ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 2, კვირა 4]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

გასულ კვირას საქართველომ ერთგვარ შიდა პოლიტიკური ლეთარგიული ძილიდან გამოიღვიძა და ამ მხრივ უხვი საპოპკორნე მასალა შემოგვთავაზა. ტრანსფორმერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის მესამე იპოსტასიის (მეცენატი, პოლიტიკოსი და აწ უკვე მთავარი მოქალაქე) მომსწრენი ვხდებით, საკმაოდ მკაცრად გააკრიტიკა ადამიანი, რომლის პრეზიდენტობა ზოგიერთ მოქალაქეს ხშირად ავიწყდება ხოლმე. აქაც ყოველი შემთხვევისთის შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია. ისე, ხომ დაგვიპრდა ივანიშვილი საკუთარი თანაგუნდელების გაკრიტიკება არ მომერიდებაო და ამიტომაც არც მეტი და არც ნაკლები ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პირის (?) ა ლა “გახსოვდეს ვისი გორისა ხარ” კრიტიკით დაიწყო.

ყოფილი საქართველოს პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმე სულ უფრო და უფრო ჯონ კენედის მკვლელობის საქმის ერთგვარ ქართულ რემეიქად გვევლინება.  ბევრი ლაპარაკის და ახალი ფაქტების თუ მასალების გასაჯაროების მიუხედავად საქმე ვერა და ვერ იხსნება. ასე რომ, მე პირადად არ გამიკვირდება თუ 2040 წელს მარსზე პირველი კოლონიების მომსწრენი გავხდეთ, ხოლო ჟვანიას საქმე კვლავ გაუხსნელი დარჩეს.

ამასობაში აწ უკვე ლექტორს/რევოლუციონერს მიხეილ სააკაშვილს შეახსენეს რომ ქართული პოლიტიკის ტრადიციების მიხედვით მას როტაციის წესით განსასჯელის სკამზე უწევს დაჯდომა. ამაზე სავარაუდოდ ერთ მამათელს, რომელმაც როტაციის წესი არა თუ უბრალოდ აირიდა, არამედ საპრეზიდენტო რეზიდენციის “პრივატიზაცია” მოახერხა, გვარიანად ეცინება. ამ კომენტარს თუ გავითვალისწინებთ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ლექტორს როტაციის წესით კარიერის გაგრძელება აშკარად არ უნდა. ამავე თემაზე არაპოლიტკორექტული კომენტარის გაკეთებით გიგი უგულავამ კიდევ ერთხელ ეჭვის ქვეშ დააყენა თუ როგორ უნდა წავიკითხოთ მისი სახელის მესამე ასო.

საკუთარი გადაცემის ანონსისას, Twerking-ის ერთგვარი რემეიქი და ახალი სიტყვა ჟურნალისტიკაში შემოგვთავაზა უშიშროების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მეუღლემ თამარა ჩერგოლეიშვილმა. თუმცა, მე უფრო მგონია რომ გადაცემის წამყვანი ანონსის ჩაწერამდე როლიკებზე კატაობდა და უბრალოდ ფეხზე გამოცვლა ვერ მოასწრო.

იმ შემთხვევაში თუ ჭიდაობას ოლიმპიურ სახეობებს ჩამოაშორებენ, მათი ჩანაცვლება “მონაზვნური” დისციპლინით გახდება შესაძლებელი. ვფიქრობ ეს დისციპლინა ჩვენთვის არანაკლები წარმატების მომტანი უნდა იყოს ვიდრე ჭიდაობა და ასეთ შემთხვევაში მედლების გარეშე ნამდვილად არ დავრჩებით. ასეთი დისციპლინისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებისთვის კი არგუმენტად თავის დროზე კერლინგის ოლიმპიურ სახეობად აღიარება შეიძლება. ორივე აშკარად თანაბრად “სპორტულია”.

ამასობაში, იტალიელმა მონაზონმა ვინმე კრისტინა სუჩიამ მართალია არა სპორტში, მაგრამ ასევე საკონკურსო დისციპლინაში მოსინჯა საკუთარი თავი და ეს საკმაოდ წარმატებულადაც გამოუვიდა. სკუჩიას, კულისებში ასევე მონაზვნებისგან შემდგარი “ჩირლიდერების” გუნდი ახლდა თან, რომლის წევრებიც მხიარულად ხტუნავდნენ მათი კოლეგის “მუსიკის ჰანგებზე”. არ ვიცი როგორ წარიმართება ახალი პოპ დივის კარიერა სასულიერო ინდუსტრიაში, მაგრამ პოპ კულტურის ტაძარში მან უკვე მოახერხა წარმატების მოპოვება და რა თქმა უნდა იმ ტრენერს შეუერთდა, რომელმაც საკუთარი თავი ეშმაკს შეადარა.

ბოლოს გიტოვებთ ქართული ტელევიზიების მიკროფონებისგან შემდგარ კორდაბალეტს.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

2 thoughts on “ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 2, კვირა 4]

  1. თაკო გვაზავა

    ხუმრობის გარეშე რომ ვთქვა, ტრაგი-კომედიაში ვცხოვრობთ.
    გადავწყვიტე, რომ ბევრი აღარ ვიფიქრო სერიოზულად მსგავს ნიუსებზე, თორემ დეპრესიისკენ მივექანები. აი ასე უნდა შეხედო ღიმილით, თვითირონიით ჩაიხითხითო (ვითომ სულ არ გეხება) და იფიქრო მხოლოდ საკუთარ თავზე, იმიტომ რომ თუ ასე არ მოიქცევი, სახელმწიფოს, ხალხს და ა.შ. სხვებს მითუმეტეს ფეხებზე ჰკიდიხარ და ბოლოს გაუშვებ შენს პერსპექტივებს და მომავალს ჯანდაბაში (რომელიც პოტენციურად ისედაც ზემოხსენებულ ჯანდაბაში ფეთქავს).
    ჰო და ვზივარ და ვიცინი, აბა რა ვქნა..🙂

    Reply
  2. Pingback: ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 2, კვირა 5] | ლობჟანიძის ბლოგი აქცენტით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s