე ის უფრო მაღიზიანებს, რომ ვიღაცეებმა ამ გოგოს “გმირის” ტიტული მიანიჭეს და ვერ ვხვდები “თინეიჯერული” აზრები, “3 წლიდან ვკითხულობ”, “ორი წლის გამოსული რედიოჰედის სიმღერა არასდროს მომბეზრდება” და მსგავსი რაღაცეები რატომ უნდა იწვევდნენ აღფრთოვანებას.

      Reply
  2. თაკო გვაზავა

    აუ რა ცუდია ნოდარიმ რომ იუთუბი დამიბლოკა რა😦 ვიდეოებს ვერ ვხსნი და მთელი ვიტამინები მეკარგება, ოკ, სახლში გავხსნი.
    თინას რაც შეეხება, აცუნდრუკებულ მოროშკინას მე პირადად ვერ შევადარებ, იმიტომ რომ მომწონს ეს გოგო, მიუხედავად ამ მენტორული ტონისა და “მე თქვენ გასწავლით როგორ უნდა ცხოვრება”-ისა. მომწონს პირველ რიგში იმიტომ ძალიან ლამაზია, გონიერია, ზომიერია და ბოლო ბოლო თავისუფალია, ვისაც არ მოსწონს ნუ გაიგებენ და ვსო, ის უფრო მარაზმი არაა რაც ამის ნათქვამზე ატყდა? მემგონი კი.
    ჩრდილო კორეა რა საყვარელია აი თავიდან ბოლომდე :))) ხანდახან მისტიური ქვეყანა მგონია, არ არსებული :))
    ქართული ფეხბურთი – ეს ტერმინი რომ გაქრეს საერთოდ ლექსიკიდან და ცნობიერებიდან ნეტავ არ შეიძლება.. თქვენ იშლით ნერვებს ვისაც გიყვართ, თორემ მე რა, უკულტუროები რომ ვართ ეგ ფეხბურთის გარეშეც კარგად ვიცი.
    ჩემს ქეთის ნუ მიჩაგრავ🙂 და საერთოდაც, შენ ნანახი გაქვს მისი კუკარაჩა?!..

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      მემგონი საერთოდ არ ამტყდარა მაგ თემაზე საზოგადოებისგან რეაქცია, უფრო სწორედ ტირაჟირება მოახდინეს “ყვითელმა გვერდებმა” და მე პირადად უფრო ხშირად მხვდებოდა თვალში შეშფოთებული კომენტარები, “გაანებეთ თავი” და ა.შ. არ ვიცი რა წრეში უწევს მაგ გოგოს ტრიალი, მაგრამ მემგონი ძალიან მოძველებულია ეგ თემა. ნუ მოკლედ, მაგ გოგოს სიტყვებით რომ ვთქვათ “ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის” ეგეთი ადამიანები არ არიან საინტერესო, უფრო კარიკატურული, მარა გემოვნებაში ყველა თავისუფალია🙂 ქეთი დოლიძეზე კარგი კომენტარი იყო. კუკარაჩა ნანახი მაქვს🙂

      Reply
      1. lobzhanidze Post author

        პ.ს. ორჰან ფამუქზე უთქვამს “მდარე ლიტერატურა”. შეიძლება ადამიანს მოგწონდეს ან არ მოგწონდეს ფამუქი, ჩემთვის საყვარელი მწერლების რიცხვში ნამდვილად არ შედის, მაგრამ მაგას “მდარე ლიტერატურას” თუ უწოდებ, რბილად რომ ვთქვათ ლიტერატურის აზრზე არ ხარ ადამიანი🙂

  3. თაკო გვაზავა

    შენ ყოფილხარ ბედნიერი ადამიანი, “მემგონი საერთოდ არ ამტყდარა მაგ თემაზე საზოგადოებისგან რეაქცია,” – რაკი ეს შთაბეჭდილება დაგრჩენია, ესეიგი საერთოდ არ იცი რომ უკანასკნელი 4 დღეა დაიქცა ქვეყანა, იმიტომ რომ 1 ქართველი გოგოსთვის ორალური სექსი “მოსული პონტია”. ნუ ბოზად რომ შერაცხეს – ეს ცალსახად, მაგაზე აღარცაა საუბარი, ერს რყვნის. მოზარდებს მოუწოდებს აღვირახსნილი ცხოვრებისკენ. ქალიშვილობის ინსტიტუტს ხომ წყალი უდგას მაგის გამო, ისეთი უკვე ვტოპაობთ შიგნით. მოკლედ, იწყება ერის დეგრადაცია, იმიტომ რომ ორალური სექსი ამის შემდეგ შესაძლოა სხვა კდემამოსილი გოგოებისთვისაც იყოს მოსული პონტი, და მერე ამათ უნდა გაზარდონ ახალი თაობა??? პატრიოტები?? ჰეჰ..
    ის რადიკალიზმიც ტეხავს, საჯაროდ რომ შენს ინტიმურ ცხოვრებაზე და საყვარელ პოზებზე ლაპარაკს დაიწყებ, კიდევ უფრო ტეხავს ხალხს რომ ჭკუის სწავლებას დაუწყებ არასაკმარისი შინაგანი ინტელექტის, გამოცდილების და გონორის ფონზე, მაგრამ კატასტროფულად იცი რა ტეხავს? ბრბოს ბნელი ცნობიერება, უკულტურობა, ზღვარსგადასული ყავყავი და ფურთხება ადამიანის ნებაზე. ამ შემთვევაში ჩემთვის ეს გოგო კიარაა მთავარი გმირი, ხალხია. თემაც ხალხზეა.
    უკაცრავად, რომ ძაან გამიგრძელდა ამ თემას ამდენი ადგილი დავუთმე შენს ბლოგზე🙂

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      არა, არა ამ თემას ვადევნებდი თვალს და აშკარად დიდი რეაქცია იყო, მარა სიმართლე გითხრა არ მინახავს, რომ ვინმეს მაგ გოგოსთვის ეგინებინა მაინცდამაინც, უფრო მეტად რეაქციები იმ “რეაქციებზე” იყო, რომელიც ნაკლებად ვნახე. ანუ ამ ყვითელ საიტებმა შექმნეს ამ “თემისგან” რაღაც და მერე დაიწყო ამ გოგოს დაცვა “ბნელი მასისგან” , რომელიც ნამდვილად ნაკლებად ვნახე. დარწმუნებული ვარ ამ თემების აღარავის უკვირს და თითიდან ხდება გამოწოვა “ყვითელი სააგენტოების” მხრიდან.

      Reply
  4. Pingback: ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 2, კვირა 3] | ლობჟანიძის ბლოგი აქცენტით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s