წიგნების რეცენზიები ლობჟანიძისგან. #7

ჩემთვის რომ ეკითხათ, ვის მსგავსად ვისურვებდი წერას, დაუფიქრელად ჩარლი ბრუკერს დავასახელებდი. ჩარლი ბრუკერი ბრიტანელი პუბლიცისტი, ტელეწამყვანი და პროდუსერია (ყველაზე ცნობილ ნამუშევრად შეგვიძლია სერიალი Black Mirror მივიჩნიოთ). “შემიძლია სიძულვილი გასწავლოთ”  (I can make you hate) ბრუკერის მიერ რამდენიმე წლის განმავლობაში გაზეთ Guardian-ისთვის დაწერილი პუბლიცისტური წერილების კრებულია. ამ კრებულში ჩარლი ბრუკერისთვის არ არსებობს ავტორიტეტები, ის ყველას წვდება, X-factor-ის მონაწილეებისგან დაწყებული, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის დევიდ კამერონით დამთავრებული, ავტორი ყველას ერთგვარ სატირულ რენტგენში ატარებს და დასცინის ყველას და ყველაფერს რაც კი დაცინვის ღირსია.

ვფიქრობ შეცდომა დავუშვი როდესაც ოთარ ჭილაძის გაცნობის მიზნით “წინ მარადისობაა!” ავირჩიე. შეცდომად იმიტომ მივიჩნევ რომ ვფიქრობ ჭილაძის მხატვრული ნამუშევრები გაცილებით საინტერესო უნდა იყოს, ვიდრე ეს კრებული, რომელიც მეტწილად მწერლის მიერ ცხოვრების ბოლო წლებში მიცემულ ინტერვიუებს მოიცავს. აქ ჭილაძე უფრო მეტად დღევანდელი საქართველოს მდგომარეობაზე, მწერლის დანიშნულებაზე და პოლიტიკაზე საუბრობს ვიდრე თავის სამყაროზე.

თუ მეცხრამეტე საუკუნის მიჯნაზე ნორვეგიულ (პრინციპში ზოგადად ევროპულ) საზოგადოებაში არსებულ კლასობრივ განსხვავების შესახებ გინდათ გაიგოთ და თან კითხვისგან სიამოვნება მიიღოთ, კნუტ ჰამსუნის “ვიქტორიას” გირჩევდით. რომანის მთავარ გმირს, მეწისქვილის შვილს, გაღარიბებული, მაგრამ არისტოკრატიული ოჯახის წარმომადგენელი უყვარდება. ეს სიყვარული ამოძრავებს და შთააგონებს უბედური სიყვარულით დატანჯულ ახალგაზრდას წარმატებულ ლიტერატურულ კარიერაზე, თუმცა ამის მიუხედავად ის ერთადერთ სიყვარულზე ფიქრს არ წყვეტს… მოკლედ რომ ვთქვათ კლასიკური და ტრაგიკული ისტორია, აღიარებული კლასიკოსის ავტორობით.

თუ კინო და მხატვრული ლიტერატურა გიყვართ, ჩათვალეთ რომ ზეიდი სმიტის ესსეების კრებული Changing my mind: Occasional Essays (“ჩემი მსოფმედველობის შეცვლა: იშვიათი ესსეები”) თქვენთვის გამოცემული წიგნია. აქ ავტორი საუბრობს ფრანც კაფკაზე, ვლადიმირ ნაბოკოვზე, კეტრინ ჰეფბერნზე, ანა მანიანიზე, ზოგადად ფილმებზე, წიგნებზე და ა.შ. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ ავტორი ამ თემებს სიღრმისეულად განიხილავს, ამიტომაც ვფიქრობ რომ თემაში კარგად გათვითცნობიერებული მკითხველიც კი აღმოაჩენს რაღაც ახალს და საინტერესოს.

ჯონ აპდაიკი თავის ნაწარმოებში Marry Me: A Romance (“დაქორწნდი ჩემზე, რომანი”) პირველივე აბზაცში ამ რომანის სამყაროში გაგდებთ. აპდაიკის გენიალურობა სწორად იმაში მდგომარეობს რომ ის არ იხარჯდება და ერთ ან ორ წინადადებით ახერხებს პერსონაჟის ფსიქოლოგიური სამყაროს აღწერას. მიუხედავად იმისა, რომ აპდაიკის ეს ნაწარმოები რომანტიული ჟანრის ნაწარმოებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელიც ორი დაქორწინებული წყვილის გადახლართული ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს, ის მკვეთრად განსხვავდება ამ ჟანრში გავრცელებული ნარატივისგან, ის არც სენტიმენტალურია და არც “ჰეფი ენდით” სრულდება. ყველაზე ფასეული კი ისაა, რომ პერსონაჟების შინაგანი სამყაროს მრავალფერნოვნების აღწერით აპდაიკი გვახსენებს, რომ შეუძლებელია ადამიანის ხასიათზე, ბუნებაზე და გულის კაპრიზებზე ერთმნიშვნელოვნად და გადაწყვეტით ისაუბრო.

წინა მიმოხილვა იხილეთ აქ.

4 thoughts on “წიგნების რეცენზიები ლობჟანიძისგან. #7

  1. ლა მაგა რაიუელა

    ”Black Mirror” ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი და შთამბეჭდავი სერიალი იყო, რაც ბოლო დროს მინახავს. მაგრამ თავად ამ ადამიანით არასდროს დავინტერესებულვარ და ახლა ძალიან მომინდა ამ კაცის უფრო ’ახლოს გაცნობა”.

    აპდაიკს რაც შეეხება, ეს არის მწერალი, რომელთან მართლა გრძნობ რა ძალდაუტანებლად არის მისი ყოველი ნაწარმოები შექმნილი❤

    Reply
  2. Pingback: წიგნების რეცენზიები ლობჟანიძისგან. #8 | ლობჟანიძის ბლოგი აქცენტით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s