წიგნების რეცენზიები ლობჟანიძისგან. #9

მე, და არა მხოლოდ მე, ვფიქრობ რომ მხატვრულ ლიტერატურაში ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი ფიოდორ დოსტოევსკია. მის ერთ-ერთ ასეთ ნაწარმოებად შეგვიძლია “სასაცილო ადამიანის სიზმარი მივიჩნიოთ” (Cон Смешного Человека). ნაწარმოები ახალგაზრდა ადამიანის ირგვლივ ტრიალებს, რომელსაც ერთი აზრი დაებადა, ამ აზრის ძალიან შერცხვება და ამიტომაც თვითმკვლელობაზე სერიოზულად ჩაფიქრდება. ყველაფერი მზად არის, რევოლვერი დატენილია, მხოლოდ გასროლაა გასაკეთებელი, თუმცა მთავარ პერსონაჟს “ყოფნა, არ ყოფნაზე” ფიქრში დაღლილს ჩაეძინება. ჩაძინებულს სიზმარი დაესიზმრება. ამ სიზმარში ადამიანების ქცევა რადიკალურად განსხვავდება რეალურ სამყაროში არსებული ნორმებისგან, ეს გაცილებით კეთილშობილი სამყაროა. გაღვიძებული პერსონაჟი სიცოცხლეს სხვანაირად უყურებს, თვითმკვლელობაზე აღარ ფიქრობს და უკეთესი სამყაროს შესაქმნელად ქადაგებას იწყებს…

ამერიკელი ნობელიანტი მწერლის სოლ ბელოუს “ჰენდერსონი, წვიმის მეფე” (Henderson the Rain King) მსოფლიო ლიტერატურაში მნიშვნელოვან ნაწარმოებად მიიჩნევა. ამბობენ, რომ ბელოუ ამ ნაწარმოებს თავის საყვარელ რომანად თვლიდა. რომანი მოგვითხრობს ერთ ამერიკელ მილიონერზე, რომელიც მატერიალური სიმდიდრის მიუხედავად ვერაფრით ხვდება თუ როგორ იცხოვროს “სწორად” და “აზრიანად”. რომანი პირობითად ორ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ, პირველ ნაწილში მთავარი პერსონაჟი, ანუ ჰენდერსონი საკმაოდ ვრცლად გვიყვება საკუთარი ცხოვრების შესახებ და სწორედ ამ აზრებში იკითხება მისი არსებობის ამაოება. ეს ამაოება გადააწყვეტინებს მოგზაურობას აფრიკაში. ის ერთი აფრიკელი გიდის ამარა ხვდება ცივილიზაციას მოწყვეტილ ადგილებში და ეცნობა აქაური ტომებს, რომელთა ადათ-წესები სრულად განსხვავდება მის გარემოცვაში არსებული ნორმებისგან. სწორედ აქ იწყებს ჰენდერსონი საკუთარი, შეიძლება ითქვას დაკარგული, თავის ძიებას. რომანი კლასიკურ სტილშია დაწერილი სადაც მოქმედება ერთი პერსონაჟის ცხოვრების ირგვლივ ტრიალებს.  ბელოუ ერიდება თანამედროვე ლიტერატურისთვის დამახასიათებელ ეფექტებს და ხრიკებს და რომანს სწორხაზოვანი, მაგრამ მდიდარი და სარკასტული ენის ხარჯზე აქცევს საინტერესოდ, ეს კი გაცილებით რთულია ვიდრე პირველი. წიგნის წაკითხვა ამიერიდან ქართველ მკითხველსაც შეუძლია, რადგანაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ ის პირველად ითარგმნა ქართულად.

ჯონ კუტზე შეიძლება თანამევედროების ყველაზე მნიშვნელოვან სამხრეთ აფრიკელ ავტორად მივიჩნიოთ. 1999 წელს გამოსული მისი ნაწარმოები “სირცხვილი” (Disgrace) კი პოსტ აპარტეიდის პერიოდში ამავე თემაზე დაწერილ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრულ ნაწარმოებად ჩავთვალოთ. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი, დეივიდ ლური თეთრკანიანი პროფესორია, რომელიც კეიპ ტაუნის უნივერსიტეტში ინგლისურ ლიტერატურაზე კითხულობს ლექციებს. მას უნივერსიტეტიდან მას ახალგაზრდა სტუდენტი გოგონას შეცდენის შემდეგ ათავისუფლებენ. სამსახურის გარეშე დარჩენილი დეივიდი სოფელში საკუთარ ქალიშვილთამ ჩადის. მისი შვილი შავკანიანი მეზობლების გარემოცვაში ფერმერულ ცხოვრებას ეწევა. სწორედ აქედან იწყებს ავტორი პოსტ აპარტეიდულ პერიოდზე საუბარს და ამას თეთრკანიანი და შავკანიანი მეზობლების ურთიერთობაზე საუბრით აკეთებს. ამ ურთიერთობაში ზოგიერთი შავკანიანი უმოწყალოა თეთრკანიანი ქალის მიმართ, ურთიერთობის ეს ფორმა ერთგვარი ვენდეტაა თეთრკანიანების მიმართ, თუმცა არა პირადი, არამედ ზოგადი წყენით გამოწვეული შურისძიება. ურთიერთობის ეს ფორმა გაუგებარია დეივიდისთვის, ანუ პროფესორისთვის რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი კედლებში გაატარა და რომელსაც ნაკლებად ჰქონია შეხება “რეალურ” სამხრეთ აფრიკულ ცხოვრებასთან, ის ვერ უგებს საკუთარ შვილს, რომელმაც მისგან განსხვავებით სხვა ცხოვრება აირჩია და “განსხვავებული” წესებით ცხოვრობს.

ფანტასტიკის და ზოგადად მხატვრული ლიტერატურის მოყვარულებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ პოლონელი ავტორის სტანისლავ ლემის “მიკროსამყაროები” (Microworlds). აქ ავტორი განიხილავს თანამედროვე ფანტასტიკის და ზოგადად ლიტერატურის მნიშვნელოვან ნაწარმოებებს, მათ შორის ჰერბერტ უელს, ფრანც კაფკას, ძმებ სტრუგაცკებს, ხორხე ლუი ბორხესს, ფილიპ დიკს და ბევრ სხვა ცნობილ და ნაკლებად ცნობილ ავტორებს. თავის განხილვაში ლემი სკურპულოზურია და არ პატიობს არცერთ შეცდომას ნებისმიერ ავტორს, რამდენადაც ავტორიტეტულიც არ უნდა იყოს ის. ეს ესეების კრებულია, სადაც მკითხველი ხვდება თუ რამდენად გათვითცნობიერებულია ლემი ლიტერატურაში და რამდენად კარგად იცნობს თემას რომელზეც საუბრობს. ლემი დეტარულად განიხილავს, ფილიპ დიკის “უბიკს”, ძმები სტრუგაცკების “პიკნიკს გზისპირას” და სხვა ცნობილ ნაწარმოებებს. ვრცლად საუბრობს ისეთ თემებზე სამეცნიერო ფანტასტიკაში როგორიც მაგალითად დროში მოგზაურობაა და ამ თემაზე საუბრისას ძალიან საინტერესო და ზოგჯერ უცნაური (რომლის შესახე შეიძლება ამ ჟანრში კარგად გათვითცნობიერებული მკითხველისთვისაც კი ახალი იყოს) ნაწარმოებებიც მოჰყავს.

ოლდოს ჰაქსლის “საოცარი ახალი სამყარო” იმ ნაწარმოებების რიცხვს განეკუთვნება, რომელიც ყველა აქტიურ მკითხველს უნდა ჰქონდეს წაკითხული, მე ამის გაკეთება ცოტა გვიან, 29 წლის ასაკში მოვახერხე, თუმცა მეორე მხრივ სულ ცოტა ხნის წინ მივიღე სიამოვნება, რომელსაც ეს ნაწარმოები უნდა ანიჭებდეს მკითხველს.  ჰაქსლის ამ ნაწარმოებს ხშირად ადარებენ ჯორჯ ორუელის 1984-ს, ალბათ იმიტომ რომ ორივე ნაწარმოები დისტოპიურ სამყაროს აღწერს, თუმცა ამაზე მსგავსება მთავრდება. ჰაქსლის და ორუელის ხედვა აბსოლუტურად განსხვავებულია. ჰაქსლისთან შედარებით, ორუელის 1984 ზედმეტად დისტოპიურია, რადგანაც მასში აღწერილი სამყაროს ბოროტება იმდენად ზედაპირზე ტივტივებს, რომ შეუძლებელია მასში მცხოვრებ ადამიანებს არ ჰქონდეს დიქტატის განცდა. “საოცარ ახალ სამყაროში” აღწერილი სამყარო კი უფრო ბოროტია და სწორედ იმიტომ რომ აქ დიქტატი შეპარვით არის დამყარებული. აქ არსებულ ადამიანებს თავი თავისუფალი და ბედნიერი ჰგონია, არსებული რეალობა კი ყველაზე კარგი იმ რეალობებთან შედარებით რასაც ისტორიის განმავლობაში უარსებია, ეს კი მკითხველს აფიქრებს თუ რამდენად თავისუფალია ის საკუთარ გადაწყვეტილებებში რეალურად არსებულ თანამედროვე სამყაროში.

წინა მიმოხილვა იხილეთ აქ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s