ცნობილი ნაწარმოებების ალტერნატიული განხილვა

ლევ ტოლსტოის ანა კარენინა

წიგნი უსაქმურ შუა ხნის ასაკის კრიზისში მყოფ, საკუთარი სექსუალური ცხოვრებით უკმაყოფილო, ნარკომანული მიდრეკილებების მქონე “სვეტსკ” დედაკაცზე. მიუხედავად იმისა, რომ წაკითხვამდე ყველა მკითხველმა იცის თუ რითი დამთავრდება რომანი, უმეტესობა შემთხვევაში ასევე ყველა მკითხველი ჯიუტად კითხულობს ორ სქელტანიან ტომს, რათა ბოლოს თავისი და კარენინას ტანჯვა ლიანდაგებზე მოათავოს.

მიზნობრივი აუდიტორია – პირადი ცხოვრების არ მქონე სასოწარკვეთილი დიასახლისები.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის პატარა პრინცი

ამ ერთგვარ ბროშურაში აღწერილი ცხოველები და მცენარეები არა მხოლოდ ლაპარაკობენ, არამედ ფეისბუქზე დასაშეარებელ სიბრძნეებსაც კი აფრქვევენ. როგორც ჩანს ნაწარმოების ზომიდან გამომდინარე წიგნი პრაქტიკულად ყველას აქვს წაკითხული და მიუხედავად იმისა, რომ ის ზღაპრად უნდა მივიჩნიოთ, კარგ ტონად ითვლება ნაწარმოების ერთ-ერთ ყველაზე “დიდ, ბრძნულ” და დოსტოევსკის გვერდზე დასაყენებელ ნაშრომად მიჩნევა.

მიზნობრივი აუდიტორია – “სვეტსკობაზე” და საკუთარი თავის განათლებულობის წარმოჩენაზე ორიენტირებული პოსტ თინეიჯერულ ასაკში მყოფი გოგოშკები.

ჯორჯ ორუელის 1984

20 წლით ადრე დაწერილი ნაწარმოების ურცხვი რემეიქი, რომელსაც ავტორი საკუთარ ნაწარმოებად “ასაღებს”. მართალია ორუელი ევგენი ზამიტინზე უკეთესი მარკეტოლოგი აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარი ნაწარმოები უკეთ “დაარაზკრუტკა,” მაგრამ ამავდროულად სუსტი ფანტაზიის მქონე მწერალად მოგვევლინია, რომელმაც ინტერნეტის და გუგლის გამოგონებაც კი ვერ იწანასწარმეტყველა. როგორც ჩანს გასული საუკუნის ორმოციან წლებში ორუელმა ჩათვალა, რომ ინგლისურენოვან სამყარომდე ზამიატინი ვერაფრით მიაღწევდა და ამიტომაც აგრესიულ პლაგიატს მიჰყო ხელი.

მიზნობრივი აუდიტორია – მემარცხენე იდეებთან ზედაპირულად ნაზიარები, საკუთარი რუტინული ცხოვრებით და სამსახურით უკმაყოფილო კლერკი მამრები.

მილან კუნდერას ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე

ნაწარმოები, რომლის სათაურს გული გაუწყალეს და რომლიც გადაკეთებაც ყველანაირად შეიძლება. “ლუდის აუტანელი სიმსუბუქე,” “ბლოგის წერის აუტანელი სიმსუბუქე,” “სიმძიმის აღქმის აუტანელი სიმსუბუქე” და ა.შ. სცადეთ, პირველი სიტყვის შეცვლა. პრაქტიკულად ყველაფრით შეიძლება, ასეც კი “ცვილელების აუტანელი სიმსუბუქე”. ზოგადად კუნდერა უნიკალური მწერალია, პირველ რიგში იმიტომ, რომ მიუხედავად მრავალრიცხოვანი ნაშრომებისა, მისი ერთი ნაწარმოების მეორესგან გარჩევა უაღრესად რთულია. ამიტომაც, არც ეს ნაწარმოებია გამონაკლისი, ჩეხეთი, ქალები, ავტორის სუბიექტური ლოგიკური წიაღსვლები, პოლიტიკა, სექსი, თუმცა ერთი ნაკლით, წაკითხვიდან რამდენიმე თვეში აღარაფერი გახსოვთ.

მიზნობრივი აუდიტორია – პოლიტიკასთან ზედაპირულად ნაზიარები გოგოშკები, რომლებსაც მილან კუნდერაზე მეტად ნობელის პრემიის ღირსად არავინ მიაჩნიათ.

გაბრიელ გარსია მარკესის მარტოობის ასი წელიწადი

ნაწარმოები რომლის პერსონაჟებს შორის მკითხველს მაქსიმუმ სამის სახელი თუ ამახსოვრდება. კუნდერას “ყოფიერების აუტანელი სიმბუქის” მსგავსად მარკესის ამ ნაწარმოების სათაურსაც ატრიალებენ ხოლმე, თუმცა აქ მეტწილად რიცხვებს ცვლიან. “მარტოობის 20 წელიწადი”, “მარტოობის 5 წელიწადი,” “მარტოობის 20 დღე,” მარტოობის 2 საათი” და ა.შ. ხშირად გამოიყენება ფეისბუქ სტატუსებშიც. მიუხედავად იმისა, რომ მარკესის ბევრს დაახლოებით ოცი წელია უკვე მკვდარი ეგონა (იხილეთ ფეისბუქზე მუდმივად მოხეტიალე ანდერძი, რომელიც სინამდვილეში მარკესს არ ეკუთვნის), ორიოდე კვირის წინ გაჟღერებულმა ცნობამ მწერლის გარდაცვალების შესახებ, მისი “ერთგული ფანები” შოკში უკვე მეორედ ჩააგდო.

მიზნობრივი აუდიტორია – ყველა, “ვაბშე” ყველა.

მარსელ პრუსტის დაკარგული დროის ძიებაში

წიგნი, რომელიც ლინგვისტების და ჰიპსტერების გარდა არავის წაუკითხავს (მათ შორის არც ამ პოსტის ავტორს), მაგრამ ამავდროულად მასთან ზიარებას მკითხველების დიდი ნაწილი რატომღაც იჩემებს ხოლმე. წიგნის წასაკითხად საჭიროა ა) ბევრი დრო, რომელიც მაგალითად გრძელვადიან პატიმრობის შემთხვევაში შეიძლება აღმოგაჩნდეთ ბ) უფრო ჭკვიანად გამოჩენის სერიოზული მოტივაცია გ) მიდრეკილება მაზოხისმიკენ და ჩინეთის კედლის სიგრძის ტოლი ტექსტების ტრფობა.

მიზნობრივი აუდიტორია – ლინგვისტები და ჰიპსტერები

პაოლო კოელიოს ალქიმიკოსი 

პაოლო კოელიო ის ფენომენია, რომელმაც უნიჭობის და არნახული პოპულარობის საოცარ ჰარმონიაში მოყვანა მოახერხა, რაც თავისთავად ერთგვარი ნიჭია. მართალია, ამბობენ რომ დღეს ხელოვნებაში შეუძლებელია თვისობრივარ ახლის თქმა, კოელიომ იმდენი მოახერხა, რომ ვერც სიუჟეტურად და ვერც მხატვრულად საერთოდ, აბსოლუტურად საერთოდ ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა, რაც საყოველთაო წარმატებისთვის იდეალური ფორმულა აღმოჩნდა. ეს კონკრეტული ნაწარმოები ამის ყველაზე კარგი გამოვლინებაა, იდეის მხრივ ნაწარმოები ბიბლიასავით ძველია, სტილისტურად კი ავტორი ყველა ეპოქის მწერლისგან “იპარავს”.

მიზნობრივი აუდიტორია – კოელიოს მეგობრები და უწიგნურები

 

5 thoughts on “ცნობილი ნაწარმოებების ალტერნატიული განხილვა

  1. თაკო გვაზავა

    🙂 კარენინაში ვერ დაგეთანხმები, არაა ეგეთი ხელწამოსაკრავი ქალი ანა, უბრალოდ შენ ბიჭი ხარ და ბოლომდე ვერ შეხვედი მაგ ქალის ტყავში და ტრაგედიაც ბოლომდე ვერ აღგიქვამს, კი, ანას ალბათ ჰქონდა ცუდი სექსი, არც ტავისი გაბღენძილი ქმარი უყვარდა, არ მოწონდა თავისი პირადი ცხოვრება და უბედური იყო, თუმცა მისი ტრაგედია კიდევ სხვა რამაა – ის, რომ თავისი ცხოვრებით ვერ ცხოვრობს, ბრბოს ცნობისმოყვარე თვალები მის საძინებელშია დაჭყეტილი, და მაშინ, როცა უნდა რომ იყოს ბედნიერი, ამდენი გათქვეფისგან გაბოროტებული ხალხი, რომელი თემური პრინციპებით ცხოვრობს, სადაც არ არსებობს არავის პირადი ცხოვრება, არსებობს მხოლოდ ობიანი საზოგადოების საერთო საცხოვრებელი, დევნის, ჭორავს, ტალახს ესვრის, ანას კლავს საზოგადოება. აბა მაგას რომ აშშ-ში ეცხოვრა, ერთ დღეში გაეყრებოდა თავის ლენჩ ქმარს, გადავიდოდა ვრონსკისთან და იცხოვრებდა ბედნიერად, ჰა-ჰა დედამისს და დედამთილს გაეგოთ ეგ ამბავი.
    ისე მე პირადად დისკომფორტს რაც მიქმნის მაგ წიგნში არის მეტისმეტად გაწელილი შინაარსი, ლევინის საჭიროზე მეტი საუბარი საკუთარ თავზე და ველ-მინდვრებზე, მაგ ადგილმა ჭკუიდან გადამიყვანა. არც ერთი წიგნი არ წამიკიხთავს იმაზე უფრო უაზროდ გაწელილი, ვიდრე “ანა კარენინა” და “კაცი რომელიც იცინის”.
    “პატარა პრინცს” რაც შეეხება, სიმართლე გითხრა მეც მიკვირს და გამკვირვებია :)) მარტო პატარა გოგოები კი არა ისეთი გონიერი ტიპებისგან მესმის ხოლმე, აი ხელებს რომ გაშლიან და “აი ეგაა სამაგიდო წიგნი”, იტყვიან, ან “მანდ დევს მთელი კაცობრიობრიობის არსი რა!”
    ჩემთვის ერთი უხეირო ზრაპარია. ის აზრები რაც ეგზიუპერს აწუხებდა, ვაჟასთან მოიკითხოს პატივცემულმა საზოგადოებამ, ჩემი რჩევა იქნება.. თუმცა სკოლის პერიოდში ალბათ ბევრს ექნება მოკითხულიც და ნასწავლიც.
    მარკესი – ჩემი მარკესი – დიდების მეზღაპრეა, ერთ ერთი ყველაზე კეთილშობილი და დადებითი ადამიანი მსოფლიოში, რა მნიშვნელობა აქვს ცოცხალია თუ მკვდარი, მე მიყვარს ისე, თითქოს სულ იყო და სულ იქნება. მარტოობის ასი წელი ერტხელ წავიკითხე და ახლაც მახსოვს, რომ იმ პერიოდში სულ სხვა განზომილებაში ვცხოვრობდი, ეგ შეგრძნება კიდევ უფრო გამიმძაფრდა მოთხრობებზე რომ გადავედი, მაზოხისტურად ვიზოგავდი, მახსოვს, თუმცა პატრიარქი ვერაფრით წავიკითხე, ვიტანჯე ცოტა ხანს და მერე შევეშვი.
    კოელიო უდავოდ უნიჭო მწერალი და ნიჭიერი მარკეტოლოგია.
    სხვები წაკითხული არ მაქვს🙂
    უკაცრავად, ფაქტიურად მოთხრობა დაგიწერე კომენტარის ნაცვლად, მაგრამ ახლა მენანება წაშლა…

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      მადლობა ვრცელი კომენტარისთვის. ანა კარენინაზე მთლად სერიოზულადაც ნუ მივუდგებით, ხუმრობაა და უტრირება უბრალოდ, თორემ ცხადია მშვენიერი ნაწარმოებია. მარკესს რაც შეეხება, თავის დროზე ამ წიგნმა მართლა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, დღემდე მახსოვს ის 13 თუ 14 წლის წინანდელი ემოცია, თუ როგორ დანანებით დავხურე წიგნი, როდესაც ბოლო ფურცელს მივადექი…

      Reply
  2. თაკო გვაზავა

    ჰო, ეგ გრძნობა ნაცნობია🙂 მე კარგ დეტექტივებზე მაქვს ხოლმე ეგ სინანული, ვგიჟდები დეტექტივებზე.
    ვიცი რომ ხუმრობაა🙂 უბრალოდ ადვოკატის როლში ძალიან შევიჭერი ეტყობა :)) ამ ბოლო დროს იმდენი საშინელი რამე იწერება და მესმის ქალების უფლებების დარღვევაზე, რომ ხომ ხედავ, პოსტში 2 სახუმარო სიტყვა აღარ გათქმევინე ..:/

    Reply
  3. Here Comes The Sun

    დასკვნა – ყველა ტიპის გოგოშკები კითხულობენ წიგნებს და ეს უკვე კარგია?!

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s