ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 3, კვირა 1]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

უკრაინამ როგორც ჩანს ოქროს ბილეთი ამოიღო და ქვეყნის ლიდერად ვილი ვონკა AKA პეტრო პოროშენკო აირჩია. უცნობია დაურიგებს თუ არა უკრაინელი ვილი ვონკა თავის თანამოქალაქეებს ფოჩიან კანფეტებს, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე არეულობის დამთავრების პირობა მან უკვე დადო. საინტერესოა ეღიმება თუ არა ამ ყველაფრის გამო კრემლის კოშკში მჯდომ კაცს და რამდენად უყვარს ამ უკანასკნელს შოკოლადი და თუ უყვარს, როგორი?

ასოცირების ხელშეკრულების მოწერამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წვევამდელების მიერ დადებული ფიცის ჩაბარების უფლება მისცეს, რის შემდეგაც გახარებულმა ქვეყნის ლიდერმა იგივე ქვეყნის მეორე ლიდერთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად რუსთაველის გამზირზე გაისეირნა. ამ ყველაფერმა ნაყოფი გამოიღო და პრეზიდენტმა ორი დღის შემდეგ ხელშეკრულების მოწერის პრეროგატივა პრემიერს გადასცა. სიმართლე გითხრათ, არ მგონია ვინმეს ეს ნებართვა მაინცდამაინც სჭირდებოდა, მაგრამ ჩვენ დამოუკიდებელ და დემოკრატიულ🙂 სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც ფორმალობა აუცილებლად უნდა იყოს დაცული.

ინტერნეტი თანამედროვე პანდორას ყუთია, ყოველ შემთხვევაში ლეგენდარული Led Zeppelin-ვის, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობის შემდეგ შეიძლება ბევრისთვის არც თუ ისე ლეგენდარული აღმოჩნდეს. საქმე ისაა, რომ ელექტრონულ სამყაროში ამ ჯგუფის სავარაუდოდ ყველაზე ცნობილ კომპოზიციის Stairway to Heaven – ის შესახებ არც თუ ისე ღირსეული ცნობა ვრცელდება. კერძოდ კი, ის რომ როკ ლეგენდებმა გენიალური კომპოზიცია თავად კი არ მოიგონეს, არამედ ვინმე Taurus-ისგან უბრალოდ მოიპარეს. Led Zeppelin – ის თაყვანისმცემელ სკეპტიკოსებს ამ ამბის იგნორირება შეეძლოთ, რომ არა უხერხული ლინკი Taurus-ის კომპოზიციაზერომელიც ამ ამბავს თან სდევს ხოლმე და რომელიც მართლა ძალიან საეჭვოდ ჰგავს სხვადასხვა თაობების საკულტო ნაწარმოებს. სამყარო, სამართლიანი რომ ყოფილიყო ეს ამბავი მართლა სკანდალით დამთავრდებოდა. თუმცა 1) “ზეპელინები” მართლა ჰიპები კი არ არიან 2) შოუ ბიზნესი უსამართლო მოვლენაა 3) ადამიანები, რომლებსაც ამ ჯგუფთან ახალგაზრდობის საუკეთესო მოგონებები აკავშირებთ, ვერაფრით აღიარებენ იმას რომ ამდენი ხანი ტყუილში ცხოვრობდნენ.

ჩინეთიდან კოშმარული ამბები ვრცელდება. ამიერიდან ჩინელები ძაღლებს არამხოლოდ სადილად მიირთმევენ, არამედ ღებავენ კიდეც. გაიცანით პანდა ძაღლი, რომელიც ვაშლ-ატამას მსგავს გენეტიკური მიღწევის მორიგი ნაყოფი კი არაა, არამედ კარგი სტილისტის ნამუშევრის დემონსტრაციაა. საერთოდ მე მგონია, რომ ადამიანის და ძაღლის მეგობრობის ამბავი მითია, რომელიც რეალურად კარგად შენიღბული ფარისევლობაა. მეგობრობა ორ მხარეს შორის თანაბარ ურთიერთობას და არა “ვუწი-პუწი რა საყვარელი ძაღლიას” ძახილს გულისხმობს. საკმარისი დრო თუ გამოვნახე, აუცილებლად უნდა დავწერო რომანი ამ ურთიერთობის შესახებ, რომელიც სტივენ კინგისთვის დამახასიათებელ სტილში იქნება გადაწყვეტილი.

კოკა-კოლა ცინიზმის ახალ მწვერვალს აღწევს და ფიტნესის 30 მილიონ დოლარზე ძვირადღირებულ პროექტში დებს ფულს. ეს დაახლოებით იგივეა, ვაჰაბისტებმა მშვიდობის პროექტი რომ დააფინანსონ და ტერორისტებისგან დასაცავი ტრენინგები რომ მოაწყონ. საინტერესოა სვამენ თუ არა კოკა-კოლის კომპანიის მესვეურები საკუთარ პროდუქტს, მაგრამ შაქარის რაოდენობა ამ სასმელში ნამდვილი ტერორისტული შეტევაა ადამიანის ჯანმრთელობაზე, რაზეც ეს ვიდეოც მეტყველებს.

 

მას შემდეგ რაც Britain’s Got a Talent-ის ბოსს, საიმონ კოუელს შარშან კვერცხი ესროლეს, მივხვდი რომ კაციბრიობაზე ხელის ჩაქნევა შეიძლება ნაადრევი ყოფილიყო. თუმცა, საიმონ კოუელმა, რომელიც იმდენად VIP პერსონაა, რომ ჩვენებურ გიორგი გაბუნიას ტელეფონზეც კი “ურეკავს,” წლევანდელ სეზონში უსაფრთხოების ზომების გაზრდა მოითხოვა და ჩემში რწმენის ნაპერწკალი ჩააქრო. კოუელის მოთხოვნა იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ფუნქცია მისი კვერცხებისგან დაცვა იქნება, პირდაპირი მნიშვნელობით. წარმოვიდგინე ასეთი დაცვის რომელიმე მუშაკის შვილს, რომ ეკითხებიან სკოლაში თუ რას საქმიანობს მამამისი ცხოვრებაში და ის რომ პასუხობს “ერთ ადამიანს კვერცხებისგან იცავს”. ნამდვილად არაა ყველაზე ამაღელვებელი სამსახური, მარა სულ უმუშევრობას ხომ სჯობია?

წინა სეზონის მიმოხილვა იხილეთ აქ.

2 thoughts on “ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 3, კვირა 1]

  1. თაკო გვაზავა

    ვერ ვხსნი თაურუსის ვიდეოს, მაგრამ სულ არ მაინტერესებს და არც გავხსნი😉 ზეპელინის რომც არ იყოს, მაინც შანსი არაა მათსავით იყოს შესრულებული. ასე რომ მათი გენიალურობის ამბავი ეჭვქვეშ დაყენებას არ ექვემდებარება. ისე ზეპელინს Stairway to Heaven-ზე უფრო მაგარიც აქვს იმჰო, Baby i’m gonna leave you – სრული კაიფია ნარკოტიკის გარეშე.
    მარგველამ რომ უფლება გასცა ეგ ალბათ იმიტომ იყო საჭირო, რომ მომავალში ხელმოწერის კანონიერების საკითხი არ დამდგარიყო, ჰო და კიდევ იმიტომაც რა თქმა უნდა, რომ ” ჩვენ დამოუკიდებელ და დემოკრატიულ🙂 სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც ფორმალობა აუცილებლად უნდა იყოს დაცული.”

    Reply
  2. Pingback: ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 3, კვირა 2] | ლობჟანიძის ბლოგი აქცენტით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s