ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 2, კვირა 5]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული ფორმით არჩეულმა დიქტატორმა და დესპოტმა კიმ ჯონგ უნმა როგორც ჩანს კვლავ მოიწყინა და ახალი წესის შემოტანა გადაწყვიტა – ამიერიდან ქვეყნის ყველა სტუდენტი ვალდებული იქნება მისნაირი ვარცხნილობა ატაროს. სავარაუდოდ სეროტონინი, რომელიც ჯინგ ჯონგ ჯუნს, კი არადა, კიმ ჯონგ უნს საკუთარი ბიძის სიკვდილით დასჯის შემდეგ გამოუმაშავდა, კვლავ დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა და ამიტომაც ახალი გასართობის გამოგონება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა, თავად ჩრდილო კორეელი ლიდერისთვის თუ არა, რომელიმე ახლობელი პირისთვის მაინც.

დავით გედი დეგი ბედი შედი, კი არადა დავით ბედი გედი… ტფუ… დავით დეფი გოგიბედაშვილს აგინეს! თან ეს ყველაფერი მისი შვილების თანდასწრებით მომხდარა. ცნობილი პოემის სახელად “იმიტომ-ის” ავტორი ინციდენტის შემდეგ კომპიუტერს მივარდნილა და ორგანიზმში გამომუშავებული ადრენალინი ფეისბუქის სტატუტის წერაში დაუხარჯავს.  ადრენალინის ხარჯვისას თან “თავდამსხმელებისთვის” უკვე უპატიებია და ამიტომაც ინციდენტი ამოწურულად უნდა მივიჩნიოთ.

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც YMCA-ს ამ სიმღერაზე უმცროსია, გამოვიდა ინიციატივით ოჯახი განისაზღვროს როგორც “ქალის და მამაკაცის” ერთობა. ანუ ამ ლოგიკით გამოდის, რომ თუ ცოლ-ქმარი გაშორებულია და სიტყვაზე დედა და შვილი ცხოვრობენ ერთად, მათი ერთობა არ შეიძლება “ოჯახურად” ჩაითვალოს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ინიციატივის ავტორების განმარტებით ის არაფერს “კრძალავს” და არც ვინმეს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას. ანუ კანონპროეტს არანაირი პრაქტიკული დანიშნულება არ ჰქონია. ამოცანა გვეკითხება… კარგით, გავიარეთ.

დღევანდელი მდგომარეობით უკრაინისთვის რუსეთზე უარესი შეიძლება მხოლოდ დართ ვეიდერი იყოს. და აი ისიც, მხატვრული სამყაროს ყველაზე ბოროტმოქმედის ნიღაბს ამოფარებულ ადამიანს უკრაინის პრეზიდენტობა გადაუწყვეტია. საინტერესო უნდა იყოს დართ ვეიდერის დებატები სხვა კანდიდატებთან, არა მგონია გადამწყვეტ მომენტში ნათქვამ “I am your father-ის” არგუმენტს რომელიმემ გაუძლოს.

ფეისბუქს “მეშოკ ფულად” ვირტუალური რეალობის მოწყობილება უყიდია. მართალია გარეთ 2014 წელია, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა აზრზე არაა თუ რა პრაქტიკული დანიშნულება უნდა ჰქონდეს მსგავს გაჯეტს და ამ ყველაფერზე მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს შექმნილი. ეს წარმოდგენა კი აწ პრეისტორიული 90იანებში საკაბელოზე გასულ “ბ კლასის” ფილმებში ასახული რეალობისგან დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს. თუმცა, თუ ფეისბუქმა მომავალში სოციალურ ქსელში არსებული ფუნქციები ახლადშეძენილ ინსტრუმენტს პირდაპირ მიუსადაგა, საინტერესო მოვლენის მომსწრენი უნდა გავხდეთ. აი მაგალითად, აჭერ “home-ს” და “მეგობრების” ციფრული ჩამონათვალის მაგივრად, “ხედავ” თუ როგორ აბირჟავებს “სასტავი” შენს ოთახში. ან სულაც გადაწყვიტე poke გაუკეთო მონიკა ბელუჩის და მსახიობის ციფრული არსის მაგივრად ხვდები სულ სხვა “არგუმენტებს”… მაგრამ, მოდით ამ არგუმენტზე შევჩერდეთ.

ბოლოს კი გიტოვებთ “უფლება დამცველების” მიერ ჩატარებულ გინების “მასტერკლასს”. 

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

2 thoughts on “ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 2, კვირა 5]

  1. თაკო გვაზავა

    🙂 მაგარია.
    დეფის ეგ სტატუსი არის ჩემი ტკივილი. და აი ყველა რომ აშეარებდა შეძრული და აღშფოთებული პათოსით, გეგონება არავის არასდროს არავიზე დაუცინია თავის დღე და მოსწრება და მხოლოდ სიკეთის ქმნაში, ღარიბთა გაკითხვასა და საგალობლების კითხვაში ატარებენ დღეებს. დეფის კი მე ვფიქრობ ბავშვობა გაახსენა ამ შემთხვევამ, ამიტომ იყო ესოდენ მტკივნეული.
    ოჯახის ინსტიტუტს რაც შეეხება, ის წმიდათაწმიდაა და არ ეგების მასზედ ესოდენ ხელაღებით მოუბრობა, რამეთუ დაღაცათუ მარტოოდენ კაცსა და ქალსა არ ეწოდოს ოჯახი იგი, გეებსა მათ სწრაფვე მოუნდეთ შექმნაი ოჯახისა მისა ჟიმაობითა უწმინდურითა და ბავშვებისა ყოლაი. დარწმუნებულ ვარ, ესე არს მოტივი ინიციატივისა მისსა პრემიერისა, ულოგიკოსი და უცნაურისა.
    ფეისბუქის სიახლეებს მე ვერ ვეზიარე😦 ის კი არა ჩემს ტელეფონში ნიუსფიდს ძლივს ვადევნებ თვალს, ბატონო ნოდარ, შენ მოგეწიოს ჩემი ცოდვა…

    Reply
  2. Pingback: ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 2, კვირა 6] | ლობჟანიძის ბლოგი აქცენტით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s