თბილისის კინოფესტივალის 15 ფილმი რომელიც არ უნდა გამოტოვო

45-Years-xlarge

თბილისში დეკემბერი ის თვეა, საშუალება თუ გაქვს, შვებულება რომ უნდა აიღო და მეტწილი დრო კინოთეატრებში ფილმების ყურებით გული იჯერო. წლევანდელი კინოფესტივალი 30 ნოემბერს იწყება და 8 დეკემბრამდე გასტანს. მართალია ჩვენებების ზუსტი განრიგი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ უკვე ვიცით თუ რა ფილმების ნახვა შეგვეძლება ღონისძიებაზე. 100-ზე მეტი ფილმის საკმაოდ სკრუპულოზური შესწავლის  შემდეგ გადავწყვიტე ჩემეული სიის გაკეთება, რომელსაც ქვემორე გთავაზობთ.

Dheephan 

სიას წლევანდელი კანის ფესტივალის გამარჯვებულით თუ დავიწყებ, ალბათ არავის გაგიკვირდებათ. ფილმი პარიზში შრი-ლანკიდან გამოქცეული მერბძოლის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ქალაქში მომვლელად მუშაობს. შეგახსენებთ, რომ კანის ფესტივალს წელს ძმები კოენები თავმჯდომარეობდნენ, ასე რომ წინ წესით კარგი სანახაობა გველის.

Youth

კიდევ ერთი მოსალოდნელი ფილმი სიაში, ფილმის რეჟისორი ხომ აწ უკვე აღიარებული პაოლო სორენტინოა. კასტი? მაიკლ კეინი, ჰარვი კეიტელი, რეიჩელ უესი…

Even The Rain

მართალია, შედარებით ძველი (2010 წ), მაგრამ მაინც აბსოლუტურად საჭირო ფილმია. ფესტივალზე მას სოციალური ცვლილების სექციაში აჩვენებენ, რაც ფილმის შინაარსიდან გამომდინარე სრულად ლოგიკურია. ფილმის გმირები ბოლივიაში კოლუმბის კოლონიზაციაზე ფილმს იღებენ, რაც თანამედროვე ბოლივიაში წყლის რეალურად მომხდარ პრივატიზაციას  და შემდგომ პროტესტებს ემთხვევა.

The Brand New Testament

სახალისო და საინტერესო ფილმი უნდა იყოს ჟაკო ვან დორმეილის ახალი ნამუშევარი. დორმეილს მაყურებელი ყველაზე კარგად მისი მაგნუმ ოპუსის Mr. Nobody-ის გამო იცნობს. ფილმის სიუჟეტიც საკმაოდ დამაინტრიგებელია – ღმერთი თავის ქალიშვილთან ერთად ბრიუსელში ცხოვრობს…

Force Majeur 

წლევანდელ ფესტივალზე ქართველ მაყურებელს დიდ ეკრანზე წინა ოსკარებზე უსამართლოდ დაჩაგრული ფილმის ნახვის საშუალება ექნება. 2014 წლის შვედური დრამა ბოლო ოსკარებზე უცხოური ფილმის კატეგორიაში ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა საბოლოო ჯამში შორტლისტის ხუთეულშიც კი ვერ მოხვდა.

45 Years

არაფერია სრულყოფილი, მათ შორის არც ეს ფილმი, რომელსაც როტენ ტომატოს ვებ გვერდზე კრიტიკოსებისგან 100-დან 98 პროცენტიანი შეფასება ერგო.

Carol

კეიტ ბლანშეტის და მარა რუნის სამსახიობო კლასში კიდევ ერთხელ დასარწმუნებლად ამ ფესტივალზე ქეროლის ნახვა ნამდვილად ღირს.

No One’s Child

ამ ფილმისგან შოკს უნდა ველოდოთ. სერბო-ხორვატული დრამა ნამდვილ ამბავს ეფუძნება, ის  მგლების ხროვაში გაზრდილი ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ცივილიზაციაში მოხვედრილი რთულად ეგუება ახლადაღმოჩენილ სამყაროს.

Victoria

“ვიქტორიამ ჩემი სამყარო შეანჯღრია” – ასე გამოხმაურა დარენ არანოფსკი ამ ფილმს. ფილმისთვის ყურადღების მისაქცევად ეს ალბათ საკმარისი უნდა იყოს.

Far From Men

2014 წლის ეს ფილმი ალბერ კამიუს მოთხრობას ეფუძნება და ალჟირში ომის პერიოდში წარმოშობით ფრანგი მასწავლებლის შესახებ მოგვითხრობს. მთავარ როლში – ვიგო მორტენსენი.

A Girl Walks Home Alone At Night

უკვე ძალიან გახმაურებული ფილმი ირანიდან, რომელიც სხვადასხვა ჟანრების თამამ კოქტეილს წარმოადგენს…

From Afar

სამხრეთ ამერიკული კინო ყოველთვის საინტერესოა, ეს ტრეილერიც საკმაოდ დამაინტრიგებლად გამოიყურება.

Dancing Arabs

კიდევ ერთი კომედიური ფილმი სერიოზულ თემაზე სიაში. “მოცეკვავე არაბები” ისრაელში მცხოვრები ახალგაზრდა პალესტინელის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნას ცდილობს.

The Golden Era

ამერიკელების გარდა მასშტაბური ფილმების გადაღება ვინმეს თუ შეუძლია ალბათ ჩინელები არიან. ამიტომ პირადად მე ფესტივალზე ამ ფილმის გამოტოვებას არ ვაპირებ.

Mediterranea

ფილმი აქტუალურ თემას ეხმაურება – ორი აფრიკელი ლტოლვილი იტალიისკენ მიემგზავრება, თუმცა გზაში ბევრ მოულოდნელ სირთულეს და სისასტიკეს წააწღდება. რეჟისორი მასზე ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა და თავიდან მოკლე დოკუმენტურ ფილმის გაკეთებას გეგმავდა…

აქვე გთავაზობთ იმ ფილმებს, რომლებიც მიუხედავად სურვილისა დიდი კონკურენციის გამო ვერ მოვახვედრე 15ეულში, მაგრამ ვფიქრობ ნახვად ნამდვილად ღირს.
The Lesson,  A Pigeon Sat On A Branch Reflecting on ExistenceLouder than Bombs, Pride, Rams, Tale of TalesWondrous BoccaccioFassbinder – To Love Without Demands,  Sound of TortureOnegin, 13 Minutes, PhoenixThe People vs. Fritz BauerStanding TallCasanova VariationsCobain: Montage of HeckTaxiA Girl At My DoorLooking for Grace, Forbidden Voices,  As I Open My Eyes, Much Loved, Paulina.

6 thoughts on “თბილისის კინოფესტივალის 15 ფილმი რომელიც არ უნდა გამოტოვო

  1. Pingback: თბილისის მე-16 კინოფესტივალი: მომავალი დღის მიმოხილვა, 1 დეკემბერი | ლობჟანიძის ბლოგი აქცენტით

  2. Kate

    ველოდებოდი ამ პოსტს და ახლა გემრიელად ჩავუჯექი. მე შემდეგი ფილმების ნახვა მომინდა:
    1) youth
    2) the new testament
    3) 45 years
    4) Carol
    5) No one’s child
    6) The People vs. Fritz Bauer
    7) louder than bombs
    8) Phoenix
    9) standing tall
    10) Cobain: Montage of Heck
    11) The Casanova Variations თუ არ დამეძინა ყურებისას.
    მეტი არცერთი. პოლიტიკური და და დოკ ფილები არ მინდა.

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      Louder than bombs და The Lesson მიამატე, the new testament კიდევ გამოაკელი – იმედები გამიცრუა

      Reply
      1. Kate

        რას მივამატო? შენს 15-ს ხო? ოკ.
        The new testament ფრანგული არის ხო? (ახლა ტელეფონით ვარ და ვერ ვნახულობ. ლინკები გუშინ ვნახე ლეპტოპიდან) თუ ფრანგულია, მე ფრანგულებს აუცილებლად ვნახულობ ხოლმე 😀 დანაშაულის გამოსყიდვის გამო😀 წლების წინ მთლიანად ქვეყანა მეზიზღებოდა და ამელის ნახვის შემდეგ შემიყვარდა.

      2. Kate

        ჰოდა, ეგ ყოფილა.
        ჰოდა, რა ვიცი აბა. რაღაც წაუმალიებს ისე. ნუ, ტრეილერიდან ასე ჩანს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s